ეპიდემიოლოგია

ატიპური ბაქტერიული პათოგენები ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების შედარებით გავრცელებული მიზეზია, მათ შორის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დროს.[1] ატიპიური პათოგენების სიხშირე არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს გლობალურად დაახლოებით 22%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი ლოკაციის მიხედვით იცვლება.[2]

Mycoplasma pneumoniae იწვევს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის შემთხვევათა 20%-ს და ასევე აღწერილია რამდენიმე ჰოსპიტალური ეპიდემიის დროს. ინფექცია ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ხშირად აღინიშნება მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლა-ინტერნატები, კოლეჯები და სამხედრო ბაზები.[3] ინციდენტობა შედარებით იზრდება გვიან ზაფხულში ან შემოდგომაზე. ეპიდემიები ხშირად ვლინდება 3-6 წლიანი ინტერვალებით.[1] წარსულში ექსპოზიციას აქვს დამცავი ეფექტი, ხოლო მწეველობა დაავადების განვითარების რისკია.[4][5][6][7]

Chlamydia pneumoniae შეადგენს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის შემთხვევების დაახლოებით 3.5%-10% -ს. Mycoplasma pneumoniae- ს მსგავსად, ინფექცია ძირითადად გვხვდება ბავშვებსა და მოზრდილებში და ასოცირდება მჭიდრო დასახლების პირობებთან.[1][3][5][8][9] ჰოლანდაში ჩატარებულმა კვლევამ ნახველის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) (სადაც მისი გაკეთება შესაძლებელი იყო) 4,8% შემთხვევაში გამოავლინა C psittaci, როგორც არაჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევი, რაც მაღალია წინა მოანცემებთან შედდარებით (2.1%).[10]

Legionella pneumophila პასუხისმგებელია საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დაბალი პროცენტული მაჩვენებლით (დაახლოებით 2.7%),[1] მაგრამ ის პასუხისმგებელია იმ შემთხვევების 16% -ზე, რომლებიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ის ზოგადად უკავშრდება აეროზოლირებული წყლის ახალ წყაროსთან ექსპოზიციას საშხაპეებში ან გამაგრილებელ სისტემებში. მოწევა, ფილტვების ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესია და იმუნომოდულატორული მედიკამენტები ცნობილი რისკ-ფაქტორებია.[11] ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახლო წარსულში მოგზაურობასთან და შესაძლოა უფრო დაკავშირებული იყოს მამრობით სქესთან.[5][12][13][14]

ვირუსებმა (მათ შორის გრიპის, ადენოვირუსის, რესპირატორული სინციტიური ვირუსის, და აგრეთვე სხვა ვირუსებმა) შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, რომელიც შეიძლება მოერგოს ატიპიური ბაქტერიული პნევმონიის მახასიათებლებს, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე პაციენტთა 25% -ში.[15][16][17][18] ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის მიხედვით, გრიპი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო მოზრდილებში და შეადგენდა შემთხვევების 9%.[19]

Coxiella burnetii შეადგენს პნევმონიის შემთხვევების დაახლოებით 1% -ს; ამასთან, უფრო მაღალი ინციდენტობა ვლინდება რეგიონებში, სადაც არის მაღალი ექსპოზიცია აეროზოლებთან, რომლებიც წარმოიქმნება პირუტყვიდან. ეს არის პნევმონიის უფრო გავრცელებული მიზეზი ევროპაში და კანადის გარკვეულ რეგიონებში.[20]

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სპეციფიკური მიზეზი შეიძლება იცვლებოდეს სეზონის, ადგილმდებარეობისა და ასაკის მიხედვით.[3][21][22][23]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით