ეტიოლოგია

ყველა ქრონიკული ხველა იწყება, როგორც ქვემწვავე, და დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოიცავს ქვემწვავე ხველის ყველა მიზეზს. პოსტ-ინფექციური ხველა ქვემწვავე ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.[5] უმეტეს შემთხვევაში ხდება თვითგანკურნება. მას შემდეგ, რაც ხველის ხანგრძლივობა გადააჭარბებს 8 კვირას, საჭიროა სისტემური მიდგომა მიზეზების გამოსარკვევად და შესაბამისი მკურნალობა.

ხშირი ეტიოლოგია

გულმკერდის ნორმალური რენტგენოგრამის მქონე არამწეველი ზრდასრულების უმეტესობაში, რომლებიც არ იღებენ აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორებს, ქრონიკული ხველა გამოწვეულია 4-დან ერთი ან რამდენიმე მიზეზით:[2][3][6][7]

  • ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი (უწინ პოსტნაზალური წვეთის სინდრომის სახით ცნობილი): 34%

  • ასთმა: 25%

  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება: 20%

  • არაასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი: 13%.

ხშირად სახეზეა ქონიკული ხველის ერთზე მეტი მიზეზი. ნამდვილი იდიოპატური ხველა იშვიათად გვხვდება და გამონაკლისი დიაგნოზია.[8][9]

ხველა, როგორც ასთმის ძირითადი ან ერთადერთი სიმპტომი, რომელიც ცნობილია როგორც ასთმის ხველითი ვარიანტი, გვხვდება პაციენტების გარკვეულ ქვეჯგუფში.[10] ჩვეულებრივ უარესდება ღამით.[10]

იმ პაციენტების უმრავლესობას ,რომლებიც მიმართავენ სპეციალიზებულ კლინიკებს ქრონიკული ხველით , აღენიშნებათ ასეთი შემთხვევები, და პირველ რიგში უნდა იქნას განხილული, თუკი არ არსებობს სხვა არანაირი ნიშანი ან სიმპტომი, რომლებიც მიანიშნებს ალტერნატიულ დიაგნოზზე.

სხვა გავრცელებული მიზეზებია:

  • აგფ ინჰიბიტორები: მშრალი ხველა, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ყელში ჩახეხვის ან ფხაჭვნის შეგრძნება. რეგისტრირებული დაავადების ინციდენტობა ვარირებს.[11] აგფ ინჰიბიტორებით გამოწვეული ხველა უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში და ასოცირდება ასაკის მატებასთან.[12][13]

  • პოსტ-ინფექციური ხველა: ქვემწვავე ხველის ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზია.[5] პოსტ-ინფექციური ხველისთვის ტიპურმა ისტორიამ უნდა გვიბიძგოს ფხიზელ მოლოდინსა და სიმპტომატურ მკურნალობაზე საჭიროების მიხედვით.

  • ბრონქიტი: ქრონიკული ბრონქიტი შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, როცა ზრდასრულს აქვს ქრონიკული პროდუქტიული ხველის ანამნეზი 3 თვეზე მეტხანს წელიწადში, სულ მცირე ორი მომდევნო წლის განმავლობაში, სხვა დიაგნოზების გამორიცხვის ფონზე.[14] ქრონიკული ბრონქიტი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ნიკოტინის და მარიხუანას მოწევა, მეორეული ექსპოზიცია ნიკოტინის კვამლზე, გარემოში ტოქსინებზე ექსპოზიცია.[6][15]

  • 2 წლის განმავლობაში მაინც, და როცა სხვა დიაგნოზები გამორიცხულია. განმაპირობებელი ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს თამბაქოს მოწევას და გარემო ფაქტორების ტოქსიკურ ზემოქმედებას.

ნაკლებად ხშირი ეტიოლოგიური ფაქტორები

როდესაც ლოკალური ეპიდემიოლოგია მიუთითებს ყივანახველის ინფექციის მაღალ დონეზე, რეკომენდებულია ტესტირება Bordetella pertussis თუკი დიაგნოსტიკური კვლევები მიუთითებს ყივანახველაზე, ნაჩვენებია სპეციფიკური ანტიმიკრობული თერაპია.[16] ნაკლებად ხშირი მიზეზები

  • განსახილველია ის დიაგნოზები, რომლებიც იწვევს ხველას სასუნთქი გზების გაღიზიანებით (მაგ. ბრონქოექტაზი, ფილტვის ქრონიკული სუპურაციული დაავადება, ენდობრონქიალური სიმსივნეები, გრანულომატოზური დაავადება, უცხო სხეულები)

  • ფილტვის პარენქიმის დაავადებები (მაგ. ფილტვის უჯრედშორისი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონიტით, პროფესიული/გარემო ექსპოზიცია ან აუტოიმუნური დაავადებები, მაგ. სისტემური წითელი მგლურა)

  • სხვა სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი), აუტოიმუნური დაავადებები, მაგ. სისტემური წითელი მგლურა ან დაავადებები, რომლების ასტიმულირებენ ზემოთ ხსენებულ აფერენტულ ნერვებს

  • სხვა დაავადებები, რომლებიც მოიცავს სისტემურ პროცესებს (რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი), აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა SLE (სისტემური წითელი მგლურა), ან დაავადებები, რომლებიც ასტიმულირებს ზემოთ მოხსენიებულ აფერენტულ ნერვებს

გარეთა სმენის არხის გაღიზიანებამ ინფექციით, ცვილით ან სასმენი მოწყობილობით შეიძლება გამოიწვიოს ხველა, არნოლდის ნერვით გაშუალებული რეფლექსის გავლით ოროფარინგულ დისფაგიას, რომელიც იწვევს საკვებისა და სითხის რეციდივულ ასპირაციას, ასევე შეუძლია ხველების გამოწვევა პაციენტები ხველით, რომლებიც გვატყობინებენ ყლაპვის გაძნელებაზე, დამატებით უნდა იქნან გამოკვლეულები ამგვარი ეტიოლოგიის გამო[6]

ზენკერის დივერტიკულმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ხველა, რომელსაც დაერთვის დისფაგია, რეგურგიტაცია, ასპირაცია და წონის დაკარგვა.[17]

განხილული უნდა იქნას ასევე ბრონქიოლიტიც , და ის შეიძლება იყოს გამოწვეული ინფექციით ან დაკავშირებული იყოს წამალთან/ტოქსინთან. დიფუზიური პანბრონქეოლიტი უნდა გათვალისწინებული იქნას პაციენტებში, რომლებიც ბოლო დროს ცხოვრობდნენ იაპონიაში, კორეაში ან ჩინეთში.[6]

სოკოსა და პარაზიტების ენდემური ინფექციის უბნებში, მათი დიაგნოსტიკური შეფასება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა ხველების ყველაზე გავრცელებული მიზეზები უკვე გამოირიცხა.[6] ინტრათორაკალური სისხლძარღვების, როგორიცაა მაგალითად, აორტის ანევრიზმა, შენელებულმა გაზრდამ, შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ხველა.[18]

სომატური ხველის სინდრომის (ფსიქოგენური ხველა) დიაგნოსტირება შეიძლება მას შემდეგ, რაც დეტალური გამოკვლევით ნებისმიერი სხვა მიზეზი გამოირიცხება.[19]

თუ პაციენტს ხშირად უწევს საუბარი (მაგ. მასწავლებლები, ქოლ-ცენტრის ოპერატორები, მსახიობები, მომღერლები, მომღერლების პედაგოგები) შეიძლება ვლინდებოდეს ქრონიკული ხველა და ხმის ჩახლეჩა.[15]

კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19) შეიძლება ასოცირებული იყოს გახანგრძლივებულ სიმპტომებთან, ყველაზე ხშირად ხველასთან, სუბფებრილურ ცხელებასთან, დაღლილობასთან და/ან ორგანოთა დისფუნქციასთან.[20] პოსტ-მწვავე COVID-19 სინდრომის“ ან „ ხანგრძლივი (გახანგრძლევებული) 'long COVID'“-ის განმარტება და დროის ჩარჩო არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული. დიდ ბრიტანეთში, „მიმდინარე სიმპტომატური COVID-19“ განისაზღვრა, როგორც COVID-19-ის ნიშნები და სიმპტომები 4-12 კვირიდან. „Post-COVID-19 სინდრომი“ განისაზღვრება, როგორც ნიშნები და სიმპტომები რომლებიც განვითარდა COVID-19-ის დროს ან მის შემდეგ და გრძელდება 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.[21] ინსიდენსების, ბუნებრივი ისტორიისა და ეტიოლოგიის მონაცემები კვლავ ჩნდება. იხილეთ განყოფილება „ გართულებები“ ჩვენს თემაში  „კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19)“.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას