Investigações

Primeiras investigações a serem solicitadas

ნაზოფარინგეული ასპირატიდან ან უკანა ცხვირ-ხახის ნაცხიდან მიღებული კულტურა

Exame
Resultado
Exame

შეაგროვეთ ნაზოფარინქსიდან კლინიკური ნიმუში ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის ხველის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.[10][30]​​ დამადასტურებელი დიაგნოსტიკური ტესტის სპეციფიურობა 100%-ია. მგრძნობელობა არის 30%-60% იმ შემთხვევაში, თ ნიმუშ აღებულია სიმპტომების დაწყებიდან <2 კვირიან ფანჯარაში, მაგრამ ტესტის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად მცირდება დაავადების დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ. [31] მგრძნობელობა მცირდება, თუ ნიმუში აღებულია იმ პაციენტიდან, რომელსაც აქვს ყივანახველას საწინააღმდეგო ნაწილობრივი იმუნიტეტი, ან მიღებული აქვს ანტიმიკრობული საშუალებები, რომლებიც ეფექტურია ყივანახველას საწინააღმდეგოდ, ან თუ ნიმუშის აღებისა და ტრანსპორტირებისას წესები დაირღვა. დადებით კულტურის მიღება უფრო სპეციფიურია, ვიდრე სხვა დიაგნოსტიკური ტესტები და დადებით კულტურის მიღბის შემთხვევაში ჩნდება შტამის იდენტიფიცირებისა და ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის შესწავლის შესაძლებლობა. კლინიკური ნიმუშები საჭიროებს სპეციალურ შეგროვებას და დამუშავებას.

Resultado

შეიძლება დადებითი იყოს Bordetella pertussis-ისთვის

ნაზოფარინგეალური ასპირატის ან ნაზოფარინქსის უკანა კედლის ნაცხის ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT)

Exame
Resultado
Exame

NAAT, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ჩათვლით, შეიძლება ჩატარდეს ხველის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.[10][30]​ NAAT ტესტი კულტურასთან შედარებით უფრო მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება (94%) და რეკომენდირებულია ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური კვლევასთან ერთად. მგრძნობელობა მცირდება, თუ ნიმუში აღებულია იმ პაციენტიდან, რომელსაც აქვს ყივანახველას საწინააღმდეგო ნაწილობრივი იმუნიტეტი, ან მიღებული აქვს ანტიმიკრობული საშუალებები, რომლებიც ეფექტურია ყივანახველას საწინააღმდეგოდ, ან თუ ნიმუშის აღებისა და ტრანსპორტირებისას წესები დაირღვა. ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოს B pertussis დნმ-ით დაბინძურებით, მათ შორის B pertussis ვაქცინებით, რომლებიც კეთდება კლინიკებში. PCR ტესტირებისთვის ნაზოფარინგულ ნიმუშებს წარმოადგენს პოლიეთილენის ტერეფტალატის ნაცხის წკირებით შეგროვილი ნაზოფარინგეალური ნაცხი, ან ნაზოფარინგეალური ჩამონარეცხები, ან ასპირატი. კალციუმის ალგინატის წკირებმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ინჰიბირება და არ უნდა იქნას გამოყენებული.[30]

Resultado

დადებითი ან უარყოფითი

სეროლოგია

Exame
Resultado
Exame

დანიშნეთ ხველის დაწყებიდან 2-დან 12 კვირამდე იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული ყივანახველას შემცველი ვაქცინით წინა 6 თვის განმავლობაში.[10][30]​ შრატში ყივანახველას ტოქსინის ანტისხეულების კონცენტრაცია >100 სე/მლ მიუთითებს ინფექციაზე.[10]

Resultado

დადებითი ან უარყოფითი

FBC

Exame
Resultado
Exame

ლეიკოციტოზი და ლიმფოციტოზი მიუთითებს ყივანახველას არსებობაზე და ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში.[2][10]​​ ლეიკოციტოზი/ლიმფოციტების მაღალი რაოდენობა ჩვილებში ცუდი პროგნოზული ფაქტორებია.

Resultado

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა შესაძლოა იყოს მომატებული

Investigações a serem consideradas

გულმკერდის ორგანების რენტგენოგრამა

Exame
Resultado
Exame

როგორც წესი, აჩვენებს არასპეციფიკურ და ზომიერ პერიბრონქულ გასქელებას, ინფილტრატებს ან ატელექტაზიას. წილოვანი ინფილტრატი მიუთთებს ბაქტერიულ ინფექციაზე. შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა პნევმონია, პნევმოთორაქსი ან ნეკნების მოტეხილობა.

Resultado

ნორმალური ან პერიბრონქული გასქელება, ინფილტრატები, ატელექტაზი

ორალური სითხის ტესტირება

Exame
Resultado
Exame

ყივანახველას საწინააღმდეგო ტოქსინის იმუნოგლობულინის G (IgG) გამოვლენა ორალურ სითხეში გამოიყენება ყივანახველას დიაგნოსტიკისთვის დიდ ბრიტანეთში >2 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.[27] ბოლო პერიოდში ჩატარებულმა იმუნიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი ტესტი; ტესტირება რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც არ მიუღიათ ყივანახველას შემცველი ვაქცინა წინა წელის განმავლობაში.

Resultado

დადებითი ან უარყოფითი

O uso deste conteúdo está sujeito ao nosso aviso legal