მიდგომა

მარტივი რესპირატორული ვირუსული ინფექციის (ე.წ. გაციება) დიაგნოსტიკა უნდა მოიცავდეს ჩამოთვლილს:

  • პაციენტის ისტორია, რომლითაც ვლინდება დიაგნოზთან შეთავსებადი სიმპტომოკომპლექსის არსებობა.

  • მდგომარეობაზე მიმანიშნებელი რისკფაქტორების გამოვლენა (მაგალითად, სეზონურობა, თამბაქოს მოხმარება, დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტი)

  • სწრაფი ფიზიკური გამოკვლევა, რაც მოიცავს ტემპერტურის, პულსისა და არტერიული წნევის, პირხახის, ნესტოების, კისრისა და გულმკერდის შემოწმებას. თუ პაციენტი ცუდად გრძნობს თავს ან დაკვირვებით მიღებული მონცემები ნორმის ფარგლებს მიღმაა, განიხილეთ სხვა მიზეზები ან გართულებები, როგორიცაა გრიპის დროს ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობები, როგორიცაა პნევმონია ან მენინგიტი, ან სეფსისი, და შესაბამისი ფიზიკური გასინჯვით შეაფასეთ პაციენტი.

  • ალტერნატიული დიაგნოზების გამორიცხვა მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობის ისეთი განმასხვავებელი ნიშნების სკრინინგის გზით, როგორიცაა ალერგიული რინიტი.

ცხელების შემთხვევაში, ბავშვები სრულყოფილად უნდა შეფასდნენ, იხ ცხელების შეფასება ბავშვებში.

საწყის ეტაპზე ლაბორატორიული ტესტები საჭირო არ არის.

ანამნეზი.

ხშირი სიმპტომები მოიცავს რომელიმეს ან ყველას ჩამოთვლილთაგამ:

  • გაჭედილი ცხვირი/ცხვირიდან გამონადენი

  • ცემინება

  • ყელის ტკივილი

  • ხველა

  • თავის ტკივილი

  • შეუძლოდ ყოფნა

  • ცხელება.

ალტერნატიული ან ფონური დიაგნოზები უნდა განვიხილოთ, თუ:

  • ყელის ტკივილი არის ძირითადი სიმპტომი (უნდა გამოირიცხოს სტრეპტოკოკური ფარინგიტი ან ტონზილიტი, განსაკუთრებით თუ პაციენტი 15 წელზე ნაკლები ასაკისაა). მაკიზაკის შკალის ​​გამოყენება შეიძლება გამოსადეგი იყოს სტრეპტოკოკური ინფექციისგან დიფერენცირებისთვის [ ყელის ტკივილის (ფარინგიტის) შეფასებისა და მკურნალობის კრიტერიუმები (მაკ ისააკი) Opens in new window ] [27]

  • რინიტი გრძელდებოდა 14 დღეზე მეტ ხანს (მაგ. ალერგიული რინიტი)

  • დაავადება იწყება მოულოდნელად ცხელებით, შეციებით და კუნთების ძლიერი ტკივილით (მაგ. გრიპი ან პნევმონია)

  • დამახასიათებელი სიმპტომები:

    • პლევრიტული ტკივილი, დიდი ოდენობით ნახველი ან სისხლიანი ნახველი (მაგ. პლევრიტი ან პნევმონია)

    • ოტალგია (მაგ. შუა ყურის ანთება)

    • ტკივილი სახის არეში(სინუსიტი)

  • გამოვლენილია მენინგეური ნიშნები (ცნობიერების ცვლილება, ფოტოფობია, ჰიპოტონია, კეფის კუნთების რიგიდულობა, გულყრა და ტაქიკარდია).

თუ საეჭვოა COVID - 19, განიხილეთ მისი დიაგნოსტიკური ტესტირება, ვინაიდან ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირება მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე საკმაოდ რთულია. იხ დიფერენციალები.

ფიზიკური გამოკვლევა

ტემპერატურა:

  • ზრდასრულებში მომატებული ტემპერატურა უჩვეულოა, მაგრამ ის ხშირია ბავშვებში. როცა ტემპერატურა აღემატება 38°C-ს (100.4°F), ეს ზრდის გრიპის დიაგნოზის ალბათობას.[28] პულსი და არტერიული წნევა უნდა იყოს გაზომილი და აღრიცხული. თუ პაციენტი ცუდად გრძნობს თავს ან დაკვირვებით მიღებული მონცემები ნორმის ფარგლებს მიღმაა, განიხილეთ სხვა მიზეზები ან გართულებები, როგორიცაა გრიპის დროს ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობები, როგორიცაა პნევმონია ან მენინგიტი, ან სეფსისი, და შესაბამისი ფიზიკური გასინჯვით შეაფასეთ პაციენტი.

  • ცხელების შემთხვევაში, ბავშვები სრულყოფილად უნდა შეფასდნენ, იხ ცხელების შეფასება ბავშვებში.

პირხახის გამოკვლევა:

  • ტიპური ვირუსული ინფექციის დროს ვლინდება ხახის არასპეციფიკური ერითემული ანთება. შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი ნადები ხახის უკანა ნაწილში. ტონზილებზე ჩირქის არსებობა მიანიშნებს სტრეპტოკოკურ ინფექციაზე და აუცილებელია, კისრის წინა ლიმფური ჯირკვლების გასინჯვა.

ნესტოები:

  • შეიძლება განვითარდეს ერითემა და შეშუპება. როგორც წესი, ორივე ნესტოში აღინიშნება ჩირქოვანი გამონადენი.

კისრის კუნთების რიგიდობა:

  • უნდა შეფასდეს, ვინაიდან ეს მენინგიზმის სახასიათო ნიშანია. ჩვილებში შესაძლებელია თავი იჩინოს ყიფლიბანდის გამობერვამ და დამახასიათებელმა მაღალ ხმაზე ტირილმა. კერნიგის ან ბრუძინსკის დადებითი ნიშნები მიუთითებს მენინგეურ ანთებაზე, მენინგიტისთვისაა დამახასიათებელი და გვხვდება პაციენტების ძალინ მცირე ნაწილში.

გაციების დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტია გულმკერდის სუფთა სურათი. თუ პაციენტს აღენიშნება ქვეო რესპირატორული ნიშნები, სხვა დიაგნოზებიც უნდა განვიხილოთ, როგორიცაა მაგალითად, ასთმის მწვავე შეტევა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ან პნევმონია. ბავშვებში უნდა გამოირიცხოს ბრონქიოლიტი და კრუპი.

თუ საეჭვოა COVID - 19, განიხილეთ მისი დიაგნოსტიკური ტესტირება, ვინაიდან ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირება მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე საკმაოდ რთულია. იხ დიფერენციალები.

ლაბორატორული ტესტები

დიაგნოზის დასადასტურებლად ლაბორატორიული ტესტები საჭირო არ არის. თუმცა, ეჭვის შემთხვევაში, განიხილეთ COVID-19-ის დიაგნოსტიკური ტესტირება. იხ დიფერენციალები.

ჯანდაცვის პირველად რგოლში, მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ადგილზე C-რექტიულ ცილაზე (CRP) ტესტირების ჩატარებამ, შესაძლებელია შეამციროს ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირე, მაგრამ ეს არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს პაცენტების გამოკითხვაზე დაფუძნებულ შედეგებზე.[29] არ არსებობს საერთო აზრი გაციებასთან დროს სტაციონარულ პირობებში ტესტირების ჩატარების თაობაზე.

სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში ან ატიპური ნიშნების გამოვლენისას შიძლება გამართლებული იყოს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. სპეციფიკური ტესტებით შეიძლება დაადასტურდეს ან გამორიცხოს ალტერნატიული დიაგნოზები. ასეთი ტესტებია, მაგალითად, ყელის ნაცხი სტრეპტოკოკური ფარინგიტის გამოსავლენად ან გულმკერდის რენტგენოგრაფია პნევმონიის დასადასტურებლად. ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტი აუცილებელია, ინფექციურ მონონუკლეოზზე კლინიკური ეჭვის არსებობისას.

სწრაფი ვირუსული ტესტების გამოყენებით არ შემცირებულა ანტიბიოტიკების მოხმარება; შემცირდა გულმკერდის რენტგენოგრაფიის საჭიროება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში, მაგრამ არა სხვა ტესტირებების სიხშირე ან მოცდის პერიოდი.[30] პანდემიის პირობებში ვირუსული ტესტირება განიხილება, როგორც საკვლევი მეთოდი და გრიპის ადრეული დიაგნოსტირების მეთოდი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას