დისკუსია პაციენტთან

  • ექიმებმა უნდა ურჩიონ პაციენტებს და/ან მომვლელებს, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და რეგულარული კვება. ნუტრიციოლოგთან ან დიეტოლოგთან მიმართვა შესაძლოა დაგვეხმაროს დიეტი დაგეგმვაში.

  • პაციენტებს უნდა ვურჩიოთ ვარჯიში. მათ უნდა დაიწყონ ვარჯიში ნელ-ნელა. თუ ამინდი ძალიან ცხელი ან ცივია, მათ შეუძლიათ ისეირნონ ეზოში ან მოლზე. პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ ნაკლები ინსულინის მიღება ან მიიღონ მცირედი საკვები ვარჯიშის წინ. მათ ასევე უნდა ვურჩიოთ შეიმოწმონ სისხლის გლუკოზა ვარჯიშის წინ და შემდეგ. პერიფერიული ნეიროპათიის მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის კარგი იქნება დაბალი დატვირთვის ვარჯიში, როგორიცაა ცურვა, ველოსიპედის ტარება ან ხელების ვარჯიში.

  • ექიმი უნდა დაეხმაროს პაციენტს დაგეგმოს, თუ როგორ შეიმოწმოს სისხლის გლუკოზა. საუკეთესო დრო იქნება ჭამის და ძილის წინ. შემოწმება ასევე შესაძლებელია საკვების მიღებიდან 2 საათში და ვარჯიშის დროს.

  • პაციენტებმა უნდა გაიზომონ HbA1c ყოველ 3 თვეში ერთხელ.

  • პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ ჰიპოგლიკემია შესაძლოა განვითარდეს კვების გამოტოვებისას, ჭარბი ინსულინის მიღებისას, ვარჯიშის ან ავად გახდომის დროს. ალკოჰოლმა და ვარჯიშმა შესაძლოა გამოიწვიოს დაგვიანებული ჰიპოგლიკემია, რომელიც შესაძლოა 24 საათის შემდეგ გამოვლინდეს. უნდა აღიწეროს სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი შიმშილის შეგრძნება, ნერვოზულობა, კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან ცნობიერების დაბინდვა. სისხლში გლუკოზის დონის ასაწევად პაციენტებმა შესაძლებელია მიიღონ გლუკოზის აბები ან გელები, დალიონ რძე ან წვენი იმის მიხედვით, თუ რამდენად დაბლა დაეცა სისხლში შაქრის დონე. ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს თავის ექიმს მედიკამენტების კორექციისთვის. მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს ან როდესაც პაციენტს არ შეუძლია სმა ან ჭამა, სასწრაფო დახმარების სახით უნდა დაინიშნოს გლუკაგონის ნაკრები. ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ეს ნაკრები. ბავშვებს, სკოლისა და ბანაკის პერსონალს და მომვლელებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ იმოქმედონ სისხლში გლუკოზის დაბალი დონის შემთხვევაში.

  • ამერიკის დიაბეტის ასოციაცია (ADA) გლუკოზის საგანგაშო დონედ მიიჩნევს <3.9 მმოლ/ლ-ს (<70 მგ/დლ), რაც მოითხოვს მკურნალობას სწრაფად მოქმედი კარბოჰიდრატებით და გლუკოზის დამაქვეითებელი თერაპიის დოზის კორექციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის მაჩვენებლად მიჩნეულია <3.0 მმოლ/ლ (<54 მგ/დლ), რაც მიუთითებს მძიმე, კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოგლიკემიაზე.[1] მძიმე ჰიპოგლიკემია არის გლუკოზის ნებისმიერი დაბალი დონე, რაც იწვევს კოგნიტიურ დარღვევებს, რაც გამოჯანმრთელებისთვის საჭიროებს დახმარებას სხვა ადამიანისგან.

  • პაციენტებმა ინსულინის მოთხოვნილება უნდა განიხილონ ექიმთან ერთად რომელიმე საკვების გამოტოვების წინ (მაგალითად, სამედიცინო ანალიზისთვის).

  • პაციენტებს უნდა ვასწავლოთ ჰიპერგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, წყურვილი, ხშირი შარდვა ან დაღლილობა და უნდა ავუხსნათ, რომ ამ სიმპტომების შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. პაციენტებმა ასევე უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ განუვითარდათ ცხელება, ხველა, დიზურია ან ჭრილობები ტერფზე. თუ პაციენტი თავს ცუდად გრძნობს და ჭამამდე თითიდან აღებულ სისხლში გლუკოზის დონე ორი თანმიმდევრული გაზომვისას >250 მგ/დლ-ს (>13.9 მმოლ/ლ) შეადგენს, მან უნდა გიზომოს შარდის კეტონები და დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართოს ექიმს.

  • თუ პაციენტები ეწევიან მათ მკაცრად უნდა ვურჩიოთ შეწყვიტონ და შევთავაზოტ შესაბამისი მკურნალობა საჭიროებისამებრ.

  • ექიმმა უნდა შეამოწმოს პაციენტების ქოლესტეროლი და სისხლის წნევა და შეაფასოს ნეიროპათია რეგულარულად.

  • პაციენტებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ ვაქციანაციის განრიგის შესახებ.

  • პაციენტებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ განიხილონ ექიმთან დეპრესიის ნებისმიერი შეგრძნება, რათა შესაბამისი მკურნალობა შესთავაზონ.

  • ბავშვებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა აქტივობებში სახლსა ან სკოლაში. სკოლის ან ბანაკის პერსონალის წევრები უნდა დაეხმარონ ბავშვებს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, როგორიცაა სისხლის გლუკოზის შემოწმება, ინსულინის მიღება საჭიროებისამებრ, საკვების რეგულრულად მიღება და სისხლში გლუკოზის ნებისმიერი დაქვეითების მკურნალობა.

  • დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ADA-ს ვებ გვერდზე. American Diabetes Association external link opens in a new window

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით