მიდგომა

პნევმონიის/რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტის საწყისი ანტიბიოტიკოთერაპია ძირითადად დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, თანმხლები მდგომარეობების არსებობაზე, გადატანილ ჰოსპიტალიზაციებზე და საზოგადოებაში რეზისტენტული ბაქტერიების არსებობაზე.[17]

უნდა შეფასდეს პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი, გაზთა ცვლის ადექვატურობა და ჰემოდინამიკური სტაბილობა. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ. [ Cochrane Clinical Answers logo ]

ანტიბიოტიკებით მკურნალობა

ატიპური ბაქტერიული პნევმონიის გამომწვევი პათოგენები ზოგადად არ პასუხობენ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობას და საჭიროებენ მკურნალობას მაკროლიდებით, ტეტრაციკლინით ან ფთორქინოლონებით. ატიპური პნევმონიის მკურნალობის მიმდინარე გაიდლაინებში რეკომენდებულია მაკროლიდის ან დოქსიციკლინის ემპირიული გამოყენება გაურთულებელი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ, რათა ატიპურ პათოგენებზეც მოხდეს ზემოქმედება.[17][38][39][40] [ Cochrane Clinical Answers logo ] ატიპური პათოგენების დაფარვა ასევე რეკომენდებულია უფრო მძიმე დაავადებების დროს და პაციენტებში, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.[17][38][41] განიხილება ატიპიურ პათოგენებთან ბრძოლის რეკომენდაცია ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიით;[42][43][44] თუმცა, ამ რეკომენდაციას მხარს უჭერს მიმდინარე მონაცემები.[45][46]

ზოგადად ტეტრაციკლინები და ფთორქინოლონები არ არის რეკომენდებული ბავშვებში ან ორსულ ქალებში; ამასთან, მათი გამოყენება ამ პაციენტებში შესაძლებელია, როდესაც ამ პრეპარატების გამოყენების სარგებელი აღემატება რისკებს, და მკურნალობის სხვა შესაფერისი ვარიანტები არ არსებობს, განსაკუთრებით მაკროლიდების რეზისტენტობის შემთხვევაში.

საიმედო მეთდით პნევმონიის სპეციფიკური ეტიოლოგიის დადგენის შემთხვევაში, ანტიმიკრობული მკრუნალობა უნდა იყოს მიმართული პათოგენისადმი.[17] ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირდა მაკროლიდების მიმართ რეზისტენტული მიკოპლაზმური პნევმონიის შემთხვევების მზარდი სიხშირე (80% -მდე) აზიაში,[47] ხოლო იგივე მაჩვენებელი უფრო დაბალია ახლო აღმოსავლეთში (30%),[48] ევროპასა (10%),[49][50][51] და აშშ-ში (10%).[52] ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია მაკროლიდების ჭარბი გამოყენებით საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობისთვის. ტეტრაციკლინები და ფთორქინოლონები ძალიან ეფექტურია მაკროლიდების მიმართ რეზისტენტული M pneumoniae-ის შტამებისთვის.[53][54] Legionella pneumophila-ს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ მაკროლიდები ან ფტორქინოლონები, რომელიმე აგენტისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე.[55]

პროკალციტონინის (ბიომარკერი) გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისა და ხანგრძლივობის სამართავად მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტებში იწვევს სიკვდილობის რისკის დაქვეითებას, ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირებას და გვერდით მოვლენების შემცირებას.[56][57] თუმცა, ერთმა მიმოხილვამ ვერ აჩვენა განსხვავება მოკლევადიან სიკვდილობაში განსაკუთრებით კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, ხოლო სხვა კვლევამ დაადგინა, რომ პროკალციტონინით მართული თერაპია არ იწვევდა ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირებას პაციენტებში, რომლებსაც ქონდათ ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია.[58][59]

ჰოსპიტალიზებული პაციენტის ამბულატორიული მოვლა

ავადმყოფობის სიმძიმის ქულებით შეფასება შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენაში, ამბულატორიულად ვუმკურნალოთ პაციენტს, კლინიკაში თუ ინტენსიურ განყოფილებაში. ეს ყველაზე ხშირად განისაზღვრება პნევმონიის სიმძიმის ინდექსის (PSI) გამოყენებით.[60][ არაჰოსპიტალური პნევმონიის სიმძიმის ინდექი (PSI) მოზრდილებში. ] PSI, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც პნევმონიის მქონე პაციენტთა მკურნალობის გამოსავლების კვლევის ჯგუფის მოდელს, ხელახლა იქნა განსაზღვრული, როგორც ონლაინ ინსტრუმენტი. ფასდება ოცი ფაქტორი, მათ შორის ასაკი, სუნთქვის სიხშრე, პულსი, სისხლის წნევა და ტემპერატურა და საბოლოო ქულები ჯამდება. CURB-65 არის სიმძიმის განმსაზღვრელი ქულების კიდევ ერთი სისტემა, რომელიც შემუშავებულია ბრიტანეთის გულ-მკერდის საზოგადოების მიერ.[38][ CURB-65 პნევმონიის სიმძიმის სკალა ]

ქულების ახალ სისტემა გარკვეულწილად უფრო პრიორიტეტულია ვიდრე PSI და CURB-65, იმ პაციენტების გამოსავლენად, რომლებსაც ესაჭროება ინტენსიური მოვლა და ჰოსპიტალიზაცია.[61][62][63][64] ორი კვლევის მიხედვით 92%-ზე დაბალი სატურაცია დაკავშირებულია გვერდით მოვლენებთან და უფრო მძიმე დაავადებასთან, შესაბამისად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.[63][65]

კორტიკოსტეროიდების როლი

კორტიკოსტეროიდების გამოყენება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში, დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ამჟამინდელი გაიდლაინები ზოგადად არ უწევს რეკომენდაციას კორტიკოსტეროიდების გამოყენებას საზოგაოდეაბში შეძენილი არა-მძიმე ან მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში; მიუხედავად ამისა, Surviving Sepsis Campaign- ის ინსტრუქციები აღიარებს, რომ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ რეფრაქტორული სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში და შეიძლება გამოყენებულ იქნას, კლინიკურად შესაბამისი, თანამხლები მდგომარეობების დროს (მაგალითად, ფქოდ, ასთმა, აუტოიმუნური დაავადებები). ეს რეკომენდაცია ემყარება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ითვალისწინებს რაიმე სარგებელს სიკვდილობასთან ან ორგანოების უკმარისობასთან მიმართებაში, პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმა და არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერს მათ გამოყენებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საზოგადოეაბში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმა.[17]

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების კვლევების მეტა-ანალიზმა დაადგინა, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენება უკავშირდებოდა მექანიკური ვენტილაციის ნაკლებ საჭიროებას, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირებას, კლინიკური წარუმატებლობის ნაკლებ სიხშირეს, ნაკლებ გართულებებს (მათ შორის სეპტიკურ შოკს), C-რეაქტიული ცილის დონეების შემცირებას და სიკვდილობის ყველა გამომწვევის შემცირებას. ამასთან, როგორც ჩანს, სიკვდილობის შემცირება ეხებათ მხოლოდ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმა. არა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, კორტიკოსტეროიდების დამატება ამცირებს ავადობას, მაგრამ არა სიკვდილობას.[66][67][68][69][70][71][72] იაპონიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კორტიკოსტეროიდებს არ ჰქონდეს რაიმე უპირატესობა M pneumonia პნევმონიის მკურნალობისას.[73]

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ჰიპერგლიკემიის რისკთან არის დაკავშირებული.[68][69] სხვა არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება სუპერ ინფექცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილიდან.

დამხმარე კორტიკოსტეროიდული თერაპია არ არის შესწავლილი ორსულებში ან პედიატრიულ პაციენტებში და ამჟამად არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება აღნიშნულ პოპულაციებში.

ფთორქინოლონების უსაფრთხოება

გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საკითხები ფთორქინოლონების დანიშვნამდე. აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[74][75]

2018 წელს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასრულა ფთორქინოლონებთან დაკავშირებული სერიოზული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი ეფექტების მიმოხილვა. არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება ტენდინიტი, მყესის გახევა, ართრალგია, ნეიროპათიები და ძვალ-კუნთოვანი ან ნერვული სისტემის მხრივ სხვა ეფექტები. ასაკით უფროსი პაციენტები და პაციენტები რომელთაც აქვთ თირკმლის უკმარისობა, ან მკვრივი ორგანოების გადანერგვა ანამნეზში და რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, მყესის დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფთორქინოლონის და კორტიკოსტეროიდის ერთდროული მიღება როდესაც ეს შესაძლებელია. ამ მიმოხილვამ გამოიწვია ევროპაში მედიაკმენტების დანიშვნაზე შეზღუდვების დაწესება, ფთოროქინოლონების გამოყენება შეიზღუდა მხოლოდ მძიმე ინფექციების დროს.[76]


ტრაქეის ინტუბაციის ანიმაციური დემონსტრირებატრაქეის ინტუბაციის ანიმაციური დემონსტრირება

ნიღბიანი სასუნთქი ტომარა (ამბუ)- ანიმაციური დემონსტრაციანიღბიანი სასუნთქი ტომარა (ამბუ)- ანიმაციური დემონსტრაცია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით