გულყრით მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა

ბოლო მიმოხილვა: 25 თებერვალი 2023
ბოლო განახლება: 31 დეკემბერი 2019
27 ოქტომბერი 2017

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) გულყრის ტიპებისა და ეპილეფსიის განახლებული კლასიფიკაცია

რა არის ახალი?

  • კლასიფიკაცია განახლებულია. გულყრები იყოფა ფოკალურ, გენერალიზებულ ან უცნობი დასაწყისის მქონე გულყრებად, ქვეკატეგორიებად - მოტორული ან არამოტორული კომპონენტით (აბსანსი), ცნობიერების შენარჩუნებით ან დარღვევით ფოკალური გულყრების დროს.

  • კლასიფიკაციის დონე, რომელიც დამხმარეა დიაგნოსტიკისთვის, მოიცავს გულყრის ტიპს, ეპილეფსიის ტიპს (ფოკალური, გენერალიზებული, კომბინირებული გენერალიზებული და ფოკალური, უცნობი) და ეპილეფსიურ სინდრომს.

განახლების პირველწყარო

This page compiles our content related to გულყრით მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა. For further information on diagnosis and treatment, follow the links below to our full BMJ Best Practice topics on the relevant conditions and symptoms.

შესავალი

დაავადება/მდგომარეობა
აღწერა

სიცოცხლისთვის საშიში ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება, როგორც უწყვეტად მიმდინარე გულყრა ან განმეორებითი გულყრები ცნობიერების აღდგენის გარეშე მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში.[4] გენერალიზებული კონვულსიური ეპილეფსიური სტატუსის ყველაზე ხშირი ვარიანტებია: შეუმჩნეველი და გამოხატული ქვეტიპები. მისი ამოცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწრაფი შეწყვეტა ხელს უწყობს თავის ტვინის მძიმე დაზიანების პრევენციას, განსაკუთრებით, ცნობიერების დარღვევის მქონე პაციენტებში. მკურნალობა მოიცავს საფეხურებრივ მიდგომას, რომლის მიზანია კლინიკური და ელექტროგრაფიული გულყრების კუპირება.

გენერალიზებული გულყრები (გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები [GTCS]) კლასიკურად გულისხმობს ცნობიერების დაკარგვას და კიდურების ფაზურ ტონურ დაჭიმულობას, რომელსაც მოჰყვება განმეორებითი კლონური ბიძგები. GTCS-ების უმეტესი ნაწილი ჩარევის გარეშე თვითკუპირებადია. ელექტროენცეფალოგრამაზე (ეეგ) თავის ტვინის ორივე ჰემოსფეროში ვლინდება ბისინქრონული ეპილეპტიფორმული აქტივობა.[5] GTCS ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის დროს ვითარდება. ეპილეფსიის ყველა ტიპის შემთხვევაში ანტიეპილეფსიური პრეპარატები პირველი რიგის მკურნალობაა.[6][7] იმ ინდივიდებში, რომელთაც არ აქვთ ეპილეფსია, GTCS-ის პროვოცირება შესაძლოა ინსულტმა მოახდინოს.

კონტრიბუტორები

ავტორები

Editorial Team

BMJ Publishing Group

გაფრთხილება:

This overview has been compiled using the information in existing sub-topics.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას