მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
პირველადი პარამეტრები
აზიტრომიცინი: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში; 500 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ სულ მცირე 5 დღის განმავლობაში
ან
კლარითრომიცინი: 500 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების) დღეში ორჯერ 14-21 დღის განმავლობაში
ან
ერითრომიცინი: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ, 14-21 დღის განმავლობაში; 1000 მგ ინტრავენურად დღეში ოთხჯერ, 14-21 დღის განმავლობაში
მაკროლიდები ფარავს ყველა გავრცელებულ ატიპურ პათოგენს, ისევე როგორც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სხვა უამრავ გამომწვევს. თუ პაციენტს არ შეუძლია მედიკამენტების პერორალურად მიღება, ინტრავენური ფორმებიც არის ხელმისაწვდომი.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
უნდა შეფასდეს პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი, გაზთა ცვლის ადექვატურობა და ჰემოდინამიკური სტაბილობა. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.

პირველადი პარამეტრები
დოქსოციკლინი: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში
დოქსიციკლინი ფარავს ყველა გავრცელებულ ატიპურ პათოგენს, ისევე როგორც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სხვა უამრავ გამომწვევს. ითვლება, რომ პირველი რიგის სამკურნალო საშუალებაა ნაკლებად გავრცელებული ზოონოზური ატიპური პათოგენებისთვის, როგორიცაა, Chlamydophila psittaci (psittacosis) და Coxiella burnetii (Q ცხელება).
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
უნდა შეფასდეს პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი, გაზთა ცვლის ადექვატურობა და ჰემოდინამიკური სტაბილობა. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.

პირველადი პარამეტრები
ლევოფლოქსაცინი: 750 მგ პერორულად/ინტრავენურად, დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში
ან
მოქსიფლოქსაცინი: 400მგ პერორალურად/ ინტრავენურად დღეში ერთხელ 7-14 დღე
ან
გემიფლოქსაცინი: 320 მგ პერორულად დღეში ერთხელ 5-7 დღის განმავლობაში
ეს აგენტები ფარავს ყველა ატიპურ პათოგენს, თუმცა ნაკლები მტკიცებულება არსებობს Chlamydophila სახეობებისთვის. ისინი პირველი რიგის მედიკამენტებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანამდევი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, გულის, ფილტვის, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება.
ეს მდიკამენეტები შეიძლება მივცეთ პერორალურად ან ინტრავენურად და ისინი, ზოგადად, უფრო ფართო სპექტრის დაფარვას უზრუნველყოფენ, ვიდრე საჭიროა ატიპიური ბაქტერიული პნევმონიისთვის.
რადგანაც ფთორქინოლონების გამოყენებამ შესაძლოა რეზისტენტობის განვითარებას შეუწყოს ხელი, შესაბამისად, საზოგადოებაში მათი ფართოდ გამოყენება რეკომენდებული არ არის.[17]
გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საკითხები ფთორქინოლონების დანიშვნამდე. აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[74][75] 2018 წელს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასრულა ფთორქინოლონებთან დაკავშირებული სერიოზული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი ეფექტების მიმოხილვა. არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება ტენდინიტი, მყესის გახევა, ართრალგია, ნეიროპათიები და ძვალ-კუნთოვანი ან ნერვული სისტემის მხრივ სხვა ეფექტები.[76]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
უნდა შეფასდეს პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი, გაზთა ცვლის ადექვატურობა და ჰემოდინამიკური სტაბილობა. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.

საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის შემთხვევაში, გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ემპირიულ მკურნალობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკოთერაპიით, აგრეთვე ატიპიური პათოგენების დაფარვას.[17][38] ეტიოლოგიის დადგენისთანავე ანტიბიოტიკოთერაპია უნდა იყოს მიმართული გამომწვევ ორგანიზმზე. ამ პაციენტებისთვის ანტიბიოტიკის ასარჩევად საჭიროა ადგილობრივი გაიდლაინების გამოყენება გზამკვლევად.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
კორტიკოსტეროიდების გამოყენება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში, დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ამჟამინდელი გაიდლაინები ზოგადად არ უწევს რეკომენდაციას კორტიკოსტეროიდების გამოყენებას საზოგაოდეაბში შეძენილი არა-მძიმე ან მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში; მიუხედავად ამისა, Surviving Sepsis Campaign- ის ინსტრუქციები აღიარებს, რომ ისინი შეიძლება გამოვიყენოთ რეფრაქტორული სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში და შეიძლება გამოყენებულ იქნას, კლინიკურად შესაბამისი, თანამხლები მდგომარეობების დროს (მაგალითად, ფქოდ, ასთმა, აუტოიმუნური დაავადებები). ეს რეკომენდაცია ემყარება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ითვალისწინებს რაიმე სარგებელს სიკვდილობასთან ან ორგანოების უკმარისობასთან მიმართებაში, პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმა და არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერს მათ გამოყენებას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საზოგადოეაბში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმა.[17]
იაპონიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კორტიკოსტეროიდებს არ ჰქონდეს რაიმე უპირატესობა M pneumonia პნევმონიის მკურნალობისას.[73]
პირველადი პარამეტრები
აზიტრომიცინი: ბავშვები ≥3 თვის ასაკში: 10 მგ / კგ პერორალურად დღეში ერთხელ 1 დღეს, შემდეგ 5 მგ / კგ დღეში ერთხელ დღეში 2-5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 500 მგ დღეში; მოზრდილები: 500 მგ ინტრავენურად / პერორალურად დღეში ერთხელ 1 დღე, შემდეგ 500 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ ან 250 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 2-5 დღის განმავლობაში
ან
ერითრომიცინის ლაქტობიონატი: ბავშვები და მოზრდილები: 20 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით ყოველ 6 სთ-ში, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე
ან
ერითრომიცინი: ბავშვები: 40 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ
ან
კლარითრომიცინი: ბავშვები ≥3 თვის ასაკში: 7.5 მგ / კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმ 1000 მგ დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ
მაკროლიდები ფარავს ყველა გავრცელებულ ატიპურ პათოგენს, ისევე როგორც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სხვა უამრავ გამომწვევს.
თუ პაციენტს არ შეუძლია მედიკამენტების პერორალურად მიღება, ერითრომიცინისა და აზითრომიცინის ინტრავენური ფორმები არსებობს; ამასთან, პაციენტი უნდა გადავიდეს პერორალურ თერაპიაზე, როდესაც ეს შესაძლებელია.
მკურნალობის კურსი: 5 დღე (აზითრომიცინი), 14-21 დღე (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი).
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
უნდა შეფასდეს პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი, გაზთა ცვლის ადექვატურობა და ჰემოდინამიკური სტაბილობა. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.

პირველადი პარამეტრები
დოქსოციკლინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
ლევოფლოქსაცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
მოქსიფლოქსაცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
თუ პაციენტს აქვს მაკროლიდების მიმართ რეზისტენტული Mycoplasma pneumoniae ინფექცია, დოქსიციკლინი ან ფთორქინოლონი შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებად.
დოქსიციკლინი ზოგადად არ არის რეკომენდებული < 12 წლის ბავშვებში (ზოგიერთ ქვეყანაში < 8 წელი), ტეტრაციკლინების მიერ გამოწვეული კბილების ფერის შეუქცევადი ცვლილების გამო. ზოგადად ბავშვებში ფთორქინოლონები არ არის რეკომენდებული სახსრებზე არასასურველი ეფექტების გამო. თუმცა, შესაძლებელია აღნიშნული წამლების სიფრთხილით გამოყენება ბავშვებში, თუ მათი გამოყენების სარგებლიანობა აღემატება რისკებს და არ არსებობს მკურნალობის სხვა შესაფერისი საშუალება.
დოქსიციკლინი, არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ნაყოფის ჩონჩხის განვითარებასა და ძვლის ზრდასთან დაკავშირებული ეფექტების გამო. თუმცა, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სიტუაციებში, როდესაც ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს და სარგებელი აღემატება რისკებს. ორსულობის დროს ფთორქინოლონების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სარგებელი გადაწონის რისკებს.
გაითვალისწინეთ უსაფრთხოების საკითხები ფთორქინოლონების დანიშვნამდე. აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[74][75] 2018 წელს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასრულა ფთორქინოლონებთან დაკავშირებული სერიოზული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი ეფექტების მიმოხილვა. არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება ტენდინიტი, მყესის გახევა, ართრალგია, ნეიროპათიები და ძვალ-კუნთოვანი ან ნერვული სისტემის მხრივ სხვა ეფექტები.[76]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
უნდა შეფასდეს პაციენტების ჰიდრატაციის სტატუსი, გაზთა ცვლის ადექვატურობა და ჰემოდინამიკური სტაბილობა. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.

საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის შემთხვევაში, გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ემპირიულ მკურნალობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკოთერაპიით, აგრეთვე ატიპიური პათოგენების დაფარვას.[17][38] ეტიოლოგიის დადგენისთანავე ანტიბიოტიკოთერაპია უნდა იყოს მიმართული გამომწვევ ორგანიზმზე. ამ პაციენტებისთვის ანტიბიოტიკის ასარჩევად საჭიროა ადგილობრივი გაიდლაინების გამოყენება გზამკვლევად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს