მუცლის ქრონიკული ტკივილი განისაზღვრება, როგორც მუცლის უწყვეტი ან ხანგამოშვებითი დისკომფორტი, რომელიც სულ მცირე 6 თვის განმავლობაში გრძელდება. ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანოთა ნებისმიერი სისტემის დაზიანებით, მათ შორის შარდ-სასქესო, კუჭ-ნაწლავისა და გინეკოლოგიური სისტემები. მუცლის ქრონიკული ტკივილის ეტიოლოგია იმდენად მრავალმხრივია, რომ აღნიშნულ ტექსტში მხოლოდ ყველაზე ხშირი მიზეზები იქნება განხილული. შესაძლოა ყოველთვის არ არსებობდეს ზუსტი კავშირი ანატომიურ სტრუქტურასა და ფონურ პროცესს შორის.
კლასიფიკაცია
მუცლის ქრონიკული ტკივილი იყოფა ორგანულ და ფუნქციურ ეტიოლოგიებად. ორგანულ ეტიოლოგიებს აქვთ ნათელი ანატომიური, ფიზიოლოგიური ან მეტაბოლური გამომწვევი მიზეზი. მუცლის ქრონიკული ტკივილი, რომლის ზუსტი წყარო უცნობია დეტალური დიაგნოსტიკური შეფასების მიუხედავად, ძირითადად ფუნქციურ დაავადებად მიიჩნევა. მუცლის ფუნქციური ტკივილი ფიქრობენ, რომ წარმოიქმნება მულტიფაქტორული ვისცერული ჰიპერმგრძნობელობისა, მოძრაობის დარღვევის და ნაწლავის ღერძის შეცვლილი ფუნქციის გამო.[1]Korterink J, Devanarayana NM, Rajindrajith S, et al. Childhood functional abdominal pain: mechanisms and management. Nat Rev Gastroenterol Hepatol. 2015 Mar;12(3):159-71.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25666642?tool=bestpractice.com
მუცლის ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში, მუცლის მწვავე ტკივილთან შედარებით, ნაკლები ალბათობით გამოვლინდება გამომწვევი ფონური ორგანული პათოლოგია. მუცლის მწვავე ტკივილი ხშირად ასახავს უეცარ ფიზიოლოგიურ ცვლილებას, როგორიცაა ღრუ ორგანოს ობსტრუქცია ან პერფორაცია, ინფექცია, ანთება ან უეცარი იშემიური მოვლენა.
ეპიდემიოლოგია
მუცლის ქრონიკული ტკივილი ხშირი ჩივილია პირველადი ჯანდაცვისა და ქვესპეციალობების კლინიკებში. მუცლის არასპეციფიკური ტკივილის ინციდენტობა არის 22.3 1000 პირ-წელზე.[2]Wallander MA, Johansson S, Ruigomez A, et al. Unspecified abdominal pain in primary care: the role of gastrointestinal morbidity. Int J Clin Pract. 2007 Oct;61(10):1663-70.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17681003?tool=bestpractice.com
დაფიქსირებული პრევალენტობა ვარირებს 8 % - 54 %-ს შორის.[3]Heading RC. Prevalence of upper gastrointestinal symptoms in the general population: a systematic review. Scand J Gastroenterol Suppl. 1999;231:3-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10565617?tool=bestpractice.com
აშშ-ის მოზრდილებში ჩატარებულ ერთ ერთმომენტიან კვლევაში გამოვლინდა პრევალენტობა 21.8% ზოგადი მოსახლეობაში.[4]Sandler RS, Stewart WF, Liberman JN, et al. Abdominal pain, bloating, and diarrhea in the United States: prevalence and impact. Dig Dis Sci. 2000 Jun;45(6):1166-71.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10877233?tool=bestpractice.com
მუცლის ქრონიკული ტკივილი ქალებში უფრო სავარაუდოა, ვიდრე მამაკაცებში.[4]Sandler RS, Stewart WF, Liberman JN, et al. Abdominal pain, bloating, and diarrhea in the United States: prevalence and impact. Dig Dis Sci. 2000 Jun;45(6):1166-71.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10877233?tool=bestpractice.com
პედიატრიული ფუნქციური მუცლის ტკივილის პრევალენტობა არის 13.5 %.[5]Korterink JJ, Diederen K, Benninga MA, et al. Epidemiology of pediatric functional abdominal pain disorders: a meta-analysis. PLoS One. 2015 May 20;10(5):e0126982.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0126982
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25992621?tool=bestpractice.com
მუცლის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა და მართვა ხშირად რთულია, რაც გამაღიზიანებელია როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისათვის. აღნიშნული გამოცდილება გამოწვეულია ანამნეზის უყურადღებო შეკრებით, გასინჯვისას არასაკმარისი გამოკვლევით, დიფერენციული დიაგნოზების მრავალფეროვნებით (მოიცავს რამდენიმე სპეციალობას) და ხშირად უარყოფითი დიაგნოსტიკური კვლევებით.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით მუცლის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტთა უმრავლესობას აქვს კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დაავადება, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ფუნქციური დისპეპსია.[6]Talley NJ, Weaver AL, Zinsmeister AR, et al. Onset and disappearance of gastrointestinal symptoms and functional gastrointestinal disorders. Am J Epidemiol. 1992 Jul 15;136(2):165-77.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/1415139?tool=bestpractice.com
[7]Ford AC, Marwaha A, Lim A, et al. What is the prevalence of clinically significant endoscopic findings in subjects with dyspepsia? Systematic review and meta-analysis. Clin Gastroenterol Hepatol. 2010 Oct;8(10):830-7.e2.
https://www.cghjournal.org/article/S1542-3565(10)00563-X/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20541625?tool=bestpractice.com
[8]Keefer L, Drossman DA, Guthrie E, et al. Centrally mediated disorders of gastrointestinal pain. Gastroenterology. 2016 May;150(6):1408-19.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27144628?tool=bestpractice.com
თუმცა, აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილი არასპეციფიკურია და შეიძლება ჰგავდეს ორგანულ დაავადებას ან ორგანული დაავადების პარალელურად აღინიშნოს.