დიფერენციული დიაგნოზები
წითელა (rubeola)
ნიშნები / სიმპტომები
წითელა უფრო მძიმე დაავადებაა ერითემატოზული, ან მოყავისფრო წითელასმაგვარი გამონაყარი ვრცელდება თავიდან და კისრიდან ქვემოთ და გრძელდება 3-7 დღე. სურდო, კონიუნქტივიტი და ხველა ჩვეულებრივი მოვლენაა.
პათოგნომური ენანთემა (კოპლიკის ლაქები ვლინდება დავადების ადრეულ ფაზაში. გართულებები ხშირია, კერძოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე და ცუდად ნაკვებ პოპულაციაში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კოპლიკის ლაქებიდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიCDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: წითელათი დაავადებული ბავშვი დამახასიათეებელი წითელი ლაქებიანი გამონაყარით დუნდულოებზე და ზურგზე გამონაყარის გაჩენიდან მესამე დღესდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიCDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა [Citation ends].
კვლევები
შრატში დადებითი წითელას ანტი-IgM ანტისხულები უპირატესი ტესტია (მგრძნობელობა 83%-89%, სპეციფიურობა 87%-100%).[26][27]
შრატში წითელას IgG ანტისხეულების შემცველობის მნიშვნელოვანი მატება წყვილად მწვავე და გამოჯამრთელების ფაზაში აღებულ სინჯებში.
წითელას ვირუსის გამოყოფა ყელიდან, ცხვირხახიდან, სისხლიდან, ან შარდიდან (ძირითადად მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ან რეფერალურ ლაბორატორიებში).
Roseola infantum (HHV-6, HHV-7, exanthem subitum, მეექვსე დაავადება)
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად ავადდებიან ბავშვები < 2 წლის ასაკში.[28] სურდო, კონიუნქტივიტი და კისრის, ან კეფის ლიმფადენოპათია შეიძლება წინ უსწრებდეს 3-7 დღით მაღალ ცხელებასა და გაღიზიანებადობას. ერითემატოზული, ან მოვარდისფრო მაკულოპაპულური გამონაყარი თანხვდება სიცხის დაწევას და გრძელდება საათებიდან რამდენიმე დღემდე. ფებრილური გულყრები შეიძლება განვითარდეს 10%-15% შემთხვევაში.
კვლევები
IgG ანტისხეულების სეროკონვერსია მწვავე და გამოჯამრთელების ფაზაში აღებულ სინჯებში უმჯობესი ანალიზია.[29] შრატ-სპეციფიური ანტისხეულების მატება ვირუსზე ვაქცინაციის ფონზე ხდება. შრატში სპეციფიური IgM ანტისხეულების გამოკვლევა სანდო არ არის. HHV-6 და HHV-7 სეროლოგიურად ჯვარედინ-რეაქტიულებია.
დადებითი HHV-6/HHV-7 ამინომჟავების ამპლიფიკაცია შრატიდან, ან პლაზმიდან (მგრძნობელობა 90%-100%, სპეციფიურობა 100%). მწვავე ინფექცია რეაქტივაციისაგან ძნელი გასარჩევია.[30]
ვირუსის გამოყოფა პერიფერიული სისხლიდან (ძირითადად ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და რეფერალური ლაბორატორიაში).
ქუნთრუშა (A ჯგუფის პიოგენური სტრეპტოკოკი)
ნიშნები / სიმპტომები
ყვალაზე ხშირია სასკოლო ასაკის ბავშვებში. ძირითადად დაკავშირებულია სტრეპტოკოკურ ფარინგიტთან, მაგრამ იშვიათად რთულდებადა რბილი ქსოვილის ინფექციებით.
ფარინგიტი, კისრის წინა ადენოპათია და ცხელება უსწრებს შერწყმულ ერითემატოზულ გაფერმკრთალებად "ზუმფარისებრ" გამონაყარს, რომელიც იწყება სხეულზე და ყურებს უკან გაძლიერებულია მოსახრელ ნაოჭებში. გამონაყარი ქრება მესამე-მერვე დღეს აქერცვლასთან ერთად.
სხვა გამოვლინებებია ერითემატოზული გამონაყარით დაფარული "ჟოლოსებური" ენა, პირის გარშემო კანის სიფემრკრთალე და პასტიას ხაზები(ხაზოვანი ერითემატოზული დაზიანებები კანის ნაკეცებზე, კერძოდ იდაყვებზე და იღლიაში).[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჩუტყვავილას გამონაყარი პირველად ჩნდება როგორც პატარა წითელი ბორცვაკი გულმკერდზე და მუცელზე, რაც შეიძლება გავრცელდეს მთელ სხეულზე; მზით დამწვრობის მსგავსად კანი ზუმფარის ქაღალდის ნაგლეჯს წაააგავს და გამონაყარი გრძელდება 2-5 დღე.CDC Public Health Image Library [Citation ends].
კვლევები
A სტაფილოკოკის სწრაფი ანტიგენის ანალიზი 60%-დან 85%-მდე მგრძნობიარეა და 90%-100% სპეციფიური.[31] უარყოფითი შედეგები სასურველია, დადასტურდეს ყელის ნაცხის კულტივირით.
A ჯგუფის სტრეპტოკოკის გამოყოფა ყელის ნაცხიდან სისხლიან აგარზე 80%-90% მგრძნობიარე და 100% სპეციფიურია.
ინფექციური ერითემა(პარვოვირუსი B19, მეხუთე დაავადება)
ნიშნები / სიმპტომები
უფრო ხშირია ბავშვებში. მსუბუქი სისტემური სიმპტომები და/ან ცხელება 7-10 დღეში მოჰყვება დამახასიათებელ „სილის გაწვნის" მსგავს ერითემატოზულ სახის გამონაყარს.
ერითემატოზული არშიისებრი მაკულოპაპულური გამონაყარი შეიძლება ასევე გამოვლინდეს სხეულზე და გავრცელდეს პერიფერიულად ხელებსა და თეძოებზე. იშვიათად გამონაყარი შეიძლება იყოს ატიპური და ვერ განვასხვავოთ წითურასგან. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხშირია ართრალგია და ართრიტი.
ენტეროვირუსული ინფექცია(ექოვირუსი, კოკსაკის ვირუსი)
ნიშნები / სიმპტომები
გავრცელება ყველაზე ხშირია ჩვილებსა და მცირეწლოვანი ბავშვებში ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე. უფფრო ხშირი გამოვლინებაა არასპეციფიური ცხელებით მიმდინარე დაავადება. შეიძლება გამოხატული იყოს ნევროლოგიური და გასტროეინტესტინური სიმპტომები და სტომატიტი.
კვლევები
ენტეროვირუსული რნმ ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაცია სისხლში, ან CSF ყველაზე სწრაფი და მგრძნობიარე ტესტია.[34]
ენტეროვირუსის გამოყოფა განავლიდან, რექტალური ნაცხიდან, სისხლიდან, CSF, ან შარდიდან.
მგრძნობელობა და სპეციფიურობა მერყეობს ვირუსის სახეობის, ინფექციის ადგილის და სინჯების შეგროვების დროის მიხედვით.
დასავლეთ ნილოსის ვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
სიხშირე ყველაზე მაღალია ზაფხულში, ემთხვევა კოღოების გააქტიურებას. ცხელება ძირითადად მაღალია წითელისმაგვარ წითურასთან შედარებით და თავის ტკივილი, მიალგია და სისუსტე უფრო გამოხატულია.
დიფუზური ერითემატოზული მაკულოპაპულური ან წითელასმაგვარი გამონაყარი, რომელიც ფარავს ხელისგულებს და ფეხისგულებს, უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. ნეირო-ინვაზიური სახეობ უვითარდება პაციენტების 0.3% - 1.0%.
კვლევები
სპეციფიური IgM ანტისხეულების იმუნოფლორესცენტული capture ELISA მეთოდით სენსიტიურობა > 95% და სპეციფიურობა 83%-99% დაავადების პირველ კვირაში, მაგრამ შეიძლება შენარჩუნდეს > 1 წელზე.[35]
ვირუს-სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის ოთხჯერადი მატება შრატში. შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა არბოვირუსებთან. დადებითი შედეგი სასურველია, დავადასტუროთ ვირუს-სპეციფიური IgG მეშვეობით.
ვირუსის გამოყოფა CSF, ან შრატიდან.
ვირუს-სპეციფიური IgM CSF-ში, ან ვირუსის ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაცია CSF-დან (ნეირო-ინვაზიური დაავადების დროს).
დენგეს ვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
დენგეს ვირუსი ფლავოვირუსია, რომელიც გადაეცემა ადამიანებს ედეს კოღოს ნაკბენით, სისხლის გადასხმით, ორგანოების გადანერგვით (ტრანსპლანტაციით), პროფესიული კონტაქტით ინფიცირებულ სისხლთან, ან საშვილოსნოსშიდა, ან პერინატალური ინფიცირებით.[36]
დენგე ენდემურია ბევრ ქვეყნებში აზიაში, წყნარი ოკენის რეგიონში, აფრიკაში, კარიბის ზღვის რეგიონში და ამერიკის კონტინენტზე, მათ შორის პუერტო რიკოში, აშშ-ს ვირგინიიის კუნძულებზე, სამოაში და გუამზე. სპორადული ეპიდაფეთქება მოხსენებულია ფლორიდაში, ჰავაიზე და ტეხას-მექსიკის საზღვარზე, მაგრამ შემთხვევათა უმეტესობა აშშ-ში შეძენილია ენდემურ რეგიონებში იმიგრანტების, ან მოგზაურების მიერ.
სიმპტომურ პაციენტებს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობით (დენგეს ცხელება) შეიძლება, ჰქონდეთ ცხელება, გამოხატული თავის ტკივილი და დიფუზური ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყარი. ხშირია ჩვეულებრივ რეტრო-ორბიტალური ტკივილი და მსუბუქი ჰემორაგიული ნიშნები. დაავადების უფრო მძიმე ფორმები ხასიათდება სისხლდენით და შოკით პლაზმის გაჟონვის და ინტრავასკულარული მოცულობის დაქვეითების გამო.
კვლევები
დენგეს რნმ-ვირუსის ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაცია შრატიდან, პლაზმიდან, ან ქსოვილოვანი სინჯებიდან ყველაზე სწრაფი და მგრძნობიარე ტესტია დაავადების პირველ კვირაში.
პაციენტთა უმრავლესობას დაავადების მეხუთე დღეს შრატში აღენიშნება ELISA მეთოდით დადგენილი ანტი-დენგე IgM ანტისხეულები. ეს შეიძლება, ვლინდებოდეს 2-დან 3 თვემდე. IgG ანტისხეულები მატულობს უფრო ნელა და რჩება მომატებული თვეებიდან წლებამდე; მწვავე და გამოჯანმრთელების პერიოდის შედარება(სინჯებს შორის სულ ცოტა 7 დღე) გვეხმარება მწვავე და უფრო დიდხანს არსებული ინფექციის განსხვავებაში.
ჩიკუნგუნიას ვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
ჩიკუნგუნიას ვირუსი არბოვირუსია, რომელიც გადაეცემა ედეს კოღოს ნაკბენით და იშვიათად, პერინატალური ინფიცირებისას.[37]
პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება ცხელება და სახსრების ტკივილის მძიმე ფორმა. თავის ტკივილი, მიალგია, ართრიტი, კონიუნქტივიტი, ან მაკულოპაპულური გამონაყარი შეიძლება, გამოვლინდეს. დაავადება შეიძლება, უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს ახალშობილებში, ხანდაზმულებში და თანმხლები დაავადებების მქონე პოპულაციაში. სახსრების ტკივილი, ან ართრიტი შეიძლება გაგრძელდეს, ან განმეორდეს თვეების, ან წლების განმავლობაში.
ჩიკუნგუნიას ვირუსული ეპიდაფეთქება დაფიქსირდა აფრიკის, აზიის, ევროპის, წყნარი ოკეანის რეგიონის, კარიბის ზღვის რეგიონისა და სამხრეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში. აშშ-ში ინფექციის უმეტესი ნაწილი აღნიშნული რეგიონებიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დაუდგინდათ. ადგილობრივად გავრცელებული ინფექციები დაფიქსირდა ფლორიდაში, პუერტო რიკოში და აშშ ვირჯინიის კუნძულებზე.
კვლევები
ჩიკუნგუნიას ვირუსის რნმ ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაცია შრატში, ან პლაზმაში ყველაზე სწრაფი და მგრძნობიარე ტესტია დაავადების პირველ კვირაში.
სპეციფიური ანტი-ჩიკუნგუნიას IgM და გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების პირველი კვირის ბოლომდე. მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზაში შრატის მონაცემების შედარება რეკომენდებულია.
ზიკას ვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
ზიკა ვირუსი ფლავოვირუსია, რომელიც გადაეცემა ადამიანებს ედეს კოღოს ნაკბენით, ზიკას ვირუსით ინფიცირებულ პერსონასთან სექსუალური კავშირით, სისხლის გადასხმით, ან საშვილოსნოსშიდა, ან პერინატალური ინფიცირებით.[38]
ზიკას ვირუსის ინფექციაზე სასურველია, ეჭვი მივიტანოთ ენდემური რეგიონებიდან დაბრუნებულ მოგზაურებში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკფაქტორების მქონე პოპულაციაში.
ზიკა ვირუსის ეპიდაფეთქება აღრიცხულია მსოფლიოს მრავალ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში. ადგილობრივი კოღოს ნაკბენით გადადება აღრიცხულია პუერტო რიკოში, აშშ ვირჯინიის კუნძულებზე და ამერიკის სამოაზე. თუმცა, არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული კონტინენტური აშშ-ს ან აშშ-ს ტერიტორიებიდან 2019 წლიდან.[39]ზიკას ვირუსის ინფექცის მქონე ადამიანთა უმრავლესობა უსიმპტომოა. სიმპტომური დაავდების ნიშნებია ცხელება, მაკულოპაპულური გამონაყარი, ართრალგია, მიალგია, თავის ტკივილი და კონიუნქტივიტი. სიმპტომები ზოგადად მსუბუქია და გრძელდება დღეები, ან კვირები. იშვიათი გართულებაა გიენ-ბარეს სინდრომი. ორსულებში ზიკას ვირუსის ინფექციის გართულება მოიცავს ნაყოფის დაკარგვას, მიკროცეფალიას და ცენტრალური ნერვული სისტემის და მხედველობის თანდაყოლილ პათოლოგიებს.
კვლევები
ზიკას ვირუსზე ტესტირების შესახებ რეკომენდაციები შეიძლება განსხვავდებოდეს გაიდლაინებს შორის.[40][41][42]
ზიკა ვირუსი შეიძლება დადგინდეს PCR ტესტირებით დაავადების გამოვლენიდან პირველი კვირის განმავლობაში. სპეციფიური IgM და მანეიტრალიზებელი ანტისხეულები გამომუშავებას იწყებენ დაავადების პირველი კვირის ბოლოს. ხშირია ჯვარედინი რეაქციები სხვა ფლავივირუსებთან, ამიტომ ტესტის დადებითი, საეჭვო და არადამაჯერებელი შედეგები უნდა იყოს დადასტურებული ფოლაქების შემცირების ნეიტრალიზაციის ანალიზით.
მეორადი სიფილისი
ნიშნები / სიმპტომები
გენერალიზებული პოლიმორფული მაკულოპაპულური გამონაყარი იწყება სხეულიდან და ძირითადად ითრევს ხელისა და ფეხის გულებს. სხვა ხშირი გამოვლინებაა condyloma lata, ლორწოვანი გარსის დაზიანება, და გენერალიზებული ლიმფადენოპათია.
ცხელება და სხვა სისტემური სიმპტომები გამოხატული არ არის. კლინიკური გამოვლინებები სპონტანურად, ან მკურნალობის ფონზე ქრება რამდენიმე კვირაში, ან თვეში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაციენტი სიფილისტური როზეოლას მსგავსი გამონაყარით, ვირუსული ეგზემის მსგავსი, რომელიც გაუჩნდა დუნდულოებსა და ფეხებზე დაავადების მეორად სტადიაზე.დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები)CDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა; ჯ. ბლეჯერის, BBS/VD კოლექციიდან. იბეჭდება ნებართვით [Citation ends].
კვლევები
დადებითი VDRL, PPR ტესტები მგრძნობელობა 100% და სპეციფიურობა 93%-99%.[43]
შედეგები სასურველია, დადასტურდეს სპეციფიური ტრეპონემური სინჯით(FTA-ABS, 100% მგრძნობიარე და 94%-100% სპეციფიური).
სპიროქეტების იდენტიფიკაცია სველი დაზიანებული ლორწოვანის ანაფხეკის ბნელი ველის დაკვირვების მიოკროსკოპული მეთოდის გამოყენებით.
ინფექციური მონონუკლეოზ (ეპშტეინ-ბარის ვირუსი)
ნიშნები / სიმპტომები
მაღალი სიცხე, ექსუდაციური ფარინგიტი, კისრის ან გენერალიზებული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია და ატიპიური ლიმფოციტოზი ხშირია მოზარდებსა და მოზრდილებში.
პერიორბიტული შეშუპება ხშირად აღინიშნება ინფექციის ადრეულ ფაზაში. ბავშვები უფრო ხშირად უსიმპტომო არიან, ან დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებათ. პოლიმირფული გამონაყარი, უპირატესად სხეულსა და მკლავებზე ვლინდება შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში. გამონაყარი უფრო ხშირად გვხვდება ამპიცილინით, ან სხვა პენიცილინებით ნამკურნალებ პაციენტებში. ხანდახან შეიძლება აღინიშნოს ჰემორაგია კონიუნქტივაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჰემორაგია კონიუნქტივაზე მარჯვენა თვალში ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტშიდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები)CDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა; ტომას ფ, სელერსის კოლექციიდან, ემორის უნივერსიტეტი; იბეჭდება ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტის ენა და სასადაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები)CDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა; ექიმ სელერსის კოლექციიდან, ემორის უნივერსიტეტი; იბეჭდება ნებართვით [Citation ends].
კვლევები
დადებითი ანტივირუსული კაფსიდური ანტიგენის(VCA) IgM ანტისხეულები ვლინდება დაავადების მეორე კვირას და ქრება რამდენიმე თვეში. ანტი-VCA IgG ანტისხეულები აგრეთვე ვლინდება ინფიცირების ადრულ სტადიაზე და რჩება მთელი ცხოვრება, მაშინ, როცა ანტი-EBV- დაკავშირებული უჯრედოვან ანტიგენის(EBNA) ანტისხეულები ვითარდება ინფიცირებიიდან კვირების, ან თვეების შემდეგ. ანტი-VCA ანტისხეულების არსებობა და ანტი-EBNA ანტისხეულების არქონა დიაგნოსტიკური კრიტერიუმია მწვავე ინფექციის გამოსავლენად(მგრძნობელობა 95%-100%, სპეციფიურობა 86%-100%).[44]
ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტირება (ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლების ტესტი) მგრძნობიარეა(81%-95%) და სპეციფიურია(98%-100%) სასკოლო ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში, მაგრამ არაინფორმატიულია მცირეწლოვან ბავშვებში.
კავასაკის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ემართება თითქმის ექსკლუზიურად ბავშვებს < 8 წლის ასაკში. გამორჩეული მახასიათებლებია მდგრადი მაღალი სიცხე, ბულბარული კონიუნქტივიტი, ერითემატოზული ცვლილებები პირში, ხახაზე და მშრალი, დამსკდარი ტუჩები, ხელ-ფეხის შეშუპება და ტკივილი, და კისრის ლიმფადენოპათია.
ხშირია გაღიზიანება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება. ფრჩხილის ახლოს დესქვამაცია შეიძლება, აღინიშნოს დაავადების მეორე კვირაში. გვირგვინოვანი და სხვა არტერიების ანევრიზმა შეიძლება, განვითარდეს დაავადების გამოვლინებიდან 1-4 კვირის განმავლობაში.
კვლევები
არც ერთი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ანალიზი არ არის ცნობილი.
მიმანიშნებელი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური წარმოსახვითი კვლევის შედეგები მოიცავს სტერილურ პიურიას, ჰეპატიტს, CSF პლეოციტოზს, პერიკარდიულ გამონაჟონს, ნაღვლის ბუშტის შეშუპებას და კორონარული არტერიების დაზიანებებს.
კანის მედიკამენტოზური რეაქცია
ნიშნები / სიმპტომები
მედიკამენტები, რომელთა მიღებისას კანისმიერი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება, მოიცავს ანტიბიოტიკებსა და ანტიკონვულსანტებს. ბევრ წამლით გამოწვეულ გამონაყარს დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია (მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება).[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბულოზური მულტიფორმული ერითემადაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები)CDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა; ექიმ ჯონ ნობლის, Jr, კოლექციიდან; იბეჭდება ნებართვით [Citation ends].
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი დაფუძნებულია ანამნეზში საეჭვო წამლის მიღებაზე, მისი მოხსნის შემდგომ სიმპტომების გაქრობასა და სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვაზე. ეოზინოფილია მიმანიშნებელია, მაგრამ არა დიაგნოსტიკური, წამლის კანისმიერ რეაქციებზე.
იუვენილური რევმატოიდული ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
სისტემური წარმოშობის იუვენილური რევმატოიდური ართრიტი ხშირად აზიანებს ბავშვებს და მოზარდებს. ბავშვები ხშირად ავადმყოფურად გამოიყირებიან. ძირითადად აღინიშნება ყოველდღიური მაღალი ცხელება, რაც, მკურნალობის ჩატარების გარეშე გრძელდება კვირაობით და თვეობით.
გამონაყარი დროებითია, ნარინჯისფერ-ვარდისფერი და ხაზოვანი და ტიპიურად მოიცავს სხეულსა და კიდურებს. გამონაყარის არსებობა ხშირად ემთხვევა ცხელებას. მსუბუქად გამოხატული ჰეპატოსპლენომეგალია და მიალგიაა (კუნთების ტკივილი) ხშირია. შეიძლება, განვითარდეს სეროზიტი
მრავალ პაციენტს უვითარდება ქრონიკული სინოვიტი ≥ 1 სახსარზე, მაგრამ სახსრების ჩათრევა შეიძლება, დაგვიანდეს.
კვლევები
არ არსებობს დამადასტურებელი ლაბორატორული ანალიზი. მიმანიშნებელია: ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ანემია ედს-ის მომატება და სისხლის შრატის ფერიტინის კონცენტრაციის მატება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას