ეპიდემიოლოგია

ებოლას ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა აღირიცხა 1976 წელს ზაირში (რომელიც დღეისათვის მოიხსენიება როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). დაფიქსირდა ინფიცირების 318 შემთხვევა და გარდაცვალების 280 შემთხვევა, 88% ლეტალობის მაჩვენებელი.[24] ამ ეპიდაფეთქების დროს დაავადების გადაცემას მივყავართ იამბუკუს მისიის საავადმყოფოში ამბულატორიული პაციენტების კლინიკაში დაბინძურებული ნემსების გამოყენების ფაქტთან. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ხშირად ხდებოდა ეპიდაფეთქებები.[25]

ეპიდაფეთქებაზე პასუხიმგებელი ებოლას ვირუსის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა ზაირის ებოლავირუსი, ხოლო აღნიშნულის შემდეგ კი ყველაზე მეტად გავრცელებულ სახეობებს შორის არის სუდანის ებოლავირუსი.

ზაირის ებოლავირუსი პასუხისმგებელია დასავლეთ აფრიკის 2014 წლის ეპიდაფეთქებაზე, რომელიც დასრულდა 2016 წელს. პირველად დაფიქსირდა 2014 წლის მარტში. ეს იყო 1976 წელს ვირუსის აღმოჩენის შემდეგ უდიდესი ეპიდაფეთქება. გენეტიკური სექვენირებით ნაჩვენებია, რომ 2014 ინფიცირებული პაციენტებისგან იზოლირებული ვირუსი შეადგენს 97%-ს, რაც 1976 წელს პირველად წარმოშობილი ეპიდაფეთქების მსგავსია.[26] მან ასევე გამოიწვია შედარებით უფრო მცირე მოცულობის ეპიდაფეთქებები 2017-2021 წლებში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. უწინდელი ეპიდაფეთქებების დროს ზაირის ებოლავირუსმა გამოიწვია 90%-მდე ლეტალობის მაჩვენებელი.[4] დაავადების ლეტალობის მაჩვენებლების პირდაპირი შედარება ებოლას სხვადასხვა სამკურნალო ცენტრებსა და ეპიდაფეთქებებს შორის ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რამდენადაც ბევრი ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას მიმდინარეობაზე და არასწორად (მიკერძოებულად) წარმოგვიდგენდეს მონაცემებს. შემთხვევათა ლეტალობის სიხშირე 2014 წლის ეპიდაფეთქების დროს იყო 64.3% ჰოსპიტალიზებულ შემთხვევებში,[18] თუმცა დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ცენტრში 31.5%-მდე მცირდებოდა,[27] ხოლო დასავლეთ აფრიკის გარეთ მართულ პაციენტებში შეადგენდა 20%-ს.[28]

აღნიშნულისგან განსხვავებით, წარსულში არსებული ეპიდაფეთქების დროს სუდანის ებოლავირუსის ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო, 53%-დან 65%-მდე, ყველაზე დიდი ეპიდაფეთქებით 2000 წელს უგანდაში (425 შემთხვევა).[4] დაფიქსირებულია ბუნდიბუგიოს ებოლავირუსით გამოწვეული მხოლოდ ერთი ეპიდაფეთქება: 2007 წელს დასავლეთ უგანდაში და აღნიშნული ეპიდაფეთქების შედეგად ლეტალობის მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია.[6]

ბოლოდროინდელი ძირითადი ეპიდაფეთქებები

  • მიმდინარე: დაფიქსირდა გვინეაში, 2021 წლის 14 თებერვალს.[29]

  • 2021: მე-12 ეპიდაფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომელიც დაიწყო 2021 წლის 7 თებერვალს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში და გამოცხადდა დასრულებულად 3 მაისს. დაფიქსირდა 12 შემთხვევა და დაიღუპა 6 ადამიანი (ლეტალობის მაჩვენებელი - 50%).[30]

  • 2020: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პირველ ივნისს დაიწყო მეთერთმეტე ეპიდაფეთქება ეკვატორის პროვინციაში და გამოცხადდა დასრულებულად 18 ნოემბერს. ეპიდაფეთქების ფარგლებში დაფიქსირდა 130 შემთხვევა და 55 გარდაცვალება (ლეტალობის მაჩვენებელი - 42%).[31]

  • 2018-2020: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინციებში, 2018 წლის ჩრდილო კივუსა და იტურიში მსოფლიოს მეორე ყველაზე მოცულობითი ეპიდაფეთქება 2020 წლის 25 ივნისს გამოცხადდა დასრულებულად. დაფიქსირდა 3481 შემთხვევა და 2299 გარდაცვალება (ლეტალობის მაჩვენებელი 66%).[32]

  • 2018: მცირე მასშტაბის ეპიდაფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც დაფიქსირდა 54 შემთხვევა და 33 გარდაცვალება (ლეტალობის მაჩვენებელი - 61%).[2]

  • 2014-2016: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2014 წელს და დასრულდა 2016 წელს. დაფიქსირდა 28,000 შემთხვევა და 11,000 გარდაცვალება (ლეტალობის მაჩვენებელი - 46%).[2]

  • WHO: Ebola outbreaks external link opens in a new window

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდაფეთქებას დასრულებულად მაშინ აცხადებს, როდესაც 42 დღის განმავლობაში არ ფიქსირდება სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა (მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდზე ორჯერ მეტი), უკანასკნელი პოტენციური ექსპოზიციის შემდეგ ბოლო შემთხვევიდან; თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ 42 დღის განმავლობაში და, შემდეგ, სულ მცირე, 6 თვის ფარგლებში რეკომენდაციას უწევს გაძლიერებულ ეპიდზედამხედველობას და საპასუხო აქტივობებს.[33]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს