მეთვალყურეობა

პაციენტების უმეტესობა მონიტორინგს არ საჭიროებს. თუ სიმპტომები გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს, აუცილებელია ალტერნატიული დიაგნოზების განხილვა. თუ ხველა 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება, საჭიროა გულმკერდის რენტგენოგრაფია. თუ წინა ეპიზოდების გამო განვითარდა ისეთი გართულებები, როგორიცაა შუა ყურის ანთება ან სინუსიტი, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მეთვალყურეობა. თუ ანამნეზში აღინიშნება ფქოდ ან პნევმონია, დამატებითი ყურადღებაა საჭირო სუპერინფექციის ან უფრო მნიშვნელოვანი გართულებების, მაგალითად ფილტვის კიბოს, იდენტიფიცირებისთვის. თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და/ან კისრის კუნთების რიგიდობა, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სტაციონარში და/ან პარენტერული ანტიბიოტიკების დაწყება შესაძლო მენინგოკოკური სეპტიცემიის გამო.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით