მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
პაციენტები, რომელთა იდენტიფიცირება ხდება, როგორც ინფექციის რისკის ქვეშ მყოფი პირების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ წარმოდგენილ შემთხვევათა განსაზღვრებების მიხედვით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ იზოლირებული ცალკე აბაზანის მქონე ოთახში.[73][76]
სამედიცინო პერსონალის თითოეული წევრი, რომელიც უვლის პაციენტს, უნდა ხმარობდეს გამოქვეყნებულ პროტოკოლებთან შესაბამისობაში მოყვანილ პირად დამცავ საშუალებებს. World Health Organization (WHO): personal protective equipment for use in a filovirus disease outbreak - rapid advice guideline external link opens in a new window Centers for Disease Control and Prevention (CDC): guidance on personal protective equipment (PPE) to be used by healthcare workers during management of patients with confirmed Ebola or persons under investigation (PUIs) for Ebola external link opens in a new window
ყველა დაბინძურებულ მასალას (მაგ: ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული) ისე უნდა მოექცეთ, როგორც პოტენციურად დაინფიცირებულს.
მიღებულ უნდა იქნას სინჯები ლაბორატორიული კვლევებისთვის (მაგ: ებოლას RT-PCR, სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი, სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა, ღვიძლის ფუნქციის კვლევები, არტერიული სისხლის გაზები, კოაგულაციური კვლევები, სისხლის კულტურა და ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობების კვლევა, როგორიც არის მალარია) და გადაიგზავნოს ადგილობრივი და ეროვნული პროტოკოლების შესაბამისად. მნიშვნელოვანია კვლევების გონივრული შერჩევა იმისათვის, რომ შემცირდეს ლაბორატორიის თანამშრომლების და სხვა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი. World Health Organization (WHO): how to safely collect blood samples from persons suspected to be infected with highly infectious blood-borne pathogens external link opens in a new window Centers for Disease Control and Prevention (CDC): guidance for collection, transport and submission of specimens for Ebola virus testing external link opens in a new window
პაციენტთან ცენტრალური კათეტერის ჩადგმა (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) საშუალებას გვაძლევს ავიღოთ სისხლის ნიმუშები და გადავასხათ სითხეები, ნემსის შერჭობის საშიშროების გარეშე.[125]
პაციენტის დღეში სამჯერადი შეფასებისთვის რეკომენდებულია სულ მცირე ასეთი თანაფარდობა: ერთი კლინიცისტი (ე.ი. ექთნები, კლინიკური ოფიცერები ან ექიმები) ოთხ პაციენტზე ყოველდღიურად.[124]
სამედიცინო პერსონალის ვალია გაამარტივოს პაციენტის კომუნიკაცია ოჯახთან და მეგობრებთან (მაგ. მობილური ტელეფონების ან ინტერნეტის მეშვეობით), რათა შემცირდეს ფსიქოლოგიური დისტრესის ხარისხი ინფექციის რისკების გაზრდის გარეშე.[124]
ებოლას ვირუსული ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენება შეგვიძლია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პერორალური მიღების უნარი და არ არიან მძიმედ დეჰიდრირებულნი. თუმცა, პაციენტთა უმრავლესობას ესაჭიროება სითხის ინტრავენურად გადასხმა ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის ან რინგერ-ლაქტატის ხსნარის გამოყენებით.[20][75]ვარიანტები ასეთ შემთხვევაში: პერიფერიული ან ცენტრალური ინტრავენური მიდგომა ან ძვალშიდა მიდგომა.[124]
ინტრავენური ინფუზიების მოთხოვნილი მოცულობა, უნდა შეფასდეს კლინიკური შემოწმების (ე.ი. დეჰიდრატაციის დონე, შოკის ნიშნები) და დაკარგული სითხის (ე.ი. დიარეის და/ან ღებინების რაოდენობა) საფუძველზე. შესაძლოა მოთხოვნილ იქნას დიდი რაოდენობით სითხე (დღეში 10 ლიტრამდე) ცხელების მქონე პაციენტებში დიარეით.[37]
აუცილებელია მჭიდრო, ხშირი მონიტორინგი, ვინაიდან მნიშვნელოვანია პაციენტის პასუხის შეფასება და სითხით გადატვირთვის პრევენცია. პაციენტები ხშირად უნდა შემოწმდნენ შოკის, დეჰიდრატაციის ან ჭარბი ჰიდრატაციის ნიშნებზე და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაუკორექტირდეთ სითხის მიწოდების სიჩქარე. ჰიპოვოლემიის გამოსავლენად საჭიროა სასიცოცხლო ნიშნებისა (მაგ. გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, შარდის გამოყოფა, სითხის დაკარგვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) და მოცულობის სტატუსის სისტემური მონიტორინგი დღეში სულ მცირე სამჯერ.[124]
სამედიცინო მომსახურების ადგილზე ტესტირების ხელმისაწვდომობა იზოლირებულ პალატაში მეტად ეფექტურს ხდის პაციენტთა ბიოქიმიური სტატუსის მონიტორინგს და ამცირებს სინჯების გადატანასთან დაკავშირებულ რისკებს.[95] აუცილებელია ელექტროლიტების ყოველდღიური მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მათი შევსება.[20] შესაძლოა განხილულ იქნას უფრო ხშირი მონიტორინგი დიდი რაოდენობით ინტრავენური სითხეების შეყვანის შემთხვევაში ან თუ ადგილი აქვს მწვავე ბიოქიმიურ პათოლოგიებს.
შესაძლოა მოთხოვნილ იქნას დიდი რაოდენობით კალიუმის ჩანაცვლება (მაგ:5-10 მმოლ [5-10 მეკ/ლ] კალიუმის ქლორიდი საათში).[22][113][128]
სისხლის მაღალი ლაქტატის დონე შესაძლოა ჰიპოპერფუზიის სანდო შეფასების მექანიზმი იყოს და შეიძლება დაგვეხმაროს რეჰიდრატაციის მართვაში.[95]
სითხის და ელექტროლიტების მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციებისთვის განხილულ უნდა იქნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინები, ასევე მწვავე დაავადების და გამოჯანმრთელების ფაზაში შესაბამისი კვების უზრუნველყოფა.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად/სწორ ნაწლავში, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად/სწორ ნაწლავში ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში
მეორეული ვარიანტები
მორფინის სულფატი: ბავშვები: 0.2-დან 0.4 მგ/კგ-მდე, პერორალურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ, ან 0.05-დან 0.1 მგ/კგ-მდე ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ; მოზრდილები: 2.5 - 10 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
მკურნალობა უნდა ჩატარდეს პირველი რიგის პარაცეტამოლით (ტკივილის და ცხელების ასალაგებლად).[132]
მეტად ძლიერი ტკივილის დროს რეკომენდებულია ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების (მაგ:მორფინი) გამოყენება.[132]
უნდა მოერიდოთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (ასპირინის ჩათვლით), მათთან დაკავშირებული სისხლდენისა და პოტენციური ნეფროტოქსიკურობის მაღალი რისკის გამო.
ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებამ შესაძლოა შეამციროს დისფაგია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
მეტოკლოპრამიდი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 10 მგ პერორალურად/ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 30 მგ/დღე
ან
ონდანსეტრონი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: 4-8 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 8-12 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში. მაქსიმუმ 24 მგ/დღე
რეკომენდებულია პერორალურად ან ინტრავენური ფორმით მისაღები ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ: ონდანსეტრონი, მეტოკლოპრამიდი).[132]
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ზოგიერთ პირობებში, განსაკუთრებულ ენდემურ ადგილებში, სადაც დიაგნოსტიკურ კვლევებზე დაბალი წვდომა არსებობს, პაციენტებს ყოველდღიურად ეძლევათ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები როგორც თერაპიის შემადგენელი ნაწილი.
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
არსებობს განვლილი ეპიდაფეთქებების შეზღუდული რაოდენობის მტკიცებულება, რომ სისხლის გადასხმა გაუმჯობესებისკენ მიმავალი პაციენტისგან შესაძლოა სასარგებლო იყოს ინფექციის მწვავე ეტაპზე და შესაძლოა შეამციროს სიკვდილობა.[9][136] გამოჯანმრთელების ფაზაში მყოფი პაციენტის პლაზმა უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე მთლიანი სისხლი.[137][138]
გვინეაში ჩატარებული კვლევების მიხედვით ვერ გამოვლინდა უპირატესობა გადარჩენადობის მხრივ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა გამოჯანმრთელების ფაზის პლაზმით ჩაუტარდათ, თუმცა თერაპიის ეს მეთოდი აღმოჩნდა უსაფრთხო (მძიმე გართულებები დოკუმენტირებული არ არის).[139][140]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა შუალედური გაიდლაინები გამოჯანმრთელების ფაზაში მყოფი სისხლის/პლაზმის გამოყენებაზე.
გულძმარვით/დისფაგიით/მუცლის ტკივილით:
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
ომეპრაზოლი: ≥10 წლის ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ
პაციენტებმა შესაძლოა შვება იგრძნონ შესაბამისი ანტაციდის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (მაგ: ომეპრაზოლი) შეყვანით.[132] ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებამ შეიძლება დახმარება გასწიოს დისფაგიისას.
დიარეის დროს
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
თუთია: <6 თვის ასაკის ბავშვებში: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში; ≥6 თვის ასაკის ბავშვები: 20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში
დიარეის მქონე ბავშვებში რეკომენდებულია თუთიის გამოყენება.[132]
საჭიროა პაციენტების შეფასება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებზე და არსებობის შემთხვევაში სათანადოდ მართვა.[132]
დასავლეთ აფრიკაში 2014 წელს არსებული ეპიდაფეთქების დროს წარმატებით განხორციელდა ფეკალიების მართვის სისტემები მძიმე დიარეის მქონე პაციენტებისთვის. სისტემები ასევე სასარგებლო აღმოჩნდა სამედიცინო პერსონალში ინფექციის პრევენციის და კონტროლის კუთხით.[97]
გულყრით
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
დიაზეპამი: ბავშვებში: მიმართეთ სპეციალისტს დოზირების თაობაზე კონსულტაციისათვის; ზრდასრულებში: 5-10 მგ ინტრავენურად/კუნთშიდა სახით თავდაპირველად, საჭიროებისამებრ გაიმეორეთ დოზა ყოველ 10-15 წუთში ერთხელ, მაქსიმუმ 30 მგ/სრული დოზა
იყოს
რექტული დიაზეპამი: ბავშვებში: მიმართეთ სპეციალისტს დოზირების თაობაზე კონსულტაციისთვის; ზრდასრულებში: 0.2 მგ/კგ რექტულად ერთეული დოზის სახით, მეორე დოზის გამოყენება შეგვიძლია 4-12 საათში, საჭიროების შემთხვევაში
--და/ან--‑
ფენობარბიტალი: ბავშვებში: მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის დოზირების თაობაზე; ზრდასრულებში: თავდაპირველად 10 მგ/კგ ინტრავენური გზით, შემდგომ 5 მგ/კგ ყოველ 30-60 წუთში ერთხელ იქამდე, სანამ გულყრები დაექვემდებარება კონტროლს, მაქსიმალურ იდატვირთვის დოზა: 30 მგ/კგ
იშვიათად, მაგრამ გულყრები შორსწასული დაავადების მახასიათებელს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამედიცინო პერსონალს, რადგან იზრდება ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის რისკი.
ხელშემწყობი ფაქტორების (მაგ.: მაღალი ტემპერატურა, ჰიპოპერფუზია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპოგლიკემია) ამოცნობას და გამოსწორებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
გულყრების ასალაგებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბენზოდიაზეპინი (მაგ. ინტრავენურად/კუნთში ან რექტული დიაზეპამი), ხოლო განმეორებითი გულყრის გამოვლენისას - ანტიკონვულსანტი (მაგ.: ფენობარბიტალი).[132]
აგზნებით
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
დიაზეპამი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 5 მგ პერორალურად/ინტრავენურად ერთეული დოზის სახით
ან
ჰალოპერიდოლი: ბავშვებში: გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან დოზირების შესახებ; ზრდასრულებში: 5 მგ კუნთშიდა გზით, ერთეული დოზის სახით
თუმცა იშვიათად, მაგრამ სახიფათო აღგზნებადობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ენცეფალოპათიას, ან ტვინზე ვირუსის პირდაპირ გავლენას, და შესაძლოა გამოვლინდეს შორსწასული დაავადებისას.
სედატივების (მაგ.: ჰალოპერიდოლი ან ბენზოდიაზეპინი) გონივრული გამოყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პაციენტი იყოს მშვიდად და თავიდან იქნას აცილებული სამედიცინო პერსონალის ნახმარი ნემსის ჩხვლეტით დაზიანება.[132]
განმეორებითი დოზები ემყარება კლინიკურ პასუხს.
რესპირატორული დისტრესის დროს
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ჟანგბადით გაჯერების ტიტრირება საჭიროა SpO2 ≥90% მაჩვენებლის შესანარჩუნებლად. იმ შემთხვევაში, თუ SpO2 <94%, საჭიროა ჟანგბადის მიწოდება. აუცილებელია პნევმონიის, სითხით გადატვირთვის, მსტვინავი სუნთქვის და გულის შეგუბებითი უკმარისობის შეფასება პაციენტებში და არსებობის შემთხვევაში სათანადო მართვა.[132]
სეფსისით/სეპტიკური შოკით
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
სეფსისის ან სეპტიკური შოკი უნდა აღმოვაჩინოთ სწრაფად, შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. მართვა ეფუძნება იმავე პრინციპებს, რომელსაც ბაქტერიული სეფსისის შემთხვევაში ვიყენებთ. უნდა მივყვეთ ადგილობრივ გაიდლაინებს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებას სისხლის კულტურის ლაბორატორიაში გაგზავნიდან ერთი საათის ფარგლებში; სწრაფ ინტრავენურ რეჰიდრატაციას პასუხის შეფასებით (30 წუთის ფარგლებში ან უფრო სწრაფად); სასუნთქი გზების სათანადო მართვას და ჟანგბადის მიწოდებას; შარდის გამოყოფის მონიტორინგს, უკეთეს ვარიანტში შარსადენის კათეტერიზაციის გზით, ასევე სასიცოცხლო ნიშნებისა და კლინიკური მახასიათებლების მონიტორინგს.[133]
სისხლის ლაქტატის დონეები სასარგებლო მაჩვენებელია პერფუზიის და რეანიმაციაზე რეაქციის შესაფასებლად.
საწყის თერაპიაზე რეაქციის არარსებობის შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნას მხარდაჭერა ინოტროპული საშუალებით, სასურველია ვენის ცენტრალური კათეტერით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ინვაზიური დაკვირვება საშუალებას იძლევა მეტად აგრესიულად შესწორდეს სითხის, ელექტროლიტის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსები.[95][120]
განხილულ უნდა იქნას ჰემორაგიის შესაძლებლობა, კონკრეტულად პაციენტებში სისხლდენით კანიდან და ლორწოვი გარსებიდან.
სეფსისის/სეპტიკური შოკის თერაპიის შესახებ სპეციფიკური რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებს.
ორგანოების დისფუნქციით
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
მულტიორგანული დისფუნქცია შორსწასული ინფექციის დამახასიათებელი ფუნქციაა და მოიცავს თირკმლის, პანკრეატიტის მწვავე დაზიანებას, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე დაზიანებას და ღვიძლის დაზიანებას.
ღვიძლის დაზიანება (მაგ: ჰეპატიტი) ხშირია; თუმცა, სიყვითლე არ არის ხშირი ნიშანი.[60]
თირკმლის დისფუნქცია გართულებულ ეტაპებს შეესაბამება; თუმცა შესაძლოა შეფერხდეს ადეკვატური რეჰიდრატაციით საწყის ეტაპებზე.[60] პაციენტებში ანურიით, რომლებიც არ რეაგირებენ რეჰიდრატაციაზე, გამოყენებულ იქნა თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, ამასთან არ არსებობს რაიმე სახის კვლევის მონაცემები ამ აღმოჩენის მიზნობრივი ეფექტურობის მხარდასაჭერად. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, 5 პაციენტიდან, რომელთაც აღენიშნებოდათ მულტიორგანული უკმარისობა და ჩაუტარდათ როგორც ინვაზიური მექანიკური ვენტილაცია, ასევე თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, გარდაიცვალა 3 პაციენტი.[37][88][113][115][135]
მნიშვნელოვანი სისხლდენა/ჰემორაგიის დროს
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პირველადი პარამეტრები
ფიტომენადიონი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
ტრანექსამის მჟავა: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
მძიმე სისხლდენა იშვიათია, თუმცა წარმოადგენს შორსწასული ინფექციის გამოვლინებას და, როგორც წესი (არა ყოველთვის), ფატალური შედეგით სრულდება.
ხელმისაწვდომობის პირობებში ადგილობრივი პროტოკოლების გათვალისწინებით, ასევე კლინიკური და ლაბორატორიული (თუ ხელმისაწვდომია) ინდიკატორების (მაგ. ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) მითითებით უნდა განხორციელდეს მთლიანი სისხლის ან თრომბოციტების და პლაზმის ტრანსფუზია.[132][134]
K ვიტამინი და ტრანექსამის მჟავა მკურნალობის ადექვატური ვარიანტებია სისხლდენის მქონე პაციენტებში.[132]
მალარიით
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
მალარიის კვლევა უნდა ჩატარდეს და მისი მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამისი ანტიმალარიული თერაპიით, თუ გათვალისწინებული იქნება ებოლას ვირუსული ინფექციის რისკი პაციენტთან მიმართებაში და ასევე ორმაგი ინფექციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ენდემურ პირობებში, მალარიის მკურნალობა ჩვეულებრივ ტარდება ავადმყოფთა რუტინული მართვის ფარგლებში, ინფექციის დადასტურებით ან მის გარეშე.
ორსულები
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ორსულების ზოგადი სამედიცინო მართვა იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა ინფიცირებულ ადამიანთან მიმართებაში.
ინტრანატალური სისხლდენა და სპონტანური აბორტი ხშირია ინფიცირებულ ქალებში; შესაბამისად, სამეანო ზედამხედველობა მიმართული უნდა იყოს ჰემორაგიული ჩივილების ადრეული მკურნალობისკენ.[21][141][142][143][144] 2014 წლის ეპიდაფეთქების განმავლობაში მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იშვიათადაა შესაძლებელი კარგი შედეგების მიღება.[145]
მშობიარობის მიმღები სამედიცინო პერსონალის მიერ დამცავი აღჭურვილობების გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები იგივეა, რაც არა-ფეხმძიმე მოზრდილებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
არ არსებობს რაიმე ხელმისაწვდომი მონაცემი, რომელიც მშობიარობის ერთი მეთოდის მეორეზე უპირატესობის დაადგენდა. ინფიცირებულმა ან საეჭვო ინფექციის მქონე ქალმა რეკომენდებულია შეწყვიტოს ბავშვის ძუძუთი კვება, სანამ მისი რძე არ შემოწმდება ებოლას ვირუსზე უარყოფითი პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციით.
ამნიონური სითხე შეიცავს ვირუსს, მაშინაც კი, თუ მისი დონე ვერ დაფიქსირდა სისხლში. შესაბამისად, მშობიარობის რეკომენდაციები მოიცავენ მშობიარობის ინდუქციის თავიდან აცილებას, კონკრეტულად მემბრანების გახევას.[145]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გამოსცეს კონკრეტული სახელმძღვანელო ორსულების შესახებ. World Health Organization (WHO): Ebola virus disease in pregnancy: screening and management of Ebola cases, contacts and survivors external link opens in a new window Centers for Disease Control and Prevention (CDC): guidance for screening and caring for pregnant women with Ebola virus disease for healthcare providers in US hospitals external link opens in a new window
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტმაც ასევე გამოსცა გზამკვლევი: Public Health England (PHE): Ebola in pregnancy - information for healthcare workers external link opens in a new window
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა ასევე გამოსცეს კონკრეტული სახელმძღვანელო ინფიცირებული ქალის მიერ დაბადებული ახალშობილების შესახებ: Centers for Disease Control and Prevention (CDC): care of a neonate born to a mother who is confirmed to have Ebola, is a person under investigation, or has been exposed to Ebola external link opens in a new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს