ეტიოლოგია

ადამიანის ზოგიერთი ლეიკოციტის ანტიგენის (HLA)-DR/DQ გენის პოლიმორფიზმი, განსაკუთრებით HLA-DR და HLA-DQ ალელები, ზრდის მგრძნობელობას ან ამ დაავადებისგან დაცვაის უნარს.[13][14] მგრძნობიარე პირებში გარემო ფაქტორებმა შესაძლოა განაპირობოს პანკრეასის ბეტა უჯრედების აუტოიმუნური დესტრუქცია. თუმცა დაავადების გავრცელების გეოგრაფიული ცვალებადობა და დიაბეტი ტიპი 1-ის სიხშირის ზრდა მსოფლიო მასშტაბით მიუთითებს დაავადების პათოგენეზში გარემო ფაქტორების ძირითად როლზე, ხოლო სპეციფიკური ფაქტორები უცნობი რჩება. ვირუსებიდან ყველაზე ძლიერი კავშირი გამოვლინდა ადამიანის ენტეროვირუსებთან.[15][16][17] რაც შეეხება კვებით ფაქტორებს, ჩვილებისთვის D ვიტამინის მიცემა შესაძლოა დამცავი იყოს.[18][19] საჭიროა დამატებითი კველვები ინისათვის, რათა დადგინდეს ზრდის თუ არა ძროხის რძის, ადრეულ ეტაპზე მარცვლოვნების ან დედის მიერ D ვიტამინის მიღება ტიპი 1 დიაბეტის რისკს.[20][21][22] ცელიაკიას დაავადება ხასიათდება ტპი 1 დიაბეტის მსგავსი HLA-DQ2 გენოტიპით და უფრო ხშირია ტიპი 1 დიაბეტი მქონე პაციენტებში.[23][24] ტიპი 1 დიაბეტის ინციდენტობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ცელიაკიას მქონე პაციენტებში, თუმცა გამომწვევთან კავშირი დადგენილი არ არის.[25]

პათოფიზიოლოგია

დიაბეტი ტიპი 1, როგორც წესი, ვითარდება პანკრეასის ბეტა უჯრედების ავტოიმუნური დესტრუქციის შედეგად გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში. პაციენტების 90%-ს აქვს ავტოანტისხეულები ჩამოთვლილი ანტიგენებიდან სულ მცირე 3 მიმართ: გლუტამინ მჟავა დეკარბოქსილაზა (GAD); ინსულინი და თიროზინ-ფოსფატაზას მსგავსი მოლეკულა, კუნძულის ავტოანტიგენი-2 (IA-2).[26] ინდივიდთა 25%-ზე მეტს, რომელსაც აღნიშნული სიმპტომები ან კუნძულის ციტოპლაზმური ავტოანტისხეულები არ აქვს, ექნება ანტისხეულები პანკრეასის ბეტა-უჯრედების თუთიის სპეციფიკური ტრანსპორტერის, ZnT8-ის მიმართ.[27] ამასთან ერთად, მოზრდილთა 10 %-ს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, შესაძლოა ჰქონდეს მოცირკულირე ანტისხეულები კუნძულის უჯრედების მიმართ ან ანტისხეულები გლუტამინ მჟავა დეკარბოქსილაზას მიმართ, რაც მიუთითებს ბეტა უჯრედების ასტოიმუნურ დესტრუქციაზე.[28]

ბეტა უჯრედების დესტრუქცია თვეების ან წლების განმავლობაში სუბკლინიკურად, ინსულიტის სახით მიმდინარეობს (ბეტა უჯრედების ანთება). როდესაც ბეტა უჯრედების 80-90% დაიშლება, ვითარდება ჰიპერგლიკემია. დიაბეტი ტიპი 1-ის პათოფიზიოლოგიაში ინსულინის მიმართ რეზისტეტნობა დიდ როლს არ ასრულებს. თუმცა, სიმსუქნის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, ზოგიერთი პაციენტი დიაბეტი ტიპი 1-ით, ინსულინის დეფიციტთან ერთად შესაძლოა იყოს ინსულინის მიმართ რეზისტენტული იყოს.

ინსულინის დეფიციტის მქონე პაციენტებს არ აქვთ უნარი გამოიყენონ გლუკოზა პერიფერიულ კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილში. ეს ასტიმულირებს ანტაგონისტური ჰორმონების სეკრეციას, როგორიცაა გლუკაგონი, ადრენალინი (ეპინეფრინი), კორტიზოლი და ზრდის ჰორმონი. ეს ანტაგონისტური ჰორმონები, განსაკუთრებით გლუკაგონი, ხელს უწყობს გლუკონეოგენეზს, გლიკოგენოლიზს და კეტოგენეზს ღვიძლში. შედეგად, პაციენტებს აქვთ ჰიპერგლიკემია და ანიონური ნაპრალის მეტაბოლური აციდოზი.

ხანგრძლივი ჰიპერგლიკემია იწვევს სისხლძარღვოვან გართულებებს სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციის გამო, მათ შორის ქსოვილებსა და შრატში ცილების გლიკოზირებას, სორბიტოლის წარმოქმნას და თავისუფალი რადიკალებით დაზიანებას. მიკროვასკულური გართულებები მოიცავს რეტინოპათიას, ნეიროპათიას და ნეფროპათიას. მაკროვასკულური გართულებები მოიცავს გულსისხლძარღვთა, ცერებროვასკულურ და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს. ჰიპერგლიკემია იწვევს ჟანგვით სტრესს და ანთებას. ჟანგვითმა სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს ენდოთელური დისფუქცია აოზტის ოქსიდის ნეიტრალიზაციის გზით. დისფუნქციური ენდოთელიუმი ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის LDL-ის შესვლას სისხლძარღვების კედელში, რაც იწვევს ნელი ანთებითი პროცესის ინდუქციას და ათერომების წარმოქმნას.[29]

კლასიფიკაცია

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

ავტოიმუნური ან კლასიკური

  • ხასიათდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტით და პანკრეასის ბეტა უჯრედების საწინააღმდეგო ავტოანტისხეულების არსებობით.

იდიოპათიური

  • იშვიათი ფორმა, რომელიც ხასითდება ანტისხეულების არარსებობით.

  • აფრიკული ან აზიური წარმოშობის პაციენტებში მაღალია ალბათობა და ძლიერია გენეტიკური კომპონენტის როლი.

იდიოპათიური ტიპი 1 დიაბეტის გამოვლინება არ განსხვავდება ავტოიმუნური ტიპი 1 დიაბეტისგან.

ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ კლინიკური სურათისა და ავტოანტისხეულების არსებობის მიხედვით, შეიმუშავა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სტადიების სისტემა. პერსისტენტულად ორი ან მეტი ავტოანტისხეულის არსებობა კლინიკური ჰიპერგლიკემიის და დიაბეტის თითქმის გარკვეული პროგნოზული ფაქტორია და პროგრესირების სიხშირე დამოკიდებულია ანტისხეულების პირველადი აღმოჩენის ასაკზე, ანტისხეულების რაოდენობაზე, ანტისხეულების სპეციფიკურობაზე და ანტისხეულების ტიტრზე.[1] გლუკოზისა და გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1c) კონცენტრაციები იმატებს დიაბეტის კლინიკურ მანიფესტაციამდე, რაც ადრეულ ეტაპზევე გვაძლევს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას. სტადიების დადგენა შესაძლებელია "ჩარჩოდ" გამოდგეს მომვალი კვლევებისა და სკრინინგისთვის.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით