ეტიოლოგია
ატიპიური ბაქტერიებიდან ყველაზე ხშირია Mycoplasma pneumoniae, Chlamydophila pneumoniae და Legionella pneumophila. სხვა გავრცელებული პათოგენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გამოვლინება, მოიცავს ვირუსებს (მაგ., გრიპის ვირუსს, ადენოვირუსს და ჰანტავირუსს), სხვა ბაქტერიებს (მაგ., ლეგიონელას სხვა სახეობებსა და ქლამიდიოფილას სხვა სახეობებს) და ზოონოზურ პათოგენებს, როგორიცაა Coxiella burnetii.[8]
M პნევმონია არის მცირე, თავისუფალი ცოცხალი ბაქტერია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცნობილი გენომია. მრავალი სხვა ბაქტერიისგან განსხვავებით, მას არ აქვს უჯრედის კედელი. ადამიანი მიჩნეულია ერთადერთ მასპინძლად.[5]
C pneumoniae არის უჯრედშორისი ობლიგატური გრამუარყოფითი ბაქტერია. ადამიანი მიჩნეულია ერთადერთ მასპინძლად.[9]
L pneumophila არის გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელსაც აქვს უნარი იცხოვროს როგორც უჯრედგარე, ასევე უჯრედშიდა გარემოში. ბუნებაში იგი აინფიცირებს ამებას. ადამიანები შემთხვევითი მასპინძლები არიან დაბინძურებულ წყალთან ექსპოზიციის გზით.[25]
C burnetii არის ნამდვილი უჯრედშიდა ბაქტერია გრამუარყოფითი უჯრედის კედლით. ამ ზოონოზურ პათოგენს აქვს მასპინძლების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ართროპოდებს, თევზებს, ფრინველებს და ძუძუმწოვრებს. მას აქვს სპორების მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც რეზისტენტულია გარემოს ზემოქმედების მიმართ და, შესაბამისად, ხელს უწყობს მის ვირულენტობას ინჰალაციის ან პერორალურად მიღების გზით.[21]
პათოფიზიოლოგია
Mycoplasma pneumoniae- ის გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე. ამ პათოგენს აქვს უნიკალური ორგანელები, რომელიც საშუალებას აძლევს მას მიემაგროს რესპირატორულ წამწამოვან ეპითელიუმს. მას ასევე ახასიათებს მცოცავი მოძრაობა ზედაპირებზე, რაც ხელს უწყობს ინფიცირებას.[5] მან შეიძლება წარმოქმნას ტოქსინები, რომლებიც იწვევენ მუდმივ ხველას.[26] აღნიშნულ პათოგენზე განვითარებულმა იმუნურმა პასუხმა შეიძლება ხელი შეუწყოს ასთმის გამწვავებას.[27]
Chlamydophila პნევმონია ასევე გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ინფექციის შემდეგ, მისი უჯრედშიდა ცხოვრების წესი საშუალებას აძლევს მას გაიზარდოს სხვადასხვა ტიპის უჯრედში, მაგალითად, მაკროფაგებში, გლუვ კუნთებსა და ენდოთელურ უჯრედებში. წამწამოვანი მოქმედების ინჰიბირების უნარი ხელს უწყობს მუდმივ ხველის დატოვებას.[9] როგორც M pneumoniae-ს შემთხვევაში ინფექციაზე იმუნურმა პასუხმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ასთმის გამწვავებას.[27]
Legionella pneumophila-ით ინფექცია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს დაბინძურებულ წყალს. მიჩნეული იყო რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ ხდებოდა, თუმცა, 2016 წელს დაფიქსირდა შემთხვევები, რომლების მიუთითებდა ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებას.[28] მასპინძელში, L pneumophila იჭრება ფაგოციტურ უჯრედში და იყენებს მასპინძლის იმუნურ პასუხს საკუთარი სარგებლისთვის, რითაც იცილებას დეგრადაციას და სიკვდილს.[25][29]
Coxiella burnetii გადაეცემა ან ინჰალაციის გზით, ან პირუტყვიდან (ძროხა, ცხვარი, თხა) დაბინძურებული და არაპასტერიზებული პროდუქტების (ხორცი, რძის პროდუქტები) მიღებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ C burnetii იწვევს პნევმონიას, ხშირ შემთხვევაში ის იწვევს მწვავე ჰეპატიტს პნევმონიით ან მის გარეშე ან ქრონიკული სისტემური ინფექციებით.[21]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას