კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა

12 წლის თეთრკანიანი გოგო მშობლებმა მიიყვანეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, გოგონას ბოლო 12 საათის განმავლობაში აღენიშნება სწრაფად პროგრესირებადი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და ლეთარგია. ბოლო კვირაა აქვს გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და მკვეთრად გაზრდილია გამოყოფილი შარდის რაოდენობა. ფიზიკური გასინჯვით პაციენტი გამხდარი და დეჰიდრირებულია, სახდეზეა ჰიპერპონოე, ტაქიპნტოე, ტაქიკარდია; არ რეაგირებს ვერბალურ ბრძანებებზე.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

ბეტა უჯრედების დესტრუქციის სიჩქარე ვარირებს 1-ლი ტიპის დიაბეტის დროს. ზოგიერთ პაციენტში დესტრუქცია შესაძლოა იყოს ნელი, რაც იწვევს სიმპტომების თანდათანობით დაწყებას, რაც კლინიკურად არ განსხვავდება მე-2 ტიპის დიაბეტისგან. როდესაც 1-ლი ტიპის დიაბეტის პირველი გამოვლინება ხდება მოზრდილ ასაკში, ზოგიერთი მას უწოდებს ლატენტურ აუტოიმუნურ დიაბეტს მოზრდილებში (LADA). სასარგებლოა LADA-ს მე-2 ტიპის დიაბეტისგან განსასხვავებლად, რადგანაც LADA-ს მქონე პაციენტები, ჩვეულებრივ, ინსულინით მკურნალობას საჭიროებენ. სურათი, რომელიც მიუთითებს LADA-ს და არა მე-2 ტიპის დიაბეტის არსებობას, მოიცავს 2 ან მეტს ქვემოთ მოყვანილ მახასიათებელს: 50 წლამდე ასაკში დაწყება, მწვავე სიმპტომები, სხეულის მასის ინდექსი 25 კგ/მ^2-ზე ნაკლები და პერსონალურ ან ოჯახის ანამნეზში აუტოიმუნური დაავადების არსებობა.[2]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით