მკურნალობის ალგორითმი
ყურადღება: ფორმულაციები/შეყვანის გზები და დოზირება შეიძლება განსხვავდებოდეს მედიკამენტთა დასახელებებს, ბრენდებს, ფორმულარებსა და ლოკაციებს შორის. მკურნალობის რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტთა ჯგუფისთვის. იხილეთ: see disclaimer
პირველადი ვარიანტი
ინსულინ გლარგინი: ინექციის სახით კეთდება კანქვეშ დღეში ერთხელ
ან
ადამიანის ინსულინ იზოფანი (NPH): ინექციის სახით კეთდებაკანქვეშ დღეში ერთხელ
ან
ინსულინ დეტემირი: ინექციის სახით კეთდებაკანქვეშ დღეში ერთხელ
ან
ინსულინ დეგლუდეცი: ინექციის სახით კეთდება კანქვეშ დღეში ერთხელ
-- და --
ინსულინ ნეიტრალი: ინექციის სახით კეთდებს კანქვეშ დღეში ორ ან სამჯერ
ან
ინსულინ ლისპრო: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
ან
ინსულინ ასპარტი: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
ან
ინსულინ გლულიზინი: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
ან
ტუმბო: მოიხმარს რეგულარულ ინსულინს ან ინსულინებს ლისპრო, ასპარტი ან გლულიზინი
ზრდასრულებში ინსულინის საწყისი დღიური დოზა შესაძლოა იყოს 0.2 - 0.4 ერთეული/კგ/დღეში. ბავშვებში საწყისი დღიური დოზა იქნება 0.5 - 1 ერთეული/კგ/დღეში, ხოლო მომწიფების პერიოდში ინსულინზე მოთხოვნილება შესაძლოა გაიზარდოს 1.5 ერთეულამდე/კგ/დღეში. ხშირად ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინის დაწყებისას ადგილი აქვს ე.წ. "თაფლობის პერიოდს", რომლის დროსაც მხოლოდ 10-15 ერთეული/დღეშია საკმარისი. მთლიანი დოზის ნახევარი უნდა მივცეთ საბაზისო ინსულინის სახით, ხოლო მეორე ნახევარი დარტყმითი დოზის სახით. დარტყმითი დოზა იყოფა და ეძლევა ჭამის წინ. პაციენტებს ესაჭიროებათ სისხლში გლუკოზის თვითმონიტორინგი. ინსულინის დოზების კორექტირება შესაძლებელია ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, საკვების მიღების წინ და შემდგომ სისხლში გლუკოზის საჭირო დონის შესანარჩუნებლად.[1]
მარტივი მიდგომა ჭამის დროს ინსულინის მოთხოვნილების დასაფარად არის დოზათა დიაპაზონის შეთავაზება, როგორიცაა 4 ერთეული მცირე კვებისთვის, 6 ერთეული საშუალო რაოდენობის კვებისთვის და 8 ერთეული დიდი ოდენობის საკვებისთვის. საკვების ნახშირწყლების უფრო მეტი მოქნილობისთვის ჭამის წინ მისაღები ინსულინი შესაძლოა გამოითვალოს საკვების ნახშირწყლების შესაბამისი რაოდენობის და პაციენტის ინდივიდუალური ინსულინ-ნახშირწყლების თანაფარდობის მიხედვით. საწყისი მარტივი მიდგომა არის ერთი ერთეული ინსულინის გამოყენება ჭამის დროს საკვების ყოველ 15 გ ნახშირწყალზე. პაციენტებმა შესაძლოა გამოიყენონ ნახშირწყლების შემადგენლობა თითოეული კვების დროს, რაც ჩამოთვლილია საკვების შეფუთვაზე, რათა შეაფასონ გრამების რაოდენობა მოსალოდნელ საკვებზე, მაგრამ ნახშირწყლების გამოთვლა უკეთ ირკვევა ნუტრიციოლოგის დახმარებით. საკვების დღიურის და საკვების მიღებიდან 2 საათში გლუკოზის გაზომვის გამოყენებით შესაძლებელია ინულინ-ნახშირწყლების თანაფარდობის მისადაგება.
კარგი იქნება მკურნალობის დაწყება 2-4 ინსულინის ინექციით ყოველდღიურად, რათა დაკმაყოფილდეს ინსულინის ბაზალური მოთხოვნილება და მოთხოვნილება ინსულინზე საკვების მიღების დროს. საშუალო ხანგრძლივობის ან ხანგრძლივმოქმედი ინსულინი აკმაყოფილებს ბაზალურ და საკვების მიღების დროს აუცილებელი ხანმოკლე ან სწრაფადმოქმედი ინსულინის მოთხოვნილებას.
რეგულარული და NPH ინსულინები ნაკლებად ძვირია, ვიდრე ინსულინის ანალოგები. რეგულარულ ინსულინს აძლევენ დაახლოების 30 წუთით ადრე ჭამამდე, ხოლო სწრაფადმოქმედი ინსულინები (ლისპრო, ასპარტი ან გლულიზინი) შესაძლოა ინექციის სახით მივცეთ 15 წუთით ადრე ან მოკლე ხანში საკვების მიღებიდან. ბავშვებს, რომლებიც რეგულარულად არ იღებენ საკვებს, სწრაფადმოქმედი ინსულინი შესაძლოა მივცეთ საკვების მიღებისთანავე. NPH და ინსულინ დეტემირის ინექცია კეთდება დრეში ორჯერ, ხოლო ინსულინ გლარგინის ინექცია შესაძლებელია მოხდეს დღეში ერთხელ. რეჟიმი უნდა იყოს ინდივიდუალიზებული საუკეთესო შესაძლო გლიკემიური კონტროლის მისაღწევად.
კორექტირებული დოზა შესაძლოა ჩართული იყოს ინსულინის დოზაში საკვების მიღების წინ გლუკოზის დონეებზე დაყრდნობით.
დაინტერესებული და თვითმკურნალობის კარგი ჩვევების მქონე პაციენტები შესაძლოა უპირატესობას ანიჭებდნენ ინსულინის ტუმბოს.
მკურნალობა რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის, პაციენტის კონკრეტულ ჯგუფში
დაკორექტირებული დოზა შესაძლებელია დაემატოს ინსულინის დარტყმით დოზას ჭამამდე გლუკოზის დონის მიხედვით. როცა ინსულინის დღიური დოზა (TDD) და საკვების მიღება სტაბილურია, დაკორექტირებული დოზა გამოითვლება შემდეგნაირად: 1800/TDD = სისხლში გლუკოზის დონის დაცემის საპროგნოზო დონე სწრაფად მოქმედი ინსულინის ერთ ერთეულზე. მაგალითად, თუ TDD არის ინსულინის 40 ერთეული, ინსულინის ერთ ერთეულზე დაქვეითების დონე შეადგენს: 1800/40 = 45.
საკვების მიღების წინ გლუკოზის გამოთვლისა და ზემოთაღნიშნული გამოთვლების მიხედვით დოზის კორექტირების მაგალითი:
2.2 - 4.9 მმოლ/ლ (45-90 მგ/დლ): საკვების დროს მისაღები ინსულინის რაოდენობას გამოკლებული 1 ერთეული
5 - 7.4 მმოლ/ლ (91-135 მგ/dL): დაამატეთ დაკორექტირებული ინსულინის 0 ერთეული
7.5 - 9.9 მმოლ/ლ (136-180 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებულ ინსულინის 1 ერთეული
9.9 - 12.4 მმოლ/ლ (181-225 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებულ ინსულინის 2 ერთეული
12.4 - 14.5 მმოლ/ლ (226-270 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებულ ინსულინის 3 ერთეული
14.5 - 17.3 მმოლ/ლ (271-315 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებულ ინსულინის 4 ერთეული
17.4 - 19.8 მმოლ/ლ (316-360 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებულ ინსულინის 5 ერთეული
19.8 - 22.3 მმოლ/ლ (361-405 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებულ ინსულინის 6 ერთეული
>22.3 მმოლ/ლ (>405 მგ/დლ): დაამატეთ კორექტირებული ინსულინის 7 ერთეული; მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
რიცხვი, რომელიც გამოიყენება კორექტირებული დოზის გამოსათვლელად შესაძლოა ისეთი დაბალი იყოს, როგორიცაა 1500 ან ისეთი მაღალი, როგორიცაა 2200. არ არსებობს სპიციფიკური გაიდლაინები ამ რიცხვის განსასაზღვრად. ზოგადად, დაბალი დოზა უნდა გამოვიყენოთ მსუქან პირებში, ინსულინ-რეზისტენტულ აპციენტებში, ხოლო მაღალი რაოდენობა უნდა გამოვიყენოთ გამხდარ პირებში, ინსულინ-მგრძნობიარე პაციენტებში.
ეს კორექტირებული დოზა შესაძლებელია დაემატოს პაციენტის საკვების მიღების დროს ინსულინის მოთხოვნილებას (საკვების ზოგადი ზომის ან ნახშირწყლების გამოთვლის მხიედვით) და შესაძლებელია მივცეთ როგორც ტოტალური ბოლუს დოზა.
მკურნალობა რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის, პაციენტის კონკრეტულ ჯგუფში
პირველადი ვარიანტი
პრამლინტიდი: 15-60 მიკროგრამი კანქვეშ საკვების მიღების წინ
ადამიანის ამინლინის სინტეთიკური ანალოგი, ცილა, რომელიც გამოიყოფა ინსულინთან ერთად პანკრეასის კუნძულის უჯრედების მიერ. ის ამცირებს საკვების მიღების შემდგომ გლუკოზის მატებას კუჭის დაცლის დროის გახანგრძლივებით, ამცირებს საკვების მიღების შემდგომი გლუკოზის სეკრეციას, და ამცირებს საკვების მიღებას ცენტრალურად მართული მადის დათრგუნვის გზით.[88]
შესაძლოა მივცეთ ინექციის სახით თითოეული კვების წინ, რათა უფრო სტაბილური გლიკემიური კონტროლი მივიღოთ. თუმცა, ინსულინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პრამლინტიდთან ერთად.
დასაწყისში საკვების მიღების წინ მიმდინარე ინსულინის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 50%-ით ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად და შემდეგ უნდა მოხდეს ტიტრაცია.
ნაჩვენებია ადიუვანტური მკურნალობის სახით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საკვების მიღების შემდგომი ჰიპერგლიკემია, რომელიც ვერ კონტროლდება მხოლოდ ინსულინით საკვების მიღების წინ. მაგალითად, შესაძლოა ის სარგებლიანი იყოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მაღალი გლუკოზა საკვების მიღების შემდეგ, მაგრამ უვითარდებათ ჰიპოგლიკემია, როდესაც საკვების მიღების წინ ინსულინის დოზა ინზრდება.
არ უნდა გამოვიყენოთ გასტროპარეზის მქონე პაციენტებში. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია გულისრევა, რაც ვლინდება პაციენტების 28-48%-ში.[88]
პირველადი ვარიანტი
ადამიანის ინსულინ იზოფანი/ინსულინ ნეიტრალი: კეთდება (50/50, 70/30) ინექცია კანქვეშ დღეში ორჯერ
ან
ინსულინ ასპარტ პროტამინი / ინსულინ ასპარტი: კეთდება (70/30) ინექცია კანქვეშ დღეში ორჯერ
ან
ინსულინ ლისპრო პროტამინი/ინსულინ ლისპრო: (50/50, 75/25) კანქვეშა ინექციის გზით, დღეში ორჯერ
ან
ინსულინ დეგლუდეცი/ინსულინ ასპარტი: კეთდება (70/30) ინექცია კანქვეშ დღეში ერთხელ ან ორჯერ
ინსულინის ფიქსირებული დოზა გამოიყენება როდესაც პაციენტები უკვე კარგად არიან ფიქსირებული დოზის რეჟიმზე; ან შეუძლებელია მკურნალობა ინსულინის 3-4 ინექციის მეშვეობით ყოველდღიურად; ან აქვთ პრობლემა ინსულინის შერევასთან დაკავშირებით.
პირველადი ვარიანტი
ადამიანის ინსულინ იზოფანი (NPH): ინექციის სახით კეთდებაკანქვეშ დღეში ერთხელ
ან
ინსულინ დეტემირი: ინექციის სახით კეთდებაკანქვეშ დღეში ერთხელ
-- და --
ინსულინ ნეიტრალი: ინექციის სახით კეთდებს კანქვეშ დღეში ორ ან სამჯერ
ან
ინსულინ ლისპრო: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
ან
ინსულინ ასპარტი: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
მეორეული ვარიანტი
ინსულინ გლარგინი: ინექციის სახით კეთდება კანქვეშ დღეში ერთხელ
-- და --
ინსულინ ნეიტრალი: ინექციის სახით კეთდებს კანქვეშ დღეში ორ ან სამჯერ
ან
ინსულინ ლისპრო: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
ან
ინსულინ ასპარტი: შეყავთ ინექციის სახით კანქვეშ საკვების მიღების წინ
ან
ტუმბო: მოიხმარს რეგულარულ ინსულინს ან ინსულინებს ლისპრო ან ასპარტი
თუ ამის მიღწევა მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის გარეშეა შესაძლებელი, სისხლში გლუკოზის სამიზნე დონე შეადგენს ≤5 მმოლ/ლ-ს (90 მგ/დლ) უზმოზე, ≤7.2-7.8 მმოლ/ლ-ს (≤130-140 მგ/დლ) საკვების მიღებიდან 1 საათში და ≤6.7 მმოლ/ლ-ს (≤120 მგ/დლ)საკვების მიღებიდან 2 საათში. თუ აღნიშნული დონე იწვევს ჰიპოგლიკემიას, საჭიროა ნაკლებად მკაცრი სამიზნე მაჩვენებლების დაწესება.[1]
რეკომენდებული გლიკოზირებული ჰემოგლობინის (Hb1Ac) დონე 42 - 48 მმოლ/მოლ-ს (6% to 6.5%) შეადგენს, მაგრამ თუ მეორე და მესამე ტრიმესტრებში HbA1c <42 მმოლ/მოლ (<6%), ამან შესაძლოა დამატებითი სარგებელი მოიტანოს, თუ ამის მიღწევა შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის გარეშე.[1]
ორსულობისას A1C-ის მონიტორინგი ყოველთვიურადაა შესაძლებელი.[1]
პაციენტებმა უნდა აკონტროლონ სისხლის გლუკოზა 4-7-ჯერ დღეში, ხოლო სქემა ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ უნდა შემოწმდეს, რათა საკვების შემადგენლობა და დრო, ვარჯიშის ხასიათი და ინსულინის დოზები დაკორექტირდეს ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად.
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ინსულინზე მოთხოვნა ზოგადად იზრდება, ხოლო შემდეგ მე-8-16 კვირიდან მცირდება, სანამ კვლავ არ მოიმატებს ორსულობის დარჩენილ პერიოდში.
ორსულობის დროს ხშირად გამოიყენება მომდევნო ინსულინები: NPH, დეტემირი, რეგულარული, ლისპრო და ასპარტი.[84] ორსულობის დროს CGM-ის გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს გლიკემიური კონტროლისა და ნეონატალური გამოსავლის თვალსაზრისით.[85] არა არსებობს დიდი რანდომული კვლევები, რომლებიც ადასტურებს ინსულინ გლარგინის უსაფრთხოდ გამოყენებას დიაბეტიის მქონე ორსულ პაციენტებში. თუმცა, არსებობს ინსულინ გლარგინის ორსულპაციენტებში უსაფრთხოდ გამოყენების მრავალი შემთხვევა. იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც მეორე რიგის პრეპარატი NPH-ს ან ინსულინ დეტემირის შემდეგ, ორსულ პაციენტებში ბაზალური ინსულინის დოზირებისთვის, ვინაიდან ამ შემთხვევაში ხანგრძლივი უსაფრთხოების მონიტორინგის ნაკლები მონაცემები არსებობს. დიაბეტის მქონე ორსულ ქალებში უწყვეტი კანქვეშა ინსულინის ინფუზიის შედეგების შესახებ ნაკლები მონაცემები არსებობს, ინსულინის მრავლობით დღიურ ინექციებთან შედარებით.[86]
მკურნალობა რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის, პაციენტის კონკრეტულ ჯგუფში
პირველადი ვარიანტი
ასპირინი: 75-150 მგ პერორულად დღეში ერთხელ, სტანდარტული დოზა 75 მგ/დღეში
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციით, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ყველა ორსულისთვის სასარგებლოა პირველი ტრიმესტრის ბოლოდან ასპირინის დაბალი დოზების მიღება პრეეკლამფსიის რისკის შესამცირებლად.[1]
აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით