პროგნოზი

დიაბეტი ზრდის სერიოზული გულსისხლძარღვთა მოვლენების და სიკვდილის ალბათობას, მაგრამ მომატებული რისკი განსხვავდება სხვადასხვა პაციენტებისთვის და დამოკიდებულია დიაბეტის დაწყების ასაკზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, გლუკოზის, არტერიული წნევის, ლიპიდების, თამბაქოს კონტროლზე, თირკმლის ფუნქციაზე, მიკროვასკულური გართულებების სტატუსზე და სხვა ფაქტორებზე. როდესაც მე-2 დიაბეტის დიაგნოზს სვამენ 40 წლის ასაკში, მამაკაცი კარგავს მისი სიცოცხლის საშუალოდ 5,8 წელს, ხოლო ქალი - საშუალოდ 6,8 წელს.[5] საერთო სიკვდილობა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პირებში დაახლოებით 15%-ით უფრო მაღალია, მაგრამ ≥60%-ით უფრო მაღალია ახალგაზრდა ზრდასრულებში, ვისაც სუსტი გლუკოზის კონტროლი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა აქვს, და მაჩვენებლები უკეთესია, დიაბეტის არმქონეთა და 65 წელზე უფროსებისთვის, ვისაც გლუკოზის კარგი კონტროლი აქვს და არა აქვს დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია.[60][61]

მხედველობისთვის საშიში დიაბეტური რეტინოპათიის კუმულაციური პრევალენტობა შეერთებულ შტატებში შეადგენს 4.4%-ს დიაბეტით დავადებული ზრდასრულებისთვის და უფრო მაღალია შავკანიანი პირებისთვის, რომლებსაც არა აქვთ ლათინოამერიკული წამოშობა, ლათინოამერიკული წარმოშობის არმქონე თეთრკანიან პირებთან შედარებით (9.3%, 3.2%, შესაბამისად).[125] თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის პრევალენტობა შეადგენს დაახლოებით 1%-ს მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებში (ჯვარედინ-სექციური მონაცემები), თუმცა ნეფროპათიის და/ან თირკმლის ქრონიკული დაავადების კუმულაციური პრევალენტობა გაცილებით მაღალია.[126] ეფექტიანი მკურნალობისთვის საჭიროა, პაციენტი იყოს მოტივირებული და ინფორმირებული, რომელიც აქტიურად აიღებს პასუხისმგებლობას დიაბეტის მართვაზე და კლინიკური გუნდი, რომელიც შეეცდება ხშირად დააკორექტიროს დანიშნულება დაავადების თანმიმდევრული მართვის ხელშესაწყობად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით