გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

თირკმლის მწვავე დაზიანება

მოკლევადიანიმაღალი

ხშირია დაავადების მძიმე ფორმის დროს. შესაძლოა გამოწვეულ იქნას დეჰიდრატაციით, თუმცა ასევე იყოს დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის ან თირკმელების პირდაპირი დაზიანების შედეგი, რაც გამოწვეულია ებოლას ვირუსის გვიანი ეტაპებით.[16][60][75] ადრეული აღმოჩენა დიურეზის და სისხლის ბიოქიმიური ანალიზის მონიტორინგის გამოყენებით სასწრაფო ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლევა.

სეფსისი/სეპტიკური შოკი

მოკლევადიანიმაღალი

ებოლას ვირუსული ინფექციის ეტიოლოგია ჯერ კიდევ არ არის კარგად გააზრებული. შესაძლებელია მრავალი ფაქტორი ახდენდეს გავლენას, ბაქტერიული სეფსისის ჩათვლით, შესაძლოა ბაქტერიის ტრანსლოკაციით ნაწლავებში; ვირუსის პირდაპირი გავლენა; დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია და ჰემორაგია.[60] თერაპია აკმაყოფილებს იგივე პრინციპებს, როგორც ბაქტერიული სეფსისი.[133]

დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია

მოკლევადიანიმაღალი

ზრდის სისხლდენის გართულებების რისკს. ძლიერი სისხლდენა იშვიათია, თუმცა ასახავს შორსწასულ ინფექციას, რომელიც, ჩვეულებრივ, ფატალურად მთავრდება. ხელმისაწვდომობის პირობებში ადგილობრივი პროტოკოლების გათვალისწინებით, ასევე კლინიკური და ლაბორატორიული (თუ ხელმისაწვდომია) ინდიკატორების (მაგ. ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) მითითებით უნდა განხორციელდეს მთლიანი სისხლის ან თრომბოციტების და პლაზმის ტრანსფუზია.[132][134]

მუცლის მოშლა/დედის გარდაცვალება

მოკლევადიანიმაღალი

ორსულებს მუცლის მოშლის მაღალი საშიშროება აქვთ და ინფექცია მათთან უფრო ხშირად ფატალური შემთხვევით სრულდება.[21][141][142][143]

გვიანი გამოჯანმრთელების პერიოდის ჩივილები

ვარიაბელურიდაბალი

გადარჩენილ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ გახანგრძივებული გამოჯანმრთელების პროცესი, რომელსაც ახასიათებს ასთენია, წონის კლება და მოძრავი ართრალგია. ასევე ხშირია კანის აქერცვლა და თმის გარდამავალი ცვენა.

გამოჯანმრთელების ფაზის გვიანი გამოვლინებები იშვიათია და შეიძლება დახასიათდეს შემდეგი სიმპტომებით: ორქიტი, მიელიტი, პაროტიტი, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ფსიქოზი და სმენის დაქვეითება/ზარის ხმა ყურებში.[17] გადარჩენილი პაციენტები ასევე იმყოფებიან უვეიტის (წინა, უკანა ან პანუვეიტი) განვითრების რისკის ქვეშ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მეორეული სტრუქტურული გართულებები, მხედველობის დარღვევები ან სიბრმავე.[196] ერთ-ერთი რეტროსპექტული, არაკონტროლირებული ერთმომენტიანი კვლევით გამოვლინდა, რომ გადარჩენილი პაციენტების დაახლოებით 28%-ს უვითარდებოდა ებოლას მიერ გამოწვეული უვეიტი, ხოლო 3%-ს კი ებოლას მიერ გამოწვეული მხედველობის ნერვის ნეიროპათია. უვეიტის მქონე პაციენტების 38.5%-ს აღენიშნებოდა სიბრმავე.[197] ერთ გადარჩენილ პაციენტს აქვს მწვავე უვეიტი, ებოლას ხილული ვირუსის დაფიქსირებით ინფექციის გამოვლენიდან 14 კვირის შემდეგ და ვირუსის კლირენსიდან 9 კვირის განმავლობაში.[198] აგრეთვე აღრიცხულია ცალმხრივი თეთრი კატარაქტები და ბადურას ახალი დაზიანება მხედველობის ნერვის აქსონების ანატომიური დისტრიბუციის შემდეგ.[200]

სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთ არაადგილობრივ წარმომადგენელს აღენიშნა ებოლას ვირუსული მენინგოენცეფალიტი (თავზურგტვინის სითხის უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია და პლაზმა დადებითი იყო ებოლას ვირუსზე) მძიმე, პირველადი ვირუსული დაავადების (2015) შემდეგ, გამოჯანმრთელებიდან 9 თვეში. ჩატარდა გენომის სრული სეკვენსირება, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შეადარეს პაციენტის თავდაპირველი წარმოდგენისას სისხლში არსებული ვირუსი თავზურგტვინის სითხეში 10 თვის თავზე არსებულ ვირუსს. შედეგად, გენომის მაკოდირებელ რეგიონებში ცვლილებები არ გამოვლენილა. აღნიშნული კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ მათ არ შეუძლიათ გაარჩიონ იყო თუ არა ვირუსი ლატენტურ ფორმაში და განიცადა რეაქტივაცია, თუ იგი მუდმივად მრავლდებოდა. თუმცა ავტორების თქმით, სეკვენსირების შედეგად შესაძლებელია დადასტურება იმისა, რომ იმუნური "გაქცევის" ვარიანტი ზემოთ აღწერილი ვირუსული მდგომარეობის მიზეზი არ ყოფილა[201]აღრიცხულია ენცეფალიტისა და პოლიართრიტის გვიანი დაწყების შემთხვევები.[202]

ამ გამოვლინებების ეტიოლოგია გაურკვეველია, მაგრამ შესაძლოა უკავშირდებოდეს იმუნური კომპლექსის ფენომენს ან ებოლას ვირუსის პერსისტენტულობაზე იმუნურ-პრივილეგირებულ ადგილებში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით