პირველადი პრევენცია

ინფექციის გავრცელების ალბათობას ამცირებს გარკვეული ზომების მიღება: ხელების დაბანა, პირის და ცხვირის დაფარვა ხველისა და ცემინების დროს, ცხვირის სეკრეტის მოშორება და სამსახურსა და სასწავლო დაწესებულებებში წასვლისგან თავის შეკავება. პირბადის გამოყენების სარგებლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.[15][16][17][18] [ Cochrane Clinical Answers logo ]

საკვები დანამატები

  • C ვიტამინი: აღმოჩნდა, რომ C ვიტამინის დანამატები გაციების სიხშირეზე ზეგავლენას არ ახდენს.[19][20]

  • D ვიტამინი: D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება დაკავსირებული იყოს მწვავე რესპირატორული ინფექციის ხანგრძლივობასთან, მაგრამ მისი გავლენა ჯანმრთელ მოზრდილებში ინციდენტობაზე და დაავადების სიმძიმეზე რჩება გაურკვეველი.[21] კვლევებით დადგინდა, რომ D3 ვიტამინის დანამატები, თუნდაც მაღალი დოზით, ბავშვებსა და ზრდასრულებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელების პრევენციას ვერ ახდენს.[22][23]

  • თუთია: არასაკმარისი მონაცემების გამო, შეუძლებელია მყარად რეკომენდირება თუთიის დანამატებით პროფილაქტიკასთან დაკავშირებით. თუთიას დამატების ფონზე ნახევრდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ეპიზოდების რაოდენობა 10 წლამდე ჯანმრთელ ბავშვებში. თუმცა, მსგავსი ეფექტურობა არ დაფიქსირებულა ჯანმრთელ ზრდასრულებში, მაღალი დოზის ფონზეც კი.[24] თუთიის პერორული დანამატები შესაძლებელია სასარგებლო იყოს ბავშვებისთვის ისეთ რეგიონებში (მაგალითად, განვითარებადი ქვეყნები), რომლებშიც თუთიის დეფიციტია.[25]

  • მონაცემები პროფილაქტიკური ექინაცეას შესახებ არადამაჯერებელია.[26]

მეორეული პრევენცია

თავიდან უნდა ავიცილოთ გაციებული ადამიანის ცხვირის გამონადენთან ან ნახველთან შეხება. ჭამის წინ, ასევე ცხვირის, თვალის ან პირის შეხებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. კონტაგიოზური გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭიროა თავი შევიკავოთ გაციებულ ადამიანებთან კონტაქტისგან, განსაკუთრებით დაავადების პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას