კრიტერიუმები
შემთხვევების განსაზღვრებები
შემთხვევის განსაზღვრებები წარმოდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს, და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების მიხედვით. შემთხვევის განსაზღვრება შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით. ამჟამინდელი განსაზღვრების გასაცნობად მიმართეთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს. შეიძლება არსებობდეს სხვაგვარი განსაზღვრებებიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: ეპიდზედამხედველობის შემთხვევის განსაზღვრება[108]
ბოლო განახლება: 20 მარტი 2024
შესაძლო შემთხვევა:
პირი, რომელიც არის მპოქსის შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 21 დღის განმავლობაში სიმპტომების და ნიშნების გამოვლენამდე, და უვლინდება ჩამოთვლილთაგან ერთერთი: მწვავე ცხელება (>38.5°C [>101.3°F]); თავის ტკივილი; მიალგია; წელის ტკივილი; ძლიერი სისუსტე; ან დაღლილობა.
პირი, რომელსაც აქვს აუხსნელი მწვავე გამონაყარი, ლორწოვანის დაზიანებები ან ლიმფადენოპათია, და ეს კლინიკური სურათი სრულად ვერ აიხსნება ჩამოთვლილი მდგომარეობებით: ვარიცელა ზოსტერი, ჰერპეს ზოსტერი, წითელა, მარტივი ჰერპერვისური, კანის ბაქტერიული ინფექციები, დისემინირებული გონოკოკური ინფექცია, პირველადი ან მეორეული სიფილისი, შანკროიდი, ლიმფოგრანულომა, საზარდულის გრანულომა, კონტაგიოზური მოლუსკი, ალერგიული რეაქცია (მაგ. მცენარეებზე), სხვა ადგილობრივად რელევანტური მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაპულური ან ვეზიკულური გამონაყარი (საჭირო არ არის ჩამოთვლილი მდგომარეობების უარყოფითი ლაბორატორიული მტკიცებულების მიღება მპოქსზე შესაძლო შემთხვევის კლასიფიკაციისთვის).
გამონაყარი შეიძლება მოიცავდეს ერთჯერად ან მრავალჯერად დაზიანებებს ანოგენიტალურ რეგიონში ან სხეულის სხვა ნაწილებში. ლორწოვანი დაზიანებები შეიძლება მოიცავდეს ერთეულ ან მრავალჯერად დაზიანებებს პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, შარდსადენზე, პენისზე, ვაგინაზე ან ანორექტულ არეში. ანორექტული დაზიანებები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ანორექტული ანთება (პროქტიტი), ტკივილი და/ან სისხლდენა.
სავარაუდო შემთხვევა:
პირი, რომელსაც აღენიშნება აუხსნელი მწვავე გამონაყარი, ლორწოვანის დაზიანებები ან ლიმფადენოპათია (იხ. ზემოთ გამონაყარის/დაზიანების აღწერა); და
ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი:
ეპიდემიოლოგიური კავშირი მპოქსის სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში
რამდენიმე და/ან შემთხვევითი სექსუალური პარტნიორი სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში
დადებითი ტესტის შედეგი ორთოპოქსივირუსულ ინფექციაზე (მაგ., ორთოპოქსივირუსის სპეციფიკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია [პჯრ] მაიმუნის ვირუსის სპეციფიკური პჯრ-ის ან სეკვენსირების გარეშე).
დადასტურებული შემთხვევა:
ლაბორატორიულად დადასტურებული მაიმუნის ყვავილის ვირუსული დნმ-ის უნიკალური თანმიმდევრობების გამოვლენა რეალურ დროში პჯრ- ით და/ან სეკვენსირებით.
გამორიცხული შემთხვევა:
შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანებული სითხის, კანის ნიმუშების ან ქერქების ლაბორატორიული ტესტირება პჯრ და/ან სეკვენსირებით უარყოფითია მაიმუნის ვირუსზე
თუმცა, რეტროსპექტულად გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევა, რომლისთვისაც დაზიანებების ტესტირება აღარ შეიძლება ადეკვატურად ჩატარდეს (ანუ მას შემდეგ, რაც ქერქები ცვივა) და სხვა ნიმუში არ არის პჯრ-დადებითი, დარჩება კლასიფიცირებული, როგორც სავარაუდო შემთხვევა.
შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა არ უნდა გამოვრიცხოთ პირხახის, ანალური ან სწორი ნაწლავის ნაცხის ან მხოლოდ სისხლის ანალიზის უარყოფითი შედეგის საფუძველზე.
მპოქსით ხელახალი ინფექცია
შესაძლო: პირი, რომელიც ამჟამად აკმაყოფილებს დადასტურებული შემთხვევის კრიტერიუმებს და აქვს მპოქსის გადატანილი ეპიზოდის დოკუმენტირებული ისტორია (როგორც შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა) და გაურკვეველია, წინა ეპიზოდის კლინიკური გამოვლინება სრულად ალაგდა თუ არა.
სავარაუდო: პირი, რომელიც ამჟამად აკმაყოფილებს დადასტურებული შემთხვევის კრიტერიუმებს და აქვს მპოქსის გადატანილი ეპიზოდის დოკუმენტირებული ისტორია (როგორც სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა) და მოხდა წინა ეპიზოდის სრული კლინიკური ალაგება და პირველ ეპიზოდსა და ამ ეპიზოდს შორის გასულია 3 თვეზე ნაკლები.
დადასტურებულია: პირი, რომელიც ამჟამად აკმაყოფილებს დადასტურებული შემთხვევის კრიტერიუმებს და აქვს მპოქსის გადატანილი ეპიზოდის დოკუმენტირებული ისტორია (როგორც დადასტურებული შემთხვევა) და მოხდა წინა ეპიზოდის სრული კლინიკური ალაგება და პირველ ეპიზოდსა და ამ ეპიზოდს შორის გასულია 3 თვეზე მეტი. როდესაც შესაძლებელია, შტამების დიფერენციაცია უნდა მოხდეს გენეტიკური სეკვენსირებით. ასევე, დადასტურებული ხელახალი ინფექცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც სავარაუდო ხელახალი ინფექცია (როგორც აღწერილია ზემოთ) ორ ინფექციას შორის შტამების მნიშვნელოვანი დიფერენცირების შემთხვევაში (მაგ., განსხვავებული ხაზი და შთამომავალი ხაზი) გენეტიკური სეკვენსირების მეშვეობით.
იმუნოსუპრესიული პაციენტებისთვის ამ განსაზღვრების გამოყენებისას რეკომენდებულია ინდივიდუალური მიდგომა.
2022 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი მიჰყვება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შემთხვევის განმარტებას.[244]
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო: მპოქსი (მაიმუნის ყვავილი) – შემთხვევის განსაზღვრებები[182]
ბოლოს განახლდა: 23 იანვარი 2023
შესაძლო შემთხვევა:
ფებრილური პროდრომის მქონე პირი (ტემპერატურა ≥38°C [≥100.4°F], შემცივნება, თავის ტკივილი, დაღლილობა, მიალგია, ართრალგია, წელის ტკივილი და ლიმფადენოპათია) თავსებადია მპოქსთან, რადგან ცნობილია კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში; და/ან
პაციენტი, ვისთანაც კლინიცისტს აქვს მაღალი ეჭვი მპოქსზე, რადგან ვლინდება ჩამოთვლილი აუხსნელი დაზიანებები (არასრული სია):
გენიტალური, ანოგენიტალური ან პირის ღრუს დაზიანება (მაგ., წყლულები, კვანძები)
პროქტიტი (მაგ., ანორექტული ტკივილი, სისხლდენა).
სავარაუდო შემთხვევა:
პაციენტი, რომელსაც აქვს აუხსნელი გამონაყარი ან დაზიანებები სხეულის ნებისმიერ ნაწილზე (გენიტალური/პერიანალური ან ორალურის ჩათვლით) ან პროქტიტით (მაგ., ანორექტული ტკივილი, სისხლდენა) და ან:
აქვს ეპიდემიოლოგიური კავშირი მპოქსის დადასტურებულ, მაღალი ალბათობით სავარაუდო ან სავარაუდო შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში; ან
იდენტიფიცირდება როგორც გეი, ბისექსუალი ან სხვა მამაკაცი, რომელსაც აქვს სექსი მამაკაცებთან; ან
ჰყავდა ერთი ან მეტი ახალი სექსუალური პარტნიორი სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში.
მაღალი ალბათობით სავარაუდო შემთხვევა:
პაციენტი ორთოპოქსის ვირუსის პჯრ-დადებითი შედეგით, სადაც მპოქსი რჩება ყველაზე სავარაუდო დიაგნოზად.
დადასტურებული შემთხვევა:
პაციენტი, რომელსაც აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული მპოქს ინფექცია (მაიმუნის ვირუსზე პჯრ-დადებითი).
ყველა დადასტურებული ან მაღალი ალბათობით სავარაუდო შემთხვევა კლინიცისტმა უნდა აცნობოს ადგილობრივ ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: შემთხვევის განსაზღვრება 2022 წლის მპოქსის ეპიდაფეთქების კონტექსტში გამოსაყენებლად[183]
ბოლო განახლება: 09 ნოემბერი 2023
შესაძლო შემთხვევა:
ახალი, დამახასიათებელი გამონაყარი, ან
აკმაყოფილებს ერთერთ ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმს და არსებობს ძლიერი ეჭვი მპოქსზე.
სავარაუდო შემთხვევა:
ორთოპოქსვირუსზე სხვა ბოლოდროინდელი ექსპოზიციის ეჭვი არ არსებობს (მაგ. ვაქცინიის ვირუსი ACAM2000 ® ვაქცინიდან); და ვლინდება:
ორთოპოქსივირუსის დნმ კლინიკური ნიმუშის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით; ან
ორთოპოქსვირუსი იმუნოჰისტოქიმიური ან ელექტრონული მიკროსკოპის ტესტირების მეთოდების გამოყენებით; ან
ანტი-ორთოპოქსვირუსის IgM ანტისხეულების შესამჩნევი დონის დემონსტრირება გამონაყარის დაწყებიდან 4-დან 56 დღემდე პერიოდში.
დადასტურებული შემთხვევა:
მაიმუნის ვირუსის დნმ-ის დადასტურება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ან კლინიკური ნიმუშის შემდეგი თაობის სეკვენსირებით ან მაიმუნის ვირუსის იზოლაციით კლინიკური ნიმუშის კულტურაში.
ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმები (ავადმყოფობის დაწყებიდან 21 დღის განმავლობაში):
კონტაქტი პირთან/პირებთან, რომლებსაც მსგავსი გამონაყარი ჰქონდათ ან სტატუსი მპოქსის დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევა, ან
ახლო ან ინტიმური პირადი კონტაქტი სოციალურ ქსელში მყოფ პირებთან, რომლებშიც გვხვდება მპოქსის მომატებული აქტივობა; ეს მოიცავს მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, რომლებიც ხვდებიან პარტნიორებს ონლაინ ვებსაიტის, ციფრული აპლიკაციის ან სოციალური ღონისძიების მეშვეობით (მაგ., ბარი ან წვეულება), ან
იმოგზაურა აშშ-ის ფარგლებს გარეთ მპოქსის დადასტურებული შემთხვევების მქონე ქვეყანაში ან სადაც მაიმუნის ყვავილის ვირუსი ენდემურია; ან
ჰქონდა კონტაქტი მკვდარ ან ცოცხალ გარეულ ცხოველთან ან ეგზოტიკურ შინაურ ცხოველთან, რომელიც წარმოადგენს აფრიკულ-ენდემურ სახეობას, ან იყენებდა პროდუქტს, რომელიც წარმოიქმნება ასეთი ცხოველებისგან (მაგ., ნადირის ხორცი, კრემები, ლოსიონები, ფხვნილები და ა.შ.).
გამორიცხვის კრიტერიუმები:
შემთხვევა შეიძლება გამოირიცხოს როგორც საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა, თუ:
დაავადება სრულად აიხსნება ალტერნატიული დიაგნოზით, ან
მპოქსის სიმპტომების მქონე პირს არ უვლინდება გამონაყარი ავადმყოფობის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ან
შემთხვევა, როდესაც მაღალი ხარისხის ნიმუშები არ აჩვენებენ ორთოპოქსვირუსის ან მაიმუნის ვირუსის ან ორთოპოქსვირუსის ანტისხეულების არსებობას.
მპოქსით ხელახალი ინფექცია
როცა დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევის მქონე პირს აღენიშნება მპოქსის სიმპტომების ხელახალი გამოვლენა პირველადი ინფექციის სრული ალაგების შემდეგ (თავიდან ვლინდება კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შეციება, ლიმფადენოპათია, გამონაყარი, დაზიანებები, კანის სხვა პრობლემები, და სხვა პერსისტენტული ინფექციური სიმპტომები).
ხელახალი ინფექციის შესაძლო შემთხვევა: შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს განმეორებითი ინფექციის კლინიკურ აღწერას (ზემოთ) და აკმაყოფილებს რომელიმე შემდეგ კრიტერიუმს:
ახალი, დამახასიათებელი გამონაყარი, ან
აკმაყოფილებს ერთერთ ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმს და არსებობს ძლიერი ეჭვი მპოქსზე.
ხელახალი ინფექციის სავარაუდო შემთხვევა: შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ხელახალი ინფექციის შესაძლო შემთხვევის კრიტერიუმებს და პაციენტის ნიმუშებში ვლინდება ერთერთი:
ორთოპოქსივირუსის ან მაიმუნის ვირუსის დნმ კლინიკური ნიმუშის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით; ან
ორთოპოქსვირუსი იმუნოჰისტოქიმიური ან ელექტრონული მიკროსკოპის ტესტირების მეთოდების გამოყენებით; ან
ანტი-ორთოპოქსვირუსის IgG ანტისხეულების გამოხატული მატება შრატის დაწყვილებულ ნიმუშებში, რომლებიც შეგროვდა სიმპტომების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში და სიმპტომების დაწყებიდან 7-14 დღის განმავლობაში, პაციენტებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩატარებული ვაქცინაცია ან აცრილი იყვნენ სიმპტომების დაწყებამდე ≥180 დღით ადრე.
დადასტურებული ხელახალი ინფექციის შემთხვევა: შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს სავარაუდო ხელახალი ინფექციის შემთხვევის კრიტერიუმებს და აქვს მნიშვნელოვანი ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი (SNPs) ან გენეტიკური ვარიაცია მაიმუნის ვირუსის გენეტიკურ თანმიმდევრობებს შორის კლინიკურ ნიმუშებში, რომლებიც აღებულია ინფექციის სხვადასხვა ეპიზოდების დროს. ეპიზოდებს შორის კლინიკური სურათი სრულიად უნდა ალაგდეს.
სხვა განსაზღვრებები:
პერსისტენტული ინფექცია:
ინფექცია კლინიკური გაუმჯობესების ან სიმპტომების ალაგების გარეშე.
ინფექციის რეციდივი (რელაფსი):
ინფექცია, რომელიც გაუმჯობესდა, მაგრამ სრულად არ ალაგდა, და მოყვება კლინიკური გაუარესება ან ახალი სიმპტომები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას