მიდგომა

კლინიკური გამოვლინება

დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვბევასი, პაციენტებს აქვთ პოლიურია, პოლიდიფსია, წონაში კლება, ზოგადი სისუსტე და დაბინდული მხედველობა. ზოგიერთ პაციენტს აქვს დიაბეტური კეტოაციდოზი - ტიპი 1 დიაბეტის მწვავე გართულება. ამ პაციენტებს აქვთ დეჰიდრატაციის და აციდოზის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ტაქიპნოე, ტაქიკარდია და ლეთარგია. იშვიათად, დიაბეტი ტიპი 1 ვლინდება სისხლის რუტინული ანალიზების დროს. ამ მდგომარეობის დიაგნოზი, ქრონიკული გართულებების განვითარებამდე გაცილებით ადრე დგინდება.

დიაგნოზი

დიაგნოზი შესაძლოა დაისვას ჩამოთვლილთაგან ნემისმიერის შემთხვევაში:[1]

  1. სიმპტომურ პაციენტებში პლაზმაში გლუკოზის დონე >11 მმოლ/ლ-ს (>200 მგ/დლ) შეადგენს

  2. უზმოზე პლაზმაში გლუკოზის დონე >6,9 მმოლ/ლ-ს (>126 მგ/დლ) შეადგენს

  3. პლაზმაში გლუკოზის დონე ≥11 მმოლ/ლ-ს (≥200 მგ/დლ) შეადგენს 75 გ პერორალური გლუკოზის მიღების შემდეგ

  4. გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c) შეადგენს ≥48 მმოლ/ლ-ს (≥6.5%).

ასიმპტომურ პაციენტებში შედეგი უნდა დადასტურდეს განმეორებითი ანალიზებით (იგივე ნიმუშზე ან ორ სხვადასხვა ნიმუშზე).[1] სიმპტომურ პაციენტებში სისხლის გლუკოზის ანალიზი უფრო სარგებლიანია ტიპი 1 დიაბეტის მწვავე დასაწყისის დიაგნოსტირებისთვის, ვიდრე A1C.[1] დიაბეტი დიაგნოსტიკური ტერმინია ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ტიპი 1 და ტიპი 2 წარმოადგენს ქვეკლასებს კლინიკური და/ან ლაბორატორიული კრიტერიუმების მიხედვით.[34]

ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზი ხშირად აშკარაა კლინიკური გამოვლინების მიხედვით, მაგრამ შესაძლოა დამატებით ანალიზებით დადასტურდეს. C-პეპტიდის დაბალი დონე და ერთი ან მეტი ავტოიმუნური მარკერის არსებობა შეესაბამება ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზს.[35] აუტოიმუნური მარკერები მოიცავს ავტოანტისხეულებს გლუტამინმჟავა დეკარბოქსილაზას (GAD), ინსულინის, კუნძულის უჯრედების, კუნძულის ანტიგენების (IA2 და IA2-ბეტა), და თუთიის ტრანსპორტერის ZnT8-ის მიმართ.

პლაზმასა და შარდში მომატებული კეტონები ჰიპერგლიკემიის ფონზე მიუთითებს ტიპი 1 დიაბეტზე, მაგრამ იშვიათად აღინიშნება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში. მაგალითად, როდესაც ტიპ 2 დიაბეტზე დადებითი ოჯახური ანამნეზის მქონე ჭარბწონიან თიენიჯერს სისხლის ანალიზით პლაზმაში გლუკოზის მაღალი დონე აღენიშნება, ტიპი 1 და ტიპი 2 ტიპის დიაბეტის გარჩევა შესაძლებელია ძნელი იყოს. თუ C-პეპტიდის დონე ძალიან დაბალია ან განსაზღვრა შეუძლებბელია, პლაზმის გლუკოზასთან მიმართებასი, ხოლო ანტი-GAD ანტისხეულები დადებითია, ასეთ პაციენტებში, უნდა დაისვას დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი.

ასევე მნიშვნელოვანია დიაბეტის ტიპის განსაზღვრისას მონოგენური დიაბეტის გათვალისწინება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ბავშვებში დიაბეტის 4%-ზე მოდის და ინსულინით მკურნალობა ამ დროს ნაჩვენები არ არის.[35] ეჭვი უფრო მაღალი უნდა იყოს ანტისხეულებზე უარყოფით, კეტონებზე უარყოფით პედიატრულ დიაბეტში, მრავალ თაობაში დიაბეტის უჯახური ანამნეზის არსებობისას.[1] მონოგენური დიაბეტის ორ მთავარ ფორმას წარმოადგენს ზრდასრული ტიპის დიაბეტი ახალგაზრდა ასაკში (MODY) და ახალშობილთა დიაბეტი. გენეტიკური ტესტირება საბოლოო პასუხს იძლევა და ის შეიძლება გამოვიყენოთ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების კონსულტირებისთვის.


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაციავენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით