კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
ტესტირება უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად იმ პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა ინფექცია ჰქონდეთ.[1] შესთავაზეთ ტესტირება ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემთხვევის განსაზღვრებას შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევისთვის.[216] ტესტირების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს როგორც კლინიკურ, ასევე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციის ალბათობის შეფასებასთან. პაციენტები უნდა დარჩნენ იზოლაციაში ტესტის შედეგების მიღებამდე.
ტესტირება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალურ ლაბორატორიებში. ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის კომერციული ტესტები.
ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტირება (NAAT), რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-პჯრ) ან ჩვეულებრივი პჯრ გამოყენებით, არის სასურველი ლაბორატორიული ტესტი მისი სიზუსტისა და მგრძნობელობის გათვალისწინებით. NAAT შეიძლება იყოს ზოგადი ორთოპოქსივირუსისთვის ან სპეციფიკური მაიმუნის ვირუსისთვის (უპირატესია). დადებითი პასუხს ორთოპოქსვირუსის პჯრ ანალიზის გამოყენებით უნდა მოჰყვეს მაიმუნის ვირუსის პჯრ და/ან სეკვენსირება დიაგნოზის დასადასტურებლად.[216][217][218][219] ვირუსის სეკვენსირება სასარგებლოა ვირუსის კლადის დასადგენად და ეპიდემიოლოგიის აღსაწერად. 2023 წელს გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდები I კლადის ინფექციების შემდეგ, კლადის დადასტურება რეკომენდებულია ყველა იმ პირში, ვისაც მპოქსი უდასტურდება.[217]
სიფრთხილეა საჭირო ერთეული ტესტის შედეგის ინტერპრეტაციისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ინფექციის დაბალი ალბათობა (მაგ., ეპიდემიოლოგიური კავშირის არარსებობა, არ მიეკუთვნება მამაკაცებს, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ნიშნები/სიმპტომები არ შეესაბამება მპოქსს) ცრუ დადებითი შედეგის რისკის გამო.[221] ორთოპოქსვირუსის ან მაიმუნის ვირუსის დნმ-ზე დადებითი ტესტი ადამიანში ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმების ან ცნობილი რისკფაქტორების გარეშე უნდა დადასტურდეს განმეორებითი ტესტირებით და/ან დამადასტურებელი ტესტირებით და განიხილოს გამონაყარის სხვა შესაძლო მიზეზები.[222] განმეორებითი ტესტირება (ნიმუშის ხელახალი აღება და ტესტირება) რეკომენდებულია პაციენტებში რეალურ დროში პჯრ ციკლის ზღურბლის მაღალი მაჩვენებლებით (≥34), რადგან ეს მიუთითებს ვირუსული დნმ-ის დაბალ დონეზე ან არაინფექციურ ნიმუშებზე.[221][223]
რეკომენდებული ნიმუშის ტიპია კანის დაზიანების მასალა, მათ შორის დაზიანებების ექსუდატის ნაცხი, ერთი ან მეტი დაზიანების თავი, ან ქერქები.[216][217][218] კანის დაზიანების ნაცხი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მაიმუნის ვირუსის დნმ-ის გამოსავლენად პჯრ-ის გამოყენებით.[224][225] ნაცხის აღებამდე დაზიანებების ასპირაცია ან გახსნა საჭირო არ არის (არც რეკომენდებული) ბასრი ნივთებით დაზიანების რისკის გამო. ნიმუშის ტიპი შეიძლება განსხვავდებოდეს გამონაყარის ფაზის მიხედვით. რეფერალურმა ლაბორატორიამ შესაძლოა მოითხოვოს პირხახის ნაცხი, ეთილენ-დიამინ-ტეტრააცეტატის მჟავის (EDTA) შემცვლელი სისხლი და შარდი. ნიმუშის ალტერნატიული ტიპები (მაგ., პირხახის ნაცხი) შეიძლება შეგროვდეს საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან, რომლებსაც არ აქვთ კანის ან ლორწოვანის ხილული დაზიანებები.[216] პირხახის ნაცხი რეკომენდებულია დადასტურებული ან მაღალი ალბათობით შემთხვევის მაღალი რისკის მქონე კონტაქტებისთვის, რომლებსაც განუვითარდათ სისტემური სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ გამონაყარი ან დაზიანებები სინჯის აღებისთვის. ხახის ნაცხი ასევე უნდა აიღოთ თუ ვლინდება ხახის დაზიანებები.[217] თუმცა, ვირუსული დატვირთვა უფრო მაღალია დაზიანების ნაცხებში, ვიდრე ხახის ნიმუშებში და ცნობილია, რომ პირხახის ნაცხი არის არასანდო ცალკეული ნიმუში პირველადი დიაგნოზისთვის.[194][226] მწირია კლინიკური მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერენ ნიმუშის სხვა ტიპების გამოყენებას, გარდა ნაცხის ნიმუშებისა, რომლებიც აღებულია უშუალოდ დაზიანებისგან (მაგ. სისხლი, ნერწყვი). ნიმუშების ტესტირებამ, რომლებიც არ არის აღებული დაზიანებიდან, შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.[227][228][229]
ნიმუშების შეგროვება, მარკირება, შეფუთვა და გაგზავნა ადგილობრივი ან ეროვნული პროტოკოლების მიხედვით უნდა მოხდეს. ნიმუშების გაგზავნამდე აცნობეთ ლაბორატორიას მპოქსის ვარაუდის შესახებ. ნიმუშებთან უსაფრთხოდ მუშაობისა და რეფერალურ ლაბორატორიაში ვიროლოგიური მასალების ტრანსპორტირებისთვის არსებობს ადგილობრივი პროტოკოლები. ნიმუშები სხვა ინფექციების შესამოწმებლად შეფუთეთ ცალკე.
ვარიცელა ზოსტერის ვირუსზე ნიმუში ავტომატურად უნდა იყოს აღებული რეფერალური ლაბორატორიის მიერ მაშინ, როცა პოქსვირუსის დნმ-ზე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ტარდება. შეიძლება დადებითი იყოს ვარიცელა-ზოსტერის დნმ-ზე თუ მიმდინარეობს კოინფექცია.
ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს სწრაფი ტესტები.
UKHSA: mpox (monkeypox) - diagnostic testing Opens in new window
CDC: guidelines for collecting and handling specimens for mpox testing Opens in new window
შედეგი
დადებითი მაიმუნის ან ორთოპოქსვირუსის ვირუსის დნმ-ზე
FBC
ტესტი
შეუკვეთეთ ყველა შესაძლო შემთხვევის დროს.
მცირემასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლეიკოციტოზი საკმაოდ ხშირი იყო და ლიმფოციტოზი და თრომბოციტოპენია აღინიშნებოდა პაციენტების მესამედზე მეტში.[1]
ლეიკოციტოზი და თრომბოციტოპენია შეიძლება იყოს მძიმე ან გართულებული დაავადების ნიშნები.[1]
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, თრომბოციტოპენია
შარდოვანა და ელექტროლიტები
LFT
ტესტი
შეუკვეთეთ ყველა შესაძლო შემთხვევის დროს.
მცირემასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტრანსამინაზების მომატება და ჰიპოალბუმინემია ხშირი იყო ავადმყოფობის დროს.[1][45] მომატებული ტრანსამინაზები და ჰიპოალბუმინემია შეიძლება იყოს მძიმე ან გართულებული დაავადების ნიშანი.[1] მძიმე ჰეპატიტი დაფიქსირდა პაციენტებში ჰეპატიტის კოინფექციით.[239]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ტრანსამინაზების მომატება, ჰიპოალბუმინემია
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტირება
ტესტი
შეამოწმეთ ყველა სქესობრივად აქტიური ზრდასრული და მოზარდი აივ ინფექციაზე და სხვა სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე.[185]
მპოქსის კლინიკური მახასიათებლები შეიძლება ადვილად აგვერიოს სხვა სქესობრივად გადამდებ ინფექციებში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამო გენიტალური ან პერიანალური წყლულების მქონე პაციენტების ყოვლისმომცველი შეფასება. შესაძლებელია გვქონდეს კოინფექცია მპოქსსა და სხვა ინფექციებს შორის, ამიტომ ეს დიაგნოზები ერთმანეთს არ გამორიცხავს.
შედეგი
სხვადასხვაა (დამოკიდებულია არსებულ ინფექციაზე)
გასათვალისწინებელი კვლევები
მუცლის/მენჯის კტ სკანირება
ტესტი
განიხილეთ მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) მძიმე ანორექტალური პროქტიტის მქონე პაციენტებში.
კონტრასტულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს ანორექტალური კედლის დიამეტრის გასქელება ფართო დისკრეტული არაგამაძლიერებელი ჰიპოატენუირებული ზონებით ინტრამურული წყლულების გამო. დამატებითად შეიძლება დაინახოთ პერირექტალური ცხიმის ინფილტრაცია, შეშუპება, ასციტი, მცირე ზომის საზარდულის ლიმფური კვანძების რაოდენობის მომატება.[230] სწორი ნაწლავის კედლის საშუალო განივი სისქე უფრო დიდი იყო აივ-ით დაავადებულ პაციენტებში ერთ კვლევაში.[240]
შედეგი
ანორექტალური კედლის გასქელება
სეროლოგია
ტესტი
სეროლოგია ამჟამად არ არის რეკომენდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ. სეროლოგია (დაწყვილებული შრატის ნიმუშები შეგროვებული მინიმუმ 21 დღის ინტერვალით, პირველი ნიმუში შეგროვებული ავადმყოფობის პირველ კვირაში) შეიძლება დაგვეხმაროს დიაგნოსტირებაში, თუ სხვა ნიმუშები იძლევა არასაკმარის შედეგებს. თუ პაციენტი ახლახანს აიცრა, სეროლოგიური ტესტირება შეიძლება არასანდო იყოს.[216]
შედეგი
დადებითი
სისხლის კულტურა
ტესტი
უნდა გაკეთდეს სანამ პაციენტი იზოლირებულია, ანტიბიოტიკების დანიშვნამდე იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი კანის დაზიანების ბაქტერიულ სუპერინფექციაზე, ან ბაქტერიულ ინფექციაზე განსაკუთრებით მძიმე პაციენტში.
შედეგი
შესაძლოა ბაქტერემიის არსებობა დაადასტუროს
მალარიის ანტიგენის ტესტი
ტესტი
ჰკითხეთ პაციენტს საეჭვო ინფექციით, აქვს თუ არა მალარიის ენდემურ ზონაში მოგზაურობის ისტორია.
ფებრილურ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ მალარიის ენდემურ არეში, განსაკუთრებით ცხელების დაწყებამდე 3 კვირით ადრე, აუცილებელია, გამოირიცხოს მალარიით კოინფექცია.
ანტიგენის დეტექციის ტესტი ლაბორატორიის პერსონალის ინფიცირებისთვის ბევრად ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სისხლის სქელი და თხელი ნაცხების დამზადება. ლაბორატორიას უნდა ეცნობოს მპოქსის რისკისა და ნიმუშების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ, რომლებიც ორგანიზებულია ადგილობრივი პროტოკოლის შესაბამისად.
შედეგი
უარყოფითია; შესაძლოა კოინფექციის შემთხვევაში დადებითი იყოს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას