მონიტორინგი
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი გვირჩევს, რომ HbA1c უნდა იყოს <48 მმოლ/მოლ (6.5%).[36][34]
ნაკლებად მკაცრი სამიზნე დონე შეიძლება განისაზღვროს პაციენტთა ზოგიერთი ჯგუფისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, მძიმე ჰიპოგლიკემიის ანამნეზის მქონე პირებისათვის, შეზღუდული მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის, შორს წასული მიკროსისხლძარღვოვანი ან მაკროსისხლძარღვოვანი გართულებების ან თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.[45]
თუ პაციენტი არის ბავშვი ან ახალგაზრდა, იცოდეთ, რომ მკაცრი სამიზნე მაჩვენებლის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დისტრესი და/ან კონფლიქტი ოჯახის წევრებთან ან მზრუნველებთან და შესაძლოა დაგჭირდეთ კომპრომისულ სამიზნეზე შეთანხმება.[34]
თუ პაციენტი ზრდასრულია, შეათანხმეთ HbA1c-ის ინდივიდუალური სამიზნე მათთან ერთად, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მისი ყოველდღიური აქტივობა, მისწრაფებები, გართულებების ალბათობა, თანმხლები დაავადებები, პროფესია და ჰიპოგლიკემიის ისტორია.[36]
გაზომეთ HbA1c დონე, სულ მცირე:
ყოველ 3 თვეში ერთხელ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში[34]
ყოველ 3-დან 6 თვემდე მოზრდილებში.[34]
აწარმოეთ მონიტორინგი:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე დიაგნოზის დროს და ყოველწლიურად[34][36]
თვალის ჯანმრთელობაზე:
დიაბეტურ რეტინოპათიაზე, ყოველწლიური სკრინინგით 12 წლის ასაკიდან[34][36]
ზომიერად გამოხატულ ალბუმინურიაზე (ალბუმინი:კრეატინინის თანაფარდობა [ACR] 3-30 მგ/მმოლ; 'მიკროალბუმინურია') თირკმელების დიაბეტური დაავადების გამოსავლენად, ყოველწლიურად 12 წლის ასაკიდან; ამისათვის გამოიყენეთ ადრიანი დილის შარდის ნიმუში.[34][36] გაგზავნეთ შარდის ნიმუში ალბუმინი:კრეატინინის თანაფარდობის შესაფასებლად (შარდის ალბუმინის კონცენტრაციის შეფასება ცუდი ალტერნატივაა) და იმავდროულად გაზომეთ გამოთვლილი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე.[36]
იმ ადამიანების ტერფის ჯანმრთელობაზე ყოველწლიურად, რომლებსაც აქვთ დიაბეტური ტერფის პრობლემის განვითარების რისკი[146]
დიაბეტური ტერფის პრობლემის განვითრების საშუალო და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები მიმართეთ ტერფის ჯანმრთელობის ადგილობრივ სერვისებში[146]
იხილეთ ჩვენი თემა დიაბეტური ტერფის გართულებები
გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორებზე მოზრდილებში ყოველწლიურად, მათ შორის, გამოთვლილი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (eGFR) და შარდის ალბუმინი-კრეატინის თანაფარდობა, მოწევა, სისხლში გლუკოზას კონტროლი, არტერიული წნევა, სრული ლიპიდური პროფილი, ასაკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადების ოჯახური ისტორია და სიმსუქნე მუცლის არეში.[36]
ცელიაკიაზე დიაგნოზის მომენტში[147]
ურჩიეთ პირებს, რომელთა ცელიაკიაზე ჩატარებული ტესტიც უარყოფითია, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ სიმპტომების ფართო სპექტრი და უნდა მიმართონ ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ რომელიმე პრობლემური სიმპტომი გაჩნდება ან გაგრძელდება.
ურჩიეთ პაციენტს რეგულარულად ჩაიტაროს სტომატოლოგიური გამოკვლევები.[34]
ყურადღებითციყავით ნეიროგენული ბულემიის, ნერვული ანორექსიის და კვების დარღვევის მიმართ პაციენტებში ტიპი 1 დიაბეტით, რომელთაც აქვთ:[36]
ჭარბი შფოთვა სხეულის ფორმასა და წონაზე
დაბალი BMI
ჰიპოგლიკემია
სისხლში გლუკოზას არაოპტიმალური კონტროლი.
განიხილეთ ადრეული (ან საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი) მიმართვა კვებითი აშლილობის ადგილობრივ სერვისებზე ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ კვების დარღვევა.[36]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას