პროგნოზი

ზოგადად, კლინიკური გამოსავლების პროგნოზირება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში (მათ შორის ატიპური ბაქტერიული პნევმონიის მქონე პაციენტებში) შეიძლება მოხდეს დაავადების საწყისი სიმძიმის მიხედვით. სიკვდილობის მაჩვენებლები ნაკლებად სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულად, 1% -ზე ნაკლებია. თუმცა, უფრო სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვინც არ რეაგირებს პირველად თერაპიაზე, სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს 50%.[17]

გარდა ამისა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მყოფი პაციენტები შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ რესპირატორული დაავადებების ეპიდაფეთქებისკენ და სიკვდილობისკენ.[90]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით