მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
დაარწმუნეთ პაციენტი, რომ დაავადება თვითგანკურნებადია და 7-10 დღეში გაივლის.
აუხსენით პაციენტს ჰიგიენის წესები და ინფექციის გავრცელების შეზღუდვის ზომები, ასევე დასვენებისა და სითხეების მიღების აუცილებლობა. დღეისთვის არც ერთ კვლევაში არ იყო შესწავლილი მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს დიდი რაოდენობით სითხეების მიღების შედეგები.[34]
გაციების დროს ანტიბიოტიკები რეკომენდებული არ არის.[9][56][57] აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკების მიღების გადავადება, დაავადების ბუნებრივი ანამნეზისა და სიმპტომატური მკურნალობის რეკომენდაციებთან ერთად, ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირეს (31%) ანტიბიოტიკების დაუყოვნებელ გამოყენებასთან შედარებით (93%), პაციენტის კმაყოფილების იგივე მაჩვენელის ფონზე.[58] ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიცემა მშობლებისთვის, რომელთა შვილებს აქვთ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ასევე ამცირებს მოხმარებული ანტიბიოტიკების რაოდენობას, მშობელთა კმაყოფილების შემცირების გარეშე.[59]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი </strong>პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
პარაცეტამოლი: ბავშვებში: 15 მგ/კგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 75 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულებში: 500-1000 მგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 4000 მგ/კგ/დღეში
ან
იბუპროფენი: ბავშვებში: 5-10 მგ/კგ პერორაულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 30 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულებში: 200-400 მგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 2400 მგ/კგ/დღეში
ან
ნაპროქსენი: ზრდასრულებში: 250-500 მგ პერორულად დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 1250 მგ/კგ/დღეში
ან
ასპირინი: ზრდასრულებში: 300-600 მგ პერორულად ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაქსიმუმ 4000 მგ/კგ/დღეში
ტკივილის და/ან ცხელების დროს რეკომენდებულია პარაცეტამოლი. არსებობს მტკიცენულება, რომ ის ასევე ამსუბუქებს ცხვირის გაჭედვას და რინორეას, თუმცა არ მოქმედებს ყელის ტკივილზე, შეუძლოდ ყოფნაზე, ცემინებაზე ან ხველაზე.[36] ამის მიუხედავად, მაინც ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანალგეტიკი/ანტიპირეტიკია და ბევრი კლინიცისტისთვის პირველი რიგის პრეპარატია ტკივილის და ცხელების სამართავად, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.[37]
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID) მიმოხილვით დადგინდა, რომ ეს პრეპარატები ამცირებენ დისკომფორტს, მაგრამ არ ამსუბუქებენ რესპირატორულ სიმპტომებს. გასათვალისწინებელია შესაძლო გვერდითი მოვლენებიც (მაგ. გასტროინტესტინური მოვლენები, გამონაყარი).[38]
[ ]
ასპირინის შესწავლით დადგინდა, რომ ის ეფექტურია ტკივილისა და ცხელების დროს, გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე ხანმოკლე დოზირებისას,[39] თუმცა, აღწერილია დისპეპსიის მცირედ მომატებული რისკი.[40] ასპირინის მიცემა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასურველი არ არის რეის სინდრომის რისკის გამო.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი </strong>პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
ნაზალური ოქსიმეტაზოლინი: (0,05%) ≥6 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 1-2 წვეთი/შესხურება თითო ნესტოში ორჯერ ან ოთხჯერ დღეში, საჭიროების მიხედვით
ან
ნაზალური იპრატროპიუმი: (0,06%) 6-11 წლის ბავშვებში: 2 წვეთი/შესხურება თითო ნესტოში სამჯერ დღეში, საჭიროების მიხედვით; ≥12 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 2 შესხურება თითო ნესტოში ოთხჯერ დღეში, საჭიროების მიხედვით
ან
ცეტირიზინი/ფსევდოეფედრინი: ≥12 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 5მგ/120მგ (1 ტაბლეტი) პერორულად (გახანგრძლივებული გამოთავისუფლების), ორჯერ დღეში, საჭიროების მიხედვით
არსებობს უამრავი ფორმა, რომელიც გამიზნულია რინორეის, ცხვირის გაჭედვის ან ცემინების სამკურნალოდ, ერთი პრეპარატის და კომბინირებული ფორმების ჩათვლით. შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები ხელმისაწვდომია როგორც პერორული, ასევე ინტრანაზალური ფორმით. მოყვანილია რამდენიმე მაგალითი; თუმცა, ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და საჭიროა ადგილობრივი ცნობარის გაცნობა.
ზრდასრულებში შემაწუხებელი ნაზალური სიმპტომების დროს, შეშუპების საწინააღმდეგო და/ან ანტიჰისტამინური პრეპარატები საუკეთესო არჩევანია; თუმცა, მიიჩნევა, რომ ეფექტი მცირეა და მათი გამოყენება 3-დან 7 დღით უნდა შეიზღუდოს.[35]
შესაბამისად, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები და/ან ანტიჰისტამინები არაა რეკომენდებული <6 წლამდე ბავშვებში და სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ 6-დან 12 წლამდე ბავშვებში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები ამსუბუქებდნენ ნაზალურ სიმპტომებს ბავშვებში, თუმცა ცნობილია მათი არასასურველი ეფექტები (მაგ. ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ან უფრო სერიოზული ეფექტები, როგორიცაა კრუნჩხვები, გულისცემის აჩქარება და სიკვდილი). არსებობს დაბალი ხარისხის მტკიცებულება, რომ მარილის ხსნარის წვეთები ან სპრეი პატარა ბავშვებში ეფექტური და უსაფრთხოა.[35]
აშშ სურსათისა და წამლის სააგენტო რეკომენდაციას არ უწევს 4 წლამდე ბავშვებში გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას.[47] გაერთიანებულ სამეფოში და კანადაში გაციების საწინააღმდეგო პროდუქტები არაა რეკომენდებული 6 წლამდე ბავშვებში. FDA: use caution when giving cough and cold products to kids external link opens in a new window
ინტრანაზალური შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მაქსიმუმ 3-7 დღის განმავლობაში, ვინაიდან არსებობს ქრონიკული/განმეორებითი ნაზალური შეგუბების რისკი (მედიკამენტური რინიტი).
იპრატროპიუმი ეფექტურია ნაზალური სიმპტომების სამკურნალოდ. გვერდითი მოვლენები (მაგ. პირის სიმშრალე, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის სიმშრალე) უფრო ხშირი იყო პლაცებოსთან ან მკურნალობის გარეშე შემთხვევებთან შედარებით.[46]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი </strong>პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
არ ასებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ურეცეპტო ხველის საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, მუკოლიზური ან ანტიჰისტამინური პრეპარატების (მათ შორის ამ პრეპარატების კომბინაციის) ეფექტს ხველის სიხშირის შემცირებაზე ბავშვებსა და ზრდასრულებში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში.[50][51]თუმცა, თორაკული მედიცინის ამერიკული კოლეგია რეკომენდაციას უწევს, არ გამოვიყენოთ ხველის ან გაციების ურეცეპტო მედიკამენტები ხველის სამკურნალოდ.[52]
ხველის და გაციების მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ოპიოიდებს, როგორიცაა კოდეინი ან ჰიდროკოდონი, არ უნდა გამოვიყენოთ 18 წლამდე ბავშვებში, რადგან ამ ასაკში ხველების დროს ამ პრეპარატების მიღების რისკი (სუნთქვის შენელება ან გაძნელება, მედიკამენტის არასწორად ან ბოროტად გამოყენება, მიჩვევა, ჭარბი დოზის მიღება და სიკვდილი) გადაწონის სარგებელს.[53]
1-დან 18 წლამდე ბავშვებში თაფლი მეტად ამსუბუქებს ხველის სიმპტომებს, ვიდრე პლაცებო, მკურნალობის გარეშე მართვა ან დიფენჰიდრამინი, თუმცა დექსტრომეტორფანთან შედარებით უკეთესი ეფექტი არა აქვს.[54][52]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს