გამოკვლევები

1-ლი რიგის გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

სკრინინგული გამოკვლევა GFR-ის ნორმიდან გადახრის დასადგენად. შეიძლება მცდარად დაბალი იყოს კუნთის მცირე მასის შემთხვევაში, ხანდაზმულ ან მალნუტრიციის მქონე პირებში, ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

კრეატინინის ნორმალური დონე მამაკაცებში არის 70-120 მიკრომოლი/ლ (0,8-1,4 მგ/დლ), ხოლო ქალებში - 50-97მიკრომოლი/ლ (0,6-1,1 მგ/დლ). თუმცა აღინიშნება მნიშვნელოვანი ცვალებადობა ლაბორატორიებს შორის კალიბრაციის მეთოდებში განსხვავების გამო, კრეატინინის გაზომვებში ეს სხვაობა 35 მიკრომოლ/ლ-მდეა (0,2 მგ/დლ).

შედეგი

მომატებულია: >97 მიკრომოლი/ლ (>1.1 მგ/დლ) მამაკაცებში; >105 მიკრომოლი/ლ (>1,2 მგ/დლ) ქალებში

ტესტი
შედეგი
ტესტი

სკრინინგული გამოკვლევა თირკმლის დაზიანების პათოლოგიური მარკერების დასადგენად, რომელიც შარდით გამოიყოფა.

შედეგი

ჰემატურია და/ან პროტეინურია

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიკროალბუმინურია დიაბეტთან და ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული თირკმლის პროგრესული ქრონიკული დაავადების და კორონარული არტერიების დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორია. ნაჩვენებია დიაბეტის და CKD მქონე პაციენტებში, თუ შარდის მარკერ-ზოლით ტესტირებისას არ გამოვლინდა პროტეინურია.[31]

შედეგი

მიკროალბუმინურია (30-300 მგ/დღეში)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული დაავადების დიაგნოზის დადგენას, თუ აღინიშნება თირკმლის ატროფია და ვლინდება ობსტრუქცია ჰიდრონეფროზით ან შარდის რეტენციით შარდის ბუშტში.

შედეგი

მცირე ზომის თირკმელი; ობსტრუქციის/ ჰიდრონეფროზის არსებობა; თირკმლის კენჭი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მათემატიკური განტოლებების მეშვეობით, როგორიცაა კოკროფტ-გოლტის განტოლება, თირკმლის დაავადების დროს დიეტის ფორმულის მოდიფიკაცია ან თირკმლის ქრონიკული დაავადების EPI განტოლება, უფრო ზუსტად განსაზღვრავს GFR-ს და CKD სიმძიმეს და სტადიას.[32]

უფრო ზუსტია, ვიდრე მხოლოდ შრატის კრეატინინის განსაზღვრა.

ფორმულებით შეფასება ვერ დადასტურდა როგორც სარწმუნო მეთოდი იმ პაციენტებში, რომელთა GFR არის >59 მლ/წთ/1,73მ² მ².[1][ გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის შეფასება IDMS- კვალიდან, MDRD (თირკმლის დაავადების დროს მოდიფიცირებული დიეტის ფორმულა) საკვლევი განტოლების მიხედვით ][ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შეფასება CKD-EPI განტოლებით ]

შედეგი

<60 მლ/წთ/1.73მ² მ²

სხვა შესაძლო გამოკვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული დაავადების მორფოლოგიური დიაგნოზის დადგენას გორგლოვანი ნეფროზული და ნეფრიტული სინდრომების დროს, აგრეთვე დიაბეტის მქონე პირებში, რაც ვლინდება ატიპური გამოვლინებებით, როგორიცაა სწრაფად პროგრესირებადი თირკმლის უკმარისობა. ასევე მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, არის თუ არა პათოლოგიური დაზიანებები ინფექციით (მაგ., B და C ჰეპატიტი, სიფილისი და სტრეპტოკოკური ფარინგიტი) გამოწვეული. უზრუნველყოფს მკურნალობის ვარიანტების არსში გარკვევას, გორგლისა და ინტერსტიციული ქსოვილის დანაოჭების სერიოზულობასა და ქრონიკულობაზე დაყრდნობით.

შედეგი

ეტიოლოგიაზე დამოკიდებული ცვლადი

ტესტი
შედეგი
ტესტი

არასპეციფიკური კვლევა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს კალციუმის შემცველი ქვების აღმოჩენას თირკმელში, ვინაიდან მედიკამენტური და ურატის შემცველი ქვები უკონტრასტო რენტგენოგრამაზე არ ჩანს. მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ)

შედეგი

შეუძლია გამოავლინოს კალციუმის შემცველი ქვები თირკმელში

ტესტი
შედეგი
ტესტი

ეს არის ვიზუალიზაციის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თირკმელში ქვების არსებობა-არარსებობის დადგენა და ობსტრუქციული კომპონენტის დადასტურება. ის აგრეთვე ხელს უწყობს თირკმელში არსებული კისტოზური დაზიანების ან სიმსივნური დაზიანების შემდგომ შეფასებას. ინტრავენური კონტრასტი უკუმაჩვენებია მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება და GFR-ის პროგნოზული მნიშვნელობა <60 მლ/წთ, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

შედეგი

თირკმლის სიმსივნური დაზიანებების ან კისტების გამოვლენა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვიზუალიზაციის მეთოდი, რომლითაც შემდგომში შეიძლება დახასიათდეს თირკმლის სიმსივნური დაზიანება, როგორიცაა თირკმელუჯრედოვანი კარცინომა.

გადოლინიუმით კონტრასტული მრტ დაკავშირებული იყო ნეფროგენურ სისტემურ ფიბროზთან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. რეკომენდებულია, რომ პაციენტებს, რომელთა პროგნოზული GFR (eGFR) მნიშვნელობაა <30 მლ/წთ/1,73მ² არ უნდა ჩაუტარდეთ კვლევები გადოლინიუმის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, გადოლინიუმის გამოსადევნად უნდა მიმართოთ ჰემოდიალიზის დაწესებულებას. ნეფროგენული სისტემური ფიბროზის რისკი უცნობია პაციენტებში, რომელთაც აქვთ eGFR 30 - 60 მლ/წთ/1.73 მ², და გადოლინიუმით გამოკვლევები თავიდან უნდა ავიცილოთ ან სიფრთხილით გამოვიყენოთ ამ პოპულაციაში შემდგომი კვლევების ჩატარებამდე.[33]

შედეგი

შეუძლია გამოავლინოს თირკმლის სიმსივნური დაზიანება

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით