ურგენტული საკითხები

იხ. დიფერენციული დიაგნოზები დამატებითი დეტალებისთვის

ქრონიკული ხველა, როგორც ერთადერთი სიმპტომი, ჩვეულებრივ გრძელდება თვეობით და წლობით გამოვლენამდე და ჩეულებრივ, არ წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო ჩვენებას. უფრო სწრაფი და დეტალური შეფასება (და არა ემპირიული მკურნალობა) უნდა ჩატარდეს თუ ვლინდება სხვა სიმპტომები (როგორიცაა დისპნოე, ჰემოფთიზი, წონის კლება, ცხელება ან გულმკერდის ტკივილი) ან პაციენტი იმუნოსუპრესულ მდგომარეობაშია.

ფილტვის კარცინომა

ხველა ფილტვის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება თან ახლდეს წონის კლება, ჰემოფთიზი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისპნოე და ხმის ჩახრინწვა.[22]​ პაციენტებს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და ანორექსია. ფილტვის კიბო მეტად სავარაუდოა აქტიურ ან წარსულში მწეველებში. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოგრაფიით და პათოლოგიური გამოკვლევის მეთოდებით. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას.[23]

ასთმა

ქრონიკული ხველა, რომელსაც დაერთვის ეპიზოდური ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, და სიმპტომები ძლიერდება ღამის საათებში, ალერგენების, სიცივის ან კვამლის ზემოქმედების შედეგად, შეიძლება მიუთითებდეს ასთმაზე. ასთმის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია გამწვავების რისკის შესამცირებლად და სასუნთქი გზების რემოდელირების სტიმულირებისთვის.[24]

დიაგნოსტიკა ტარდება სტრუქტურული კლინიკური შეფასებით, რომლითაც შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები და სიმპტომების ვარიაბელობა, ბრონქოკონსტრიქციის კლინიკური ნიშნები, სასუნთქი გზების ობსტრუქცია და ობსტრუქციის შექცევადობა, იდეალურ შემთხვევაში დასტურდება პიკური დინების შედეგების ვარიაბელობით.[10][25][26]​​ If asthma is poorly controlled at diagnosis, a short course of oral corticosteroids თუ ასთმა დიაგნოზის დროს ცუდად კონტროლდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას ორალური კორტიკოსტეროიდების მოკლე კურსი ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების დაწყებამდე.[25] ასთმის გამწვავებისას ბრონქოდილატორები და კორტიკოსტეროიდები უნდა გამოიყენოთ სასუნთქი გზების ობსტრუქციის შესამსუბუქებლად. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე გამწვავების ნიშნები (ძილიანობა, დაბნეულობა ან ჩუმი ფილტვი), პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სასწრაფო დახმარების ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში..[10] აუცილებელია ფრთხილი მონიტორინგი.[10] ასეთ სიტუაციებში მკურნალობა მოიცავს ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტს, ადრეულ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას და ჟანგბადის თერაპიას.[10] იპრატროპიუმი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მძიმე გამწვავების დროს; მაგნიუმის სულფატის ინტრავენურად შეყვანა შესაძლებელია, თუ პაციენტები არ რეაგირებენ საწყის თერაპიაზე.[10]

პნევმონია

შეიძლება მოყვეს ქრონიკული ხველის პროდრომს. როგორც წესი, ვლინდება ხველის ცვლილებით, ნახველის ჩირქოვანების ცვლილებით და ცხელებით. უფრო იშვიათად, ვლინდება ჰემოფთიზი, ტკივილი გულმკერდის არეში და დისპნოე. დიაგნოზი ეფუძნება ფილტვების კონსოლიდაციის კლინიკურ კვლევებს, ინფილტრატის რენტგენოლოგიურ მონაცემებთან ერთად. მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკოთერაპიას.[27]

ტუბერკულოზი

ქრონიკული ხველა, რომელსაც ახლავს ღამით ოფლიანობა და წონაში კლება, შეიძლება მიუთითებდეს ტუბერკულოზზე, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ ან სტუმრობენ ამ დაავადების გავრცელების მაღალი რისკის არეალს.​ მოზარდები ყველა შემთხვევის დაახლოებით 90%-ს შეადგენს; უფრო მეტი შემთხვევაა მამაკაცებში, ვიდრე ქალებში (57% და 33% შესაბამისად).[28]​ტუბერკულოზის დაინფიცირების გაზრდილი რისკის მქონე ადამიანებს მიეკუთვნება ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძირითადი სამედიცინო პირობები, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ იმუნურ სტატუსზე, როგორიცაა აივ ინფექცია, პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესანტ მედიკამენტებს, ტრანსპლანტანტების რეციპიენტები, დიაბეტის მქონე პაციენტები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.[29]

ეპიდემიოლოგიური რისკფაქტორებია: ახლახანს იმიგრაცია ან ლტოლვილის სტატუსი, ციხეში ყოფნა, აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტი. აღნიშნული რისკ-ფაქტორები დაკავშირებულია აქტიური ტუბერკულოზის განსაკუთრებით მაღალ რისკთან, თუ დადებითია ლატენტური ტესტი ტუბერკულოზზე (მაგ. ტუბერკულინის კანის ტესტი, ინტერფერონ-გამას გამოთავისუფლების კვლევა).

ტუბერკულოზს, როგორც წესი, თან ახლავს რენტგენოგრაფიული ინფილტრაციული ფიბროზული ან კავერნული ცვლილებები და მისი დადასტურება ხდება ნახველში Mycobacterium tuberculosis ბაცილის არსებობით.

დადასტურებული ტუბერკულოზი საჭიროებს სწრაფ მკურნალობას ანტიტუბერკულოზური მედიკამენტით, რათა პაციენტი განიკურნოს და შესაძლებელი იყოს სხვებზე გავრცელების პრევენცია.

Bordetella pertussis ინფექცია

პაროქსიზმული ხველა, ინსპირატორული „ყივილი“ და ხველის შემდგომი პირღებინება ზრდის B pertussis ინფექციის შესაძლებლობას. ამ დიაგნოზზე ეჭვის მიტანა ხდება ყივანახველას საყოფაცხოვრებო კონტაქტებში და დასტურდება მიკრობიოლოგიური ან სეროლოგიური ტესტირებით.

პირველი რიგის მკურნალობა ტარდება მაკროლიდებით (ანტიბიოტიკით), ან უკუჩვენების და რეზისტენტობის შემთხვევაში, ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლით.

ფილტვის ინტერსტიციული ფიბროზი

ხველა, რომელსაც დაერთვის პროგრესირებადი ქოშინი, შეიძლება მეტყველებდეს ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზის არსებობაზე. დიაგნოზზე ეჭვი ჩნდება ხიხინის ნიშნების და დოლისებრი თითების გამოვლენისას და დასტურდება კლინიკურად და პათოლოგიურად. რადიოგრაფიულად ვლინდება სხვადასხვა ინტერსტიციული ნიშანი, ფილტვის ფუნქციური ტესტირება კი რესტრიქციულ სურათს ამჟღავნებს. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების კონკრეტულ კლინიკურ და პათოლოგიურ სურათზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას