Treatment algorithm

Please note that formulations/routes and doses may differ between drug names and brands, drug formularies, or locations. Treatment recommendations are specific to patient groups: see disclaimer

ACUTE

მსუბუქი-საშუალო ხარისხის სითხის მოცულობის შემცირება

Back
1st line – 

პერორალური რეჰიდრატაციული თერაპია

პერორალური რეჰიდრატაციულ თერაპიას ორი ფაზა აქვს: 1) რეჰიდრატაციის ფაზა, არსებული დანაკლისის ჩასანაცვლებლად, და 2) შემანარჩუნებელი ფაზა, რომელიც მოიცავს მიმდინარე სითხისა და ელექტროლიტების შევსებას და ადექვატური კვების უზრუნველყოფას.

არ არსებობს სტანდარტული ფორმულა მოზრდილებისთვის, თუმცა დაახლოებით 1ლ/საათში სითხე საჭიროა მიმდინარე დანაკლისის მქონე შემთხვევათა უმრავლესობაში.

პაციენტებს უნდა ერჩიოთ სითხის დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მარილიანი სუპებისა და მარილიანი ორცხობილების მიღება.

რეკომენდებულია პერორალური რეჰიდრატაციული სითხეები ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებსაც ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დიარეა აქვთ. ის ასევე რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძმის დეჰიდრატაცია აქვთ ღებინების ან მძიმე ფაღარათის გამო.[21]

კოხრეინის ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ პოლიმერზე დაფუძნებული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარი (ORS) უფრო ეფექტური იყო მწვავე წყლოვანი დიარეის სამკურნალოდ, გლუკოზაზე დაფუძნებულ ORS- თან შედარებით.[29]

გამოყენებული სითხის მიუხედავად, აუცილებელია ასაკისათვის შესაფერისი კვება. მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა წვენები და სხვა დაშაქრული სითხეები, არ უნდა იქნას მიღებული, რადგან ოსმოსური დატვირთვა აუარესებს დიარეას; ასევე არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება.[28][27]

Back
Consider – 

დიარეის საწინააღმდეგო აგენტი

Treatment recommended for SOME patients in selected patient group

დიარეის საწინააღმდეგო აგენტის გამოყენება შესაძლებელია თხიერი დიარეის სიმპტომური გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ეს თერაპია ხშირად საჭირო არ არის.

Primary options

ლოპერამიდი: თავდაპირველად 4 მგ პერორალურად, შემდეგ 3 მგ თითოეული თხელი განავლის შემდეგ, მაქსიმუმ 16 მგ/დღეში

Secondary options

დიფენოქსილატი/ატროპინი: 5 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 20 მგ/დღეში

More

OR

ბისმუტის სუბსალიცილატი: იხ. მწარმოებლის ინსტრუქციები დოზირების შესახებ

Back
1st line – 

ინტრავენური ჰიდრატაცია ან ნაზოგასტრიული ჰიდრატაცია

სითხის მიახლოებითი დანაკარგი (დამოკიდებულია სხეულის წონის კლებაზე) უნდა ჩანაცვლდეს <3 საათში, რასაც მოჰყვება სითხის შემანარჩუნებელი ჩანაცვლება მიმდინარე კარგვის საკომპენსაციოდ.

სითხის მოცულობის შემცირების შეფასება უნდა განმეორდეს პერიოდულად და დეჰიდრატაციის ნიშნების შესაბამისად შეიცვალოს სითხის თერაპია.

თუ ინტრავენური ჰიდრატაცია არ არის ხელმისაწვდომი ან დაგვიანდა (მაგ. ვენის აღების პრობლემები) და პაციენტი ვერ იღებს პერორალურ სითხეებს, საჭიროა წვრილი ნაზოგასტრალური ზონდის გატარება.[21]

Back
Consider – 

ანტი-ემეტური საშუალება

Treatment recommended for SOME patients in selected patient group

ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შეუჩერებელი ღებინება.

მეტოკლოპრამიდი სასურველია, მივიღოთ 5 დღემდე მხოლოდ იმისთვის, რომ შევამციროთ ნევროლოგიური გართულებებისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკი.[30]

Primary options

მეტოკლოპრამიდი: 10 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმია 30 მგ/დღეში

OR

ონდანსეტრონი: 8 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ

სითხის მოცულობის ძლიერი შემცირება

Back
1st line – 

ინტრავენური ჰიდრატაცია ან ნაზოგასტრიული ჰიდრატაცია

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის ძლიერი დანაკლისი, განსაკუთრებით თუ ვლინდება ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, რეჰიდრატაციის მიზნით უნდა მიეცეთ რინგერის ლაქტატი.[21]

თუ რინგერის ლაქტატი ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება დამატებითი კალიუმისა და ნატრიუმის ბიკარბონატით, საჭიროებისამებრ.

დამატებითი კალიუმის რაოდენობა დამოკიდებულია შრატში კალიუმის დონეზე, თუმცა რუტინული შემთხვევებისთვის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარს ემატება 10-20 მილიმოლი/ლ (10-20 მ.ექვ.) კალიუმი. თუ აღინიშნება მძიმე ჰიპოკალემია, შესაძლებელია კალიუმის გადასხმა (20 მილიმოლი/ლ; 20 მ.ექვ/100 მლ სტერილური წყალი 2 საათის განმავლობაში, ინტრავენური დამატებითი ინფუზიით), რათა კალიუმი სწრაფად შესწორდეს.

თუ პაციენტი გონზეა, შესაძლებელია პერორალური ჩანაცვლებითი ხსნარის მიცემა.

სითხის მიახლოებითი დანაკარგი (დამოკიდებულია სხეულის წონის კლებაზე) უნდა ჩანაცვლდეს <3 საათში, რასაც მოჰყვება სითხის შემანარჩუნებელი ჩანაცვლება მიმდინარე კარგვის საკომპენსაციოდ. სითხის მოცულობის შემცირების შეფასება უნდა განმეორდეს პერიოდულად და დეჰიდრატაციის ნიშნების შესაბამისად შეიცვალოს სითხის თერაპია.

თუ ინტრავენური ჰიდრატაცია არ არის ხელმისაწვდომი ან დაგვიანდა (მაგ. ვენის აღების პრობლემები) და პაციენტი ვერ იღებს პერორალურ სითხეებს, საჭიროა წვრილი ნაზოგასტრალური ზონდის გატარება.[21]

Back
Consider – 

ანტი-ემეტური საშუალება

Treatment recommended for SOME patients in selected patient group

ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შეუჩერებელი ღებინება.

მეტოკლოპრამიდი სასურველია, მივიღოთ 5 დღემდე მხოლოდ იმისთვის, რომ შევამციროთ ნევროლოგიური გართულებებისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკი.[30]

Primary options

მეტოკლოპრამიდი: 10 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმია 30 მგ/დღეში

OR

ონდანსეტრონი: 8 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ

back arrow

Choose a patient group to see our recommendations

Please note that formulations/routes and doses may differ between drug names and brands, drug formularies, or locations. Treatment recommendations are specific to patient groups. See disclaimer

Use of this content is subject to our disclaimer