ეტიოლოგია

გაციების უმეტესი შემთზხვევა გამოწვეულია რინოვირუსით (50%-მდე).[9][11] სხვა ცნობილი პათოგენება კორონავირუსი (10%-დან 15%-მდე), გრიპი (5%-დან 15%-მდე), პარაგრიპი (5%), რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (5%) და მეტაპნევმოვირუსი.[9] ხშირად ვერ ხერხდება დამაინფიცირებელი ორგანიზმების იდენტიფიცირება. ხელახალი დაინფიცირება შესაძლებელია განმეორდეს იმავე ვირუსის ქვეტიპის ზემოქმედებით, მაგრამ დაავადება, როგორც წესი უფრო სუსტია და ხანმოკლე. არსებობს კავშირი ადენოვირუსებს, ენტეროვირუსებს და გაციებას შორის. როგორც წესი ფარინგიტის გამომწვევია ადენოვირუსები, რომელთაც შეიძლეება ასევე გამოიწვიონ ქვედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციები. სასუნთქი ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები (Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis) ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს გაციებასთან.[12] თუმცა, ტიპური გაციების ანტიბიოტიკებით მკურნალობის საჭიროებასთან მიმართებაში აღნიშნულს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

პათოფიზიოლოგია

პოლიმორფულ-ბირთვიანი ლეიკოციტები (PMNs) ცხვირის ქველორწოვან შრეში გადადის ვირუსით დაინფიცირებიდან რამოდენიმე დღეში და შეესაბამება სიმპტომებს.[13][14] არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩირქოვანი გამონადენი უკავშირდებოდეს ბაქტერიულ ინფექციას ან რეაგირებდეს ანტიბიოტიკოთერაპიაზე.[9]

კლასიფიკაცია

პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაცია , მეორე გამოცემა (ICPC-2)[1]

  • R74 გაციება

დაავადებების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია, მეათე გამოცემა (ICD-10)[2]

  • J00 მწვავე ნაზოფარინგიტი (გაციება)

  • J01 მწვავე სინუსიტი

  • J02 მწვავე ფარინგიტი

  • J03 მწვავე ტონზილიტი

  • J04 მწვავე ლარინგიტი და ტრაქეიტი

  • J05 მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი) და ეპიგლოტიტი

  • J06 მრავლობითი და განუსაზღვრელი ადგილმდებარეობის ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას