ზრდასრულ ასაკში გამოვლენილი ახალგაზრდების დიაბეტი (MODY) არის მონოგენური დიაბეტის ყველაზე ხშირი ფორმა და გვხვდება დიაბეტის მქონე პაციენტების 1-2%-ში.[37]
MODY გამოწვეულია ერთი გენის მუტაციით (მონოგენური). ახასიათებს აუტოსომურ-დომინანტური დამემკვიდრება და ეჭვი უნდა მივიტანოთ არაჭარბწონიან, ახალგაზრდა (მოზარდი ან ახალგაზრდა მოზრდილი) პირებში, რომელთაც ოჯახურ ანამნეზში აქვთ დიაბეტი ორ ან მეტ თანმიმდევრულ თაობაში.[38]
ვლინდება არაკეტონური, არაინსულინდამოკიდებული დიაბეტით, რომელიც რეაგირებს ჰიპერგლიკემიის საწინააღმდეგო პერორულ მედიკამენტებზე.[39]
C-პეპტიდის არსებობა.
ავტოანტისხეულები არ არის.
გენეტიკური ტესტირებით, დიაბეტის მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებში ვლინდება გენურ მუტაციები, გასაკუთრებით გლუკოკინაზას და ტრანსკრიპციის ფაქტორების მაკოდირებელ გენებში.[39]
დიაბეტი, რომელიც 6 თვემდე ასაკში დგინდება.[1]
ჩვეულებრივ, აუტოსომურ-დომინანტური მემკვიდერობის იზოლირებული დიაბეტი.
ზოგიერთ მონოგენურ გამომწვევს ახასიათებს მრავალი სინდრომული ნიშანი.[40]
გენეტიკური ანალიზი მრავლობითი მუტაციით გენებში, რომლებიც აკოდირებს ადენოზინ ტრიფოსფატის მიმართ მგრძნობიარე კალიუმის არხებს და ინსულინის გენს.[40]
დიაბეტის დაწყების ტიპური ასაკი 30 წელს ზემოთ. პაციენტები, როგორც წესი, არ უჩივიან სიმსუქნეს და თავდაპირველად ცხოვრების სტილის ცვლილებებითა და პერორალური აგენტებით მკურნალობას ექვემდებარებიან. ინსულინის წარმოქმნა თანდათან მცირდება (6 თვე - 5 წელი), რის შემდეგაც საჭიროა მკურნალობა ინსულინით.[41]
LADA ითვლება 1-ლი ტიპის დიაბეტის ქვეტიპად; თუმცა, LADA-ს მქონე პაციენტები ხშირად მე-2 ტიპის დიაბეტის არასწორ დიაგნოზს იღებენ.
C-პეპტიდის საწყისი დონე დაბალი ან ნორმის ფარგლებში.
შეიძლება დადებითი იყოს სულ მცირე 4-დან 1 ანტისხეულზე, რომლებიც წარმოიქმნება ტიპი 1 დიაბეტის დროს.[41]
ტიპურად, ინსულინის რეზისტენტობის ნიშნებზე (როგორიცაა აკანტოკერატოდერმია) უნდა ვიფიქროთ და მათი არარსებობის შემთვევაში ეჭვი ტიპი 1 დიაბეტზე უფრო მაღალია.
უფრო გამოხატული ინსულინ დეფიციტის ნიშნები (მაგ: გლიკემიური ლაბილობა, ასევე კეტოზის მიმართ განწყობა) ზრდის ეჭვს დიაბეტ ტიპ 1-ზე.
დიდი ასაკი და ნელი დასაწყისი, სიმსუქნე, ძლიერი ოჯახური ანამნეზი, კეტოაციდოზის არარსებობა და საწყისი პასუხი პერორულ ანტი-ჰიპერგლიკემიურ წამლებზე ტიპურია მე-2 ტიპის დიაბეტისთვის.
C-პეპტიდის არსებობა.
ავტოანტისხეულები არ არის.
ანალიზი C-პეპტიდზე და ავტოანტისხეულებზე ჩვეულებრივ არ არის აუცილებელი.
აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით