ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მიმოხილვა (ფქოდი)

Última revisão das evidências: 24 Sep 2026
Última atualização do tópico: 07 Mar 2024

Esta página compila nosso conteúdo relacionado a ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მიმოხილვა (ფქოდი). Para obter mais informações sobre o diagnóstico e o tratamento, siga os links abaixo para nossos tópicos completos do BMJ Best Practice sobre as doenças e sintomas relevantes.

Introdução

CondiçãoDescrição

ფქოდ - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფქოდ-ის დამახასიათებელი ნიშანია ქრონიკული ანთება, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ სასუნთქ გზებზე, ფილტვის პარენქიმასა და ალვეოლებზე და ფილტვის სისხლძარღვებზე. საეჭვოა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მოწევის ისტორია, პროფესიული/გარემოსდაცვითი რისკის ფაქტორები, ან ფილტვების ქრონიკული დაავადების პირადი ან ოჯახური ისტორია. ვლინდება პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობით, ნახველითა და ნახველის პროდუქციით. ფქოდ-ის გაერთიანებული გლობალური გავრცელება არის 15.7% მამაკაცებში და 9.93% ქალებში.[6]

მწვავე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) გამწვავება

ფქოდ-ის გამწვავება შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში. ხშირად პროვოცირებულია ბაქტერიული ან ვირუსული პათოგენებით, დამაბინძურებელი ნივთიერებებით ან ტემპერატურის/ტენიანობის ცვლილებით. გამწვავება ვლინდება მწვავედ, პაციენტის რესპირატორული სიმპტომების, ფილტვის ფუნქციის, ფუნქციური სტატუსისა და სიცოცხლის ხარისხის პროგრესირებადი გაუარესებით.[7][8][9][10][11]მწვავე გამწვავებები, როგორც წესი, უფრო ხშირი და მძიმე ხდება ფქოდ-ის პროგრესირებასთან ერთად და შესაძლოა თავად დააჩქაროს ფქოდ-ის პროგრესირება.[12][13]​​[14]

მოწევისთვის თავის დანებება

თამბაქოს ზემოქმედების თავიდან აცილება (როგორც აქტიური, ასევე პასიური ზომები) ფქოდ-ის პრევენციისა და მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფქოდ-ის სხვადასხვა თერაპიულ მეთოდებს შორის, მოწევის შეწყვეტა არის ერთ-ერთი რამდენიმე ფაქტორიდან, რომელიც აუმჯობესებს გადარჩენას. ჯანდაცვის პროფესიონალები მთავარ როლს ასრულებენ პაციენტების მოტივაციისა და დახმარების გაწევაში მოწევისგან თავის დანებებაში.

ალფა-1 ანტიტრიფსინზე დამოკიდებულება

აუტოსომური კოდომინანტური გენეტიკური აშლილობა, რომლის დროსაც დაავადებულ პირებს არ აქვთ ეფექტური აქტივობა სპეციფიური პროტეაზას, ინჰიბიტორის, ალფა-1 ანტიტრიფსინის (AAT) აღნიშნული ფერმენტი პასუხისმგებელია ნეიტროფილების ელასტაზას განეიტრალებაზე, რითაც ხელს უშლის ფილტვების ქსოვილის ანთებას და დაზიანებას.[15][16]ფილტვის გამოვლინებები მოიცავს ემფიზემას, ფქოდს და ბრონქოექტაზიას. ერთმა ევროპულმა კვლევამ დაადგინა, რომ ფქოდ-ით დაავადებული ყოველი 850 პაციენტიდან დაახლოებით 1-ს აქვს ZZ გენოტიპი, ალფა-1 ანტიტრიფსინ პროტეაზას ინჰიბიტორი, რომელიც დაკავშირებულია მძიმე მიმდინარეობის დაავადებასთან.[17]ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ფქოდ-ის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს ერთხელ მაიც გაიაროს გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც AAT დეფიციტის გავრცელება მაღალია [18]

ქოშინის შეფასება

დისპნოეს ეტიოლოგია მოიცავს პათოლოგიების ფართო სპექტრს: მსუბუქი, თვითშეზღუდული პროცესებიდან სიცოცხლისთვის საშიშ პირობებამდე. ყველაზე გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის და ნეირომუსკულური სისტემების დაავადებები. ფქოდ-ის გამწვავება ქვემწვავე დისპნოეს ხშირი მიზეზია. ქრონიკული დისპნოე სტაბილური ფქოდ-ის ნიშანია.

ქრონიკული ხველის შეფასება

ქვემწვავე ხველა უმეტესად თვითგანკურნებადია, მაგრამ ქრონიკულმა ხველამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ეფექტურ შეფასებასა და მართვას. ქრონიკული ბრონქიტი (ფქოდის ერთ ერთი გამოვლინება ) ყველაზე ხშირი მიზეზია

Colaboradores

Autores

Editorial Team

BMJ Publishing Group

Declarações

This overview has been compiled using the information in existing sub-topics.

Referências

Nossas equipes internas de editoria e de evidências trabalham em conjunto com colaboradores internacionais especializados e pares revisores para garantir que forneçamos acesso às informações o mais clinicamente relevantes possível.

Artigos de referência

Uma lista completa das fontes referenciadas neste tópico está disponível para os usuários com acesso total ao BMJ Best Practice.

O uso deste conteúdo está sujeito ao nosso aviso legal