სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.
მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
რინიტი გვხვდება სპეციფიკურ ალერგენებთან ექსპოზიციის საპასუხოდ.
დაავადების ქრონიკული ფლუქტუაციური მიმდინარეობა, ალერგენული სტიმულაციის და სეზონურობის მიხედვით.
ყელის ტკივილის არსებობა, უფრო სავარაუდოდ, მიუთითებს გაციებაზე.
ატოპიის სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებს მდგომარეობაზე.
კანის ალერგიული სინჯი და „in vitro“ სპეციფიკური IgE განსაზღვრა - დისგნოსტიკური ტესტები.
სიმპტომები გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს. როგორც წესი, დიაგნოსტირდება რადიოლოგიური კვლევების საშუალებით. ქრონიკული სინუსიტის ძირითადი კლინიკური მახასათებლები მოიცავს ჰიპოსმიას ან ანოსმიას.
უფრო ხშირად ახასიათებს ქრონიკული ანთება, ვიდრე ბაქტერიული ინფექცია, განსაკუთრებულად მოზრდილებში.
ქრონიკული სინუსიტის შემთხვევაში, სინუსის CT სკანირებით ვლინდება დარღვევები.
მაკ ისააკის ქულების გამოყენება[ ყელის ტკივილის (ფარინგიტის) შეფასებისა და მკურნალობის კრიტერიუმები (მაკ ისააკი) ] შეიძლება დაგვეხმაროს დიფერენცირებაში; თუ ქულა 2-დან 3-მდე შუალედშია, საჭიროა ყელის ნაცხის აღება.[27]
მტკივნეული კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები, ნუშისებრი ჯირკვლების შესიება ან ექსუდატი, ხველა, 38°C (>100.4°F)-ზე მაღალი ტემპერატურა და 15 წელს ქვემოთ ასაკი.
ყელის კულტურა - დადებითი სტრეპტოკოკებზე, უმეტეს შემთხვევაში, ადასტურებს დიაგნოზს.
მწვავე დაავადება ხშირად ვითარდება ინფექციური გამომწვევით.
როგორც წესი, დიაგნოსტირდება კლინიკურად და შესაძლებელია მიმდინარეობდეს ცხვირის გაჭედვასთან, ხველასთან, ღია ფერის ნაზალურ ლორწოსთან და სახის არეში წნევის შეგრძნებასთან/ტკივილთან ერთად.
ტკივილი სახის არეში იშვიათი და საეჭვო ნიშანია; თუმცა, შუბლის და ჰაიმორის ღრუზე პერკუსიისას აღმოცენებული ტკივილი, მიუთითებს ბაქტერიული სინუსიტის არსებობაზე. კბილის ტკივილი და ადგილობრივი და პერორული შეშუპების საწინააღმდეგო წამლების არაეფექტურობა, ზრდის მწვავე ბაქტერიული სინუსიტის არსებბის ალბათბას.
დიაგნოზი კლინიკურია
მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად უსიმპტომოა
კარგად აღწერილი სინდრომი, მაკულოპაპულური გამონაყარით, დაღლილობით, ცხელებით, ლარინგიტით და შეუძლოდ ყოფნით.
ხშირია ჰეპატოსპლენომეგალია.
სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება ლიმფოციტოზი
როგორც წესი, დიაგნოსტიკურია ჰეტეროფილური ანტისხეულების დადებითი ტესტი; შესაძლოა იყოს ცრუ-უარყოფითი პასუხი დაავადების ადრეულ სტადიაზე.
EBV (ეპშტეინ-ბარის ვირუსი) ანტისხეულის ტიტრებით შესაძლებელია EBV ინფექციის მწვავე და ქრონიკული ფორმების განსხვავება.
ძირითადი ნიშნებია ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, და შეუძლოდ ყოფნა.
სიმპტომები უფრო მძიმეა, ვიდრე ზემო სასუნთქი გზების ინფექციებისას.
სავარაუდოა 38°C (>100.4°F)-ზე მაღალი ცხელება მოზრდილებში.
შესაძლებელია გამოიწვიოს სამსახურის ან სკოლის გაცდენის/არააქტიურობის პერიოდის გახანგრძლივება.
შესაძლებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები ასაკოვან და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.
ვირუსული კულტურა, ანტისხეულების პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული შეღებვა, და უკუტრანსკრიპტაზასს პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია აღიარებული ტესტებია.
გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი (მაგ. ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა), ჩვეულებრივ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ცირკულირებს H1N1 ღორის გრიპი ან იმ პირთან, რომელიც მოგზაურობდა ასეთ საზოგადოებაში.
ვირუსული კულტურა, ანტისხეულების პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული შეღებვა, და უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია (PCR) ავლენს ინფლუენასას ვირუსს. H1N1 გრიპის A ვირუსის იდენტიფიცირების ყველაზე საიმედო საშუალებაა უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR), რომლის ჩატარება შესაძლებელია სპეციალურ ლაბორატორიებში. შეიძლება ჩატარდეს როგორც უშუალოდ პაციენტის ნიმუშებზე (მაგ. ცხვირხახის ნაცხი ან ასპირატი, ნაზალური გამონარეცხი და ნაცხი ან ტრაქეის ასპირატი), ასევე პაციენტის ნიმუშიდან ამოთესილ ვირუსზე.
გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი (მაგ. ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა), ჩვეულებრივ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ცირკულირებს H5N1 ვირუსი ან იმ პირთან, რომელიც მოგზაურობდა ასეთ საზოგადოებაში.
გრიპის ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია ვირუსის კულტურით, ანტისხეულების პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული შეღებვით და უკუტრანსკრიპტაზას PCR-ით. H5N1 გრიპის A ვირუსის იდენტიფიცირების ყველაზე საიმედო საშუალებაა უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR), რომლის ჩატარება შესაძლებელია სპეციალიზებულ ლაბორატორიებში. შეიძლება ჩატარდეს როგორც უშუალოდ პაციენტის ნიმუშებზე (მაგ. ცხვირხახის ნაცხი ან ასპირატი, ნაზალური გამონარეცხი და ნაცხი ან ტრაქეის ასპირატი), ასევე პაციენტის ნიმუშიდან ამოთესილ ვირუსზე.
ზემო სასუნთქი გზების საწყისი სიმპტომები შესაძლებელია გაქრეს რამოდენიმე კვირაში მძიმე ხველების შემდეგ, ამასთან პაროქსიზმული ხველის სიხშირე თავიდან მატულობს და შემდეგ რჩება უცვლელი რამოდენიმე კვირის განმავლობაში. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ინსპირაციული სტვენა და ხველისშემდგომი ღებინება. აუსკულტაციით შესაძლებელია ინსპირატორული სტრიდორის მოსმენა.
Bordetella pertussis არსებობა ნაზოფარინგულ ნაცხებსა ან ასპირატებში.
შესაძლებელია იყოს ენდემურ ადგილებში ექსპოზიციის ან მოგზაურობის ისტორია.
ყელის ტკივილი და დაბალი სიცხე (ჩვეულებრივ <39°C [<102°F]), რასაც მოსდევს დისფაგია, დისფონია, დისპნოე და კრუპოზული ხველა, თუ ადგილი აქვს ფსევდომემბრანის გაზრდას და/ან საყლაპავის და ხახის უკანა ნერვების ჩათრევას.
ტონზილების და/ან ხახის თავზე შესაძლებელია წარმოიქმნას მონაცისფრო ყავისფერი ფსევდომემბრანა ყელის ტკივილიდან 2 -5 დღეში. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია გასქელდეს და გავრცელდეს. ყელის შესიებამ და ლიმფადენოპათიამ შესაძლებელია გამოიწვიოს დამახასიათებელი სქელი კისრის ჩამოყალიბება.
თუ ეს შესაძლებელია, ცხვირიდან და ყელიდან, ფსევდომემბრანის ქვემოდან აღებული ნაცხები მიკროსკოპული შემოწმებით და დათესვით დადებითია დიფტერიის ჩხირებზე.
შესაძლებელია მიმდინარეობდეს არასპეციფიკური რესპირატორული ნიშნებით/სიმპტომებით. შესაძლებელია მიმდინარეობდეს ტაქიკარდიით, სისხლის მაღალი წნევით და მაღალი ცხელებით.
დაავადების განვითარებასთან ერთად შესაძლებელია დაფიქსირდეს შემდეგი: წყურვილის გრძნობა, სუნთქვის დარღვევა, პეტექიური გამონაყარი, პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვება, ცნობიერების ცვლილება, ფოტოფობია, ჰიპოტონია, კეფის კუნთების რიგიდულობა, გულყრა და ტაქიკარდია.
ჩვილებში შესაძლებელია თავი იჩინოს ყიფლიბანდის გამობერვამ და დამახასიათებელმა მაღალ ხმაზე ტირილმა.
კერნიგის ან ბრუძინსკის დადებითი ნიშნები მიუთითებს მენინგეურ ანთებაზე და სავარაუდოა მენინგიტი; აღინიშნება პაციენტების მცირე ნაწილში.
Neisseria meningitidis იზოლირება სხეულის სტერილური ადგილიდან (სისხლი, ცერებროსპინური სითხე, სახსრების, პლევრალური სითხე, პერკარდიული სითხე ან პურპურული კერიდან ასპირაციული ან ბიოფსიური ნიმუში) წარმოადგენს ინვაზიური მენინგოკოკური ინფექციების დიაგნოზის დამადასტურებელ ტესტს.
მრავალ აივ-ინფიცირებულ პირს შეიძლება განუვითარდეს მწვავე კლინიკური დაავადება, რომელიც, როგორც წესი, აივ ინფიცირებიდან 2-4 კვირაში ვლინდება.
ხშირად ამოიცნობა რეტროსპექტულად, რადგან სურათი არასპეციფიკურია.
დაავადების დასაწყისი მწვავეა და გრძელდება დაახლოებით 2 კვირა.
ძირითადი სიმპტომებია ჯიკრვლოვანი ცხელების ტიპის დაავადება ცხელებით, შეუძლოდ ყოფნით, მიალგიით, ფარინგიტით, თავის ტკივილებით, დიარეით, ნევრალგიით ან ნეიროპათიით, ლიმფადენოპათიით, მაკულოპაპულური გამონაყარით და კანის და ლორწოვანი გარსის წყლულებით.
ჰუმორული იმუნოდეფიციტისას დაბალია იმუნოგლობულინის დონე. უჯრედუი იმუნოდეფიციტი მიუთითებს T-უჯრედების დისფუნქციაზე და/ან აივ-ზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს