Esta página compila nosso conteúdo relacionado a მენინგიტის მიმოხილვა. Para obter mais informações sobre o diagnóstico e o tratamento, siga os links abaixo para nossos tópicos completos do BMJ Best Practice sobre as doenças e sintomas relevantes.
Introdução
Condições de saúde relevantes
ვირუსული მენინგიტი | ir para nosso tópico completo sobre ვირუსული მენინგიტი ვირუსული მენინგიტი ასეპტიკური მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. გამომწვევი პათოგენებია: ადამიანის ენტეროვირუსები (ყველაზე ხშირად), მარტივი ჰერპესვირუსი, ყბაყურა, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი, არბოვირუსები (მაგ., დასავლეთ ნილოსის ვირუსი), აივ და იშვიათად-გრიპის ვირუსი.[2][3] ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტის დიფერენცირება შეიძლება რთული იყოს და თავზურგტვინის სითხის ანალიზის პასუხის მიღებამდე საჭირო გახდეს ემპირიული ანტიმიკრობული თერაპია.[1] ჩვილებში, იმუნოკომპრომისულ პაციენტებსა და ჰერპესვირუსებით ან არბოვირუსებით ინფიცირებულ პირებში გართულებების ალბათობა უფრო მაღალია. თუმცა, ვირუსული მენინგიტი ტიპურ შემთხვევებში თვითგანკურნებადია და მძიმე გართულებები არ ახასიათებს. |
|---|---|
ბაქტერიული მენინგიტი | ir para nosso tópico completo sobre ბაქტერიული მენინგიტი ბაქტერიული მენინგიტი მენინგეალური გარსების იშვიათი, მაგრამ მძიმე ანთებაა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ბაქტერიით. როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში გამომწვევი პათოგენებია: Streptococcus pneumoniae, Neisseria meningitidis და b ტიპის Haemophilus influenzae (Hib).[4] ჩვეულებრივ გვხვდება უკიდურეს ასაკებში (<2 თვე და >60 წელი) დაქვეითებული ან განლეული იმუნიტეტის გამო.[5] მნიშვნელოვანია დროული შეფასება და ანტიბიოტიკოთერაპია. |
მენინგოკოკური დაავადება | მენინგოკოკურ ინფექციებს იწვევს Neisseria meningitidis, გრამუარყოფითი დიპლოკოკი, რომელიც იზრდება და წარმოქმნის კოლონიებს ცხვირ-ხახაში. ბაქტერია ინვაზიას განიცდის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ან ვრცელდება სასუნთქ გზებში.[6] შესაძლებელია მენინგოკოკური ინფექციის სწრაფი პროგრესირება და სეპტიური შოკის განვითარება, რომელსაც თან ახლავს ჰიპოტენზია, აციდოზი და დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია. მნიშვნელოვანია დროული შეფასება და მკურნალობა, რადგანაც ლეტალობის მაჩვენებელი და მძიმე გართულებების რისკი მაღალია. |
სოკოვანი მენინგიტი | პროგრესირებადი, სიცოცხლისათვის საშიში, ქრონიკული ან ქვემწვავე მენინგიტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოწვეულია Cryptococcus სახეობით.[7] იმუნოსუპრესიულ პაციენტებში მას ხშირად თან ახლავს სისტემური დაზიანება. მაღალი რისკი აღენიშნებათ ასევე ჩვილებსა და ახალშობილებს. სხვა გამომწვევი აგენტებია: Coccidioides სახეობები, Candida სახეობები, Histoplasma capsulatum, Exserohilum rostratum, Aspergillusspecies და mucormycosis, თუმცა, ყველა ძირითად სოკოვან პათოგენს შეუძლია მენინგიტის გამოწვევა.[8] |
გამონაყარის შეფასება ბავშვებში | თუ ბავშვს აღენიშნება მწვავედ გამოვლენილი გამონაყარი ცხელებასთან ან სისტემურ ნიშნებთან ერთად, საჭიროა გადაუდებელი შეფასება და მკურნალობა. სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დიფერენციული დიაგნოზი მენინგოკოკური სეპტიცემიაა. გასათვალისწინებელია სხვა ინფექციური დაავადებებიც, რომლებიც ბავშვებში კანის გამონაყარით ვლინდება და შეიძლება გართულდეს მენინგიტით, მაგ. ჩვილთა როზეოლა (მეექვსე დაავადება). |
ექსტრაპულმონური ტუბერკულოზი | ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია Mycobacterium tuberculosis-ით და გვხვდება ფილტვის გარდა სხვა ორგანოთა სისტემებში. ფილტვგარეშე ტუბერკულოზმა შეიძლება დააზიანოს თითქმის ყველა ორგანოთა სისტემა, ლიმფური კვანძების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლის, ძვლების/სახსრების, შარდ-სასქესო ტრაქტის, მუცლის (მუცლის ღრუს ორგანოები, პერიტონეუმი) და პერიკარდიუმის ჩათვლით. ტუბერკულოზური მენინგიტი გამოწვეულია Mycobacterium tuberculosis-ის ჰემატოგენური გავრცელებით, რის შედეგადაც ვითარდება სუბმენინგეალური ან ინტრამენინგეალური კერები, რომლებსაც უწოდებენ რიჩის კერებს. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაწყების დაგვიანება დაკაშირებულია სიკვდილობის გაზრდასთან.[9] |
ცოფი | ir para nosso tópico completo sobre ცოფი მწვავე ვირუსულ ენცეფალომიელიტს იწვევს ლისავირუსის (Lyssavirus) გვარის უარყოფითი პოლარობის მქონე რნმ ვირუსები. ნერვულ სისტემაში ვირუსი აღწევს არამიელინიზებული მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვების დაბოლოებების გავლით. კლინიკურად განარჩევენ ცოფის ორ ფორმას: ენცეფალიტური (ცოფიანი) და პარალიზური. ორივე ფორმას აქვს პროდრომული პერიოდი, რომელიც ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, შეუძლოდ ყოფნით, ყელის ტკივილით, ღებინებით, თავის ტკივილითა და პარესთეზიით. |
სიფილისის ინფექცია | ir para nosso tópico completo sobre სიფილისის ინფექცია სქესობრივი გზით გადამდები გავრცელებული ინფექციაა, რომელსაც იწვევს სპიროქეტული ბაქტერია Treponema pallidum, ქვესახეობა pallidum. ნეიროსიფილისს ახასიათებს მენინგიალური გარსების ქრონიკული, თანდათანობით განვითარებადი ანთება და გამოწვეულია ტრეპონემების მიერ ცენტრალური ნერვული სისტემის ინვაზიით, რომელიც შეიძლება ინფიცირების ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს. ადრეული ნეიროსიფილისური სინდრომი ჩვეულებრივ ვითარდება მენინგოვასკულური დაზიანების შედეგად; ინფექცია შეიძლება იყოს უსიმპტომო ან გამოხატული იყოს თავის ტკივილი, მენინგიზმი, სმენის დაქვეითება, გულყრები ან კრანიული ნერვების დამბლა.[10] მოგვიანებითი ნეიროსიფილისი შეიძლება განვითარდეს მენინგო-სისხლძარღვოვანი ჩართულობის ან თავის ტვინისა და ზურგის ტვინის პარენქიმის პირდაპირი დაინფიცირების გამო. |
Colaboradores
Autores
Editorial Team
BMJ Publishing Group
Disclosures
This overview has been compiled using the information in existing sub-topics.
References
Reference articles
A full list of sources referenced in this topic is available here.
Use of this content is subject to our disclaimer