პროგნოზი

შემთხვევების უმეტესობა ჩვეულებრივ მსუბუქი და თვითგანკურნებადია და პაციენტების უმეტესობა გამოჯანმრთელდება 2-დან 4 კვირამდე მკურნალობის გარეშე.

  • როგორც წესი, გადარჩენილთა 90%-ზე მეტს არ აღენიშნება რაიმე გართულება, მიუხედავად ყვავილის ვაქცინაციის სტატუსისა. გადარჩენილებში, რომლებსაც უვითარდებათ ხანგრძლივი გართულებები, ყველაზე ხშირია შედეგებია კანის დანაწიბურება (მათ შორის ორმოიანი ნაწიბურები) და სიბრმავე.[1]

  • პერსისტენტული სიმპტომები (მაგ., ანორექტული ან სასქესო ორგანოების პრობლემები, დაღლილობა, სისუსტე, ტკივილი, ნაწიბურები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები) დაფიქსირდა პაციენტთა ორ მესამედში 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს, საწყისი ინფექციიდან 3-20 კვირის შემდეგ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.[303]

  • მწვავე ინფექციური დაავადების შემდგომი გამოჯანმრთელების შედეგად ყალიბდება იმუნიტეტი. დაავადების რეციდივი იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია. დიდ ბრიტანეთში ერთ პაციენტს განუვითარდა მსუბუქი რეციდივი გაწერიდან 6 კვირის შემდეგ 2019 წელს. რეციდივი ხანმოკლე იყო და არ იყო დაკავშირებული დაფიქსირებულ ვირემიასთან.[272]

  • მეორე ფებრილური პერიოდის გამოვლენა, როდესაც დაზიანებები პუსტულური ხდება, დაკავშირებულია პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან.[170]

მძიმე ან გართულებული დაავადება და სიკვდილი უფრო ხშირად გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში და იმუნოკომპრომისულ ადამიანებში.

  • სიკვდილის შემთხვევების უმეტესობა, 2022 წლის გლობალურ ეპიდაფეთქებამდე, დაფიქსირდა მცირეწლოვან ბავშვებში და იმუნოკომპრომისულ ადამიანებში (მაგ. ცუდად კონტროლირებადი აივ ინფექცია).[1]

  • ადამიანებში ინფექციის გავრცელების ადრეულ წლებში სიკვდილის შემთხვევების 100% ფიქსირდებოდა 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, 2000-დან 2019 წლამდე, 10 წლამდე ასაკის ბავშვები სიკვდილის შემთხვევების მხოლოდ 37.5%-ს შეადგენს.[6]

  • 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სიკვდილი არ დაფიქსირებულა.[30]

  • ფატალური დაავადების მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ ვირუსის მაღალი ვირუსული დატვირთვა სისხლში, კანის დაზიანების მაქსიმალური რაოდენობა და მომატებული ტრანსამინაზები.[1]

  • მძიმე გართულებები და შედეგები უფრო ხშირი იყო აუცრელ პაციენტებში (74%), ვიდრე აცრილ პაციენტებში (40%).[170]

შემთხვევის სიკვდილობის მაჩვენებლები (CFR) განსხვავდება ვირუსის კლადის, გეოგრაფიული მდებარეობისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის მიხედვით და განსხვავდება ეპიდაფეთქებების დროს, შემთხვევათა დაფიქსირების მაღალი ალბათობის გამო.

  • ისტორიულად, I კლადის ვირუსის შემთხვევის სიკვდილობის მაჩვენებელი შეფასებული იყო 1%-დან 10%-მდე, ხოლო IIa ვირუსის მაჩვენებელი შეფასებული იყო 1.4%-დან 3%-მდე.[1]​ ჯამური შემთხვევის სიკვდილობის მაჩვენებელი იყო 8.7% ორივე კლადისთვის ერთ სისტემატურ მიმოხილვაში (10.6% I კლადისთვის და 3.6% IIa კლადისთვის).[6]​ ჯამური შემთხვევის სიკვდილობის მაჩვენებელი იყო 0% 2003 წელს აშშ-ში გავრცელებისას.[45]

  • IIb კლადის ვირუსის გამო ფატალური შემთხვევები იშვიათია. საერთო სიკვდილობა შემცირდა 2022 წლის გლობალურ ეპიდაფეთქების დროს, წინა ეპიზოდებთან შედარებით.[17]​ ჯამური შემთხვევის სიკვდილობის მაჩვენებელი, 2024 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, არის 0.19%.[14] დაახლოებით 1.2 სიკვდილი ყოველ 1000 შემთხვევაზე დაფიქსირდა გლობალურად ეპიდაფეთქების დროს, 1.3 სიკვდილი 1000 შემთხვევაზე აშშ-ში.[304]​ სიკვდილის მიზეზებს შორის იყო მულტიორგანული უკმარისობა და ენცეფალიტი.[305][306]​​​​ ამჟამად უცნობია, დაკავშირებულია თუ არა სიკვდილობა რომელიმე კონკრეტულ ფაქტორთან. თუმცა, შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა სიკვდილი დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იმუნოკომპრომისული სტატუსის მქონე იყვნენ დიაგნოზის დროს.[304][307]

დაფიქსირდა შესაძლო ხელახალი ინფიცირების შემთხვევები.

  • ხელახალი ინფიცირების შესაძლო შემთხვევები დაფიქსირდა საწყისი გამოჯანმრთელებიდან 3-6 თვის შემდეგ, შესაძლოა ვირუსის სხვადასხვა შტამებით.[308][309][310][311][312] ხელახალი ინფექციის კლინიკური გამოვლინება და შედეგები (ბუნებრივი ინფექციის ან ვაქცინაციის შემდეგ) ნაკლებად მძიმეა.[313]

  • მპოქსის ხელახალი ინფექციის შემთხვევების განსაზღვრებები გამოქვეყნებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ.[108][183]​ იხილეთ კრიტერიუმები.

  • ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტის შესახებ დამატებითი კვლევებია საჭირო.​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას