This page compiles our content related to ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმოხილვა. For further information on diagnosis and treatment, follow the links below to our full BMJ Best Practice topics on the relevant conditions and symptoms.
შესავალი
მსგავსი მდგომარეობები
go to our full topic on HIV ინფექცია
აივ ინფექცია პანდემიური ხასიათის ინფექციური დაავადებაა, რომელიც უპრეცედენტო გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. 2020 წლის ბოლოს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 37.7 მილიონი ადამიანი იყო აივ-ინფიცირებული, ამასთან 1.5 მილიონი - ინფიცირების ახალი შემთხვევა.[4] მისი გამომწვევია რეტროვირუსი, რომელიც აინფიცირებს ადამიანის ლიმფოციტებსა და მაკროფაგებს, სადაც ხდება მისი რეპლიკაცია. ის თანდათან, წლების განმავლობაში აზიანებს იმუნურ სისტემას, რაც იწვევს იმუნოდეფიციტს და მთელი რიგი ოპორტუნისტული და სხვა ინფექციების, ასევე, გარკვეული ავთვისებიანი მდგომარეობების განვითარებას.
go to our full topic on აივ ინფექცია ორსულობის დროს
აივ ინფიცირებულ ქალებში ორსულობა გართულებულია არა მხოლოდ თავისთავად აივ ინფექციით, არამედ ასევე აივ-თან ასოცირებული სამედიცინო და ფსიქოსოციალური თანმდევი დაავადებებით. ორსულობის დროს აივ-ინფექცია საფრთხეს უქმნის დედათა იმუნურ ჯანმრთელობას და შეიძლება გამოიწვიოს აივ-ის პერინატალური ტრანსმისია საშვილოსნოში, მშობიარობის დროს, ან მშობიარობის შემდეგ ძუძუთი კვების მეშვეობით.
აივ-დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები
Signs & symptoms
Investigations
Differentials
Treatment algorithm
go to our full topic on აივ-დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები
კლინიკური სინდრომი, რომლიც ვითარდება აივ-ის შორსწასულ სტადიებზე დაზიანებული იმუნიტეტის შედეგად. აღნიშნული დაავადებები უხშირესად ვითარდება არანამკურნალები აივ ინფექციის მქონე პაციენტებში ან მათთან, ვისთანაც ანტირეტროვირუსული თერაპია წარუმატებელი აღმოჩნდა. ტუბერკულოზი, Pneumocystis jirovecii პნევმონია, კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, Mycobacterium avium complex (MAC) ინფექციები აივ-თან ასოცირებული ოპორტუნისტული ინფექციებია, რომლებიც ხშირად გვხვდება კლინიკურ პრაქტიკაში.[3]
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია
Signs & symptoms
Investigations
Differentials
Treatment algorithm
go to our full topic on Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია
შიდსის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.[7] ეს არის ფილტვის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სოკოვანი მიკროორგანიზმით Pneumocystis jirovecii (ადრე ცნობილი იყო, როგორც Pneumocystis carinii). როგორც წესი, ის იწვევს კლინიკურ დაავადებას მძიმე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, როგორიცაა აივ-დადებითი პაციენტები CD4 უჯრედების რაოდენობით <200 უჯრედი/მიკროლიტრში, პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ჰემოპოეზური უჯრედების ტრანსპლანტაცია, მყარი ორგანოს ტრანსპლანტის მქონე პირებში, ან ქრონიკულ იმუნოსუპრესულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში.
go to our full topic on ფილტვისმიერი ტუბერკულოზი
შიდსის მქონე პაციენტებს შორის სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით.[3] ეს არის ტუბერკულოზის მიკობაქტერიით (Mycobacterium tuberculosis) გამოწვეული ინფექციური დაავადება. ბევრ შემთხვევაში M tuberculosis, აქტიური ტუბერკულოზის განვითარებამდე, ე.წ. "მთვლემარე" მდგომარეობაშია. ყველაზე ხშირად ის აზიანებს ფილტვებს და გადამდებია ამ ფორმით, მაგრამ შეიძლება მოიცვას ორგანოთა ნებისმიერი სისტემა, მათ შორის, ლიმფური კვანძების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლის, ძვლების, შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩათვლით.
go to our full topic on Mycobacterium avium-კომპლექსი
Mycobacterium avium complex (MAC), ასევე ცნობილი, როგორც Mycobacterium avium-intracellulare (MAI), შედგება მიკობაქტერიების 2 სახეობისგან, M avium და M intracellulare. როგორც წესი, იწვევს 3 დაავადების სინდრომს: ფილტვის დაავადება, კისრის ლიმფადენოპათია და დისემინირებული დაავადება. ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ აივ-ის მქონე იმ პირებს, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა <50 უჯრედი/მიკროლიტრში.[3]
go to our full topic on ტოქსოპლაზმოზი
გამოწვეულია პროტოზოული პარაზიტით Toxoplasma gondii. კატები პარაზიტის საბოლოო მასპინძლები არიან. ადამიანები წარმოადგენენ შუალედურ მასპინძლებს და ინფიცირდებიან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მიღებისას, რომელიც დაინფიცირებულია ქსოვილოვანი ცისტებით (ბრადიზოიტებით), ოოცისტებით დაბინძურებული სხვა საკვების ან წყლის ალიმენტური გზით მიღებისას ან ტაქიზოიტების ტრანსპლაცენტური გავრცელების შემთხვევაში. ადამიანები ინფიცირებულები რჩებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე და ხშირად უსიმპტომონი არიან, გარდა იმუნოსუპრესიული პაციენტის შემთხვევისა. აივ ინფიცირებულებს, რომელთაც CD4 უჯრედების რაოდენობა <50 უჯრედი/მიკროლიტრზე, აღენიშნებათ სიმპტომური დაავადების მაღალი რისკი.[3]
ოპორტუნისტული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს Cryptococcus სახეობები. Cryptococcus neoformans var. grubii და Cryptococcus neoformans იწვევს ავადობას და სიკვდილობას, განსაკუთრებით, იმუნოსუპრესიულ პოპულაციაში, როგორიც არიან აივ-ის მქონე პირები. პაციენტებს, უჯრედული იმუნიტეტის დარღვევით, აღენიშნებათ კრიპტოკოკოზით ინფიცირების მაღალი რისკი, განსაკუთრებით, მათ, ვისაც CD4 უჯრედების რაოდენობა < 100 უჯრედი/მიკროლიტრში.[3]
go to our full topic on ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ინფექცია
ციტომეგალოვირუსი (CMV) ყველგან გავრცელებული ბეტა ჰერპეს ვირუსია, რომლითაც ინფიცირდება ადამიანთა უმრავლესობა. იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში პირველადი ინფექცია, ჩვეულებრივ, უსიმპტომოა. პირველადი ინფექციის შემდეგ ციტომეგალოვირუსი მასპინძლის სხვადასხვა უჯრედში ლატენტურ მდგომარეობაში რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ვლინდება პერიოდული სუბკლინიკური რეაქტივაციით, რომელიც ექცევა ფუნქციონირებადი იმუნური სისტემის კონტროლის ქვეშ. როდესაც რეაქტივაცია (ან პირველადი ინფექცია) ვლინდება იმუნური სისტემის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (ტრანსპლანტანტის მქონე პირებში ან პაციენტებში, რომელთაც აქვთ შიდსი და CD4 უჯრედების რაოდენობა<50 უჯრედი/მიკროლიტრში), ხშირად ვითარდება ციტომეგალოვირუსის უკონტროლო რეპლიკაცია, რაც იწვევს ისეთ კლინიკურ გამოვლინებებს, როგორიცაა ცხელება, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა და ქსოვილებში ინვაზია.[8][9]
go to our full topic on პირის ღრუს კანდიდიაზი
ერთ-ერთი ყველაზე დიაგნოსტირებული ოპორტუნისტული ინფექცია აივ-ით ინფიცირებულ ადამიანებში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც CD4 რაოდენობა აქვთ <200 უჯრედი/მიკროლიტრში.[3] მოიცავს პირის ღრუს ლოკალურ ინფექციას Candida-ს გვარის საფუარა სოკოებით, უხშირესად C albicans. მიუხედავად იმისა, რომ Candida ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფლორად ითვლება, მას შეუძლია ლორწოვანი გარსების ლოკალური ინფექციის (ოროფარინგული კანდიდოზი, ეზოფაგიტი, ვულვოვაგინიტი), კეროვანი ინვაზიის (ენდოფთალმიტი, მენინგიტი, ენდოკარდიტი) გამოწვევა და სისტემური გავრცელება (კანდიდემია).
go to our full topic on კაპოშის სარკომა
ყველაზე გავრცელებული ნეოპლაზია აივ-ით დაავადებულ ადამიანებში. დაბალდიფერენცირებული სისხლძარღვოვანი სიმსივნე, რომელიც ასოცირდება ადამიანის მე-8 ტიპის ჰერპესვირუსთან (HHV-8, ასევე ცნობილია, როგორც კაპოშის სარკომასთან დაკავშირებული ჰერპესვირუსული [KSHV] ინფექცია).[10] დაზიანება ხშირად მოიცავს კანსა და ლორწოვანს, თუმცა შეიძლება გახდეს უფრო გავრცობილი, ჩაერთოს ლიმფური კვანძები და შინაგანი ორგანოები. კანის დაზიანება თავდაპირველად კეროვანია, შემდეგ ხდება ფოლაქი და საბოლოოდ წყლულოვანი სიმსივნური კვანძის სახეს იღებს.
go to our full topic on დერმატოლოგიური დაავადებების შეფასება აივ-ის დროს
კანის დაზიანება ხშირად ასახავს იმუნურ სტატუსს და მასზე დაყრდნობით შეიძლება ვიმსჯელოთ აივ ინფიცირებული პაციენტის გრძელვადიან პროგნოზზე. აივ-ის დროს კანის დაავადებების ეტიოლოგიები განსხვავებულია, თუმცა მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ის, რომ კანის ზოგიერთი დაავადება გარკვეულად სპეციფიკურია აივ ინფექციისთვის (მაგ. კაპოშის სარკომა, პირის ღრუს "თმიანი" ლეიკოპლაკია, პაპულური მქავანა გამონაყარი, აივ ფოტოდერმატიტი), ხოლო სხვა დაავადებები შეიძლება შეგვხვდეს არაინფიცირებულ პაციენტებშიც, თუმცა აივ-ის დროს სხვა ფორმას იღებენ.
ადამიანის იმუნოდეფიციტურ ვირუსთან დაკავშირებული ფსიქიკური სტატუსის ცვლილებების შეფასება
Differentials
აივ ინფექციის დროს მენტალური სტატუსის ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მწვავე მდგომარეობები (რაც ხშირად აივ-თან დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექცია ან ასოცირებული სისტემური ავადმყოფობაა), ისე პროგრესირებადი ნეიროკოგნიტური დაავადება ან თანმხლები ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები აივ ინფექციის პირდაპირი გამოვლინებაა: მაგ., აივ ასოცირებული ნეიროკოგნიტური დარღვევების სპექტრით ან ფსიქიატრიული თანხმლები პათოლოგიით (მაგ., დეპრესია ან ალკოჰოლის/ნარკოტიკების მოხმარება).
კონტრიბუტორები
ავტორები
Editorial Team
BMJ Publishing Group
გაფრთხილება:
This overview has been compiled using the information in existing sub-topics.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას