სიდაბლე განისაზღვრება როგორც სიმაღლე, რომელიც პოპულაციაში ( 2.5 პერცენტილს ქვემოთ) ასაკისა და სქესიდან გამომდინარე საშუალო მაჩვენებლიდან ორი ან მეტი სტანდარტული დევიაციით ქვემოთ არის.
ზრდის შენელება განისაზღვრება როგორც ზრდის სიჩქარე, რომელიც ასაკისა და სქესიდან გამომდინარე 5 პროცენტით ქვემოთ არის (მაგ. 5 წლის ასაკის შემდეგ <5სმ/წელიწადში) ან სიმაღლის შეჩერება ზრდის მრუდზე ორი ან მეტი პროცენტის გასწვრივ.
ეპიდემიოლოგია
ყველა ბავშვის დაახლოებით 2 % ან აშშ-ში 1 მილიონზე მეტი ბავშვი წარმოდგენილია სიდაბლით. სიდაბლის გამო სამედიცინო ყურადღებას გოგონებთან შედარებით უფრო ხშირად ბიჭები საჭიროებენ. თუმცა, ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ბიჭების 38% და გოგონების 20%, რომლებიც გადაამისამართეს შესაფასებლად, მიეკუთვნებოდნენ ნორმალური სიმაღლის ჯგუფს, გადამისამართება განაპირობა გაზომვისას შეცდომებმა, ზრდის მრუდზე მონიშვნის შეცდომამ ან ბავშვის გენეტიკური სიმაღლის პოტენციალის გამოთვლის წარუმატებლობამ.[1]Lifshitz F (ed). Pediatric endocrinology. 5th ed. New York City, NY: Informa HealthCare; 2007.[2]Grimberg A, Kutikov J, Cucchiara A. Sex differences in patients referred for evaluation of poor growth. J Pediatr. 2005 Feb;146(2):212-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15689911?tool=bestpractice.com
ნამდვილად სიდაბლის მქონე ბავშვებში ხშირად არ არსებობს ორგანული გამომწვევი მიზეზი, ხშირად ეს არის ოჯახური სიდაბლის, ზრდისა და გავითარების საერთო დაყოვნების კომბინაცია. თუმცა, ბავშვების მცირე რაოდენობაში სიდაბლე შესაძლოა იყოს პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლინება (მაგ. ენდოკრინოპათია, მალაბსორბცია, თირკმლის დაავადება, ანთებითი დაავადება). სკოლის კვლევაში, ბავშვების 14%, რომლებიც 3 პროცენტზე დაბალი იყვნენ და იზრდებოდნენ <5სმ/წელიწადში დაფიქსირდა რომ ჰქონდათ მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობა, რომელთა 5 % იყო ენდოკრინული წარმოშობის.პათოლოგიური ტანდაბლობა: არსებობს საშუალო ხარისხის მტკიცებულება, რომ ტანდაბლობის მქონე 555 ბავშვის 14%-ს აქვს ორგანული დაავადება, რომელთაგანაც 5% ენდოკრინული ბუნებისაა.[3]რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები <200 მონაწილით, მეთოდოლოგიურად გაუმართავი კვლევები >200 მონაწილით, მეთოდოლოგიურად გაუმართავი სისტემური მიმოხილვები ან კარგი ხარისხის ობსერვაციული (კოჰორტული) კვლევები. განვითარებად ქვეყნებში ტანდაბლობა ხშირად მალნუტრიციის შედეგია. მოზარდებსა და ბავშვებში ზრდის გაჩერების სიხშირე ვარირებს 9%-დან 11% -მდე სამხრეთ ამერიკაში და 30 % არის აფრიკის ქვეყნებში.[4]Vitolo MR, Gama CM, Bortolini GA, et al. Some risk factors associated with overweight, stunting and wasting among children under 5 years old. J Pediatr (Rio J). 2008 May-Jun;84(3):251-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18535734?tool=bestpractice.com
[5]Romaguera D, Samman N, Farfan N, et al. Nutritional status of the Andean population of Puna and Quebrada of Humahuaca, Jujuy, Argentina. Public Health Nutr. 2008 Jun;11(6):606-15.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17894917?tool=bestpractice.com
[6]Custodio E, Descalzo MA, Roche JS, et al. Nutritional status and its correlates in Equatorial Guinean preschool children: results from a nationally representative survey. Food Nutr Bull. 2008 Mar;29(1):49-58.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18510205?tool=bestpractice.com
ნორმალური ზრდა
ნორმალური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ნებისმიერი ფაქტორის ცვლილებამ შესაძლოა განაპირობოს ზრდის შეჩერება.[1]Lifshitz F (ed). Pediatric endocrinology. 5th ed. New York City, NY: Informa HealthCare; 2007.
ანტენატალური ზრდა: ნაყოფის ზრდის ძირითადი განმსაზღვრელია საშვილოსნოს ზომა, პლაცენტის ფუნქცია, დედის კვება, ინსულინი, ინსულინის-მსგავსი ზრდის ფაქტორები (IGFs) და IGF-დამაკავშირებელი ცილები (IGFBPs).
პოსტნატალური ზრდა: ეს ხასიათდება საწყისად ზრდის სწრაფი სიხშირით, რომელიც პროგრესულად მცირდება და 3 წლისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე პლატოს აღწევს დაახლოებით 5-დან-7 სმ-მდე/ წელიწადში. მათ გენეტიკურ პოტენციალთან შედარებით დაბადებული დიდი ან პატარა ბავშვი პირველი 2 წლის განმავლობაში "გამოასწორებს" მათ სწორ პროცენტს. ამ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზრდის ჰორმონი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კვება და ინსულინი.
პუბერტული ზრდა: მომწიფებამდე, ზრდა როგორც წესი ნელდება ("პრეპუბერტული დაცემა") , მხოლოდ იმისთვის რომ ამას მოჰყვეს პუბერტული ,,ნახტომისებური ზრდა’’. გარდა იმ სხვა ფაქტორებისა, როგორებიცაა ზრდის ჰორმონი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, კვება და ინსულინი, სქესობრივი მომწიფების დროს ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სქესობრივი ჰორმონები. გოგონებში ,,ნახტომისებური ზრდა’’ ადრეული სქესობრივი მომწიფების პერიოდშია. ბიჭებში ,,ნახტომისებური ზრდა’’ სქესობრივი მომწიფების პერიოდის ბოლოსკენ არის და გოგონებთან შედარებით უფრო მაღალ სიმაღლეს აღწევენ. ეს კომბინირებულია იმ ფაქტთან, რომ გოგონებთან შედარებით ბიჭები იზრდებიან დაახლოებით დამატებითი 2 წლის განმავლობაში, ეს ხსნის სქესთა შორის საბოლოო სიმაღლის 13 სანტიმეტრიან (5 ინჩი) განსხვავებას.