მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

შესაძლო ან დადასტურებული ინფექცია: მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადება

Back
1-ლი რიგის – 

ინფექციის პრევენცია და კონტროლი

დაუყოვნებლივ მოათავსეთ პაციენტი ნეგატიური წნევის ოთახში (სველი წერტილით) და შეატყობინეთ რეგიონულ ინფექციური დაავადებების განყოფილებას. პოტენციურად კრიტიკული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა მართონ ექსპერტებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებმა.

დაიცავით თქვენი ადგილობრივი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლები. რეკომენდებულია სტანდარტული, კონტაქტური და წვეთოვანი სიფრთხილის ზომების მიღება. აეროგენული სიფრთხილის ზომები რეკომენდებულია როცა მპოქსის შესაძლო შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეჭვი ჩუტყვავილაზეც გვაქვს და ჯერ ეს დიაგნოზი არ გამორიცხულა. რესპირატორები რეკომენდებულია დადასტურებული მპოქსის მქონე პაციენტებზე ზრუნვისას. აეროგენული ზომების მიღება რეკომენდებულია თუ ტარდება აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურები. ჩათვალეთ, რომ ყველა დაბინძურებული მასალა (მაგ., თეთრეული, საავადმყოფოს ტანსაცმელი) და ბიოლოგიური სითხეები/მყარი ნარჩენები, არის ინფექციური.[1]

იდეალურ შემთხვევაში, ყველა პროფესიონალი, რომელიც კავშირშია პაციენტთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან ფომიტებთან, უნდა იყოს აცრილი ყვავილის ვაქცინით. ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს აუცრელი კონტაქტისთვის. იხეილეთ პრევენცია.

თუ შესაძლებელია, ორსული პერსონალი ან იმუკოკომპრომისული პერსონალი არ უნდა იყოს ჩართული შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევების მოვლაში.[181]

Back
პლიუს – 

განიხილეთ სახლში იზოლირების ვარიანტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტები შესაძლო ან დადასტურებული ინფექციით და მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადებით, რომლებიც არ არიან მძიმე ან გართულებული დაავადების მაღალი რისკის ქვეშ, შეიძლება იზოლირებულნი იყვნენ სახლში ინფექციური პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ სახლის პირობებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომების მიღება შესაძლებელია.[1]

განიხილეთ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების საკითხი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების მაღალი რისკი (მაგ. ბავშვები, ორსული ქალები, იმუნოკომპრომისული სტატუსის მქონე ადამიანები, კანის პრობლემების მქონე ადამიანები) უფრო ახლო მონიტორინგისთვის. ასევე განიხილეთ ისეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომლებიც მოწყვლად მოსახლეობებს მიეკუთვნებიან და ინფექციის კონტროლის ზომების მიღება შეუძლებელია.[1] საავადმყოფოში მოთავსება შეიძლება საჭირო გახდეს მტკივნეული ან ინფიცირებული კანის ან ლორწოვანი გარსების მქონე პაციენტების მცირე ნაწილისთვის ტკივილის მართვის და/ან ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.[198]

გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით. გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კლინიკური სიმძიმე, გართულებების არსებობა, პაციენტის მოვლის საჭიროება, კვება და ჰიდრატაციის სტატუსი, მძიმე დაავადების რისკის ფაქტორები და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. პაციენტებს უნდა შეეძლოთ მოძრაობა, იღებდნენ წყალს და საკვებს კარგად და შეეძლოთ საკუთარი თავის მოვლა. შემდგომი მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ტელემედიცინის ან ტელეფონის გამოყენებით, როცა ეს შესაძლებელია.[1] NHS England: virtual management of confirmed monkeypox cases Opens in new window

დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) რეკომენდაციას უწევს, რომ შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევებმა შეიძლება თვითიზოლაცია მოახდინონ სახლში, კლინიცისტის შეფასების საფუძველზე და სააგენტოს მითითებების შესაბამისად. დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკაში მოგზაურობის ისტორიის მქონე შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების მართვა შეიძლება საჭირო გახდეს, როგორც მძიმე შედეგების მქონე ინფექციური დაავადების (HCID) შემთხვევების; განიხილეთ შესაბამის ორგანოებთან. ყველა შესაძლო (ან ძლიერსავარაუდო) შემთხვევაში შეაფასეთ ჰოსპიტალიზაციის რისკი კლინიკური ან თვითიზოლაციის საჭიროებების მიხედვით. შეატყობინეთ შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს.[182] ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი რეკომენდაციას უწევს რისკის მიხედვით განსაზღვრული კლინიკური მიდგომის გამოყენებას ამ გადაწყვეტილების დასახმარებლად.[215] ყველა კლადი II (კლადი IIa და კლადი IIb) ვირუსული ინფექცია არ არის კლასიფიცირებული, როგორც მძიმე შედეგების მქონე დაავადება დიდ ბრიტანეთში. თუმცა, I კლადის ვირუსით გამოწვეული ინფექციები ითვლება მძიმე შედეგების მქონე დაავადებად.[248]​2023 წელს გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდები I კლადის ინფექციების კლასტერის შემდეგ, იზრდება უცნობი მძიმე შედეგების მქონე ინფექციების ცირკულირების რისკი II კლადის ინფექციების ცირკულირების ფონზე.[217]

გადაწყვეტილებები იზოლაციის სიფრთხილის ზომების შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოსთან კონსულტაციით. ზოგადად, სიფრთხილის ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება და კანის ახალი ფენა არ ჩამოყალიბდება.[246] დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო რეკომენდაციას უწევს, რომ პაციენტებს შეეძლოთ დაასრულონ თვითიზოლაცია სახლში როცა: პაციენტი შეფასდა სატელეფონო ან ვიდეო ზარით და 72 საათის განმავლობაში იყო აფებრილური და თავს გრძნობს კარგად; ბოლო 48 საათის განმავლობაში ახალი დაზიანებები არ ფიქსირდება; არ არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება; ყველა დაზიანება ქერქიანია; ხილულ კანზე ყველა დაზიანება (სახის, ხელების და მკლავების ჩათვლით) ფუფხიანია, ქერქები ჩამოვარდა და ქვეშ ჩამოყალიბდა კანის ახალი ფენა; და დაზიანებები სხვა ადგილებში შეიძლება დაიფაროს როცა პაციენტი გარეთაა ან სახლში კონტაქტი აქვს სხვა ადამიანებთან. პაციენტს შეუძლია განაახლოს სრულიად ნორმალური ცხოვრება შეზღუდვების გარეშე (სრული დეიზოლაცია), როდესაც ის აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ კლინიკურ კრიტერიუმებს და დაზიანების ჩამოთვლილ კრიტერიუმებს: არ ფიქსირდება ახალი დაზიანებები ბოლო 48 საათის განმავლობაში; არ ფიქსირდება ლორწოვანი გარსის დაზიანება; და ყველა დაზიანება (როგორც დაფარული, ასევე ხილული კანის უბნებისთვის) ქერქიანია, ყველა ქერქი ჩამოვარდა და ხელუხლებელი კანი რჩება ქვეშ. ურჩიეთ პაციენტებს, მოერიდონ ახლო კონტაქტს იმუნოკომპრომისულ ადამიანებთან, ორსულ ქალებთან და 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან, სანამ ისინი არ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ სრულ დეიზოლაციის კრიტერიუმებს (ეს შეიძლება მოიცავდეს ბიულეტინზე გასვლას, თუ მათი სამუშაო მოითხოვს ახლო კონტაქტს რომელიმე ამ ჯგუფთან).[293]

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას სახლში თვითიზოლაციის მითითებები. იხილეთ პაციენტთან განსახილველი საკითხები.

Back
პლიუს – 

სიმპტომური მკურნალობა და დამხმარე მოვლა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და დამხმარე მოვლა.[1]

ტკივილის მართვა მნიშვნელოვანია, რადგან ტკივილი ხშირია და შეიძლება იყოს მძიმე (მაგ., რექტალური ტკივილი/პროქტიტი, ტკივილი დაზიანებებისგან, ტკივილი ლორწოვანი გარსების დაზიანებისგან, რომელიც არ ჩანს ფიზიკურ გამოკვლევაზე, ტკივილი ლიმფადენოპათიის გამო, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი). რეკომენდებულია მულტიმოდალური მიდგომა არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური თერაპიის კომბინაციით. შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილობრივი და/ან სისტემური თერაპია. ტკივილის მართვის სტრატეგიები უნდა იყოს ინდივიდუალური, პაციენტზე ორიენტირებული და საჭიროებებსა და კონტექსტზე მორგებული. თავდაპირველად შეაფასეთ ტკივილი, შემდეგ კი რეგულარულად შეაფასეთ ტკივილის კონტროლი და საჭიროებისამებრ შეცვალეთ ტკივილის მართვის სტრატეგია. რეფრაქტერული შემთხვევებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ტკივილის სპეციალისტის კონსულტაცია. ხანგრძლივი შემდგომი მეთვალყურეობა რეკომენდებულია გახანგრძლივებული ნოციცეპტიური სინდრომების სწრაფად დიაგნოსტირებისთვის.[249][250]​მსუბუქი ტკივილისთვის რეკომენდებულია ურეცეპტო პრეპარატები, მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. იბუპროფენი უნდა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, რაც შეიძლება მცირე ხნით, სიმპტომების საკონტროლოდ. ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი ან მორფინი, რეკომენდებულია ძლიერი ტკივილის მოკლევადიანი მართვისთვის (მაგ., მწვავე რექტალური ტკივილი პროქტიტის გამო) ოპიოიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ (მაგ. ყაბზობა, ოპიოიდების მოხმარებაზე შეჩვევა ხანგრძლივი გამოყენების დროს). ნეიროპათიული ტკივილგამაყუჩებლები (მაგ. გაბაპენტინი) გამოიყენება ტკივილის მოკლევადიანი მართვისთვის ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ., მძიმე პროქტიტი). მტკიცებულება მწირია. პირის ღრუს დაზიანებებისთვის რეკომენდებულია მარილიანი წყლის ან ანტისეპტიკური სითხის (მაგ. ქლორჰექსიდინი) და ლოკალური ანესთეტიკების გამოვლება. სასქესო ორგანოების ან ანორექტალური დაზიანებებისთვის რეკომენდებულია თბილი აბაზანები და/ან ლოკალური ლიდოკაინი. ლოკალური კორტიკოსტეროიდები ასევე შეიძლება გამოიყენოთ გენიტალური დაზიანებების დროს; თუმცა, გასათვალისწინებელია ამ აგენტების აქტიურ დაზიანებებზე გამოყენების რისკი და სარგებელი.[1][249]​მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის მართვა არის მართვის მთავარი მიზანი (პაციენტთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს გარკვეულ ტკივილს), ამჟამად არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას.[252]

პროქტიტი: ტკივილი შეიძლება იყოს მძიმე და საჭიროებდეს მართვას (იხ. ზემოთ). კორტიკოსტეროიდი/ადგილობრივი საანესთეზიო სუპოზიტორები ან ადგილობრივი ლიდოკაინის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტკივილის, სპაზმის და ანთების შესამსუბუქებლად. განავლის დამარბილებელი საშუალებები შეიძლება დაინიშნოს დეფეკაციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად (განსაკუთრებით, თუ პაციენტი იმყოფება ოპიოიდურ ანალგეზიაზე). განიხილეთ სპეციალისტის ჩართვა გართულებების სამკურნალოდ (მაგ., მწვავე პროსტატიტი, პროსტატის აბსცესი), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკები.[249][253]

ცხელება: რეკომენდებულია პარაცეტამოლი.[1]

ქავილი: ანტიჰისტამინი (მაგ. ლორატადინი) რეკომენდებულია გამონაყართან დაკავშირებული ქავილის სამკურნალოდ. ადგილობრივი აგენტები, როგორიცაა კალამინის ლოსიონი, ვაზელინი ან კოლოიდური შვრია, ასევე შეიძლება განიხილებოდეს.[1][249]

გულისრევა/ღებინება: შეიძლება მკურნალობა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგ. ონდანსეტრონი, პრომეთაზინი).[1]

დიარეა: მართვა უნდა მიმდინარეობდეს კონსერვატიულად; პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტების გამოყენება, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის.[1]

დისპეპსია: შეიძლება მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (მაგ., ომეპრაზოლი).[1]

ურჩიეთ პაციენტებს, რომ არ მოიქავონ კანი და შეინარჩუნონ კანის დაზიანებები სუფთად (ანუ სტერილური წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით გასუფთავება) და მშრალად. გამონაყარი არ უნდა იყოს დაფარული. თავი აარიდეთ პლასტირების გამოყენებას.[1] რეკომენდებულია ჭრილობის მოვლა.[256]

კვება: პაციენტებს ურჩიეთ ადეკვატური კვება და წყლის მიღება. თუ ეს შეუძლებელია, შეაფასეთ მიზეზი (მაგ. ტკივილი, გულისრევა, სისუსტე) და სათანადო მკურნალობა (მაგ., ანალგეზია, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება). დანიშნეთ A ვიტამინის დანამატი სტანდარტული რეკომენდაციების შესაბამისად, რადგან ეს ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და მხედველობის გაუმჯობესებას.[1]

ფსიქიკური ჯანმრთელობა: შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების დროული იდენტიფიცირება და შეფასება აუცილებელია, რათა დაიწყოთ ბაზისური ფსიქოსოციალური სტრატეგიები და პირველი რიგის ჩარევები ახლადგამოვლენილი შფოთვის და დეპრესიული სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ., თვითმართვის სტრატეგიები, ფსიქოლოგიური ან ფარმაკოლოგიური თერაპია).[1]

ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სტრატეგიები რეკომენდებულია ძილის პრობლემების მართვისთვის (მაგ., ძილის ჰიგიენის რჩევები).[1]

პირველადი პარამეტრები

ცხელება ან მსუბუქი ტკივილი

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 60 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულები: 1000 მგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

მსუბუქი ტკივილი

იბუპროფენი: ≥6 თვის ასაკის ბავშვებში : 5-10 მგ/კგ პერორულად ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულებში: 400 მგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

ან

ძლიერი ტკივილი

ტრამადოლი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; ზრდასრულები: 50-100 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში. მაქსიმუმ 400 მგ/დღე

ან

ძლიერი ტკივილი

მორფინის სულფატი: ბავშვებში: მიმართეთ სპეციალისტს დოზირების შესახებ კონსულტაციისთვის; ზრდასრულებში: 10 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ფორმა) ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 60 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 1-4 მგ ინტრავენურად/კანქვეშ ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

ან

ძლიერი ტკივილი

გაბაპენტინი: მოზრდილები: დოზირებასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს

ან

ქავილი

ლორატადინი: ბავშვები წონა >30 კგ და ზრდასრულები: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

გულისრევა/ღებინება

ონდანსეტრონი: ბავშვები: 0.15 მგ/კგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 8მგ/დოზა; ზრდასრულები: 8 მგ პერორალურად ყოველ 12 საათში ერთხელ, ან 4 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

ან

გულისრევა/ღებინება

პრომეთაზინი: ზრდასრულები: 12.5 დან 25 მგ-მდე ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

ან

დისპეპსია

ომეპრაზოლი: ბავშვები წონით 5-10 კილოგრამი: 5 მგ პერორულად/ინტრავენურად დღეში ერთხელ; ბავშვები წონით 10-20 კგ: 10 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ; ბავშვები წონით ≥20 კგ: 20 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ; ზრდასრულები: 40 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ

Back
პლიუს – 

მეთვალყურეობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, კლინიკური მდგომარეობის გაუარესების დასაფიქსირებლად. შეატყობინეთ პაციენტებს გართულებების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ჩარევას (მაგ., დაზიანებების გაუარესება ან რაოდენობრივი მატება, ტკივილის გაუარესება, პერსისტენტული ცხელება, კვების შემცირება, მხედველობის სიმპტომები, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, დაბნეულობა). ასევე ურჩიეთ პაციენტებს დააკვირდნენ მუდმივ, ახალ ან ცვალებად სიმპტომებს და მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ სიმპტომები იცვლება.[1]

დააკვირდით დაზიანებებს მეორადი ბაქტერიული ინფექციის ნიშნებზე (მაგ., ერითემა, სითბო, ამობურცვა, ტკივილის გაუარესება, ჩირქოვანი ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი, ცხელების რეციდივი) და, გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა მოწოდებულია შესაბამისი პერორალური ანტიბიოტიკებით. გადაწყვეტილება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების და ანტიბიოტიკის არჩევის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას და ადგილობრივ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას. განიხილეთ სპეციალისტთან მიმართვა, თუ არსებობს ექსფოლიაციის ან რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ინფექციის ეჭვი.[1] მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.

შესაძლო ან დადასტურებული ინფექცია: მძიმე ან გართულებული დაავადება, ან მძიმე დაავადების ან გართულებების რისკის ქვეშ

Back
1-ლი რიგის – 

ინფექციის პრევენცია და კონტროლი

დაუყოვნებლივ მოათავსეთ პაციენტი ნეგატიური წნევის ოთახში (სველი წერტილით) და შეატყობინეთ რეგიონულ ინფექციური დაავადებების განყოფილებას. პოტენციურად კრიტიკული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა მართონ ექსპერტებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებმა.

დაიცავით თქვენი ადგილობრივი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლები. რეკომენდებულია სტანდარტული, კონტაქტური და წვეთოვანი სიფრთხილის ზომების მიღება. აეროგენული სიფრთხილის ზომები რეკომენდებულია როცა მპოქსის შესაძლო შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეჭვი ჩუტყვავილაზეც გვაქვს და ჯერ ეს დიაგნოზი არ გამორიცხულა. რესპირატორები რეკომენდებულია დადასტურებული მპოქსის მქონე პაციენტებზე ზრუნვისას. აეროგენული ზომების მიღება რეკომენდებულია თუ ტარდება აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურები. ჩათვალეთ, რომ ყველა დაბინძურებული მასალა (მაგ., თეთრეული, საავადმყოფოს ტანსაცმელი) და ბიოლოგიური სითხეები/მყარი ნარჩენები, არის ინფექციური.[1]

იდეალურ შემთხვევაში, ყველა პროფესიონალი, რომელიც კავშირშია პაციენტთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან ფომიტებთან, უნდა იყოს აცრილი ყვავილის ვაქცინით. ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს აუცრელი კონტაქტისთვის. იხეილეთ პრევენცია.

თუ შესაძლებელია, ორსული პერსონალი ან იმუკოკომპრომისული პერსონალი არ უნდა იყოს ჩართული შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევების მოვლაში.[181]

Back
პლიუს – 

ჰოსპიტალიზაცია B ჯგუფი:

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მძიმე ან გართულებული დაავადების მქონე პაციენტები, ან მძიმე დაავადების ან გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები საავადმყოფოში უნდა მოთავსდნენ უფრო ახლო მონიტორინგისა და კლინიკური მოვლისთვის.[1] დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ მძიმე ან გართულებული დაავადების კრიტერიუმებს, ან მათთვის, ვინც მძიმე დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება, იხ.დიაგნოსტიკის მიდგომა.

შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია ტკივილის, ყლაპვის გაძნელების (ოდინოფაგია) ან ბაქტერიული სუპერინფექციის სამართავად. პერიანალური ან რექტალური დაზიანებების მქონე თითქმის ყველა პაციენტი უჩივის ტკივილს, ხოლო ჰოსპიტალიზაცია საჭიროა სწორი ნაწლავის მწვავე ტკივილისა და პროქტიტის მქონე პაციენტებისთვის.

ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გადავა სპეციალიზებულ ცენტრში შემდგომი მოვლისთვის.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო მოგიწოდებთ ყველა შესაძლო (ან ძლიერსავარაუდო) შემთხვევაში შეაფასოთ ჰოსპიტალიზაციის რისკი კლინიკური ან თვითიზოლაციის საჭიროებების მიხედვით. შეატყობინეთ შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს. პაციენტი უნდა მოთავსდეს ცალკე ოთახში ნეგატიური ან ნეიტრალური წნევით ადგილობრივ საავადმყოფოში რესპირატორული დამცავი აღჭურვილობით და პირადი დამცავი საშუალებებით (ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომებით).[182]

Back
პლიუს – 

სიმპტომური მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.[1]

ტკივილის მართვა მნიშვნელოვანია, რადგან ტკივილი ხშირია და შეიძლება იყოს მძიმე (მაგ., რექტალური ტკივილი/პროქტიტი, ტკივილი დაზიანებებისგან, ტკივილი ლორწოვანი გარსების დაზიანებისგან, რომელიც არ ჩანს ფიზიკურ გამოკვლევაზე, ტკივილი ლიმფადენოპათიის გამო, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი). რეკომენდებულია მულტიმოდალური მიდგომა არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური თერაპიის კომბინაციით. შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილობრივი და/ან სისტემური თერაპია. ტკივილის მართვის სტრატეგიები უნდა იყოს ინდივიდუალური, პაციენტზე ორიენტირებული და საჭიროებებსა და კონტექსტზე მორგებული. თავდაპირველად შეაფასეთ ტკივილი, შემდეგ კი რეგულარულად შეაფასეთ ტკივილის კონტროლი და საჭიროებისამებრ შეცვალეთ ტკივილის მართვის სტრატეგია. რეფრაქტერული შემთხვევებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ტკივილის სპეციალისტის კონსულტაცია. ხანგრძლივი შემდგომი მეთვალყურეობა რეკომენდებულია გახანგრძლივებული ნოციცეპტიური სინდრომების სწრაფად დიაგნოსტირებისთვის.[249][250]​მსუბუქი ტკივილისთვის რეკომენდებულია ურეცეპტო პრეპარატები, მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. იბუპროფენი უნდა მიიღოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, რაც შეიძლება მცირე ხნით, სიმპტომების საკონტროლოდ. ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი ან მორფინი, რეკომენდებულია ძლიერი ტკივილის მოკლევადიანი მართვისთვის (მაგ., მწვავე რექტალური ტკივილი პროქტიტის გამო) ოპიოიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ (მაგ. ყაბზობა, ოპიოიდების მოხმარებაზე შეჩვევა ხანგრძლივი გამოყენების დროს). ნეიროპათიული ტკივილგამაყუჩებლები (მაგ. გაბაპენტინი) გამოიყენება ტკივილის მოკლევადიანი მართვისთვის ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ., მძიმე პროქტიტი). მტკიცებულება მწირია. პირის ღრუს დაზიანებებისთვის რეკომენდებულია მარილიანი წყლის ან ანტისეპტიკური სითხის (მაგ. ქლორჰექსიდინი) და ლოკალური ანესთეტიკების გამოვლება. სასქესო ორგანოების ან ანორექტალური დაზიანებებისთვის რეკომენდებულია თბილი აბაზანები და/ან ლოკალური ლიდოკაინი. ლოკალური კორტიკოსტეროიდები ასევე შეიძლება გამოიყენოთ გენიტალური დაზიანებების დროს; თუმცა, გასათვალისწინებელია ამ აგენტების აქტიურ დაზიანებებზე გამოყენების რისკი და სარგებელი.[1][249]​მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის მართვა არის მართვის მთავარი მიზანი (პაციენტთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს გარკვეულ ტკივილს), ამჟამად არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას.[252]

პროქტიტი: ტკივილი შეიძლება იყოს მძიმე და საჭიროებდეს მართვას (იხ. ზემოთ). კორტიკოსტეროიდი/ადგილობრივი საანესთეზიო სუპოზიტორები ან ადგილობრივი ლიდოკაინის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტკივილის, სპაზმის და ანთების შესამსუბუქებლად. განავლის დამარბილებელი საშუალებები შეიძლება დაინიშნოს დეფეკაციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად (განსაკუთრებით, თუ პაციენტი იმყოფება ოპიოიდურ ანალგეზიაზე). განიხილეთ სპეციალისტის ჩართვა გართულებების სამკურნალოდ (მაგ., მწვავე პროსტატიტი, პროსტატის აბსცესი), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკები.[249][253]

ცხელება: რეკომენდებულია პარაცეტამოლი.[1]

ქავილი: ანტიჰისტამინი (მაგ. ლორატადინი) რეკომენდებულია გამონაყართან დაკავშირებული ქავილის სამკურნალოდ. ადგილობრივი აგენტები, როგორიცაა კალამინის ლოსიონი, ვაზელინი ან კოლოიდური შვრია, ასევე შეიძლება განიხილებოდეს.[1][249]

გულისრევა/ღებინება: შეიძლება მკურნალობა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგ. ონდანსეტრონი, პრომეთაზინი).[1]

დიარეა: მართვა უნდა მიმდინარეობდეს კონსერვატიულად; პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტების გამოყენება, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის.[1]

დისპეპსია: შეიძლება მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (მაგ., ომეპრაზოლი).[1]

პირველადი პარამეტრები

ცხელება ან მსუბუქი ტკივილი

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 60 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულები: 1000 მგ პერორალურად ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

მსუბუქი ტკივილი

იბუპროფენი: ≥6 თვის ასაკის ბავშვებში : 5-10 მგ/კგ პერორულად ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულებში: 400 მგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

ან

ძლიერი ტკივილი

ტრამადოლი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; ზრდასრულები: 50-100 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში. მაქსიმუმ 400 მგ/დღე

ან

ძლიერი ტკივილი

მორფინის სულფატი: ბავშვებში: მიმართეთ სპეციალისტს დოზირების შესახებ კონსულტაციისთვის; ზრდასრულებში: 10 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ფორმა) ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 60 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 1-4 მგ ინტრავენურად/კანქვეშ ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

ან

ძლიერი ტკივილი

გაბაპენტინი: მოზრდილები: დოზირებასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს

ან

ქავილი

ლორატადინი: ბავშვები წონა >30 კგ და ზრდასრულები: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

გულისრევა/ღებინება

ონდანსეტრონი: ბავშვები: 0.15 მგ/კგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 8მგ/დოზა; ზრდასრულები: 8 მგ პერორალურად ყოველ 12 საათში ერთხელ, ან 4 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

ან

გულისრევა/ღებინება

პრომეთაზინი: ზრდასრულები: 12.5 დან 25 მგ-მდე ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

ან

დისპეპსია

ომეპრაზოლი: ბავშვები წონით 5-10 კილოგრამი: 5 მგ პერორულად/ინტრავენურად დღეში ერთხელ; ბავშვები წონით 10-20 კგ: 10 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ; ბავშვები წონით ≥20 კგ: 20 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ; ზრდასრულები: 40 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ

Back
პლიუს – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მართეთ პაციენტები ოპტიმიზირებული დამხმარე მოვლის ჩარევებით. ყურადღება მიაქციეთ სითხის ბალანსს, ოქსიგენაციას, კვებას, სიმპტომების შემსუბუქებას, დამატებითი მეორადი ბაქტერიული ინფექციების სწრაფ მკურნალობას და გართულებების მართვას და გრძელვადიანი შედეგების პრევენციას. ინტრავენური ან ძვალშიდა სითხეები, კეთდება როგორც ერთჯეარდი ან მრავალჯერადი ბოლუსი, სითხეზე რეაქციის მჭიდრო მონიტორინგით, რეკომენდებულია ინტრავასკულარული მოცულობის დაკარგვით გამოწვეული მძიმე დეჰიდრატაციის სამართავად. შესაძლოა საჭირო გახდეს ზონდით კვება, თუ პაციენტი ვერ შეძლებს პერორალურად საკვების მიღებას. შესაძლოა საჭირო გახდეს ფარმაკოლოგიური მკურნალობა, თუ პაციენტი აჟიტირებულია და საფრთხეს უქმნის თავის თავს, სხვა პაციენტებს ან სამედიცინო პერსონალს. მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.[1]

დააკვირდით დაზიანებებს მეორადი ბაქტერიული ინფექციის ნიშნებზე (მაგ., ერითემა, სითბო, ამობურცვა, ტკივილის გაუარესება, ჩირქოვანი ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი, ცხელების რეციდივი) და, გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა მოწოდებულია შესაბამისი პერორალური ანტიბიოტიკებით. გადაწყვეტილება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების და ანტიბიოტიკის არჩევის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას და ადგილობრივ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას. განიხილეთ სპეციალისტთან მიმართვა, თუ არსებობს ექსფოლიაციის ან რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ინფექციის ეჭვი. მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.[1]​ რეკომენდებულია ჭრილობის მოვლა.[256]

შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების დროული იდენტიფიცირება და შეფასება აუცილებელია, რათა დაიწყოთ ბაზისური ფსიქოსოციალური სტრატეგიები და პირველი რიგის ჩარევები ახლადგამოვლენილი შფოთვის და დეპრესიული სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ., თვითმართვის სტრატეგიები, ფსიქოლოგიური ან ფარმაკოლოგიური თერაპია). ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სტრატეგიები რეკომენდებულია ძილის პრობლემების მართვისთვის (მაგ., ძილის ჰიგიენის რჩევები).[1]

დანიშნეთ A ვიტამინის დანამატი სტანდარტული რეკომენდაციების შესაბამისად, რადგან ეს ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და მხედველობის გაუმჯობესებას.[1]

კონკრეტული ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მართოთ გართულებები, იხ გართულებები.

Back
პლიუს – 

მეთვალყურეობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების, ნევროლოგიური მდგომარეობის, სითხის მოცულობის სტატუსის, რესპირატორული სისტემის და პერფუზიის ნიშნების მონიტორინგი.[1]

ასევე აუცილებელია ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგი, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი, შარდოვანა და ელექტროლიტები და ღვიძლის ფუნქცია.

შეაფასეთ ტკივილი, ზოგადი მდგომარეობა, კვების სტატუსი და გამონაყარის მახასიათებლები (სტადია, მდებარეობა, დაზიანებების რაოდენობა, აქერცვლა ან მეორადი ბაქტერიული ინფექციების არსებობა).

მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.

Back
განიხილე – 

ანტივირუსული თერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტივირუსული თერაპია განსახილველია მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, მძიმე დაავადების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მათში, ვისაც აქვს ისეთი ანატომიური უბნების ჩართვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მოიცავს ნაწიბურების ან სტრიქტურების გამოვლენას (მაგ., ხახა, პენისის კანი, ვულვა, საშო, ურეთრა, სწორი ნაწლავი, ანუსი) ან მათში, ვისაც აქვს მძიმე ინფექციები (განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას, როგორიცაა ქირურგიული წმენდა). მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების ადრეულ ეტაპზე.[1][138]

ტეკოვირიმატი ზოგადად რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის მკურნალობა, თუ მკურნალობა ნაჩვენებია, მათ შორის ორსულებში ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებსა და მოზარდებში, და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში (მაგ., შორსწასული ან ცუდად კონტროლირებადი აივ).[33][119][122]​​[138]​​​​ გადაწყვეტილება პერორალური ან ინტრავენური ფორმის გამოყენების შესახებ უნდა იყოს ინდივიდუალური, დაავადების სიმძიმის, სხვა თანმხლები დაავადებებისა და სრული ცხიმოვანი საკვების მიღების უნარის მიხედვით (ამ შემთხვევაში აუცილებელია პერორალური ფორმა). ყველაზე ხშირად აღრიცხული გვერდითი ეფექტები იყო: თავის ტკივილი, გულისრევა. CDC: guidance for tecovirimat use Opens in new window

​​სხვა ანტივირუსული საშუალებები, მათ შორის ბრინციდოფოვირი და ციდოფოვირი, შეიძლება ჩაითვალოს დანამატად ან ალტერნატიულ თერაპიად ჩამოთვლილ შემთხვევებში: მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, ან რომლებიც იმყოფებიან მძიმე დაავადების პროგრესირების მაღალი რისკის ქვეშ, საწყისი გამოვლენისას; პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკურად მნიშვნელოვანი პროგრესირება ტეკოვირიმატზე, ან რომლებსაც უვითარდებათ მძიმე სიმპტომები ტეკოვირიმატის გაუმჯობესების საწყისი პერიოდის შემდეგ; მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში; პაციენტებში, რომლებისთვისაც არსებობს ტეკოვირიმატის რეზისტენტობის განვითარების რისკი; და პაციენტებში, რომლებიც ალერგიული არიან ტეკოვირიმატის მიმართ, ან რომლებიც სხვა მიზეზით ვერ იღებენ ტეკოვირიმატს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ინდივიდუალურად, კლინიკურ და სხვა პარამეტრებზე დაყრდნობით. ბრინციდოფოვირი და ციდოფოვირი არ უნდა დაინიშნოს ერთდროულად.[138] გამოიყენეთ ეს აგენტები ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ უჩვეულო შემთხვევებში (მაგ., ძალიან მძიმე ინფექციები, დაავადების პროგრესირება ტეკოვირიმატით მკურნალობის მიუხედავად, ტეკოვირიმატი უკუნაჩვენებია ან მიუწვდომელია).[119] ბრინციდოფოვირმა შეიძლება გამოიწვიოს შრატის ტრანსამინაზების და შრატის ბილირუბინის მატება; რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის ტესტების ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს. ნეფროტოქსიკურობა ზღუდავს ციდოფოვირის გამოყენებას (გამოიყენეთ პრობენეციდი და ჰიდრატაცია ერთდროულად). ციდოფოვირის და ბრინციდოფოვირის ფონზე ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა ტერატოგენურობა, ამიტომ ეს პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან მეძუძურ ქალებში.[122]

ტეკოვირიმატს აქვს პოქსვირუსებისადმი რეზისტენტობის გამოწვევის პოტენციალი და სიფრთხილეა საჭირო იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. ლაბორატორიულად დადასტურებული ტეკოვირიმატის რეზისტენტობის შემთხვევები დაფიქსირდა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტეკოვირიმატის მრავალჯერადი ან ხანგრძლივ კურსს.[265][266]​ განიხილეთ დაზიანებიდან აღებული ნაცხის ნიმუშების ტესტირება ტეკოვირიმატის რეზისტენტობისთვის და პლაზმის ფარმაკოკინეტიკური ნიმუშის აღება (შესამოწმებლად, არის თუ არა პრეპარატის დონე სამიზნე კონცენტრაციაზე დაბალი) ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც აქვს პერსისტენტული ან ახლად წარმოქმნილი დაზიანებები მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ.[267]​ კანის გაუარესება, შეუხორცებელი, მორეციდივე და ახალი დაზიანებები დაფიქსირდა იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში მძიმე გამოვლინებით ტეკოვირიმატის მიღებისას. ამ პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს მკურნალობა 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ არ დაფიქსირდება კლინიკური გაუმჯობესება (არაუმეტეს 90 დღე).[185]

მკურნალობის შემდგომი დაზიანებები დაფიქსირდა ტეკოვირიმატის დაწყების შემდეგ (ანუ, კანის ან ლორწოვანი გარსების ახალი დაზიანებების გაჩენა პაციენტში სავარაუდო ან დადასტურებული მპოქსით, რომელიც წარმოიქმნება რეკომენდებული 14-დღიანი მკურნალობის კურსის დასრულებიდან ≤30 დღის შემდეგ და საწყისი მდგომარეობის გაუმჯობესების ან ალაგების შემდეგ). საჭიროა დამატებითი კვლევები ამ ახალი დაზიანებების ეტიოლოგიის გასაგებად.[268]

კოქრეინის ერთმა მიმოხილვამ არ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებიდან ამ პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა ტეკოვირიმატის კვლევები გრძელდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. არსებობს ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულება არარანდომიზებული კვლევებიდან, რომლის მიხედვითაც ტეკოვირიმატს სერიოზული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით არ ახასიათებს. არსებობს ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ბრინციდოფოვირის ფონზე ღვიძლის დაზიანების სიგნალზე.[269]​ იხილეთ მართვის მიდგომა მეტი მტკიცებულებისთვის.

​ეს მედიკამენტები შეიძლება მარაგში იყოს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ჯერ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. სასურველია ანტივირუსული საშუალებების გამოყენება ეფუძნებოდეს რანდომიზებული კლინიკური კვლევების ფარგლებში მიღებულ სტანდარტიზებულ მონაცემებს. თუ ეს შეუძლებელია, ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია გაფართოებული წვდომის პროტოკოლების გამოყენებით.[1] ანტივირუსული თერაპიების გაიდლაინების გასაცნობად მიმართეთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს.

ანტივირუსული მკურნალობისას შეიძლება დაფიქსირდეს წამალთშორისი ურთიერთქმედებები აივ-ის ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან და სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას. თუმცა, არც ერთმა იდენტიფიცირებულმა წამლის ურთიერთქმედებამ არ უნდა გამორიცხოს ტეკოვირიმატის მიღება ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისთვის გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან.[33][158]

University of Liverpool: HIV drug interactions Opens in new window

პირველადი პარამეტრები

პერორალური დოზის რეჟიმი

ტეკოვირიმატი: ბავშვები <13 კგ წონით: გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან პერორალური დოზის შესახებ მითითებისთვის; 13-დან 25 კგ-მდე წონის ბავშვები: 200 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში; ბავშვები 25-დან 40 კგ-მდე წონით: 400 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში; ბავშვები და ზრდასრულები 40-დან <120 კგ-მდე წონით: 600 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში; ბავშვები და ზრდასრულები ≥120 კგ წონით: 600 მგ პერორალურად სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში

მეტი

ან

ინტრავენური დოზის რეჟიმი

ტეკოვირიმატი: ბავშვები 3-დან 35 კგ-მდე წონით: 6 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, 14 დღის განმავლობაში; ბავშვები და ზრდასრულები 35-დან 120 კგ-მდე წონით: 200 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, 14 დღის განმავლობაში; ბავშვები და ზრდასრულები ≥120 კგ წონით: 300 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ, 14 დღის განმავლობაში

მეტი

მეორეული ვარიანტები

ბრინციდოფოვირი: ბავშვები <10 კგ წონით: 6 მგ/კგ პერორალურად კვირაში ერთხელ 2 დოზით; ბავშვები და მოზრდილები 10-დან <48 კგ-მდე: 4 მგ/კგ პერორალურად კვირაში ერთხელ 2 დოზით; ბავშვები და მოზრდილები ≥48 კგ: 200 მგ პერორალურად კვირაში ერთხელ 2 დოზით

მესამე ვარიანტები

ციდოფოვირი: ბავშვები და მოზრდილები: დოზაზე მითითებისთვის მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია

Back
განიხილე – 

იზოლაციის სიფრთხილის ზომების შეწყვეტა და გაწერა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

გადაწყვეტილებები იზოლაციის სიფრთხილის ზომების შეწყვეტის და გაწერის შესახებ უნდა იქნას მიღებული ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოსთან კონსულტაციით. ზოგადად, სიფრთხილის ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება და კანის ახალი ფენა არ ჩამოყალიბდება.[246] ზედა სასუნთქი გზებიდან ვირუსის გამოყოფის გახანგრძლივება და ვირემია კანის დაზიანების ალაგების შემდეგ დაფიქსირდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რაც იწვევს საავადმყოფოში გახანგრძლივებულ იზოლაციას.[272]

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო რეკომენდაციას იძლევა, რომ იზოლაციის სიფრთხილის ზომები შეიძლება დასრულდეს, როდესაც დაკმაყოფილდება შემდეგი კრიტერიუმები: პაციენტი განიხილება, როგორც კლინიკურად საკმარისად ჯანმრთელი უსაფრთხო დეიზოლაციისთვის, პაციენტის მმართველი კლინიკური გუნდის შეფასებით; პაციენტის ტესტი უარყოფითია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით შარდზე, ყელის ნაცხზე და ეთილენდიამინის ტეტრაძმარმჟავას (EDTA) სისხლზე (დასაშვებია არ გაკეთდეს EDTA სისხლი, თუ მანამდე ნიმუში არ იყო გაგზავნილი, რადგან პაციენტი კარგად გრძნობდა თავს); ახალი დაზიანებები არ ვლინდება ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ ფიქსირდება ლორწოვანი გარსის დაზიანებები და ყველა დაზიანება ქერქიანია, ქერქები ჩამოვარდა და ახალი კანი ჩამოყალიბდა დაზიანების ქვეშ.[293]

პაციენტების გაწერა შესაძლებელია იზოლირებული დაწესებულებიდან/პალატიდან სხვა საავადმყოფოს პალატაში, სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ან საცხოვრებელ დაწესებულებაში (მაგ., მოხუცთა საცხოვრელებში) მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური, ლაბორატორიული და დაზიანების კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია.[293]

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ გადავიდნენ სახლში, მუდმივი იზოლაციის საჭიროების გარეშე. პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კლინიკურ კრიტერიუმებს, მაგრამ არ აკმაყოფილებენ არც ლაბორატორიულ და არც დაზიანების კრიტერიუმებს, შეიძლება გაწერონ სახლში იზოლაციის გასაგრძელებლად (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამჟამინდელი რეგულაციების მიხედვით), სადაც ეს უსაფრთხოა, ექიმის შეფასების საფუძველზე.[293]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას