ეპიდემიოლოგია

1-ლი ტიპის დიაბეტი ითვლის ყველა დიაბეტიანი პაციენტის დაახლოებით 5-10%-ს. ეს არის ახალგაზრდებში (20 წლამდე) ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული დიაბეტი და მსოფლიოში ამ ასაკის დიაბეტის ყველა შემთხვევის ≥85%-ს შეადგენს.[3] დადგენილია, რომ მსოფლიოში 0-19 ასაკის 1,106,500 ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, საიდანაც 132,600 ყოველწლიურად ახლად დიაგნოსტირებული შემთხვევებია.[4]

აშშ-ში 2011-2012 წლებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი ყოველწლიურად 17,900-ზე მეტ 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდას უდგინდებოდა (ახალი შემთხვევების წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 21-ია 100,000 ადამიანზე).[5] აშშ-ში 2016 და 2017 წლებში დიაგნოსტირებული დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ჩატარებული კვლევის თანახმად, 1-ლი ტიპის დიაბეტის შემთხვევები ყველა შემთხვევების 5.6%-ს შეადგენდა.[6]

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის ინციდენტობას მნიშნველოვანი ვარიაციები ახასიათებს გეოგრაფიულად. ის უფრო ხშირია ევროპელებში და ნაკლებად ხშირი აზიელებში. ამგვარად, ფინეთში ბავშვებს 40-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ ტიპის 1 დიაბეტის განვითარებისა, ვიდრე იაპონელ ბავშვებს და თითქმის 100-ჯერ მეტი ალბათობა დაავადების შესაძენად, ვიდრე ჩინეთის ზუნის რეგიონის ბავშვებს.[7] მთელს მსოფლიოში დიაბეტი ტიპი 1-ის ინციდენტობა იზრდება 3%-ით ყოველწლიურად, თუმცა ამის მიზეზი უცნობია.[8][9][10][11] ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, უფრო სწრაფი ზრდა არათეთრ რასასა და ეთნიკურ ჯგუფებში აღინიშნებოდა.[12]

დიაბეტი ტიპი 1 ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, ყველაზე მაღალი სიხშირით - 10-14 წლის ბავშვებში.[3] ის თანაბრად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში.[3]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით