ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გამონაყარი/დაზიანებები

ტრადიციულად, პაციენტებს დამახასიათებელი გამონაყარი უვლინდებათ, რომელიც იწყება სახესა და სხეულზე და ცენტრიდან პერიფერიებისკენ ვრცელდება, ხელისგულებსა და ფეხისგულებზეც (შეიძლება წინ უსწრებდეს ოროფარინგული/ენაზე გამონაყარი, რომელიც 24 საათით ადრე ვლინდება). აზიანებები ერთდროულად პროგრესირებს და გადის ოთხ სტადიას - მაკულარული, პაპულარული, ბუშტუკოვანი და ვეზიკულური, რის შემდეგაც იქერქება და ალაგდება. დაზიანებები, როგორც წესი, 5-დან 10 მმ დიამეტრისაა, შეიძლება იყოს გამოყოფილი ან შერწყმული და შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ცალი ან რამდენიმე ათასი. ვეზიკულები კარგად არის შემოფარგლული და ღრმად მდებარეობს დერმისში. გამონაყარი ჩვეულებრივ ქრება 2-დან 4 კვირამდე პერიოდში.[1][28]​​​[89]​​​​​​​​​​[170][186]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: დამახასიათებელი მაკულოპაპულური გამონაყარი კანზეWorld Health Organization (WHO)/Brian W.J. Mahy, BSc, MA, PhD, ScD, DSc [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@37750064

2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს გამოვლინება იყო ატიპიური, გამონაყარი ძირითადად ანოგენიტალურ არეში ფიქსირდებოდა.[54] დაზიანებები მეტწილად ლოკალიზდებოდა გენიტალურ, პერინეულ, პერიანალურ და პირის გარშემო ადგილებში და ხშირად მეტად აღარ ვრცელდებოდა.[68][186][198][199][200][201][202]​​​​​​​​​​​​ სხვა ატიპიური გამოვლინებებია: მხოლოდ რამდენიმე დაზიანების (ან თუნდაც მხოლოდ ერთი დაზიანების) გამოვლენა, რომელიც შეიძლება არ იყოს გავრცელებული; კანის დაზიანებების არარსებობა ანალური ტკივილით და სისხლდენით; დაზიანებები, რომლებიც ვლინდება განვითარების სხვადასხვა სტადიაზე (ასინქრონულად); გამონაყარი ყოველთვის არ ჩნდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე; და დაზიანებების გამოვლენა პროდრომამდე.[68][186][188][203]​​​​ ქალებში დაფიქსირდა ლოკალიზებული ვულვის, ინტრავაგინალური და საშვილოსნოს ყელის დაზიანებები.[208][209][210][211]​​​ გამონაყარი/დაზიანებები დაფიქსირდა პაციენტების 95.2%-ში 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს.[18]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინდივიდუალური დაზიანებების სურათები (2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქება)UKHSA [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7b66c5e

​ერითემული მაკულოპაპულური, გენერალიზებული პურპურა და მორბილოფორმული გამონაყარი დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს.[188][212][214]

​კანის დაზიანების სიმძიმე შეიძლება განისაზღვროს დაზიანებების რაოდენობის მიხედვით: მსუბუქი (<25 დაზიანება); საშუალო სიმძიმის (25-99 დაზიანება); მძიმე (100-250 დაზიანება); ძალიან მძიმე (>250 დაზიანება).[1] 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს, პაციენტთა უმეტესობას (64%) აღენიშნებოდა <10 დაზიანება, პაციენტების დაახლოებით 10%-ს აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი დაზიანება გენიტალურ არეში.[99]

დაზიანებები შეიძლება თავდაპირველად მტკივნეული იყოს და შეხორცების ფაზაში ქავილი გამოიწვიოს. გარე სასქესო ორგანოებზე დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი შეშუპება და ტკივილი. პირის ღრუს დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს კვების და სასმელის მიღების სირთულეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და მალნუტრიცია. იხ. გართულებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მპოქსის დაზიანებების ატლასი, რომელიც აჩვენებს დაზიანებების მაგალითებს. WHO: atlas of mpox lesions - a tool for clinical researchers Opens in new window

ანორექტული სიმპტომები

ანორექტალური სიმპტომები უნიკალური იყო 2022 წლის ეპიდაფეთქებისთვის და ადრე არ იყო აღწერილი.[29][55]

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ძლიერი/ინტენსიური ანორექტალური ტკივილი (მათ შორის ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას), ტენეზმი, რექტალური სისხლდენა ან ჩირქოვანი ან სისხლიანი განავალი, დაკავშირებული პერიანალურ/რექტალურ დაზიანებებთან და პროქტიტთან. პაციენტებს შეიძლება არ ჰქონდეთ გამონაყარი.​[186][187][188][190]​​​[191][192] სხვა ანალური სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ქავილს, სისხლდენას, წვას, შეშუპებას და ლორწოვან გამონადენს.[193]

2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების მონაცემები მიუთითებს, რომ პაციენტების 65.7%-ს აღენიშნებოდა ანოგენიტალური დაზიანებები და 18.5%-ს ჰქონდა პროქტიტი ან ანორექტალური ტკივილი.[18]

მამაკაცები, რომლებსაც ჰქონდათ ანალური მიმღები სექსი, უფრო ხშირად უჩიოდნენ პროქტიტს, ვიდრე მამაკაცები, რომლებსაც არ ჰქონდათ მსგავსი ანამნეზი.[194]

კლინიკური გამოვლინება მარტივად შეიძლება აგვერიოს ზოგიერთ სქესობრივად გადამდებ ინფექციაში და პროქტიტის სხვა ეტიოლოგიებში.[190]

ცხელება

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, ცხელება დაფიქსირდა შემთხვევების 85%-ში, შემცივნება კი 71%-ში.[45]

დაფიქსირდა პაციენტების 58.4%-ში 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქებს დროს (შემცივნება 23.8%-ში).[18]

ლიმფადენოპათია

შეიძლება იყოს გენერალიზებული ან ლოკალიზებული რამდენიმე ადგილზე. როგორც წესი, ვლინდება ცხელებასთან ერთად, წინ უსწრებს გამონაყარს. იშვიათად ვლინდება გამონაყართან ერთად. შეიძლება იყოს ქვედა ყბის, კისრის, იღლიის ან საზარდულის და შეიძლება განვითარდეს სხეულის ორივე მხარეს ან მხოლოდ ერთ მხარეს.[186] საზარდულის ლიმფადენოპათია იყო ყველაზე ხშირი გამოვლინება 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს (47%).[18]

გადიდებული ლიმფური კვანძები დაახლოებით 1-დან 4 სმ-მდე დიამეტრისაა. შეხებისას შეიძლება იყოს მყარი, მგრძნობიარე და ზოგჯერ მტკივნეულიც.

ლიმფადენოპათია არის ხშირი სპეციფიკური ნიშანი, მაგრამ იშვიათია ყვავილის და სხვა დაავადებების დიფერენციალური დიაგნოზის დროს.[1][45]​​[89][170]

2022 წლის ეპიდაფეთქების დროს დაფიქსირდა პაციენტთა 53%-ში.[18]

კისრის მტკივნეული ლიმფადენოპათია, რომელიც იწვევს დისფაგიას, შეიძლება იყოს მძიმე ან გართულებული შემთხვევის ნიშანი.[1] აღწერილია მძიმე ლიმფადენოპათია, რომელიც შეიძლება იყოს ნეკროზული ან ობსტრუქციული (მაგ. სასუნთქ გზებში).[185]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

დაღლილობა/ასთენია/სისუსტე

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

2022 წლის ეპიდაფეთქების დროს აღრიცხულია პაციენტთა 38.7%-ში.[18]

მიალგია

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, მიალგია დაფიქსირდა შემთხვევების 56%-ში.[45]

2022 წლის ეპიდაფეთქების დროს აღრიცხულია პაციენტთა 30.8%-ში.[18]

თავის ტკივილი

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, თავის ტკივილი დაფიქსირდა შემთხვევების 65%-ში.[45]

2022 წლის ეპიდაფეთქების დროს დაფიქსირდა პაციენტთა 29.5%-ში.[18]

ყელის ტკივილი

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

პირხახის სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი ან ყლაპვის გაძნელება (ოდინოფაგია).

ისტორიულად, ფარინგიტი დაფიქსირდა შემთხვევების 60%-ში.[45]

2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს ყელის ტკივილი/ოდინოფაგია დაფიქსირდა პაციენტების 23.4%-ში. დისფაგია დაფიქსირდა 11.8%-ში.[18]

ზურგის ტკივილი

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, წელის ტკივილი დაფიქსირდა შემთხვევების 30%-ში.[45]

2022 წლის ეპიდაფეთქების დროს აღრიცხულია პაციენტთა 8.1%-ში.[18]

ხველა

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

2022 წლის ეპიდაფეთქების დროს დაფიქსირდა პაციენტთა 7.3%-ში.[18]

გულისრევა/ღებინება

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, გულისრევა/ღებინება დაფიქსირდა შემთხვევების 32%-ში.[45]

შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დეჰიდრატაცია და იყოს მძიმე ან გართულებული დაავადების ნიშანი.[1]

იშვიათი

დიარეა

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, დიარეა დაფიქსირდა შემთხვევების 6%-ში.[45]

შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დეჰიდრატაცია.

დელირიუმი/დაბნეულობა

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, დაბნეულობა დაფიქსირდა შემთხვევების 6%-ში.[45]

შეიძლება იყოს მძიმე ან გართულებული დაავადების ნიშანი.[1]

გულყრები

როგორც წესი, პროდრომული პერიოდის სიმპტომია (ჩვეულებრივ, გამონაყარის გაჩენის წინ), მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის შემდეგ ან საერთოდ არ გამოვლინდეს.

ისტორიულად, გულყრა დაფიქსირდა შემთხვევების 3%-ში.[45]

რისკფაქტორები

ძლიერი

ენდემურ ქვეყანაში, ან ეპიდაფეთქების მქონე ქვეყანაში, ახლახანს მოგზაურობა ან ცხოვრება

  • პაციენტებმა შეიძლება აღნიშნონ, რომ ახლახანს იმოგზაურეს (ან იცხოვრეს) ენდემურ ქვეყნებში (ცენტრალური ან დასავლეთ აფრიკა) ან ქვეყანაში, სადაც ეპიდაფეთქება ფიქსირდებოდა სიმპტომების გამოვლენამდე 21 დღით ადრე.

  • ამჟამად მიმდინარეობს გლობალური ეპიდაფეთქება რამდენიმე ქვეყანაში. მიმართეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს დამატებითი ინფორმაციისთვის ამჟამად რისკის შემცველი ადგილების შესახებ.

  • WHO: 2022-23 mpox (monkeypox) outbreak - global trends Opens in new window

  • CDC: 2022-2023 mpox outbreak global map Opens in new window

კონტაქტი შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან

  • ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათად ხდება, მაგრამ სერიული გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა და ამჟამად მიმდინარეობს გლობალური ეპიდაფეთქება რამდენიმე ქვეყანაში, რომელიც მოიცავს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას.[6][103]​​​​ 40-50 წელზე უფრო ახალგაზრდა ადამიანებში (ქვეყნის მიხედვით) რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგანაც ყვავილზე ვაქცინაცია შეწყდა გარკვეულ თაობებში, ყვავილის ვირუსის ერადიკაციის გამო.[1]

  • 2022 წლის ეპიდაფეთქებით დაზარალებულ ქვეყნებში, ზოგადი მოსახლეობის დაინფიცირების რისკი ითვლება, რომ დაბალია. თუმცა, იმ ქვეყნებში (ან მეზობელ ქვეყნებში), სადაც წარსულში ფიქსირდებოდა დაავადების გავრცელება, ზოგადი მოსახლეობის დაინფიცირების რისკი საშუალოა.[14]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით, "კონტაქტი" არის პირი, რომელიც კონტაქტში იყო შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან ინფექციური პერიოდის განმავლობაში (საწყისი შემთხვევის პირველი სიმპტომების დაწყებიდან, ან დაწყებამდე 2 დღით ადრე, და კანის დაზიანებების ალაგებამდე, რაც გულისხმობს ქერქის წარმოქმნას, მოძრობას და ახალი კანის მოშუშებას). კონტაქტში ყოფნა მოიცავს ჩამოთვლილ ექსპოზიციებს (აქ შედის ჯანდაცვის მუშაკების ექსპოზიციაც იმ შემთხვევაში, თუ პირადი დაცვის საშუალებები არ იყო სათანადოდ გამოყენებული): პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი კანიდან კანზე და კანიდან ლორწოვანზე; კონტაქტი დაბინძურებულ მასალებთან; გახანგრძლივებული ახლო რესპირატორული კონტაქტი მცირე დისტანციაზე; ან კანის დაზიანების სითხესთან რესპირატორული ან თვალის ლორწოვანის კონტაქტი.[108]

  • შემთხვევის განსაზღვრება შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციის და გაიდლაინებისთვის გაეცანით ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს. იხ. კრიტერიუმები.

პროფესიული ექსპოზიცია

  • ზოგადად, ჯანდაცვის მუშაკებს დაინფიცირების დაბალი რისკი აქვთ (პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით ან მათ გარეშე). რისკი საშუალო ხარისხისაა როცა ჯანდაცვის მუშაკი ატარებს აეროზოლის წარმომქმნელ პროცედურას შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებების გარეშე.[73]

  • შემთხვევების მცირე რაოდენობა დაფიქსირდა ჯანდაცვის მუშაკებს შორის 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს. შემთხვევების უმეტესობა დაინფიცირდა საზოგადოებაში და არა პროფესიული ზემოქმედების შედეგად.[14]

  • პრაქტიკაში, რისკი ჯანდაცვის მუშაკებისთვის ძალიან დაბალია, თუნდაც რეკომენდებული პირადი დამცავი საშუალებების არასრული გამოყენების შემთხვევაში.[109][110]​​ თუმცა, არსებობს შემთხვევები ნემსის შერჭობით გადაცემის შესახებ, და ასევე ფომიტებით გავრცელების შესაძლო შემთხვევები.[111]

  • სტომატოლოგებმა (და ასისტენტებმა) შეიძლება პირველად აღმოაჩინონ სიმპტომები, რადგან ვლინდება დაზიანებები ოროფარინგულ მიდამოებში. სტომატოლოგები ინფიცირების რისკის ქვეშ არიან წვეთების და აეროზოლების წარმოქმნის გამო პროცედურების დროს.[112]

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისა და პერსონალის დაინფიცირების რისკი, დადასტურებული შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, როგორც ჩანს, დაბალია.[113]

ერთჯერადი სქესობრივი კავშირი ან მრავალი სქესობრივი პარტნიორი

  • 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა იყო მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, რომლებიც აღნიშნავდნენ კონტაქტს რამდენიმე პარტნიორთან (ხშირად 5 ან მეტი ბოლო 3 თვის განმავლობაში).[58] მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან და სექსმუშაკებისთვის, დაინფიცირების რისკი არის საშუალო.[14]

ახლო წარსულში ტატუს ან პირსინგის გაკეთება

  • 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს დაფიქსირდა შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია პირსინგთან და ტატუსთან დაკავშირებულ დაწესებულებებთან (მათ შორის მიკრობლეიდინგი, ნახევრად მუდმივი ტატუირების ტექნიკა წარბების პიგმენტაციისთვის). ერთი ეპიდაფეთქების დროს კონტაქტების 37%-ს განუვითარდა ინფექცია და უმეტეს შემთხვევაში გამონაყარი ტატუს/პირსინგის ადგილზე.[114][115][116][117]

კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან

  • ცხოველი შეიძლება იყოს ადამიანებში ინფექციის თავდაპირველი წყარო, განსაკუთრებით ენდემურ რეგიონებში. ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს კონტაქტი პრიმატებთან ან მღრღნელებთან (მაგ. ციყვი, ვირთხა, თაგვები) აფრიკაში.[1] დაავადების ერადიკაცია ძნელია, რადგან დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მის რეზერვუარებს ცხოველები წარმოადგენენ.

  • მპოქსით შეიძლება დაინფიცირდნენ ჩამოთვლილი ცხოველები: მდელოს ძაღლი, ციყვი, მარმოტი და თახვი, ჩინჩილა, გიგანტური ვირთხები, ზღარბები, მაიმუნები და სხვა პრიმატები. თაგვები, ვირთხები და შინაური კურდღლები შესაძლოა დაინფიცირდნენ, თუმცა ეს სახეობაზეა დამოკიდებული. ამჟამად უცნობია შესაძლებელია თუ არა სხვა ცხოველების (მაგ. ძაღლები, კატები, გერბილები, ზღვის გოჭები, ზაზუნები, შინაური და ფერმის ცხოველები, ველური ცხოველები) ინფიცირება.[118]

  • ენზოოტიური ციკლის ჩამოყალიბების და ადამიანებზე გავრცელების რისკი დაბალია.[73]

ბავშვები (მძიმე დაავადება)

  • ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე დაავადების მომატებული რისკი.[1][7]​​​​​​​​​​[89]​წინა ეპიდაფეთქებები ძირითადად ბავშვებში გვხვდებოდა.[29]​ თუმცა, მონაცემები 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქებიდან მიუთითებს, რომ ბავშვებში შემთხვევები იშვიათია და კლინიკური გამოვლინება ტიპიურად არ არის უფრო მძიმე, ვიდრე ზრდასრულებში. მპოქსი დაფიქსირებულია მცირე რაოდენობით ახალშობილსა და ბავშვში, ამიტომ უცნობია, არის თუ არა დაავადება უფრო მძიმე, განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკში.[119]

  • როგორც წესი, ბავშვებში ინფექცია ვითარდება საყოფაცხოვრებო გარემოში ან ინფიცირებულ ცხოველთან ახლო კონტაქტის შემდეგ.[120] თუმცა, მეორეული დაზიანებადობის მაჩვენებელი პედიატრიულ საოჯახო კონტაქტებში არის დაბალი (4.7%).[121]

ორსული ქალები (მძიმე დაავადება)

  • ორსულ ქალებში დაავადების მძიმე ფორმის რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს.[1][7]​​​​​​​​​​[89]​ ორსულებში შემთხვევების შესახებ მონაცემები მწირია. უცნობია, არიან თუ არა ორსულები მეტად მოწყვლადი ინფექციის მიმართ, ან არის თუ არა დაავადება უფრო მძიმე ორსულობის დროს. თუმცა, აღრიცხულია გართულებები ორსულობის დროს, როგორიცაა სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა და ნეონატალური ინფექცია. შესაძლებელია პერინატალური გადაცემა.[7][122][123]​​​​​ ვირუსის კლადის მიხედვით, ორსულთა ინფექცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაყოფის დაკარგვასთან ან ნაყოფის დაინფიცირებასთან.[124]

  • ორსულ ქალებში ინფექციის სულ მცირე 58 შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქებიდ დროს, არასასურველი პერინატალური შედეგების (მათ შორის მკვდრადშობადობის) შემთხვევები არ დაფიქსირებულა.[125]

იმუნოკომპრომისული სტატუსი (დაავადების მძიმე ფორმა)

  • სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე დაავადების მომატებული რისკი.[1][7]​​​​​​​[89]​ მონაცემები იმუნოკომპრომისული სტატუსის შესახებ (სუსტი იმუნიტეტი დაავადების ან იმუნოსუპრესანტების მიღების გამო) მწირია. მიუხედავად იმისა, რომ იმუნოკომპრომისულ ადამიანებში ინფექციისა და დაავადების მძიმე ფორმის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, უარესი შედეგები უნივერსალურად არ იქნა დაფიქსირებული.[33] გავრცელებული ინფექცია აღინიშნა მყარი ორგანოების გადანერგვის შემდეგ, ორგანოს მიმღებებში.[126][127]

აივ ინფექცია (მძიმე დაავადება)

  • არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კარგად გაკონტროლებული აივ-ის მქონე ადამიანები მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან.[128]​ თუმცა, აივ-თან ასოცირებული იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები და აივ-ით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც ვირუსი სუპრესირებული არ აქვთ, შესაძლოა მძიმე დაავადების რისკის ქვეშ იყვნენ. ამჟამად უცნობია, ზრდის თუ არა აივ სტატუსი ინფექციის რისკს.[33]

  • შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ შორსწასული და უკონტროლო აივ-ის მქონე ადამიანები შეიძლება იყვნენ მძიმე ან გახანგრძლივებული დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ნიგერიაში შემთხვევების ერთ-ერთ რეტროსპექტულ მიმოხილვაში, აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებოდათ უფრო ხანგრძლივი ავადმყოფობა, უფრო დიდი დაზიანებები და კანის მეორადი ბაქტერიული ინფექციების და წყლულების უფრო მაღალი მაჩვენებელი.[129]

  • 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების მონაცემები მიუთითებს, რომ აივ ინფექცია არ არის დაკავშირებული დაავადების სიმძიმესთან.[99][130]​​ თუმცა, აშშ-დან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ აივ-ით დაავადებულებს შეიძლება ჰქონდეთ ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აივ-ის არმქონე პირებთან შედარებით, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს CD4 დაბალი რაოდენობა, ვირუსის სუპრესიის გარეშე.[131][132]

  • შორსწასული აივ ან შიდსით დაავადებული პაციენტები მძიმე გართულებების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან.[133][134]​​ მძიმე გართულებები უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა <100 უჯრედი/მიკროლიტრი, ვიდრე პაციენტებში CD4 რაოდენობით <300 უჯრედი/მიკროლიტრი, და მოიცავდა კანის ნეკროზულ დაზიანებებს, ფილტვების დისფუნქციას, მეორად ინფექციებს და სეფსისს. სიკვდილის ყველა შემთხვევა დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრი, და უმეტესობა დაფიქსირდა აივ ვირუსის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტებში.[135]

  • აივ-ის მქონე ადამიანები, რომლებიც იღებენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას და ვირუსი სუპრესირებულია, არ ითვლებიან იმუნოკომპრომისულ ჯგუფად.[1] სუპრესირებული ვირუსული დატვირთვა შეიძლება დამცავი ფაქტორი იყოს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ.[136]

  • ობსერვაციული მტკიცებულების თანახმად, იმუნური პასუხი ბავშვობაში ყვავილის ვაქცინაციაზე უფრო სწრაფად სუსტდება იმ ადამიანებში, რომლებიც შემდგომში დაინფიცირდნენ აივ-ით და რომ ანტიგენ-სპეციფიკური CD4+ T-უჯრედების მეხსიერება აცრებზე ან აივ ინფექციამდე გადატანილ სხვა ინფექციებზე არ აღდგება იმუნური რეკონსტიტუციის შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას.[137]

კანის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები (მძიმე დაავადება)

  • თუ პაციენტს მიმდინარედ ან ანამნეზში აქვს კანის მთლიანობის დამრღვევი მდგომარეობა (მაგ. ეგზემა, დამწვრობა, იმპეტიგო, ზოსტერი, მარტივი ჰერპესვირუსული ინფექცია, მძიმე აკნე, მძიმე საფენის გამონაყარი, ფსორიაზი, ფოლიკულური კერატოზი), შეიძლება უფრო მაღალი იყოს მძიმე დაავადების ან გართულებების რისკი (მაგ. მეორეული ბაქტერიული ინფექცია).[1][138] ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანები შეიძლება უფრო მოწყვლადი იყვნენ ინფექციის მიმართ და შეიძლება განვითარდეს მაიმუნის ყვავილის ვირუსით გამოწვეული ეგზემა (eczema monkeypoxicum).[139][140]

სუსტი

სქესობრივი გზით გადამდები ინფქეცია

  • თანმხლები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 29%-ში 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს.[99] თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ხელს უწყობს თუ არა თანმხლები ინფექცია გადაცემას ან თუ ცვლის კლინიკურ გამოვლენას.[141]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას