ეპიდემიოლოგია

ადამიანი Bordetella pertussis-ის ერთადერთი მასპინძელია. ის ძალზე გადამდებია, გადაცემის სიხშირე 80%-მდეა მიმღებ ახლო კონტაქტებს შორის.[2] 1940-იან წლებში ეფექტური ვაქცინის გამოჩენამდე ყივანახველა იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბავშვთა ინფექცია, რომელიც ძირითადად ვლინდებოდა ზაფხულში და შემოდგომაზე და ეპიდემიებში რეგისტრირდებოდა ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ. შეერთებულ შტატებში ყივანახველას მთლიანი უჯრედოვანი ვაქცინის შემოღებით, 1980-იან წლებში ყივანახველას შემთხვევები 150-დან 100,000 ადამიანზე დაეცა 1-მდე 100,000 ადამიანზე.[2][4][5] 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც მთლიანუჯრედოვანი ვაქცინიდან აცელულარულ ვაქცინაზე გადასვლა მოხდა, რაც განპირობებული იყო მთ₾იანუჯრედოვან ვაქცინასთან ასცირებულ გვერდით ეფექტებთან, ყივანახველას ინციდენტობა გაიზარდა, განსაკუთრებით მოზარდებში და მოზრდილებში. ინციდენტობის ეს მატება სრულად შესწავლილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს იმუნიტეტის უფრო სწრაფ დაქვეითებას აცელულარული ყივანახველას ვაქცინებით იმუნიზაციის შემდეგ, ვაქცინაციის მოცვის შემცირება, B pertussis მოცირკულირე შტამების პათოგენურობის ცვლილება, დაავადების შესახებ მეტი ინფორმირებულობით და უფრო მგრძნობიარე, ნუკლეინის მჟავების ამპილფიკაციაზე - დაფუძნებული დიაგნოსტიკური ტესტის დანერგვას.[4][6][7]

სავარაუდოა, რომ ყივანახველას შემთხვევების დიდი რაოდენობა არ არის დიაგნოსტირებული და, შესაბამისად, დაავადების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რეალური ტვირთი არ არის შეფასებული. ყივანახველა მთელ მსოფლიოში ენდემურია.[3]​ გლობალურად, ის კვლავ რჩება ავადობისა და სიკვდილობის მთავარ მიზეზად, განსაკუთრებით დაბალი იმუნიტეტის მქონე პოპულაციაში.[4] მოდელირებით ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში 2014 წელს დაფიქსირდა ყივანახველას 24,1 მილიონი შემთხვევა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 160,700 სიკვდილი, ხოლო ინფექციების და სიკვდილიანობის პროპორციულად ყველაზე მაღალი წილი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის რეგიონში.[8]

შეერთებულ შტატებში, ყივანახველას სიხშირის შემცირება 2 თვემდე ასაკის ჩვილებში დაფიქსირდა დედის ტეტანუსი-დიფტერია-ცელულარული ყივანახველას (Tdap) ვაქცინის შემოღების შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დედის Tdap ვაქცინაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ყივანახველას ტვირთის შემცირებასთან ამ ასაკობრივ ჯგუფში.[9]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას