პირველადი პრევენცია
იმუნიზაცია რჩება პირველადი პროფილაქტიკის ქვაკუთხედად. პოლიოვირუსული ვაქცინის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ინაქტივირებული პოლივირუსული ვაქცინა (IPV) (Salk) და პერორალური ატენუირებული პოლივირუსული ვაქცინა (OPV) (Sabin). IPV შეჰყავთ ინექციით, მაგრამ არის არჩევითი ვაქცინა იმ ქვეყნებში, რომლებიც განიხილება პოლიომიელიტისგან თავისუფალ ქვეყნებში, ვაქცინასთან ასოცირებული პარალიზური პოლიომიელიტის (VAPP) და OPV-დან მოცირკულირე ვაქცინით მიღებული პოლიოვირუსის (cVDPV) რისკის გამო.[22] IPV ვაქცინას უპირატესობა ენიჭება რამდენიმე კვლევის მიხედვით, რომლებშიც შეფასდა პოლიოს ვაქცინაციის სარგებელი ვირუსის აღმოფხვრის შემდეგ.[28] თუმცა განვითარებად ქვეყნებში OPV რჩება ვაქცინაციის მთავარ კომპონენტად; OPV– ს ადმინისტრირება მარტივია და ნაწლავში ხდება მისი რეპლიკაცია, რის შედეგადაც ცუდი ჰიგიენისა და სანიტარიის მქონე ადგილებში ხორციელდება პასიური იმუნინზაცია.[29] იმუნიტეტის მიღწევამდე შეიძლება საჭირო გახდეს იმუნიზაციის განმეორებითი რაუნდები. პოლიოვირუსის 3 შტამს შორის ჯვარედინი იმუნიტეტი საკმაოდ დაბალია, ამიტომ ვაქცინა უნდა შეიცავდეს ენდემურ რეგიონში მოცირკულირე ან ეპიდაფეთქების გამომწვევ ყველა შტამს.
დიდ ბრიტანეთში, პოლიოვირუსული ვაქცინაცია, ჩვეულებრივ, ახალშობილებს ეძლევა, როგორც DTaP / IPV / Hib / HepB ვაქცინის ნაწილი (დიფტერია, ტეტანუსი, პერტუზი / პოლიო / Haemophilus influenzae b / ჰეპატიტი B ვაქცინა) 2, 3 და 4 თვის ასაკში. ერთი ბუსტერ-დოზით 3 წლისა და 4 თვის ასაკში (DTaP / IPV სკოლამდელი ბუსტერი) და ერთი 14 წლის ასაკში (ტეტანუსის, დიფტერიის [Td] / IPV თინეიჯერების ბუსტერის შემადგენლობაში).[30]
აშშ-ში პოლიოვირუსის აცრა (IPV) რეკომენდებულია 4-ჯერ: 2,4, 6-18 თვის ასაკში და 4-6 წლის ასაკში.[31] ექვსვალენტიანი ვაქცინა ასევე დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტოს მიერ დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, Haemophilus influenzae b და B ჰეპატიტის თავიდან ასაცილებლად. DTaP-IPV-Hib-HepB ვაქცინა ლიცენზირებულია ბავშვებში 6 კვირის ასაკიდან 4 წლამდე და ნაჩვენებია პირველადი ვაქცინაციის სერიებისთვის ჩვილებში 2, 4 და 6 თვის ასაკში.[32] პოლიოს პერორალური ვაქცინის დოზა, რომელიც მიღბულია 2016 წლის 1-ლ აპრილს ან მას შემდეგ, არ უნდა ჩაითვალოს აშშ-ის ვაქცინის მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან ამ თარიღის შემდეგ გამოყენებული ვაქცინები არ არის სამვალენტიანი.[31]
რუტინული ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული მოზრდილებში; თუმცა, ზოგიერთ სიტუაციაში მოზრდილებმა შეიძლება გაიარონ პოლიოვირუსის ვაქცინაცია ან რევაქცინაცია (ბუსტერ ვაქცინა). შეერთებულ შტატებში, მოზრდილებში პოლიომიელიტის ბუსტერ ვაქცინა (არის ვაქცინის დამატებითი დოზა) რეკომენდირებულია სრულად ვაქცინირებული მოზრდილებისთვის, რომლებსაც აქვთ ექსპოზიციის გაზრდილი რისკი, მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებში მოგზაურობისას.[3][33] მოზრდილებს, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებული და იმყოფებიან პოლიოვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, უნდა მიიღონ დარჩენილი დოზები (1, 2 ან 3 დოზა) 3-დოზის სერიის დასასრულებლად.[33][34] დიდ ბრიტანეთში, დაზარალებულ ქვეყნებში მოგზაურებმა უნდა გაიკეთონ პოლიოვირუსის ვაქცინაცია, თუ სრულად არ არის ვაქცინირებული, ან უნდა ჰქონდეთ ბუსტერ ვაქცინა (ვაქცინაის დამატებითი დოზა), თუ ვაქცინის ბოლო დოზიდან 10 წელია გასული. National Health Service: Polio Opens in new window ბავშვებმა უნდა განახორციელონ განახლებული ვაქცინაცია მათი ქვეყნის პოლიოვირუსის ვაქცინაციის პროტოკოლის შესაბამისად. მოგზაურები არაენდემური რეგიონებიდან, ქვეყნებში სადაც ცირკულირებს როგორც ველური ან ვაქცინით მიღებული ვირუსი, უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ ჩატარებული აქვთ პოლიომიელიტის რუტინული ვაქცინაცია სრულად, მოთხოვნების შესაბამისად.
მიუხედავად იშვიათობისა, ვაქცინასთან დაკავშირებული პოლიომიელიტი და ვაქცინით მიღებული მოცირკულირე პოლიოვირუსის უფრო ხშირი აღმოცენება წარმოადგენს პოლიოს პერორალური ვაქცინის მთავარ უარყოფით მხარეს. ვაქცინა შეიცავს შესუსტებულ ვირუსს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება გახდეს ნეიროტროპული და გამოიწვიოს ბუნებრივი ვირუსის მსგავსი ინფექცია. ამ მიზეზით, პერორალური ვაქცინის გამოყენება იმუნოკომპრომისულ ბავშვებში ან იმ ბავშვებში, რომელთაც ოჯახში იმუნოკომპრომისული პირები ჰყავთ, რეკომენდებული არ არის. ზოგიერთ ქვეყანაში პოლიოს პერორალური ვაქცინა ჩანაცვლდა ინაქტივირებული პოლიოს ვაქცინით. ამ ქვეყნებში ითვლება, რომ პოლიოს პერორალური ვაქცინით აცრისას დამბლის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე გარემოში გავრცელებული პოლიოს ვირუსით ინფიცირების რისკი. მაღალპოტენტური მონოვალენტური პოლიოს პერორალური ვაქცინა ტიპი 1 (mOPV1) და 3 (mOPV3), და ბივალენტური პერორალური პოლიოს ვაქცინა ტიპი 1 (bOPV1) და 3 (bOPV3) ფართოდ გამოიყენება, ხოლო ტრივალენტური OPV (ტიპები1, 2, 3) აღარ გამოიყენება და განადგურებულია შენახული ვაქცინები.[29]აღმოჩნდა, რომ 1-ლი ტიპის ერთვალენტიანი ორალური პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო აღემატება ტრივალენტურ ორალურ პოლიოვირუსის ვაქცინას, როდესაც ახალშობილებში შეყავთ.[35] ახალი ორალური პოლიოვირუსის ვაქცინები (nOPVs) უფრო გენეტიკურად სტაბილურია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკავშირებული იყოს cVDPV-ის გაჩენასთან დაბალი იმუნიტეტის პირობებში.[22][36] nOPV2 ამჟამად გამოიყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალის (EUL) პროცედურის მიხედვით, რამდენიმე ქვეყანაში მე-2 ტიპის cVDPV-ით გამოწვეული ეპიდემიების კონტროლისთვის.[22]
პოლიომიელიტის აღმოფხვრის სტრატეგია (2022-2026) მხარს უჭერს bOPV და IPV-ის გამოყენებას, როგორც ეროვნული იმუნიზაციის გრაფიკის ნაწილად, იმავდროულად მიიწევს OPV-ების სრული გაუქმებისკენ VAPP-ის წარმოქმნის შესაჩერებლად და VDPV-ის რისკების აღმოსაფხვრელად.[37] კოქრეინის ერთმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ IPV, რომელსაც მოყვება OPV ამცირებს VAPP-ის წარმოქმნის რისკს, მხოლოდ OPV-სთან შედარებით.[38]
[ ]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პოლიოს ვაქცინაცია ავღანეთშიელინ-ოგდენ USAID- ის კოლექციიდან მასალის გამოსაყენებლად საჭიროა ნებართვა [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პოლიოს პერორალური ვაქცინის ამპულები, ვაქცინაციის კამპანია, პაკისტანიექიმ ომარ ხანიმის კოლექციიდან მასალის გამნოყენებისთვის საჭიროა ნებართვა. [Citation ends].
მეორეული პრევენცია
მსუბუქი ავადმყოფობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სხეულის ბიოლოგიური სითხეების კონტაქტისას აუცრელ პირებთან. მხარი დაუჭირეთ წყლის უსაფრთხოებას და სანიტარული ნორმების დაცვას.
როდესაც ეჭვია პოლიოვირუსულ ინფექციაზე, აუცილებელია ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს შეტყობინება. აშშ-ში ეს იქნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები; დაავადების ენდემურ ქვეყნებში- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას