Complications

Complication
Timeframe
Likelihood
short term
medium

პლევრული / პარაპნევმონიური ეფუზია არის სითხის და ანთებითი უჯრედების აკუმულაცია, რომელიც გამოწვეულია მიმდებარე ფილტვის ინფექციით ან პათოგენის პლევრულ სივრცეში შეჭრით.[94] ის გვხვდება Legionella pneumophila პნევმონიის შემთხვევების 30% -ში და Mycoplasma pneumoniae პნევმონიის იშვიათ შემთხვევებში.[7][95]

შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობა აუცილებელია. თუ სითხე გროვდება და არ ლაგდება, შეიძლება საჭირო გახდეს თორაკოცენტეზი და დრენაჟი. მძიმე, გაუმჯობესებას არდაქვემდებარებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პლევრის დეკორტიკაცია.

short term
medium

Mycoplasma pneumoniae პაციენტების 25%-ში შესაძლოა გამოვლინდეს ძირითადად თვითგანკურნებადი მაკულოპაპულური ან ვეზიკულური გამონაყარის სახით.[5]

მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წყლულოვანი სტომატიტი. გამონაყარის აღსაწერად გამოყენებულია ტერმინი მიკოპლაზმით გამოწვეული გამონაყარი და მუკოზიტი, რადგან მულტიფორმული ერითემის ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის კლასიფიკაცია შესაძლოა რთული იყოს.[96]

რადგანაც გამონაყარის ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ პათოგენის სისტემური გავრცელებაა კანში, სათანადო ანტიბიოტიკოთერაპია უნდა იყოს პრიორიტეტული მკურნალობა.

short term
low

M pneumoniae-ის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების 7%-ში ნევროლოგიური გართულებები ვითრდება. აღნიშნული გართულებები შეიძლება შეგვხვდეს ინფექციის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ და შეიძლება მოიცავდეს: ენცეფალიტს, მენინგიტს, ნათხემის სინდრომს, კრანიალური ნერვების დამბლასა და გიენ-ბარეს სინდრომს.[5]

იმის გამო, რომ ზოგიერთ ამ გართულებას აქვს აუტოიმუნური თვისებები, თითოეული ინდივიდუალური პაციენტის მკურნალობა უნდა მოერგოს სპეციფიკურ ნევროლოგიურ სინდრომს.

short term
low

პერიკარდიტი არის სითხის დაგროვება პერიკარდიულ სივრცეში, რომელიც ძირითადად აღინიშნება M pneumoniae და L pneumophila ინფექციების დროს.[5][97] თუ დარღვევები არ ალაგდება ანტიბიოტიკოთერაპიით, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს პერიკარდიოცენტეზი და დრენაჟი.

long term
low

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კვლევებმა აჩვენა ატიპური პათოგენების, ძირითადად Chlamydophila pneumoniae-ს, როლი ათეროსკლეროზის პროგრესირებაში. აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება.[98][99][100]

Use of this content is subject to our disclaimer