მტკიცებულება

მტკიცებულების ცხრილები

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


იმ შემთხვევებში, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია, მტკიცებულებების სარწმუნოობა ძალიან დაბალი, ან დაბალია და საკვანძო შედეგების მიხედვით ინტერვენციების ეფექტურობა/სარგებლიანობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მაღალია. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.


პოპულაცია: გაციებასთან დაკავშირებული ხველება ბავშვებში

ინტერვენცია: თაფლი

შედარება: დექსტრომეტორფანი, დიფენჰიდრამინი, მკურნალობის გარეშე, ან პლაცებო

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

თაფლი დექსტრომეტორფანის წინააღმდეგ

ხველების სიხშირე

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

ხველების ინტენსივობა

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

თაფლი დიფენჰიდრამინის წინააღმდეგ

ხველების სიხშირე

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ძალიან დაბალი

ხველების ინტენსივობა

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ძალიან დაბალი

თაფლი და მკურნალობის გარეშე

ხველების სიხშირე

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ძალიან დაბალი

ხველების ინტენსივობა

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ძალიან დაბალი

თაფლი პლაცებოს წინააღმდეგ

ხველების სიხშირე

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

დაბალი

ხველების ინტენსივობა

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

დაბალი

რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით

პედიატრიულ პაციენტებში (1-18 წლამდე), რომლებსაც ახველებთ მარტივი ვირუსული ინფექციის გამო, ჩვენი ვარაუდით, თაფლი უმჯობესია სიმპტომების საკონტროლოდ, ვიდრე მკურნალობის გარეშე დატოვება, დიფენჰიდრამინი ან პლაცებო, მაგრამ თაფლი არ არის უპირატესი დექსტრომეტორფანთან შედარებითᵃ.

შენიშვნა:

ᵃ გაიდლაინების კომიტეტი აღნიშნავს, რომ 1 წლამდე ბავშვებს არ უნდა მივცეთ თაფლი და 2 წლამდე ბავშვებს არ უნდა მივცეთ დექსტრომეტორფანი ხველების სიმპტომების გასაუმჯობესებლად.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.


პოპულაცია: ბავშვები ან ზრდასრულები მწვავე ხველებით, მარტივი რესპირატორული ვირუსის (გაციების) ეპიზოდის დროს, საზოგადოებრივ პირობებში

ინტერვენცია: ურეცეპტო მედიკამენტები (ტოპიკური მენთოლის მალამო ან პერორალური აგავეს ნექტარი)

შედარება: პლაცებო

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

ტოპიკური მენთოლის მალამო პლაცებოს წინააღმდეგ

ხველების სიხშირის ცვლილებაᵇ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

ხველების ინტენსივობის ცვლილებაᵇ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

აგავეს ნექტარი პლაცებოს წინააღმდეგ

ხველების სიხშირის ცვლილებაᶜ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

ხველების ინტენსივობის ცვლილებაᶜ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

დაბალი

რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით

ამ შემთხვევებში ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ ურეცეპტო მედიკამენტების გამოყენებას ხველების სამკურნალოდ, რადგანაც აღნიშნულ პრეპარატების გამოყენება არ არის გამყარებუბლი მტკიცებულებებით ხველების ხანგრძლივობის შემცირების ან ინტენსივობის შემსუბუქების შესახებ.

შენიშვნა:

ᵃ გაიდლაინების კომიტეტი ასკვნის, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ზრდასრულებსა და ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების მარტივი ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ურეცეპტო ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტების, ამოსახველებლების, მუკოლიზური აგენტების ან კომბინაციური პრეპარატების მხარდასაჭერად ან უარსაყოფად. აღნიშნული ჩარევების ეფექტურობა შეფასდა (ერთი სისტემატური მიმოხილვა, ბოლო ძებნის თარიღი 2014 წლის მარტი), მაგრამ მტკიცებულებათა გაერთიანება ვერ მოხერხდა კონფლიქტური/ცვალებადი შედეგების, ჰეტეროგენულობის და განსხვავებული პრეპარატებისა და დოზირების სიხშირის გამო.

ᵇ შედეგები ეფუძნება ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევას, რომელიც მოიცავდა ჯამში 138 ბავშვს.

ᶜ შედეგები ეფუძნება ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევას, რომელიც მოიცავდა ჯამში 119 ბავშვს.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

კოქრეინის კლინიკური პასუხები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს