ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ძირიტად რისკფაქტორებს მიეკუთვნება მჭიდროდ დასახლებულ პირობებში ცხოვრება და იმუნოსუპრესია.

ატიპური ბაქტერიული პნევმონიის მქონე მრავალი პაციენტი 50 წელზე უმცროსია.

უმეტეს შემთხვევაში პაციენტები უჩივიან პერსისტენტულ ხველას, რომელიც არ გადის დროთა განმავლობაში.

მშრალი ხველის არსებობამ უნდა გამოიწვიოს ეჭვი, რომ ატიპური პათოგენი არსებობს.

სიმპტომების დაწყებიდან ექიმთან მისვლამდე დროის გახანგრძლივება შესაძლოა ატიპურ ბაქტერიულ პნევმონიაზე მიუთითებდეს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

რესპირატორული ინფექციის მქონე პირთან ექსპოზიციის არსებობა ანამნეზში ასევე რისკფაქტორია ატიპური ბაქტერიული პნევმონიის განვითარებისთვის.

Mycoplasma pneumoniae და Coxiella burnettii-ის მრავალ შემთხვევაში ფარინგიტი და ხმის ჩახლეჩაც იქნება წარმოდგენილი.

არსებობის შემთხვევაში ცხელება სუბფებრილურია

Mycoplasma pneumoniae და Chlamydophila pneumoniae ინფექციებს შესაძლოა თან ახლდეს თავის ტკივილი.

ლეგიონელას ინფექციებს შეიძლება თან ახლდეს დიარეა.

ბულოზური მირინგიტი იშვიათი ნიშანია, რომელიც მიუთითებს M pneumoniae ინფექციაზე.

პნევმონიის კლინიკური ნიშნები შესაძლოა იყოს მსუბუქი ან საერთოდ არ აღინიშნებოდეს.

M pneumoniae პნევმონიას შესაძლოა ახლდეს გამონაყარი, ძირითადად თვითგანკურნებადი მაკულოპაპულური ან ვეზიკულური.

რისკფაქტორები

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Mycoplasma pneumoniae და Chlamydophila pneumoniae-თან ექსპოზიციამ მჭიდროდ დასახლებულ გარემოში, როგორიცაა სკოლა-ინტერნატი, კოლეჯის საერთო საცხოვრებლები, არმიის ძირითადი სასწავლო ბანაკები, ან თუნდაც საავადმყოფოები, შეიძლება გამოიწვიოს ამ პათოგენებით ინფექციის ეპიდაფეთქება.[4][29] ეს ხდება ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი გადაცემით ერთმანეთთან ძალიან ახლოს ყოფნისას.

იმუნოსუპრესია უკავშირდება Legionella pneumophila-თი გამოწვეულ ინფექციას. დასენიანებული პაციენტები, როგორც ჩანს, დაავადებისადმი ძალიან მგრძნობიარნი არიან, სავარაუდოდ უჯრედშიდა პათოგენის აღმოფხვრის უნარის დაქვეითების გამო.[13][14][30]

რამოდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ მწეველებში უფრო მაღალია პნევმონიის განვითარების რისკი გამოწვეული Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila და შესაძლოა Coxiella burnetii ინფექციით.[6][7][12][20] აღნიშნული კავშირი შესაძლოა აიხსნას დაზიანებული წამწამოვანი ეპითელიუმით და/ან მასპინძლის იმუნური პასუხის მოდიფიციკაციით.

ფილტვების ქრონიკული დაავადება ძირითადად ასოცირდება Legionella pneumophila- ს ინფექციასთან.[13][14][30]

მოგზაურობა დაკავშირებულია ინფექციების განვითარების მომატებულ რისკთან, რაც ალბათ დაკავშირებულია ახალი წყლის წყაროებთან ექსპოზიციასთან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. დამდგარ წყალში უფრო მაღალია Legionella pneumophila-ს შემცველობა.[13][14][30] გრიპის და მწვავე რესპირატორული სინდრომის განვითარების რისკ-ფაქტორი.

მამაკაცები ინფექციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ძირითადად, Legionella pneumophila-ით.[13][14][30]

ინციდენტობის პროსპექტულმა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს (TNF) -ალფა ანტაგონისტს, Legionella pneumophila-თი გამოწვეულ პნევმონიასთან.[9]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით