ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორები მოიცავს შემდეგს: დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტი, ახალგაზრდა ასაკი, ზამთრის სეზონი, საბავშვო ბაღში სიარული და სიგარეტის კვამლთან ან სასუნთქი გზების სხვა გამაღიზიანებლებთან ექსპოზიცია.

მწვავე დასაწყისი

დაავადება იწყება სწრაფად 1-2 დღეში.

რინიტი

შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სუფთა ან ჩირქოვან რინიტს. შეფერილი გამონადენი ხშრად წარმოადგენს ოქსიდაციის ნიშანს და არ არის აუცილებელი მიუთითებდეს ვირუსული დაავადების ბაქტერიული სუპერინფექციით გართულებაზე.

ყელის ტკივილი

დამახასიათებელი ნიშანი.

ცემინება

დამახასიათებელი ნიშანი.

პოსტნაზალური დრენაჟი/წვეთა

დამახასიათებელი ნიშანი.

ხველა

საწყის ეტაპზე სუფთა ნახველი შესაძლოა შემდგომში გახდეს ჩირქოვანი; შეიძლება იყოს არაპროდუქტიული.

ცხელება

უფრო სავარაუდოა ბავშვებში; 38°C (>100.4°F)-ზე მაღალი ტემპერატურა მიუთითებს ალტერნატიულ მიზეზზე მოზრდილებში.

არასპეციფიური წითელი ხახა

ძირითადი მახასიათებლები პირხახის გამოკვლევისას.

ნაზალური ლორწოვანი გარსის ედემა /ერითემა ძირითადი მახასიათებლები ნესტოების გამოკვლევისას.

ჩირქოვანი გამონადენი ნესტოებში და პირხახაში

ძირითადი მახასიათებლები ნესტოების/პირხახის გამოკვლევისას.

პულსი <100 დარტყმა წუთში; ჰიპოტენზია არ გვხვდება

პულსი  და არტერიული წნევა ნორმალურ ფარგლებში

პულსი და არტერიული წნევა უნდა იყოს პაციენტის ასაკთან შესაბამისად ნორმის ფარგლებში. პაციენტებში, რომლებთანაც დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნორმიდან გადახრა, კლინიკური სურათიდან გამომდინარე განვიხილოთ სხვა მიზეზები ან გართულებები.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

საერთო სისუსტე

შეუძოდ, მაგრამ არა ზედმეტად გადაღლილად ყოფნა; პერსისტენტული გადაღლილობა შესაძლებელია მიუთითებდეს ალტერნატიულ მიზეზზე.

მიალგია

სისტემური სიმპტომი, მიუთითებს ვირემიაზე.

ჰალითოზი

არასპეციფიკური ნიშანი.

ანთებითი ტონზილები

შეიძლება მიუთითებდეს სტრეპტოკოკურ ინფექციაზე თუ ვლინდება ტონზილების ექსუდაცია.

რისკფაქტორები

ძლიერი

დაინფიცირებულ პირებთან ექსპოზიცია

საერთო საძინებლები დაკავშირებულია გავრცელებული რინოვირუსული ანტისხეულების კონვერსიის მაღალ მაჩვენებლებთან.[9]

ახალგაზრდა ასაკი

ბავშვებში უფრო მეტი შემთხვევები ფიქსირდება, ვიდრე - მოზრდილებში.[1][2][3][4]

ზამთრის სეზონი

რესპირატორული ინფექციები უფრო ხშირია ზამთარში, ვიდრე სხვა სეზონებზე.[9]

საბავშვო ბაღები

ერთ-ერთი კვლევით, რომელიც აშშ-ს მონაცემების ანალიზს აწარმოებდა, დადგინდა, რომ საბავშვო ბაღის ბავშვები 4,5-ჯერ უფრო ხშირად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას სხვა ბავშვებთან შედარებით და უფრო ხშირად უვითარდებათ ზემო სასუნთქი გზების ინფექციები.[13]

სიგარეტის კვამლის ან სხვა რესპირატორული გამაღიზიანებლების ზემოქმედება

მწეველები არამწეველებთან შედარებით იმყოფებიან დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.[14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას