ტვინის ტრავმული დაზიანების შეფასება, მწვავე
შეჯამება
განმარტებები
თავის დაზიანება განისაზღვრება როგორც თავის ტრავმა, ტვინის დაზიანებით ან მის გარეშე. დაზიანების შემდეგ სიმპტომებზე დაყრდნობით თავის დაზიანება შესაძლოა აღიწეროს როგორც მინიმალური, მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ფორმის დაზიანებები. თავის მინიმალური დაზიანების მქონე პაციენტები არიან ის პაციენტები,რომელთაც აქვთ თავის ტრავმა, არ დაუკარგვთ ცნობიერება, აქვთ ნორმალური გლაზგოს კომის სკალა (გკს) და თავის უსიმპტომო დაზიანება. თავის მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებში თავის დაზიანების შემდეგ გლაზგოს კომის სკალა არის 13-დან -15-მდე.[1]Centers for Disease Control and Prevention. Traumatic brain injury and concussion. July 2017 [internet publication]. http://www.cdc.gov/TraumaticBrainInjury/
ტვინის ტრავმული დაზიანება არასპეფიციკური ტერმინია, რომელიც აღწერს ტვინის ბლაგვ, გამჭოლ ან აფეთქებით გამოწვეულ დაზიანებას. ტვინის ტრავმული დაზიანება გლაზგოს კომის სკალაზე და/ან ნეიროქცევითი დაზიანების მიხედვით შესაძლოა დაიყოს როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ფორმის დაზიანებები.
ტერმინი "შერყევა" ხშირად ნაცვლდება ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანებით ან თავის მინიმალური ან მცირედი დაზიანებით სპორტულ ლიტერატურაში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია შეთანხმდნენ, რომ ტვინის მსუბუქი ფორმის ტრავმული დაზიანება განპირობებულია ბლაგვი ან მექანიკური ძალით, რომელიც იწვევს გარკვეული ტიპის გარდამავალ დაბნეულობას, დეზორიენტაციას ან ცნობიერების დაკარგვას, რომელიც გრძელდება არაუმეტეს 30 წუთისა და შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარდამავალ ნეიროქცევით დაზიანებასთან; გლაზგოს კომის სკალა არის არანაკლებ 13-15 ქულა.[2]McCrea HJ, Perrine K, Niogi S, et al. Concussion in sports. Sports Health. 2013;5(2):160-4. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3658375/ http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24427385?tool=bestpractice.com CDC: heads up external link opens in a new window თუმცა, მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე, უნდა შეფასდეს თუ არა პაციენტი, რომ მას აქვს საშუალო სიმძიმის ტვინის ტრავმული დაზიანება, თუ მისი გლაზგოს კომის სკალას ქულა არის 13.
კლასიფიკაცია
ტვინის ტრავმული დაზიანების კლასიფიკაცია მრავალი გზითაა შესაძლებელი, მათ შორის ტიპის, სიმძიმის, ადგილმდებარეობის, დაზიანების მექანიზმისა და დაზიანებაზე ფიზიოლოგიური პასუხის მიხედვით. ტვინის ტრავმული დაზიანებისას ეფექტური თერაპიული ჩარევების დადგენისას, ჰეტეროგენურობა ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბარიერად.[3]Saatman KE, Duhaime AC, Bullock R, et al; Workshop Scientific Team and Advisory Panel Members. Classification of traumatic brain injury for targeted therapies. J Neurotrauma. 2008;25(7):719-38. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2721779/ http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18627252?tool=bestpractice.com აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში განხორციელებულმა ძალისხმევას, რათა მოეხდინათ ტვინის ტრავმული დაზიანების ქვეჯგუფების დასახელების, განმარტებებისა და კლასიფიკაციის სტანდარტირება აქვს შესაძლებლობა, რომ შეამცირონ მონაცემთა ბაზაში არსებული ცვალებადობა და გააუმჯობესონ მონაცემთა შეგროვების ხარისხი ტვინის ტრავმული დაზიანების კვლევაში.[4]Adelson PD, Pineda J, Bell MJ, et al. Common data elements for pediatric traumatic brain injury: recommendations from the working group on demographics and clinical assessment. J Neurotrauma. 2012;29(4):639-53. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3289844/ http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21939389?tool=bestpractice.com [5]Ardolino A, Sleat G, Willett K. Outcome measurements in major trauma - results of a consensus meeting. Injury. 2012;43(10):1662-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22695320?tool=bestpractice.com [6]Berger RP, Beers SR, Papa L, et al. Common data elements for pediatric traumatic brain injury: recommendations from the biospecimens and biomarkers workgroup. J Neurotrauma. 2012;29(4):672-7. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3289842/ http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22106839?tool=bestpractice.com
კლინიკურად მძიმე ფორმის კლასიფიკაცია
გლაზგოს კომის სკალა ფართოდ გამოიყენება ტვინის ტრავმული დაზიანების სიმძიმის დონეებისა და პროგნოზის მიხედვით დასაყოფად.[7]Carney N, Totten AM, O'Reilly C, et al. Guidelines for the management of severe traumatic brain injury, fourth edition. Neurosurgery. 2017 Jan 1;80(1):6-15. https://braintrauma.org/uploads/03/12/Guidelines_for_Management_of_Severe_TBI_4th_Edition.pdf http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27654000?tool=bestpractice.com [8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ არსებობს უკუკავშირი გლაზგოს კომის შკალასა და CT-ზე დადებითი ნიშნების ინცედონტობას შორის; ფაქტისთვის, ქალასშიდა დაზიანების სიხშრე და ნეიროქირურგიული ჩარევის საჭიროება ორჯერ მომატებულია, როდესაც GCS ეცემა 15-დან-14-მდე.[9]Smits M, Dippel DW, Steyerberg EW, et al. Predicting intracranial traumatic findings on computed tomography in patients with minor head injury: the CHIP prediction rule. Ann Intern Med. 2007;146(6):397-405. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17371884?tool=bestpractice.com [10]Ibañez J, Arikan F, Pedraza S, et al. Reliability of clinical guidelines in the detection of patients at risk following mild head injury: results of a prospective study. J Neurosurg. 2004;100(5):825-34. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15137601?tool=bestpractice.com
მსუბუქი/მინორული ტვინის ტრავმული დაზიანება: გლაზგოს კომის სკალა 13-15; სიკვდილობა 0.1%
ზომიერი სიმძიმის ტვინის ტრავმული დაზიანება: გლაზგოს კომის სკალა 9-12; სიკვდილობა 10%
მძიმე ფორმის ტვინის ტრავმული დაზიანება: გლაზგოს კომის სკალა <9; სიკვდილობა 40%.
ბევრი ავტორის რეკომენდაციაა, რომ პაციენტები, რომელთაც აქვთ გლაზგოს კომის სკალა 13 , მსუბუქი ან მინორული ფორმის ნაცვლად კლასიფიცირდნენ როგორც საშუალო, რაც განპირობებულია ქალასშიდა დაზიანების უფრო მაღალი ინციდენტობით და ამ პაციენტების ცუდი პროგნოზით.[11]Türedi S, Hasanbasoglu A, Gunduz A, et al. Clinical decision instruments for CT scan in minor head trauma. J Emerg Med. 2008;34(3):253-9. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18180129?tool=bestpractice.com [12]Pearson WS, Ovalle F Jr, Faul M, et al. A review of traumatic brain injury trauma center visits meeting physiologic criteria from the american college of surgeons committee on trauma/centers for disease control and prevention field triage guidelines. Prehosp Emerg Care. 2012 Jul-Sep;16(3):323-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22548387?tool=bestpractice.com [13]Mena JH, Sanchez AI, Rubiano AM, et al. Effect of the modified Glasgow Coma Scale score criteria for mild traumatic brain injury on mortality prediction: comparing classic and modified Glasgow Coma Scale score model scores of 13. J Trauma. 2011;71(5):1185-92; discussion 1193. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22071923?tool=bestpractice.com [14]Fabbri A, Servadei F, Marchesini G, et al. Observational approach to subjects with mild-to-moderate head injury and initial non-neurosurgical lesions. J Neurol Neurosurg Psychiatry. 2008 Oct;79(10):1180-5. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18356255?tool=bestpractice.com ავსტრალიაში კლინიკურმა გაიდლაინმა დაადგინა, რომ გლაზგოს კომის სკალა 13-თან დაკავშირებულია გაზრდილი სიკვდილობა და ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების კლასიფიკაცია შეზღუდულია პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლაზგოს კომის სკალაზე 14-15 ქულა.[15]New South Wales Ministry of Health. Closed head injury in adults - initial management. Feb 2012 [internet publication]. http://www1.health.nsw.gov.au/pds/ActivePDSDocuments/PD2012_013.pdf
მეიოს ტვინის ტრავმული დაზიანების კლასიფიკაცია ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტებს მათი კლინიკურ და CT ნიშნებზე დაყრდნობით ჰყოფს ზუსტ, სავარაუდო და შესაძლებელი ფორმების მიხედვით.[16]Malec JF, Brown AW, Leibson CL, et al. The Mayo classification system for traumatic brain injury severity. J Neurotrauma. 2007 Sep;24(9):1417-24. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17892404?tool=bestpractice.com
ვრცელი ეტიოლოგიით კლასიფიკაცია
ტვინის ბლაგვი ტრავმული დაზიანება: ხდება, მაშინ როდესაც გარე მექანიკური ძალა განაპირობებს ტვინის ზემოქმედების სწრაფ დაჩქარებას ან შემცირებას. ეს, როგორც წესი, გვხვდება ავტომობილთან დაკავშირებული დაზიანებისას, დავარდნისას, ავარიისას, ან ფიზიკური ჩხუბისას.
ტვინის გამჭოლი ტრავმული დაზიანება ხდება, როდესაც საგანი ხვრეტს თავის ქალას და არღვევს ტვინის მაგარ გარსს, ძირითადად ნანახია იარაღის სროლისას ან საჩხვლეტი იარაღით მიყენებული ჭრილობებისას.
აფეთქებით გამოწვეული თავის ტრავმული დაზიანება ხდება დაბომბვისა და ომის შემდეგ, განპირობებულია კონტაქტისა და ინერციული ძალების კომბინაციით, დიდი წნევითა და აკუსტიკური ტალღებით.[17]Ling G, Bandak F, Armonda R, et al. Explosive blast neurotrauma. J Neurotrauma. 2009 Jun;26(6):815-25. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19397423?tool=bestpractice.com
ჩართულობის მიხედვით კლასიფიკაცია
ტვინის ტრავმული დაზიანება შესაძლოა დაიყოს ჩართული ადგილმდებარეობის მიხედვით, როგორიცაა მაგალითად დიფუზური ან ფოკალური, თუმცა ეს ორი ტიპი ხშირად ერთმანეთის თანმხლებია.
ტვინის დიფუზური დაზიანება მოიცავს დიფუზურ აქსონურ აზიანებას, ტვინის ჰიპოქსიურ დაზიანებას, დიფუზურ ცერებრულ ედემას ან დიფუზურ ვასკულურ დაზიანებას.[18]Maas AI, Stocchetti N, Bullock R. Moderate and severe traumatic brain injury in adults. Lancet Neurol. 2008 Aug;7(8):728-41. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18635021?tool=bestpractice.com
ფოკალური დაზიანება მოიცავს სპეციფიკურ დაზიანებებს, როგორიცაა კონტუზია, ქალასშიდა ჰემატომები, ინფარქტები, აქსონური აშრევება, კრანიული ნერვის evulsion და თავის ქალის მოტეხილობა.[18]Maas AI, Stocchetti N, Bullock R. Moderate and severe traumatic brain injury in adults. Lancet Neurol. 2008 Aug;7(8):728-41. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18635021?tool=bestpractice.com
კლასიფიკაცია დაზიანების პროგრესირების მიხედვით
პირველადი დაზიანება განპირობებულია დაუყოვნებლივი მექანიკური ძალის, ბლაგვი, გამჭოლი ან აფეთქებით გამოწვეული დაზიანების გამო, და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
თავის ქალას მოტეხილობა
კონტუზია
ჰემატომა
სუბარაქნოიდული ან ფოკალური სისხლჩაქცევა
აქსონური აშრევება ან ჭრილობა
მეორეული დაზიანება გულისხმობს პირველადი დაზიანების გამომწვევ პათოფიზიოლოგიურ შედეგებს და მოიცავს კომპლექსურ ნეირობიოლოგიურ კასკადებს, რომლებიც იცვლებიან ან იწყებიან უჯრედულ დონეზე პირველადი დაზიანების შემდეგ და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:[18]Maas AI, Stocchetti N, Bullock R. Moderate and severe traumatic brain injury in adults. Lancet Neurol. 2008 Aug;7(8):728-41. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18635021?tool=bestpractice.com
ცერებრული ედემა
მომატებული ქალასშიდა წნევა
ჰემორაგია
გულყრები
იშემია
ინფიცირებასთან.
ტვინის ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგია
ტვინის ტრავმული დაზიანება არის ავადობისა და სიკვდილობის მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც განაპირობებს აშშ-ში ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ შემთხვევასა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ვიზიტს,[19]Coronado VG, McGuire LC, Sarmiento K, et al. Trends in traumatic brain injury in the U.S. and the public health response: 1995-2009. J Safety Res. 2012 Sep;43(4):299-307. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23127680?tool=bestpractice.com დიდ ბრიტანეთში კი ეს არის 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.[20]National Institute for Health and Care Excellence. Head injury: assessment and early management. Jun 2017 [internet publication]. http://www.nice.org.uk/Guidance/CG176 2017 წლის მიმოხილვამ ყურადღება გაამახვილა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ტვინის ტრავმული დაზიანებით განპირობებული უუნარობისა და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელზე.[21]Maas AIR, Menon DK, Adelson PD, et al; InTBIR Participants and Investigators. Traumatic brain injury: integrated approaches to improve prevention, clinical care, and research. Lancet Neurol. 2017 Dec;16(12):987-1048. http://www.thelancet.com/journals/laneur/article/PIIS1474-4422(17)30371-X/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29122524?tool=bestpractice.com
ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტების დაახლოებით 80%-ს აქვს თავის მინორული დაზიანება და მკურნალობენ და საავადმყოფოდან ეწერებიან ჰოსპიტალიზაციის ან დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური ტესტების გარდა სხვა ჩარევის გარეშე.[22]Pandor A, Goodacre S, Harnan S, et al. Diagnostic management strategies for adults and children with minor head injury: a systematic review and an economic evaluation. Health Technol Assess. 2011 Aug;15(27):1-202. http://www.journalslibrary.nihr.ac.uk/hta/volume-15/issue-27 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21806873?tool=bestpractice.com დაზიანებების დაახლოებით 20% საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, 6% რჩება ინვალიდი და დაახლოებით 3% კვდება.[23]Faul M, Xu L, Wald MM, et al. Traumatic brain injury in the United States: emergency department visits, hospitalizations, and deaths 2002-2006. Atlanta, GA: Centers for Disease Control and Prevention, National Center for Injury Prevention and Control; 2010. http://www.cdc.gov/traumaticbraininjury/pdf/blue_book.pdf [24]Tennant A. Admission to hospital following head injury in England: incidence and socio-economic associations. BMC Public Health. 2005 Mar 4;5:21. https://bmcpublichealth.biomedcentral.com/articles/10.1186/1471-2458-5-21 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15748288?tool=bestpractice.com
ტვინის ტრავმული დაზიანება სიკვდილის ერთ-ერთი გავრცელებული გამომწვევი მიზეზია 25 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ადამიანებში. უმეტესობა ხდება მცირეწლოვან ბავშვებში (ასაკი 0-დან-4 წლამდე) და მოზარდებსა და მოზრდილებში (ასაკი 15-დან-24 წლამდე), ინციდენტობის შემდეგი პიკი კი არის ხანდაზმულებში (65 წელზე მეტი ასაკი). ხანდაზმული ასაკობრივი ჯგუფი მოიცავს ტვინის ტრავმულ დაზიანებასთან დაკავშირებულ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს.[25]Butcher I, McHugh GS, Lu J, et al. Prognostic value of cause of injury in traumatic brain injury: results from the IMPACT study. J Neurotrauma. 2007 Feb;24(2):281-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17375992?tool=bestpractice.com [26]Fearnside MR, Cook RJ, McDougall P, et al. The Westmead Head Injury Project outcome in severe head injury. A comparative analysis of pre-hospital, clinical and CT variables. Br J Neurosurg. 1993;7(3):267-79. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8338647?tool=bestpractice.com
ტვინის ტრავმული დაზიანების ყველა ქვეჯგუფში მამაკაცები წარმოდგენილია 3:1 თანაფარდობით. ნეიროქირურგიული ჩარევა (კრანიოტომია, თავის ქალას მოტეხილობის აწევა, ქალასშიდა წნევის მონიტორინგი ან ვენტრიკულოსტომია) საჭიროა ტვინის ტრავმული დაზიანების მძიმე ფორმის მქონე პაციენტთა 40%-ში, ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალო ფორმის მქონე პაციენტთა 10%-ში და ტვინის ტრავმული მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა 1%-ში.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [27]Bullock MR, Chesnut R, Ghajar J, et al; Surgical Management of Traumatic Brain Injury Author Group. Surgical management of acute subdural hematomas. Neurosurgery. 2006 Mar;58(3 Suppl):S16-24. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16710968?tool=bestpractice.com შერყევის შემდგომი სინდრომი არის ტვინის ტრავმული დაზიანების მსუბუქი ფორმის დროსაც კი ნეიროქცევითი გართულებები, რომელიც მოიცავს სომატურ, კოგნიტურ და დაზიანებულ დომეინებს, პაციენტები ძირითადად აღნიშნავენ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, კონცენტრაციის გართულებასა და დეპრესიას. ბავშვებისა და მოზრდილების დაახლოებით 30% უჩივის შერყევის შემდგომ მუდმივ სიმპტომებს დაზიანებიდან 30 დღის შემდეგ.[28]Zemek R, Barrowman N, Freedman SB, et al. Clinical risk score for persistent postconcussion symptoms among children with acute concussion in the ED. JAMA. 2016 Mar 8;315(10):1014-25. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26954410?tool=bestpractice.com [29]de Koning ME, Scheenen ME, van der Horn HJ, et al. Non-hospitalized patients with mild traumatic brain injury: the forgotten minority. J Neurotrauma. 2017 Jan 1;34(1):257-61. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27029852?tool=bestpractice.com
პროდუქტიულობის დროს დროებითი ან მუდმივი ხარვეზებით განპირობებული სამედიცინო ხარჯები და დანაკარგები გამოთვლილია და ყოველწლიურად აჭარბებს 15 მილიარდ £-ს დიდ ბრიტანეთში[30]Parsonage M; Centre for Mental Health. Traumatic brain injury and offending: an economic analysis. Jul 2016 [internet publication]. https://www.centreformentalhealth.org.uk/publications/traumatic-brain-injury-and-offending [31]Morris S, Ridley S, Lecky FE, et al. Determinants of hospital costs associated with traumatic brain injury in England and Wales. Anaesthesia. 2008 May;63(5):499-508. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18412648?tool=bestpractice.com და 70მილიარდ $-ს აშშ-ში.[32]American College of Surgeons: ACS TQIP best practices in the management of traumatic brain injury. Jan 2015 [internet publication]. https://www.facs.org/~/media/files/quality%20programs/trauma/tqip/traumatic%20brain%20injury%20guidelines.ashx ტვინის ტრავმული დაზიანების მსუბუქი ფორმის დროსაც კი შესაძლებელია განვითარდეს მუდმივი ნეიროკოგნიტური დისფუნქცია, პაციენტებისა და ოჯახების მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვის გამო და საზოგადოებაში მოთხოვნილი ფინანსური გადასახადის გამო. ტვინის ტრავმული დაზიანების მსუბუქი ფორმის დიაგნოზით გაწერის დროს ზოგიერთ პაციენტს სიმპტომები ექნებათ დაზიანების შემდეგ 3 თვის განმავლობაში. [33]Lannsjö M, af Geijerstam JL, Johansson U, et al. Prevalence and structure of symptoms at 3 months after mild traumatic brain injury in a national cohort. Brain Inj. 2009 Mar;23(3):213-9. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19205957?tool=bestpractice.com
სპეციფიკური დაზიანებების ეპიდემიოლოგია
პაციენტების უმრავლესობას აქვს დაზიანებების კომბინაცია.
ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა არის ტვინის ტრავმული დაზიანების ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანი CT-ზე, რომელიც ფიქსირდება ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალოდან-მძიმე ფორმის მქონე პაციენტთა 30-დან-40%-ში და ტვინის მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა 5%-ში.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [34]Steyerberg EW, Mushkudiani N, Perel P, et al. Predicting outcome after traumatic brain injury: development and international validation of prognostic scores based on admission characteristics. PLoS Med. 2008 Aug 5;5(8):e165. http://journals.plos.org/plosmedicine/article?id=10.1371/journal.pmed.0050165 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18684008?tool=bestpractice.com [35]Roberts I, Yates D, Sandercock P, et al; CRASH trial collaborators. Effect of intravenous corticosteroids on death within 14 days in 10008 adults with clinically significant head injury (MRC CRASH trial): randomised placebo-controlled trial. Lancet. 2004 Oct 9-15;364(9442):1321-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15474134?tool=bestpractice.com სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ხშირად დაკავშირებულია სხვა დაზიანებებთან. სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე პაციენტში უფრო ცუდი პროგნოზი აქვს, მაგრამ არ არის დადგენილი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა დაზინების სიმძიმის მარტივი მარკერია თუ ეს ცუდი პროგნოზი განპირობებულია შემდგომი ვაზოსპაზმით.[36]Kramer DR, Winer JL, Pease BA, et al. Cerebral vasospasm in traumatic brain injury. Neurol Res Int. 2013;2013:415813. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3703898/ http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23862062?tool=bestpractice.com
სუბდურული ჰემატომა ტვინის ტრავმული დაზიანებისას წარმონაქმითი დაზიანების ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპია, რომელიც ნანახია ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალოდან -მძიმე ფორმის მქონე პაციენტთა დაახლოებით 20%-ში და ტვინის ტრავმული ფატალური დაზიანების მქონე პაციენტთა დაახლოებით 30%-ში. სუბდურული ჰემატომა წარმოდგენილია ტვინის მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა მხოლოდ 3%-ში. სუბდურული ჰემატომა, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზციას ან სიკვდილს ყველაზე ხშირად ვითარდება ავარიების შემდგომ მოზრდილებში და დაცემის შედეგად ხანდაზმულებში.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [27]Bullock MR, Chesnut R, Ghajar J, et al; Surgical Management of Traumatic Brain Injury Author Group. Surgical management of acute subdural hematomas. Neurosurgery. 2006 Mar;58(3 Suppl):S16-24. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16710968?tool=bestpractice.com
ეპიდურული ჰემატომა ნანახია ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალოდან მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტთა 10%-ში და ტვინის მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა 1%-ში. ეპიდურული ჰემატომის ინციდენტობა ყველაზე მაღალია მოზარდებსა და მოზრდილებს შორის, ხშირად 20-30 წლის ასაკში. ეპიდურული ჰემატომის შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია ავარიებით, დაცემითა და ფიზიკური ძალადობით.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [34]Steyerberg EW, Mushkudiani N, Perel P, et al. Predicting outcome after traumatic brain injury: development and international validation of prognostic scores based on admission characteristics. PLoS Med. 2008 Aug 5;5(8):e165. http://journals.plos.org/plosmedicine/article?id=10.1371/journal.pmed.0050165 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18684008?tool=bestpractice.com
კონტუზია ვითარდება ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალოდან-მძიმე ფორმის მქონე პაციენტთა 20-დან-30%-ში და ტვინის მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა 6%-ში.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [35]Roberts I, Yates D, Sandercock P, et al; CRASH trial collaborators. Effect of intravenous corticosteroids on death within 14 days in 10008 adults with clinically significant head injury (MRC CRASH trial): randomised placebo-controlled trial. Lancet. 2004 Oct 9-15;364(9442):1321-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15474134?tool=bestpractice.com [37]Iaccarino C, Schiavi P, Picetti E, et al. Patients with brain contusions: predictors of outcome and relationship between radiological and clinical evolution. J Neurosurg. 2014 Apr;120(4):908-18. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24506250?tool=bestpractice.com
ინტრაცერებრული ჰემატომა ვითარდება ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე საშუალოდან მძიმე ფორმის პაციენტების 10-დან-30%-ში და ტვინის მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა <1%-ში.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [18]Maas AI, Stocchetti N, Bullock R. Moderate and severe traumatic brain injury in adults. Lancet Neurol. 2008 Aug;7(8):728-41. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18635021?tool=bestpractice.com
რაღაც დოზით დიფუზური აქსონური დაზიანება (DAI) , სავარაუდოდ, ტვინის ტრავმული პაციენტების უმრავლესობაშია წარმოდგენილი, დაბალი ფორმის ღეროვანი დაზიანებები, როგორც წესი, მიკროსკოპულია და არ არის გამოვლენილი კომპიუტერული ტომოგრაფიით. საწყისი კომპიუტერული ტომოგრაფია ნორმალურია იმ პაციენტთა 50-დან-80%-ში, რომელთაც დაესვათ დიფუზური აქსონური დაზიანების დიაგნოზი, მაგრამ MRI აჩვენებს აქსონური დაზიანების მტკიცებულებას ტვინის ტრავმული დაზიანების საშუალო და მძიმე ფორმის მქონე პაციენტთა 70%-ში. CT-ზე ტვინის ტრავმული მინორული დაზიანების მქონე პაციენტთა <1%-ში დგინდება აქსონური დაზიანება, თუმცა მიკროსკოპული დაზიანების ხარისხი უფრო დიდია MRI-ზე. რაღაც დოზით დიფუზური აქსონური დაზიანება ფიქრობენ, რომ წარმოდგენილია ტვინის ტრავმული დაზიანებით გამოწვეული ყველა სიკვდილისას და აგრეთვე იმათში,რომლებიც იწვევს პერსისტენტულ ვეგეტატიურ მდგომარეობას.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com [38]Skandsen T, Kvistad KA, Solheim O, et al. Prevalence and impact of diffuse axonal injury in patients with moderate and severe head injury: a cohort study of early magnetic resonance imaging findings and 1-year outcome. J Neurosurg. 2010 Sep;113(3):556-63. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19852541?tool=bestpractice.com
თავის ქალას მოტეხილობა წარმოდგენილია ტვინის ტრავმული დაზიანების მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტთა 5%-ში და მძიმე ფორმის ტვინის ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტთა 50%-ში. თავის ქალას მოტეხილობების უმრავლესობა განპირობებულია დაცემით, ფიზიკური ძალადობით ან ავარიასთან დაკავშირებული დაზიანებებით. ყველაზე გავრცელებული მოტეხილობაა მარტივი ხაზოვანი მოტეხილობა, რომელიც თავის ქალას ყველა მოტეხილობის > 50%-ს შეადგენს. ტვინის ტრავმული მინორული დაზიანების მქონე პაციენტების 1%-ზე ნაკლებს აქვთ ქალას შეჭეჭყილი მოტეხილობა.[8]Stiell IG, Wells GA, Vandemheen K, et al. The Canadian CT head rule for patients with minor head injury. Lancet. 2001;357(9266):1391-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11356436?tool=bestpractice.com
გამჭოლი დაზიანებები კლასიფიცირდება როგორც მაღალ ან დაბალსიჩქარიანი და შესაძლოა იყოს თვითნებური, განზრახ ან ძალადობასთან დაკავშირებული. თავში იარაღით მიყენებულ ჭრილობას აქვს 50% -იანი სიკვდილობა.[39]Cripps MW, Ereso AQ, Sadjadi J, et al. The number of gunshot wounds does not predict injury severity and mortality. Am Surg. 2009 Jan;75(1):44-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19213396?tool=bestpractice.com
აფეთქებით დაზიანებული დაზიანებები ტვინის ტრავმული დაზიანების მთავარი გამომწვევი მიზეზია აქტიური ჯარის პერსონალში საომარ ზონებში, იგი შეადგენს მძიმე ფორმის ყველა ყველა ტრავმული დაზიანების 60%-ს.[40]Defense and Veterans Brain Injury Center. Blast injuries. Oct 2017 [internet publication]. http://dvbic.dcoe.mil/article/blast-injuries [41]DuBose JJ, Barmparas G, Inaba K, et al. Isolated severe traumatic brain injuries sustained during combat operations: demographics, mortality outcomes, and lessons to be learned from contrasts to civilian counterparts. J Trauma. 2011 Jan;70(1):11-8. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21217475?tool=bestpractice.com
დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
- თავის ქალას მოტეხულობები (ფუძის მოტეხილობის გარდა)
- ქალა ფუძის მოტეხილობა
- თავის ტვინის კონტუზია
- ინტრაცერებრალური ჰემორაგია
- სუბდურალური სისხლჩაქცევა
- ეპიდურალური ჰემატომა
- პარკუჭებსშორისი ჰემორაგია
- ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია
- გამჭოლი დაზიანებები
- დიფუზური აქსონური დაზიანება
- თავის ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანება
თანაავტორები
ავტორებიიხილეთ ყველა
Albert J. Lauro Professor of Medicine/Emergency Medicine
Clinical Professor Medicine/Emergency Medicine
Section of Emergency Medicine
Louisiana State University Health Science Center
New Orleans
LA
Disclosures
MJH is an author of a reference cited in this topic.
Dr Micelle J. Haydel would like to gratefully acknowledge Dr Victoria E. Johnson, Dr Marek Ma, Dr Nathan Ranalli, and Dr Douglas H. Smith, previous contributors to this topic. VEJ, MM, NR, and DHS declare that they have no competing interests.
რეცენზენტებიიხილეთ ყველა
Director of Research
Department of Emergency Medicine
Emory University
Atlanta
GA
Disclosures
DWW declares that he has no competing interests.
Senior Lecturer In Neurology
Imperial College
London
UK
Disclosures
DS declares that he has no competing interests.
აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით