სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი კანქვეშა რბილი ქსოვილის ინფექცია, რომლის დიაგნოსტიკა საჭიროებს მაღალ კლინიკურ ეჭვს.
ინფექცია ეტიოლოგიურად შესაძლოა იყოს პოლიმიკრობული (I ტიპი), რომელიც წარმოდგენილია ანაერობული/ფაკულტატური ანაერობული მიკროორგანიზმების ნარევის სახით, ან იყოს განპირობებული მხოლოდ ერთი მიკროორგანიზმის არსებობით (II ტიპი), ხშირად Streptococcus pyogenes-ით, რომელსაც A ჯგუფის სტრეპტოკოკსაც უწოდებენ.
მანეკროზებელი ფასციტიის ეჭვი უნდა გაჩნდეს ყოველთვის, როდესაც აღინიშნება რბილი ქსოვილის ინფექცია, რომელიც თანხლებულია აქცენტირებული ტკივილით და/ან ანესთეზიით ინფიცირებულ არეზე გავრცელებით, ან სისტემური ინტოქსიკაციის ნიშნებით და სიმპტომებით.
მანეკროზებელი ფასციიტის დიაგნოზის ეჭვს იწვევს ჩამოთვლილი ნიშნები: ჰიპოტენზია და/ან მომატებული კრეატინინი, მომატებული კრეატინკინაზა, მომატებული C-რეაქტიული ცილა (>124 ნანომოლ/ლ-ზე [13 მგ/ლ-ზე]), მომატებული ლეიკოციტების (WBC) რაოდენობა გამოკვეთილი მარცხნივ გადახრით, და/ან შრატში ბიკარბონატის დაბალი შემცველობა.
მანეკროზებელი ფასციიტის დადასტურება ან გამორიცხვა მხოლოდ ლაბორატორიული ან რადიოლოგიური კვლევებით, ცალცალკე ან კომბინაციაში, არ არის საკმარისად მგრძნობიარე და სპეციფიკური.
ურგენტული ქირურგიული კონსულტაციის ჩატარება აუცილებელია დიაგნოსტიკური ეჭვის გაჩენისთანავე. დაუშვებელია მკურნალობის დაყოვნება მიკრობიოლოგიური და ვიზუალური გამოკვლევების მოლოდინში.
ძირითად მკურნალობას წარმოადგენს ქირურგიული გაწმენდა, რომელიც შესაძლოა მეორდებოდეს საჭიროებიდან გამომდინარე. ანტიბიოტიკოთერაპია მნიშვნელოვანია, მაგრამ ითვლება დამატებით ჩარევად.(ქირურგიის თანხლებით). ემპირიული ანტიბიოტიკები უნდა მოიცავდეს ძირითად ბაქტერიებს და A ჯგუფის სტრეპტოკოკულ ტოქსინს, რომელიც II ტიპის მანეკროზებელ ფასციიტს შეიძლება ახასიათებდეს.
მანეკროზებელი ფასციტი წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კანქვეშა რბილი ქსოვილის ინფექციურ დაავადებას, რომელიც შესაძლებელია გავრცელდეს ღრმა ფასციებზე, თუმცა არ მოიცავს ქვემდებარე კუნთებს. გამომწვევი მიკროორგანიზმები შესაძლოა წარმოადგენდნენ აერობულ, ანაერობულ, ან შერეულ ფლორას. არსებობს ორი ძირითადი კლინიკური ფორმა. I ტიპის მანეკროზებელი ფასციიტი პოლიმიკრობული ინფექციაა, რომელსაც იწვევენ ანაერობები, მაგ. Baqteroides ან Peptostreptococcus და ფაკულტატური ანაერობები, როგორებიცაა ზოგიერთი Enterobacterales ან არა A ჯგუფის სტრეპტოკოკი.[1]Hoadley DJ, Mark EJ. Case records of the Massachusetts General Hospital. Weekly clinicopathological exercises. Case 28-2002. A 35-year-old long-term traveler with a rapidly progressive soft-tissue infection. N Engl J Med. 2002 Sep 12;347(11):831-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12226155?tool=bestpractice.com
[2]Childers BJ, Potyondy LD, Nachreiner R, et al. Necrotizing fasciitis: a fourteen-year retrospective study of 163 consecutive patients. Am Surg. 2002 Feb;68(2):109-16.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11842952?tool=bestpractice.com
[3]Hasham S, Matteucci P, Stanley PR, et al. Necrotising fasciitis. BMJ. 2005 Apr 9;330(7495):830-3. [Erratum in: BMJ. 2005 May 14;330(7500):1143.]
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15817551?tool=bestpractice.com
[4]Pasternack MS, Swartz MN. Cellulitis, necrotizing fasciitis, and subcutaneous tissue infections. In: Bennett JE, Dolin R, Blaser MJ, eds. Mandell, Douglas, and Bennett’s principles and practice of infectious diseases. Philadelphia, PA: Elsevier; 2015:1194-215.[5]Stevens DL, Bisno AL, Chambers HF, et al. Practice guidelines for the diagnosis and management of skin and soft tissue infections: 2014 update by the Infectious Diseases Society of America. Clin Infect Dis. 2014 Jul 15;59(2):e10-52.
https://academic.oup.com/cid/article/59/2/e10/2895845
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24973422?tool=bestpractice.com
II ტიპის მანეკროზებელი ფასციიტი, ყველაზე ხშირად Streptococcus pyogenes-ის (A ჯგუფის სტრეპტოკოკი) მიერ გამოწვეული მონომიკრობული ინფექციაა.[1]Hoadley DJ, Mark EJ. Case records of the Massachusetts General Hospital. Weekly clinicopathological exercises. Case 28-2002. A 35-year-old long-term traveler with a rapidly progressive soft-tissue infection. N Engl J Med. 2002 Sep 12;347(11):831-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12226155?tool=bestpractice.com
[2]Childers BJ, Potyondy LD, Nachreiner R, et al. Necrotizing fasciitis: a fourteen-year retrospective study of 163 consecutive patients. Am Surg. 2002 Feb;68(2):109-16.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11842952?tool=bestpractice.com
[3]Hasham S, Matteucci P, Stanley PR, et al. Necrotising fasciitis. BMJ. 2005 Apr 9;330(7495):830-3. [Erratum in: BMJ. 2005 May 14;330(7500):1143.]
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15817551?tool=bestpractice.com
[4]Pasternack MS, Swartz MN. Cellulitis, necrotizing fasciitis, and subcutaneous tissue infections. In: Bennett JE, Dolin R, Blaser MJ, eds. Mandell, Douglas, and Bennett’s principles and practice of infectious diseases. Philadelphia, PA: Elsevier; 2015:1194-215.[5]Stevens DL, Bisno AL, Chambers HF, et al. Practice guidelines for the diagnosis and management of skin and soft tissue infections: 2014 update by the Infectious Diseases Society of America. Clin Infect Dis. 2014 Jul 15;59(2):e10-52.
https://academic.oup.com/cid/article/59/2/e10/2895845
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24973422?tool=bestpractice.com
[6]Bisno AL, Stevens DL. Streptococcal infections of skin and soft tissues. N Engl J Med. 1996 Jan 25;334(4):240-5.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8532002?tool=bestpractice.com
იშვიათ შემთხვევებში, მონომიკრობულ მანეკროზებელ ფასციიტს აქვს სპეციფიკურ ექსპოზიციებთან ან რისკფაქტორებთან დაკავშირებულ ისხვა ინფექციური ეტიოლოგიები (მაგ. Aeromonas hydrophila-თი დაბინძურებულ მტკნარ წყალთან ექსპოზიცია, ზღვის წყალთან ექსპოზიცია ან Vibrio vulnificus-ით დაბინძურებული უმი ხამანწკების მირთმევა).