Diferenciales
ვირუსული გასტროენტერიტი ზრდასრულებში
განივი მიელიტი
SIGNOS / SÍNTOMAS
როგორც წესი, ვლინდება სიმეტრიული მამოძრავებელი და მგრძნობელობითი დისფუნქცია ზურგის ტვინის დაზიანების ქვემოთ დონეებზე. პაციენტების დაახლოებით ერთი მესამედი აღნიშნავს ცხელებით მიმდინარე ავადმყოფობას სიმპტომების განვითარებამდე.
Pruebas diagnósticas
MRI, როგორც წესი, ავლენს ზურგის ტვინის ანთებას და ფოკალურ დემიელინიზაციას.[1]
თავზურგტვინის (ცერებროსპინური) სითხის ანალიზი ავლენს ცილის მატებას. ვირუსული კულტურები უარყოფითი უნდა იყოს პოლიოვირუსზე.
გიენ-ბარეს სინდრომი
SIGNOS / SÍNTOMAS
მსგავსია იმ გაგებით, რომ გიენ-ბარეს სინდრომსაც შეიძლება უსწრებდეს წინ ვირუსული პროდრომი, როგორიცაა გასტროენტერიტი. თუმცა, კიდურის სისუსტე უფრო სიმეტრიულია და შეიძლება ამავდროულად ვლინდებოდეს კრანიული ნერვების სისუსტეც. კიდევ ერთი მადიფერენცირებელი სიმპტომია აუტონომიური დისფუნქცია, რომელიც პოლიომიელიტისთვის ტიპური არ არის.
Pruebas diagnósticas
თავზურგტვინის სითხეში ტიპურია ალბუმინის ციტოლოგიური დისოციაცია: ცილის დონის მომატება (1-10 გ/ლ [100-1000 მგ/დლ ან 0.1-1 გ/დლ]), რასაც თან არ ახლავს უჯრედების რაოდენობრივი მატება. ლეიკოციტების პერსისტენტული მატება შეიძლება მიუთითებდეს ალტერნატიულ დიაგნოზზე, მაგ. ინფექციაზე.
ვირუსული კულტურები უარყოფითი უნდა იყოს პოლიოვირუსზე.
სეროლოგიურმა და განავლის ტესტირებამ შეიძლება აჩვენოს გადატანილი Campylobacter jejuni ინფექცია (GBS პაციენტთა 40% -მდე).
ელექტროდიაგნოსტიკა (ელექტრომიოგრაფია და ნერვის გამტარებლობის კვლევები) შეიძლება დაგვეხმაროს გახანგრძლივებული დისტალური დაყოვნებების, გამტარებლობის შენელებისა და ბლოკირების დიაგნოსტიკაში.
ენცეფალიტი
SIGNOS / SÍNTOMAS
როგორც წესი, არ იწვევს ცალმხრივ პარალიზს და კუნთების ატროფიას; შეიძლება ახასიათებდეს პოლიომიელიტისთვის უჩვეულო ნიშნები, როგორიცაა ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, ცხელება და გულყრები.
ენტეროვირუსი D-68
SIGNOS / SÍNTOMAS
როგორც წესი, იწვევს მსუბუქ-მძიმე რესპირატორულ, და არა გასტროინტესტინურ ავადმყოფობას.
Pruebas diagnósticas
არაპოლიოვირუსული ენტეროვირუსის დიაგნოზი PCR მეთოდით შესაძლებელია დადგინდეს სპეციალიზებულ ცენტრებში იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფობა მძიმეა და საჭიროებს ლაბორატორიულ დადასტურებას.
ჰანსენის დაავადება (კეთრი)
SIGNOS / SÍNTOMAS
ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდა მოზრდილებს ასნებოვნებს ენდემურ რეგიონებში; მოიცავს პერიფერიულ ნერვებს, იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას, სისუსტეს და კუნთების განლევას.
ნერვების გასქელებითა და კანის დაზიანებებით ერთმანეთისგან გავარჩევთ კეთრსა და პოლიომიელიტს.
Pruebas diagnósticas
კანის აფხეკა, კანის ან ნერვის ბიოფსია და ჰისტოპათოლოგიური კვლევა გამოავლენს გრანულომებს და მჟავაგამძლე ბაქტერიებს.
ტეტანუსის ინფექცია
SIGNOS / SÍNTOMAS
ანამნეზში ჭრილობის დაინფიცირება. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია აუცრელი და იმუნოსუპრესიული ბავშვები და მოზრდილები.
სიცოცხლისათვის საშიში ნევროლოგიური სიმპტომებია: კუნთის სპაზმები, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დისფაგია, ოპისთოტონუსი და გულყრები, ასევე რესპირატორული უკმარისობა ნეკნთაშუა კუნთების ძლიერი შეკუმშვის გამო ან ხორხსარქველის ან დიაფრაგმის ჩართულობის გამო. რამდენიმე დღეში შეიძლება ჩამოყალიბდეს მძიმე აუტონომიური დისფუნქცია.
Pruebas diagnósticas
გამოწვეულია Clostridium tetani, გრამდადებითი, სპორის წარმომქმნელი, ობლიგატორული ანაერობული ბაცილას ეგზოტოქსინით. მიკროორგანიზმის სპორების აღმოჩენა შესაძლებელია ჭრილობაში.
ტეტანუსის ტოქსინის აღმოჩენა შესაძლებელია შრატში, რაც ადასტურებს კლინიკურ დიაგნოზს. ნიმუშები უნდა შევაგროვოთ იმუნოგლობულინების დანიშვნამდე. შრატში ტოქსინის არარსებობა ვერ გამორიცხავს კლინიკურ დიაგნოზს.
ცოფი
SIGNOS / SÍNTOMAS
ანამნეზში უმეტესად გვხვდება ცხოველის ნაკბენი, თუმცა ზოგჯერ ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე თვეა, რის გამოც ანამნეზი გაურკვეველია. საწყისი სიმპტომებია: ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი; შემდეგ ვლინდება გულყრები, წყლის ყლაპვის გაძნელება და კომა. სიკვდილი გამოწვეულია რესპირატორული უკმარისობით.
Pruebas diagnósticas
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციაა, რომელიც ძუძუმწოვრებში იწვევს ენცეფალიტს. ვირუსი გადაადგილდება პერიფერიული ნერვული სისტემიდან.
ცოფით ინფექცია დიაგნოსტირდება PCR მეთოდით ან კანის ნიმუშების ვირუსული კულტურით. ნიმუშები სიკვდილამდე კანიდან ან სიკვდილის შემდეგ თავის ტვინიდან იღება. დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია ნერწყვის, შარდისა და თავზურგტვინის სითხის ნიმუშებშიც, თუმცა მგრძნობელობა შედარებით დაბალია.
ჰისტოპათოლოგიურად ინფიცირებულ ქსოვილში შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩანართოვანი სხეულაკები, რომელთაც ნეგრის სხეულაკებს უწოდებენ.
ბოტულიზმი
SIGNOS / SÍNTOMAS
ტოქსინის მიღება (როგორც წესი, დაბინძურებული საკვებიდან) იწვევს კლინიკურ სინდრომს, რომელიც ხასიათდება კრანიალური ნერვების დამბლით, ოკულობულბარული სისუსტით და დაღმავალი, სიმეტრიული, დუნე დამბლით, ცხელების გარეშე. პაციენტები არ უჩივიან სენსორულ დეფიციტს. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ბავშვები.
დაღმავალი სიმეტრიული დამბლა გავლენას ახდენს ნებაყოფლობით კუნთებზე, კისერზე, მხრებზე და ზედა კიდურებზე, რასაც მოჰყვება პროქსიმალური და დისტალური ქვედა კიდურები.
Pruebas diagnósticas
გამოწვეულია Clostridium botulinum, დიდი ზომის, გრამ-დადებითი, ანაერობული ბაცილის ეგზოტოქსინით. ტოქსინი შეიძლება გამოვყოთ შრატიდან, განავლიდან, კუჭის შიგთავსის ნიმუშებიდან, ან დაბინძურებული საკვებიდან.
ასეპტიკური მენინგიტი
SIGNOS / SÍNTOMAS
თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, ცხელება, ფსიქიკური სტატუსის ცვლილების გარეშე (შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ძილიანობა) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნების გარეშე.
ხშირად მენინგიტი და ენცეფალიტი პარალელურად მიმდინარეობს.
შეიძლება გართულდეს არაპარალიზური პოლიოვირუსისგან გარჩევა.
Investigações
MRI-ზე ვლინდება მენინგეალური ჩართულობის მტკიცებულება. ტვინის პარენქიმა ჩართული არ არის.
აივ-დაკავშირებული მიელოპათია
SINAIS / SINTOMAS
ზურგის ტვინის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა პარაპარეზი, ხშირად თან ახლავს სპასტიურობა ან ატაქსია (ან ორივე) და შეუღლებულია დემენციასთან.
Investigações
ELISA ანალიზი უნდა დაუკვეთოთ, როდესაც აივ ანალიზი ნაჩვენებია. ცრუ უარყოფითი შედეგი ვლინდება "ფანჯრის" პერიოდის დროს, რომელიც გვხვდება დაინფიცირებიდან აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოჩენამდე. დადებითი პასუხი უნდა დადასტურდეს ვესტერნ ბლოტით ან განმეორებითი ELISA ტესტით. ფანჯრის პერიოდი შესაძლოა შემცირდეს 2-4 კვირამდე მეოთხე თაობის ანალიზების გამოყენებით და რომლებიც მოიცავს აივ-ის საწინააღმდეგო IgM ანტოსხეულებს.
თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა, მიკრობიოლოგიური და რადიოლოგიური კვლევები არასაკმარისი ან არასპეციფიკურია.
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი
SINAIS / SINTOMAS
პაციენტების დაახლოებით 60%-ს აწუხებს კუნთების სისუსტე და გაშეშება, როგორც თავდაპირველი სიმპტომი. გასინჯვით ვლინდება კუნთების ატროფია და რიგიდულობა. ხშირია პერიფერიული ჰიპერრეფლექსია, რაც არ არის ტიპური პოლიომიელიტისთვის.
Investigações
ელექტრომიოგრაფია ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამინდელი კრიტერიუმებით საჭიროა დადებითი ელექტრომიოგრაფია, როცა აქტიური დენერვაციის ნიშნებია ფიბრილაციის პოტენციალები და დადებითი ბასრი ტალღები ფასციკულაციური პოტენციალებით.
გაფანტული სკლეროზი
SINAIS / SINTOMAS
პოლიომიელიტის ნევროლოგიური გამოვლინებები შეიძლება წააგავდეს გაფანტული სკლეროზის კლინიკურ სიმპტომებს, თუმცა გაფანტული სკლეროზის თითქმის ყველა შემთხვევაში ასევე უნდა შეგვხვდეს თავის ტვინის დაზიანებები.
გაფანტული სკლეროზის გამოვლინება უფრო მრავალფეროვანია; ეპიზოდები გარკვეული ინტერვალებითაა დაშორებული (ნევროლოგიური სიმპტომები გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ადგილის დაზიანებებით). შესაძლო სიმპტომებია: კიდურის პროგრესული სისუტე, სიარულის გაძნელება, ატაქსია, ბალანსის დაკარგვა, პაროქსიზმული ვერტიგო.
Investigações
თავის ტვინის მრტ გვიჩვენებს დემიელინიზაციის არეებს.
თავზურგტვინის გამოკვლევა გვიჩვენებს მომატებულ IgG-ს და ოლიგოკლონურ ზოლებს.
პერიფერიული ნეიროპათია
SINAIS / SINTOMAS
კომპრესიული ნეიროპათია და მეტაბოლური დაავადებით განპირობებული, მედიკამენტური ან ტოქსიკური ნეიროპათია შეიძლება რთული გასარჩევი იყოს პოლიომიელიტისაგან.
Investigações
ნერვის გამტარებლობის კვლება და ელექტრომიოგრაფია დაგვეხმარება ნეიროპათიის დადასტურებაში და მის დახასიათებაში (მაგ.: დემიელინიზაციით მიმდინარე, აქსონური, პოლინეიროპათია, მულტი მონონეიროპათია, რადიკულოპათია ან პლექსოპათია).
O uso deste conteúdo está sujeito ao nosso aviso legal