კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება არასპეციფიური ვირუსული დაავადების მქონე პაციენტებთან, რომელთა ანამნეზშიც მღრღნელების ექსკრემენტებთან კონტაქტი ვლინდება.

პროდრომული ფაზის დროს თრომბოციტოპენია შესაბამისი ეპიდემიოლოგიით ჰანტავირუსული ინფექციის მიმანიშნებელია. თრომბოციტოპენიის ხარისხი შეიძლება არაკეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზულ მაჩვენებლად ჩაითვალოს.[5]

თუ მოცირკულირე იმუნობლასტური უჯრედები ჯამური ლიმფოციტების რაოდენობის > 10%-ია, ეს ჰანტავირუსულ ინფექციაზე მაღალი ალბათობით მიანიშნებს.[49]

ჰემოკონცენტრაცია მომატებული ჰემოგლობინით და ჰემატოკრიტით (Hct) კაპილარული გაჟონვის მარკერია და შესაძლოა კარდიოპულმონური ფაზის დასაწყისზე მიგვითითებდეს.

Результат

თრომბოციტების რაოდენობა < 150 x 10⁹/L (<150 x 10³/მიკროლიტრი) ადრეული ნიშანია; ლეიკოციტოზი იმუნობლასტებით; მომატებული ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

.
Результат
.

შეიძლება ნორმალური, ან ადრეულ ინტერსტიციულ შეშუპებაზე სავარაუდო იყოს. შეიძლება, გამოავლინოს დიფუზური ინტერსტიციური შეშუპება ადრეულ კარდიოპულმონურ ფაზაში, რაც შეიძლება გართულდეს ფილტვების დიფუზური შეშუპების მძიმე ფორმით გამონაჟონით, ან მის გარეშე.[56][Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის ბილატერალური ინფილტრატები ჰანტავირუსული პულმონური სინდრომის დროსCDC საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოტოგალერეა (PHIL), ლორენ კეტაი, MD [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7466b580

Результат

ადრეულ ფაზაში ნორმალურია; დიფუზური ინტერსტიციული შეშუპება; ფილტვების დიფუზური შეშუპების მძიმე ფორმა გამონაჟონით, ან მის გარეშე.

IgM და IgG სეროლოგიური კვლევები ჰანტავირუსზე

.
Результат
.

ტარდება, თუ კლინიკური სინდრომი და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიგვანიშნებს ჰანტავირუსულ ინფექციაზე.

სიმპტომების გამოაშკარავებისას პაციენტებს ერთმნიშვნელოვნად აღენიშნებათ IgM კლასის, ხოლო ბევრ მათგანს - IgG კლასის ანტივირუსული ანტისხეულები.

ეს სეროლოგიური კვლევები თვითდაფინანსებადია.

Результат

დადებითი

უკუტრანსკრიპტაზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)

.
Результат
.

ტესტით შესაძლებელია ინფექციის გამომწვევი ჰანტავირუსის სპეციფიური ტიპის გამოვლენა. იგი ტარდება რეფერალურ ლაბორატორიებში და მწვავე დიაგნოსტიკურ ტესტად არ ითვლება.

Результат

დადებითი

Исследования, проведение которых нужно рассмотреть

არტერიული სისხლის აირები (ABG)

.
Результат
.

შეიძლება განვითარდეს მძიმე კარდიოპულმონური დაავადების დროს.

Результат

კარდიოპულმონური ფაზა: ჰიპოქსია, მეტაბოლური აციდოზი

შრატის ლაქტატი

.
Результат
.

შრატში ლაქტატის შემცველობა > 4.5 მმოლ/ლ არაკეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზული ნიშანია.

Результат

> 4.5 მმოლ/ლ

ელექტროკარდიოგრამა

.
Результат
.

დაავადების პროგრესირებისას ეკგ-ზე შეიძლება არითმია გამოვლინდეს სინუსური ბრადიკარდიიდან პარკუჭთა ფიბრილაციამდე.

Результат

არითმია

ექოკარდიოგრაფია

.
Результат
.

კარდიოპულმონური ფაზის დროს პაციენტს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია შემცირებული ექნება.

Результат

მარცხენა პარკუჭის განდევნის დაქვეითებული ფრაქცია

ფილტვის არტერიის კათეტერი (სვან-განცის კათეტერი)

.
Результат
.

კარდიოპულმონური ფაზის დროს ვლინდება დაქვეითებული გულის ინდექსი და მომატებული პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც კარდიოგენულ შოკს სეპტიკური შოკისგან განასხვავებს, რომლის დროსაც დაქვეითებული პერიფერიული წინააღმდეგობა და გულის მომატებული წუთმოცულობა ვლინდება. პერიფერიული წინააღმდეგობა და გულის ინდექსის შეფასება ნაკადმიმართული ფილტვის კათეტერით ხდება. გულის ინდექსი <2.5 ლ/წთ/მ² ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციის დაწყების ერთ-ერთი კრიტერიუმია.[44][53]

Результат

გულის ინდექსი დაქვეითებული, პერიფერიულ სისხლძარღვთა მომატებული წინააღმდეგობა

ფილტვის ბიოფსია

.
Результат
.

შეიძლება, ჩატარდეს ან ტრანსბრონქულად ბრონქოსკოპიის, ან ვიდეოს დახმარებით ჩატარებული თორაკოსკოპული ოპერაციის დროს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აუხსნელი სწრაფად პროგრესირებადი ფილტვის პათოლოგია.

ჰანტავირუსის რნმ-ის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა დიფუზურად შეღებილ ენდოთელურ უჯრედებს ავლენს.[53][54] ხელმისაწვდომია როგორც აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ რეკომენდებული კვლევის ტესტი.

Результат

ინტრაალვეოლური შეშუპება იმუნობლასტების ინტერსტიციულ ინფილტრაციასთან ერთად

Неотложные исследования

შრატში ვირუსული-რნმ-ის შემცველობა

.
Результат
.

ვირუსული რნმ გამოვლინდება რევერსული ტრანსკრიპციის-პჯრ მეთოდით ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) მქონე პაციენტთა სისხლში, თუმცა ტესტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება.[50] გამოხატული ვირემია დაავადების საწყისი გამოვლინებისას უფრო მძიმე ფორმის განვითარების მაჩვენებელია.[51]

Результат

ვირუსული რნმ-ის რაოდენობრივი დონე

მანეიტრალებელი ანტისხეულები

.
Результат
.

მანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალი ტიტრი ასოცირდება დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობასთან, ამასთან შრატში მანეიტრალებელი ანტისხეულების აღმოჩენა ახალი ტესტია და რუტინულად არ ტარდება.[31][52]

Результат

მაღალი ტიტრი

Использование этого контента попадает под действие нашего заявления об отказе от ответственности